imedi /  28 სექტემბერი 2020, 13:10 / სანდო წყარო

ირაკლი სესიაშვილი: მხარეების სურვილის შემთხვევაში საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისთვის მზადაა

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილის თქმით, თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს. ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან რთული ვითარებაა, არ ჩანს სურვილი და მიდგომა არც ერთი მხარის მხრიდან, რომ ცეცხლი შეწყდეს, საერთაშორისო აქტორებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

თქვენ იცით, რომ საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს და თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული თუკი მოცემულობა და მხარეების სურვილი იქნება, რომ 24-საათიან რეჟიმში კავშირშია თავის კოლეგებთან აზერბაიჯანსა და სომხეთში და ცხადია, ჩვენ ვაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

ასევე, როგორც ცნობილია, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა გამართეს სატელეფონო კომუნიკაცია თავიანთ პარტნიორ ქვეყნებთან, მე იმედი მაქვს და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ აქ უფრო მსხვილი სუბიექტები არ ჩაერთვებიან პროცესში, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს მიგვიყვანს საერთაშორისო კრიზისამდე და გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ შეიძლება მსოფლიო პრობლემატიკაზეც. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტი ძლიერი აქტორი ჩაერთვება მშვიდობის და სტაბილურობის მოწოდების პროცესში და ჩვენც ცხადია, ჩვენს მეზობლებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყდეს და მეტი დრო და რესურსი დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 14:44

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან ქვეყანამ 8-წლიანი ციკლი ყოველგვარი დაპირისპირებისა და ომის გარეშე გაიარა

მე ამაყი ვარ, რომ განვლილი 8 წლის განვავლობაში ჩვენ გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ დამოუკიდებელი დღიდან პირველად ქვეყანამ 8-წლიანი ციკლი ყოველგვარი დაპირისპირებისა და ომის გარეშე გაიარა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 14:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სტაბილური განვითარება არის უმთავრესი მიზანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე დაისახა

„ამიტომ, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური გუნდისთვის უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი გახლდათ ჩვენი ქვეყნის გარე საფრთხეების მაქსიმალური განეიტრალება, მინიმიზაცია, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო ქვეყნის სტაბილიზაცია და ამის შედეგად ჩვენ გვაქვს დღეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

26 ოქტომბერი 2020, 14:27

პოლიტიკა

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებს მოქალაქეების მოთხოვნებს.

26 ოქტომბერი 2020, 14:24

რეგიონი

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდულია - ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცა და იქ რეკრეაციული ზონა მოეწყობა

გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო, გორის მუნიციპალიტეტს გადაეცა და იქ რეკრეაციული ზონა და ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა, - ამის შესახებ კასპისა და გორის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, თემატური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 14:19

COVID19

რას ვაკეთებთ, თუ კორონავირუსის სახლში გადატანა მოგვიწია. ვიდეო ინსტრუქცია

მთავრობის მიერ შექმნილი პორტალი stopcov.ge აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომლებიც COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს უნდა გავითვალისწინოთ.

26 ოქტომბერი 2020, 14:19

საზოგადოება

30 ოქტომბრამდე, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს

26-30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი იქნება. 28 – 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

26 ოქტომბერი 2020, 14:16

რეგიონი

ფონდი „ქართუ“ ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ახორციელებს

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობას და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მხატვართა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2, 8 მლნ ლარია. სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება, სადაც მხატვართა სახლი განთავსდება.

26 ოქტომბერი 2020, 14:04

საზოგადოება

თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა. პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:58

პოლიტიკა

კახა კალაძე ზუგდიდის ბანკში განხორციელებულ მოვლენებზე პოლიტიკოსებს განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

26 ოქტომბერი 2020, 13:57

პოლიტიკა

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა

„ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მე-3 დღეა, გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი“.

გიორგი შერმადინი

26 ოქტომბერი 2020, 13:54

სპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთხელ დაასახელეს. მეექვსე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ შერმადინის ყოფილი გუნდი მალაგის „უნიკახა“ 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:79 დაამარცხა.

ნინო ნიჟარაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:49

COVID19

აჭარაში, რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი მკურნალობს, 23-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 23 კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ კლინიკებში ინტენსიური თერაპიის საწოლები თითქმის შევსებულია. მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, ეპიდსიტუაციის სტაბილურობის მიზნით ჯანდაცვის რეკომენდაციები როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში დაიცვან.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, შეიძლება არა მხოლოდ ხმის, არამედ ვიდეოგამოსახულების გაყალბება

„ეს არის პროგრამა „დიფ ფეიკი“. რისი საშუალებითაც შეიძლება არა მხოლოდ ხმის, საუბრის არამედ ვიდეო-გამოსახულების გაყალბება. ამაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროგრამის გამოყენებით არის დაგეგმილი გარკვეული მასალის მომზადება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:45

პოლიტიკა

კახა კალაძის თქმით, არსებული ეპიდვითარების ფონზე ხალხმრავალი შეკრებების ჩატარება პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

„ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამეს - უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. არსებობენ პარტიები, რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, როდესაც ოპოზიციაში არიან“,- განაცხადა თბილისის მერმა.

26 ოქტომბერი 2020, 13:41

რეგიონი

ირაკლი ხახუბია ხობელ პედაგოგებს შეხვდა

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ხობელ პედაგოგებთან. სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია Facebook-ზე წერს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:40

პოლიტიკა

კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, თითქოს მას მერის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე ემუქრება

ეს არის სიცრუე, ძალიან დიდი ტყუილი და ცილისწამება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე ემუქრება.

გია ცეცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:38

სპორტი

გია ცეცაძემ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „დნიპრო 1“-თან წაგებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გუნდში მუშაობის 4-თვიან პერიოდში ქართველმა მწვრთნელმა „ლვოვს“ ერთი შეხვედრაც ვერ მოაგებინა.

ჩინეთი კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 13:35

COVID19

ჩინეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო COVID-19-ზე მთელ ქალაქს ტესტავენ

ტესტირება 4,7 მილიონ ადამიანს უტარდება და მედიკოსებმა ვირუსის 138 უსიმპტომო მატარებელი აღმოაჩინეს. ამასთან, ქალაქში დაიხურა სკოლები, მოსახლეობას კი ქალაქის დატოვების უფლება მხოლოდ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისას აქვთ.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:29

საზოგადოება

დედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ცენტრი ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს მოამზადებს, რაც შემდეგში მათი დასაქმების გარანტიას შექმნის. თბილისის მერის თქმით, ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას.

26 ოქტომბერი 2020, 13:29

COVID19

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ჯანდაცვამ გარკვეულწილად მოახდინა სიტუაციის სტაბილიზაცია,თუმცა პროვოცირებას ახდენს წინასაარჩენო გარემო. რიჟვაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გამოიჩინენ მეტი პასუხისმგებლობა და მოერიდონ ხალხმრავალ შეხვედრება.