imedi /  29 სექტემბერი 2020, 17:28 / სანდო წყარო

ირაკლი სესიაშვილი: სტოლტენბერგის გზავნილები კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

ჩვენი ქვეყნის წარმატებები მართლაც აღიარებულია მთელი რიგი მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვის უსაფრთხოების სექტორში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

„ძალიან პოზიტიური იყო ის მოლოდინები, რაც უკავშირდება საქართველოს ნატო-ში რეალურ ინტეგრაციას. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, სტოლტენბერგს სერიოზული მხარდამჭერი განცხადებებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, სტოლტენბერგის გზავნილები კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა.

რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვის ნიშნია ქვეშ ვერანაირად ვერ დადგება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩაივლის. სტოლტენბერგის გზავნილები კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა, რადგან როცა ვსაუბრობთ მშვიდობიან გარემოზე, სწორედ ჩვენს ოპონენტებს მოეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა, რადგან უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მათი მხრიდან მომდინარეობს პროვოკაცია და მათ აქვთ სურვილი, რომ არჩევნებმა სათანადოდ მშვიდობიან გარემოში არ ჩაიაროს, რომ პოლიტიკური პრეტენზიები ჰქონდეთ და პოლიტიკური მარცხი გაამართლონ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 16:27

COVID19

გაერო: 2021 წელს მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება მკვეთრად გაიზრდება

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წელს მსოფლიოში პიკს მიაღწევს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდებიან და გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება. პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს 33-დან ერთ ადამიანს დასჭირდება დახმარება ისეთი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, წყალი და სანიტარული პირობები.

ვაქცინა

01 დეკემბერი 2020, 16:24

COVID19

BioNTech-მა და Pfizer-მა ევროკავშირში თავისი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Pfizer-მა მედიკამენტების ევროპულ სააგენტოში (EMA) თავისი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს. როგორც BioNTech-ის ვებგვერდზეა ნათქვამი, უწყებამ მათი განაცხადის განხილვა 1-ელ დეკემბერს დაიწყო.

რუსლან აბაშიძე ანდრიუს კალინდრა

01 დეკემბერი 2020, 16:05

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ლიეტუვის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბექა ლილუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 15:54

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიუჯეტში ასახული ფინანსური რესურსები მიმართული იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორე მხრივ, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში, პანდემიის რისკების შემსუბუქებისა და გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს ასე ვთქვათ კრიზისიდან გამოსვლის აქტიურ ეტაპს და შესაბამისად წლის განმავლობაში გაიზრდება 4,5 %-მდე, ხოლო 2021-დან 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონსა და ევროპაში.

01 დეკემბერი 2020, 15:44

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება. B ჯგუფში „შახტარი“ უკრაინაში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. სამეფო კლუბი დონეცკელებთან სათამაშოდ ორი ტრავმირებული წამყვანი ფეხბურთელის, გუნდის კაპიტნის სერხიო რამოსისა და ედენ აზარის გარეშე ჩავიდა.

გერმანული ჰოსპიტალი

01 დეკემბერი 2020, 15:42

COVID19

კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს

კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

01 დეკემბერი 2020, 15:40

საზოგადოება

წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა.

01 დეკემბერი 2020, 15:27

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3159 პაციენტს შეადგენს, მათ შორის - 1126 მკურნალობას გადის სახლში. სულ თვითიზოლაციაშია 2237 პირი. 24 საათში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. გორში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ კაცსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ ქალს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ.

01 დეკემბერი 2020, 15:18

სპორტი

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მესამე რაუნდის ყველა წყვილი ცნობილია

მერსისაიდელებისა და ბირმინგემელების დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მიმდინარე სეზონში „ვილამ“ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშოთ 7:2 დაამარცხა და ახლა „წითლები“ რევანშისთვის ემზადებიან. შეხვედრები 8-11 იანვარს გაიმართება.

ანგელა მერკელი

01 დეკემბერი 2020, 15:10

COVID19

ანგელა მერკელი: ზამთრის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მესამე ტალღას მივიღებთ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეებმა შესზღუდვები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.

იუსტიციის სახლი

01 დეკემბერი 2020, 15:09

საზოგადოება

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

01 დეკემბერი 2020, 14:59

რეგიონი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს

„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

01 დეკემბერი 2020, 14:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:44

COVID19

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება იმ ინფიცირებულთა გამოსავლენად მიიღო, რომლებსაც დაავადება უსიმპტომოდ გაადაქვთ.

ლაშა გუჯეჯიანი

01 დეკემბერი 2020, 14:39

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ მეტრეველი ლაშა გუჯეჯიანმა შეცვალა, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა. გუჯეჯიანი „გამოწვევა 2020“-ის ერთ-ერთი ავტორია. პროექტმა რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი და ლაშა ბექაური აღმოაჩინა. პირველი ტურნირი, რომლისთვისაც გუჯეჯიანს ნაკრების მომზადება მოუწევს, მსოფლიოს მასტერსია, რომელსაც 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

01 დეკემბერი 2020, 14:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:20

სამართალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

„ორი კაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას. 3-ჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემდეგ შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს თანხა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კლინიკა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - განაცხადა ნინი კილაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 14:11

რეგიონი

აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობასა და მოქალაქეების დახმარებაზე.

01 დეკემბერი 2020, 14:11

COVID19

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა და საჯარო უწყების თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დამცავი სამედიცინო საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, NCDC-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ნამიჭეიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.