29 სექტემბერი 2020, 22:09 / სანდო წყარო

მე-9 მოწვევის პარლამენტი ხვალ მუშაობას ასრულებს

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს. შესაბამისად, ხვალ ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს.

არსებული შემადგენლობით, საკანონმდებლო ორგანო 2016 წლის 18 ნოემბრიდან მუშაობს. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტს, ამ დროის განმავლობაში, ორი თავმჯდომარე ჰყავდა. 2019 წლამდე მას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, 2019 წლიდან დღემდე კი - არჩილ თალაკვაძე.

ყველა სიახლე

ნინო ცაციაშვილი

04 დეკემბერი 2020, 11:51

სამართალი

ნინო ცაციაშვილმა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და ამ მიმართულებით შინაგან სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, პროაქტიურად გამოძიების დაწყების მაჩვენებლის ზრდაზე და ასევე, სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ინტენსიური ტრენინგების ორგანიზებაზე.

04 დეკემბერი 2020, 11:46

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 408 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით 407 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 408 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 2 კოვიდპაციენტი. ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 71 წლის ქალი და 78 წლის კაცი. გარდაცვლილიდან ერთი ფოთის კოვიდ-კლინიკაში, ხოლო მეორე ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობდა.

04 დეკემბერი 2020, 11:39

სპორტი

დღეს ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება

დღეს ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ისტორიული მატჩი შედგება, რადგან პირველად ტიტულისთვის მეორე ლიგის გუნდები, „გაგრა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ იბრძოლებენ.

ლევან რატიანი

04 დეკემბერი 2020, 11:39

COVID19

ლევან რატიანი: საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში კორონავირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს

„ადრე ვამბობდით, რომ კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთადერთი, რაც ჩვენმა პრაქტიკამ გვაჩვენა - საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს, დანარჩენი შემთხვევა არ არის დამოკიდებული ასაკზე, თანმდევ დაავადებაზე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

04 დეკემბერი 2020, 11:37

თემა

ვინ და როგორ შექმნა ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც მეცნიერულად დადასტურებულია?

ვაქცინა სახელწოდებით - BNT162b2, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის - Pfizer ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური სტარტაპის - BioNTech ის ერთობლივი ნამუშევარია, გახდა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც კლინიკური კვლევებით დადასტურდა. ეს იყო სამეცნიერო წარმატების განსაცვიფრებელი ისტორია, თუმცა Pfizer-მა თავის თავზე მხოლოდ კვლევითი და ბიუროკრატიული პროცედურები აიღო, ვაქცინის შექმნა კი სრულად იყო გერმანული სტარტაპის დამსახურება, რომელსაც თურქული წარმოშობის მქონე ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობს. ვინ არიან უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი, რომლებმაც მსოფლიოს უპრეცედენტოდ სწრაფად SARS-CoV-2 ის საწინააღმდეგო იარაღი აჩუქეს და რომლითაც გერმანული პრესა გერმანული ბიოტექნოლოგიური Google- ის დამფუძნებლების ბედს უკვე წინასწარმეტყველებს.

04 დეკემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

როგორი იქნება 2020-2021 წლის ზამთარი საქართველოში

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ლევან რატიანი

04 დეკემბერი 2020, 11:12

COVID19

ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზებისთვის აუცილებელი სიმპტომები დაასახელა

როდესაც პაციენტს, ტემპერატურა და ხველა უგრძელდება, ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს და ეს გრძელდება 48 საათზე მეტი, აქვს შეუპოვარი ხველა, ძლიერი საერთო სისუსტე, აღნიშნულიდან გამომდინარე მიუხედავად ასაკისა, დაავადებისა ესეთი პაციენტები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 11:10

სამართალი

პროკურატურა ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს

ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა. საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

04 დეკემბერი 2020, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 959 თბილისში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 5 068 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 959, ხოლო იმერეთში 980 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

04 დეკემბერი 2020, 10:56

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში“.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5068 ადამიანს დაუდასტურდა, 2 336 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5068 ადამიანს დაუდასტურდა, 2 336 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

24 საათის განმავლობაში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამერიკის საელჩო

04 დეკემბერი 2020, 10:53

COVID19

აშშ-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა

COVID-19 პანდემიის მართვაში საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად, აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა. აღნიშნული ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.

04 დეკემბერი 2020, 10:49

რეგიონი

უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, ბაკურიანში 10 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება

„წელს კურორტზე ინტენსიურად ვაწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს. ბაკურიანში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რაც ითვალისწინებდა ქსელის მშენებლობას, სათავე ნაგებობებისა და შემკრები რეზერვუარების მოწყობას. არსებული სისტემა შეიცვალა სრულიად ახალი სისტემებით. შესაბამისად, ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რომ წელს და მომავალ წლებშიც წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები ბაკურიანს აღარ ექნება“ - განაცხადა გიგა მანდარიამ.

04 დეკემბერი 2020, 10:46

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 65 220 856 შემთხვევა გამოვლინდა, 1 506 250 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 934 467 - გამოჯანმრთელდა.

04 დეკემბერი 2020, 10:42

თემა

რას ნიშნავს იუვენალური იუსტიცია? არის თუ არა ის მშობლისთვის შვილის ჩამორთმევის საშუალება?

იუვენალური იუსტიციის მოწინააღმდეგენი მას ხშირად უწოდებენ ოჯახის კონტროლის სისტემას, რომლის მიხედვითაც მცირედი დანაშაულისთვის მშობლებს შვილებს ართმევენ (და უკან არასდროს უბრუნებენ). მათი აზრით, მსგავსი ფაქტები მუდმივად ხდება აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, სადაც მართლმსაჯულების ეს ფორმა სახელმწიფო დონეზეა მიღებული. მართალია თუ არა ეს და რა უნდა ვიცოდეთ იუვენალური იუსტიციის შესახებ?

04 დეკემბერი 2020, 10:39

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი კვლავ მწვრთნელის გარეშე დარჩა

გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო ჩეხეთის „ლიბერეცთან“, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი ვიმ დე დეკერი გათავისუფლდა. 38 წლის სპეციალისტი მაისში „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლონის ასისტენტი გახდა, 14 სექტემბრიდან კი ის მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებდა.

04 დეკემბერი 2020, 10:33

რეგიონი

ქვემო ქართლში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებს ესტუმრა, რომელთაც საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული სოციალური დახმარება გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

მიხეილ ჩხენკელი

04 დეკემბერი 2020, 10:28

სპორტი

მიხეილ ჩხენკელი: 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა

2023 წელს, საქართველოში 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და აღიარებაა საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, ჩვენი, ყველას ერთად გაწეული შრომის შედეგი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი უეფა-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ლევან რატიანი

04 დეკემბერი 2020, 10:23

COVID19

ლევან რატიანი: ადამიანს, რომელიც კორონავირუსს გადაიტანს, დიდი ალბათობით ვაქცინაცია აღარ დასჭირდება

ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია ამის რესურსი ჩვენს ერს გააჩნია. ვიცი, რომ ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ - ვაიმე თუ დაემართა რა უნდა ვქნა?! დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანაა - ეს ვირუსი დავამარცხოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.