http://imedi.ge/ /  28 სექტემბერი 2020, 17:15 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით, მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ წამოეგონ პროვოკაციებს, რადგან ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი გზაა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ბოლნისში, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებების და ძალადობის შედეგად კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

რეალურად კი, სიმართლე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის დღეს, ისედავ მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებაში გამოიხატებოდა.

„მაგალითად, გუშინ, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს, მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ - ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. თუმცა კონფლიქტის ესკალაცია შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების„ წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები და კონფლიქტი უკვე ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ აქვთ დაზიანებები მიღებული. ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები.

ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულები არიან და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რაიმე სარგებელი მიიღონ.

მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ და ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციების გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ. ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ არამხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, არამედ რიგით მხარდამჭერებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ ქმედებებს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ.

გვესმის, რომ ძალიან რთულია მოითმინო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, მსგავსი მასშტაბური პროვოკაციები და ძალადობის მცდელობები, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და ყველა ტიპის პროვოკაციაზე მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს.

ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც პანდემია და არც ეპიდემიოლოგიური ვითარება არ აინტერესებს და მათთვის არც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ აქვს ფასი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ საარჩევნო პროცესის და ჩვენი ქვეყნის დაზიანების საშუალება არ მივცეთ.

ყველას, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირებისა და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებისგან ველით, რომ თითოეული ფაქტი გულდასმით იქნება შესწავლილი და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ექნება მყისიერი რეაგირება.

„ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი არის მყარად დარწმუნებული გამარჯვებაში და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეების პასუხისმგებლიანი ქმედებებით, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი, სამართლიანი, გამართული, გამჭვირვალე და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების არჩევნების მომსწრე და ავტორი უნდა გახდეს.

ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ეს პროვოკაციები ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, ოღონდ ერთი თხოვნა ყველა მოქალაქესთან და ყველა ჩვენს მხარდამჭერთან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას. ერთადერთი გზა, რაც ნაცმოძრაობას და იმ ცნობილ კლასტერს აქვს დარჩენილი, არის პროვოკაციების გზა, ტელევიზიების საშუალებით სიკვდილის პროპაგანდის გზა, სიცრუის გზა და ძალადობის გზა, სადაც პროვოკაცია არის მათთვის ერთადერთი გამოსავალი. ამაზე არ უნდა წამოვეგოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინციდენტი ნახიდურში გუშინ მოხდა. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ძალადობის მუხლით დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

პოლონეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:57

COVID19

ვარშავაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავეს

ვარშავაში პოლიციამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, ბოთლები და აალებადი ნივთიერებებიც ესროლეს. თავის მხრივ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

25 ოქტომბერი 2020, 14:53

სამართალი

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დავადგინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

25 ოქტომბერი 2020, 14:39

COVID19

თორნიკე რიჟვაძე აჭარაში კოვიდინფექციის შემთხვევათა ზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებებს უკავშირებს

გასულ კვირასთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ დროისთვის 4000-ზე მეტი კოვიდპაციენტია რეგისტრირებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო დღეების სტატისტიკა მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული, ასევე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე.

25 ოქტომბერი 2020, 14:25

მსოფლიო

ეპიდვითარების მიუხედავად, უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება

რთული კოვიდსტატისტიკის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. დღეს საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევს, რეგისტრირებულია 28 მილიონზე მეტი ადამიანი.

25 ოქტომბერი 2020, 14:21

COVID19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის

აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ვირუსისთვის დამახასიათებელი სპიმპტომების მქონე ადამიანებს, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში უფასო ტესტირების გაკეთება შეეძლებათ.

უნგრეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:05

COVID19

უნგრეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 3000-ს პირველად გადააჭარბა

უნგრეთში კორონავირუსის 3,149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. უნგრეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 3000-ს, პირველად გადააჭარბა. 10 მილიონიან ქვეყანაში კოვიდინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობა 59 247-მდე გაიზარდა, გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობამ 1,425 შეადგინა.

25 ოქტომბერი 2020, 14:02

საზოგადოება

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში მიმდინარეობდა. ეკო-პლენერი პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წწ პროგრამითაა გათვალისწინებული.

ხობის მუნიციპალიტეტი

25 ოქტომბერი 2020, 13:46

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტში ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის გადახურვის სამუშაო მიმდინარეობს

სკოლის არსებული სახურავი ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოც, გაღმა და გამოღმა ქარიატაში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, მოეწყო წყლის და გარე განათების სისტემები, ორ ადგილზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, განხორციელდა სამელიორაციო სამუშაოები. იწყება გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

შსს

25 ოქტომბერი 2020, 13:43

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „112“-ში დეზინფექცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით გატარდა.

