http://imedi.ge/ /  28 სექტემბერი 2020, 17:58 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ეს ადამიანი თვითონ აღარ არის ადეკვატური

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„სააკაშვილის განცხადებებზე ამ ბოლო დროს ძალიან ჭირს ადეკვატური და რელევანტური კომენტარებს გაკეთება იმიტომ, რომ ეს ადამიანი თვითონ აღარ არის ადეკვატური“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლეობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის.

მისი თქმით, არის საკითხები, რომელზეც ასეც რომ ფიქრობდე, არ უნდა ილაპარაკო, რადგან შენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია და ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს.

„მათ შორის უკიდურესად დამაზიანებელია განცხადება, როდესაც ცუდად მოიხსენია ევროდირექტივები და იდიოტიზმი უწოდა. არ არსებობს, რომ რასაც ფიქრობ და რა განწყობაც გაქვს, რაღაც პერიოდულობით არ წამოგცდეს. ხან კოლონისტებს ეძახდა ევროპელებს და ამერიკელებს, ახლა ამბობს, რომ ევროდირექტივები არის იდიოტობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჩვენ უნდა შევასრულოთ როლი, რომელიც შეიძლება ერთადერთი მიზნისკენ მიდიოდეს, რასაც ჰქვია სტაბილურობა, მშვიდობა, მოლაპარაკება და რეგიონის უსაფრთხოება.

„ჩვენ აბსოლუტურად ნეიტრალურ პოზიციაში ვდგავართ და ეს არის სწორი, პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პირიქით, ჩვენ უნდა შევასრულოთ როლი, რომელიც შეიძლება ერთადერთი მიზნისკენ მიდიოდეს, რასაც ჰქვია სტაბილურობა, მშვიდობა, მოლაპარაკება და რეგიონის უსაფრთხოება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ დროს ნებისმიერი, ეროვნული ინტერესების ჩარჩოდან ამოვარდნილი განცხადება არის დამაზიანებელი.

„ამ დროს ნებისმიერი განცხადება, ობიექტური იქნება, სუბიექტური, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, ნებისმიერი განსხვავებული, ეროვნული ინტერესების ჩარჩოდან ამოვარდნილი განცხადება არის დამაზიანებელი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანს, ხშირად წამოსცდება ხოლმე ანტიევროპული ბევრი ფრაზა და განცხადება. თუმცა გასაკვირი სულაც არ არის. გავიმეორებ ჩემს და ჩვენი გუნდის წევრების ნათქვამს, რომ ეს ადამიანი ედგა ამ ქვეყანას სათავეში და პარტიას, რომელმა პარტიამაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ეს რეზოლუცია მიღებულია აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

კახა საბანაძე

20 ოქტომბერი 2020, 10:08

საზოგადოება

კახა საბანაძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც, ევროპულმა მხარემ ქართულ მხარეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალი, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის პროექტი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხოსე პადილია

20 ოქტომბერი 2020, 09:48

კულტურა

ესპანელი DJ ხოსე პადილია გარდაიცვალა

1995 წელს DJ ხოსე პადილიამ ელექტრონული კომპოზიციების კრებული შექმნა, რითაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 2001 წელს გამოცემული მეორე ალბომი "გრემის" ჯილდოს მფლობელი გახდა. სულ ხოსე პადილიას სულ 25-მდე ალბომი აქვს გამოცემული.

20 ოქტომბერი 2020, 09:36

ეკონომიკა

მცირე ბიზნესის ვაჭრობის ხელშესაწყობად ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets-ი შექმნა

ახალი პორტალი დაინტერესებულ მხარეებს სავაჭრო ხელშეკრულებების პირობებს უკეთ უხსნის და კომპანიებს მათ პროდუქციაზე არსებული შეღავათების სარგებლობით უზრუნველყოფს. პორტალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში უკვე ჩართულ კომპანიებს, ასევე მათ, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ უცხოურ ბაზრებზე შესაძლებლობების შესწავლას.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 09:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იფსოს - საფრანგეთმა განაცხადა, რომ მათ არანაირი კავშირი არა აქვთ იმ კვლევებთან, რომლებიც „მთავარი არხის“ ეთერში იდება

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკერტულ პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური პარტიების ერთობასთან დაკავშირებული ტელევიზიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მუდმივად იტყუებიან. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მათ პირდაპირ გააყალბეს კვლევის შედეგები და ვერანაირი მეთოდოლოგიით ვერ აიხსნება ცდომილება, რომელიც მათ აჩვენეს.