ვახტანგ გომელაური

25 ოქტომბერი 2020, 13:36

სამართალი

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად იმყოფება. მასთან ერთადაა ცენტრალური კრიმინლაური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე. სამხარეოს შენობაში მათ პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარი მაღალჩინოსნებს არ გაუკეთებიათ, თუმცა სავარაუდოდ, საქმე ბანკზე თავდასხმას ეხება.

ზუგდიდი

25 ოქტომბერი 2020, 13:20

COVID19

ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 276 ნიმუშიდან, კორონავირუსი 93-ს დაუდასტუდა

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშის პასუხებიდან, 93 დადებითია. 59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 - ფოთში, 7 - წალენჯიხაში. 7 - ჩხოროწყუში, 6 - სენაკში, 3 - ხობში, ერთი - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი, ახალი შემთხვევები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით შეიყვანეს.

25 ოქტომბერი 2020, 13:17

რეგიონი

აჭარაში პირველად კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ. კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

25 ოქტომბერი 2020, 13:12

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი კიდევ ერთ ადამიანს მიენიჭა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილ მურიკო ბულიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ის დაკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა. დაზარალებულის სტატუსი ენიჭებათ სხვა მძევლებსაც. მეოთხე დღეა, პოლიცია ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ პირებს კითხავს.

დიდი ბრიტანეთი

25 ოქტომბერი 2020, 13:05

COVID19

მედია: დიდი ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებისთვის კარანტინის 10 ან 7 დღემდე შემცირების საკითხს განიხილავენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კარანტინის დღეების 14-დან 10 დღემდე შემცირების საკითხს განიხილავს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში იყვნენ. ევროპის სხვა, მრავალი ქვეყნის მსგავსად, დიდ ბრიტანეთშიც იმატებს კოვიდინფექციის შემთხვევები.

25 ოქტომბერი 2020, 13:01

რეგიონი

ზაზა დუგლაძე ქარელის მერის ანგარიშს მოსახლეობასთან ერთად გაეცნო

„ქართული ოცნების“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ანგარიშს მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. ქარელის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ქარელის მერმა მოსახლეობასთან ერთად ქარელის განვითარების სამომავლო გეგმები დასახეს.re

გიორგი ვოლსკი

25 ოქტომბერი 2020, 13:01

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ მისი ქონების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს

„ტვ პირველს" თუ დავუჯერებთ, ეს სახლი მე მეკუთვნის და გონიოში მდებარეობს. ამას ამტკიცებს ვიღაც ორი მოქალაქე. არადა, ყველამ იცის, ამ შენობისა და არა „ბაითის" მეპატრონეც და კომპანიაც. ნოდარიკომაც იცის. მე გუშინ მითხრეს. აქედან დასკვნა - არ დაუჯეროთ „ტვ პირველს", ცრუობს“ - წერს გიორგი ვოლსკი.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ოქტომბერი 2020, 12:27

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ადამიანი კორონავირუსს გადაიტანს, მინიმუმ ნახევარი წელი დაცული იქნება განმეორებითი ინფიცირებისგან

„ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი უცხო აგენტის შეჭრისას, ორგანიზმი ორი ტიპის იმუნიტეტს ავითარებს: ერთია ანტისხეულები - ესაა მობილური „დესანტი“, „ჯარისკაცები“ და ამას ებრძვის მეორე „ბატალიონიც“, T-ლიმფოციტების. ამას ჰქვია უჯრედული იმუნიტეტი, რომლებიც ბაზირებული და მყარად არიან, ანუ, ასე ვთქვათ, არ მოძრაობენ“.

ბათუმი

25 ოქტომბერი 2020, 12:20

რეგიონი

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეპარულ პირთან წინააღმდეგობის გაწევისას 51 წლის კაცი დაშავდა

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიმშიაშვილების საცხოვრებელში გამთენიისას უცნობი პირი სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეიპარა. Როგორც ხიმშიაშვილები ამბობენ, ის იმ ოთახში გადაძვრა, სადაც მეპატრონეს არასრულწლოვანთან ერთად ეძინა. Მეპატრონემ 51 წლის ბადრი ხიმშიაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი სგანი რამდენჯერმე ჩაარტყა. უცნობია, სახლიდან არის თუ არა გატანილი თანხა, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

25 ოქტომბერი 2020, 12:07

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 6,088 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 6,088 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 343,498 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 102 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი 6,391 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში 141,508 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

25 ოქტომბერი 2020, 12:05

COVID19

სომხეთში ბოლო 24 საათში, 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,314 პაციენტს დაუდასტურდა, 23 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 77,837 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,180 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 50,908.