20 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

ჩინეთში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა

გარდა ამისა, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში 24 უსიმპტომო შემთხვევა აღრიცხეს. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში სულ 85 685 ადამიანი დაინფიიცრდა, 4634 კი გარდაიცვალა. ეს სტატისტიკა უკვე 5 თვეა არ შეცვლილა.

20 ოქტომბერი 2020, 08:43

COVID19

დღეიდან ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა მხოლოდ კოვიდინფიცირებულებს მიიღებს

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) დღეიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და დილიდან ცხელების სიმპტომებით პაციენტებს არ მიიღებს.

20 ოქტომბერი 2020, 08:25

საზოგადოება

დღეს საქართველოში ამინდი გაურესდება

რუსთავში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ოქტომბერი 2020, 08:02

რეგიონი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები. პრეზენტაცია დღეს 14.00 საათზე, რუსთავში, Construction service - ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში გაიმართება.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 01:16

მსოფლიო

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ. კრიზისის ცენტრის სპიკერი, პროფესორი ვან გუხტი აცხადებს, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა.

20 ოქტომბერი 2020, 01:14

COVID19

ირლანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

20 ოქტომბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიაში სამედიცინო ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში პოლიციამ ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Daily Mail წერს. 40 წლის იტალიელმა შეყვარებულს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის ალყაში მოხვდნენ. გაირკვა რომ შეყვარებულებმა კანონი დაარღვიეს, რადგან სამედიცინო ნიღბები მოიხსნეს.

20 ოქტომბერი 2020, 00:52

კულტურა

Netflix-მა 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელა

Netflix-მა 2020 წელს გამოშვებული ყველაზე პოპულარული, ორიგინალური სერიალი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია witter-ზეა ხელმისაწვდომი. ესაა რაიან მერფის პროექტი „მედდა რეტჩედი“.

20 ოქტომბერი 2020, 00:35

კულტურა

50 Cent-ი საშინელებათა ფილმების პროდიუსერი იქნება

ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი საშინელებათა ჟანრის სამი ფილმის პროდიუსერი იქნება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. ამ ფილმების რეჟისორი ელაი როტი იქნება, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „სიკვდილის წყურვილი“. ასევე ბრიუს უილისის და კიანუ რივზის მონაწილეობით გადაღებული ფილმით „ვინ არის“. როტის განცხადებით, ამ გუნდის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს, რომლის კეთებაც ამ დრომდე ყველას ეშინოდა.

20 ოქტომბერი 2020, 00:30

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: COVID19 ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ

„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ, გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, - განაცხადა ხურციძემ.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 00:29

მსოფლიო

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრები დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მოქმედებს. ევროკავშირის წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო ტესტირება, კრიზისის ცენტრიდან მიღებული სპეციალური კოდი, რაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ეგზავნება პირს, ან ექიმის სპეციალური მიმართვა - საველე ცენტრში კოვიდ19-ზე ტესტის ჩაბარება შესაძლებელია თუ პირი ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

20 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

კანადის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

ჟერალდ დარმანენი

20 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, საფრანგეთში მეჩეთი დაიხურება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, პანტენის კომუნაში მდებარე მეჩეთი დაიხურება.

კატა პერუ ნასკა

20 ოქტომბერი 2020, 00:10

კულტურა

პერუში, ნასკას პლატოზე კატის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

პერუს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუნებრივი ეროზიის გამო ნახატი განადგურების საფრთხის ქვეშ არის. სტილისტური თავისებურებებიდან გამომდინარე ის გვიანი პარაკასის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც კატისებრთა გამოსახულებები ადგილობრივ კულტურაში ძალიან პოპულარული იყო.

ცესკო

20 ოქტომბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფებს მიმართავს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

19 ოქტომბერი 2020, 23:58

ტექნოლოგიები

ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.