imedi /  01 ოქტომბერი 2020, 00:10 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება და ვიწროპარტიულ ინტერესებში მოქცევა დაუშვებელია

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

დავით გარეჯისა და ჩვენ მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრის საკითხი, ეს არის სახელმწიფოებრივი თემა, რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილით და გონიერებით მიდგომა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება და ვიწროპარტიულ ინტერესებში მოქცევა დაუშვებელია.

„ამ საკითხის პოლიტიზირება და ვიწროპარტიულ ინტერესებში მოქცევა დაუშვებელი. სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედება და საქციელია, როდესაც ამ თემით სპეკულირებ და მას იყენებ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებში შეირაღებული დაპირისპირებაა. ეს ძალიან მძიმე ფაქტია და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომ ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ გარკვეული მედიატორის როლი ამ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რათა რეგიონში იყოს სტაბილურობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემის პოლიტიზირება არ მოხდეს. საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე გააჟღერა კონკრტული ფაქტები და თქვა, რომ ადგილი აქვს გარკვეულ სიახლეებს. საუბარია გარკვეულ რუკებზე და ექსპერტიზებზე და რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის საზიანო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას კონკრეტულ დროს. ამას არ მოჰყოლია არავითარი პოლიტიკური აქტივობა ჩვენი მხრიდან, რადგან ეს სახელმწიფოებრივი საკითხია და გონიერებით მიდგომა სჭირდება მას, მაგრამ საზოგადოებამ იხილა, როგორი შტურმი მიიტანეს საგარეო საქმეთა მინისტრზე, მოითხოვეს მისი გადადგომა, გაკიცხეს, დაიბარეს პარლამენტში და ასე შემდგომ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

​მისი თქმით, მათმა ოპონენტებმა მოახდინეს საკითხის პოლიტიზირება, განსაკუთრებით გვარამია- სააკაშვილის დუეტმა.

„მოახდინეს ამ საკითხის პოლიტიზირება, განსაკუთრებით გვარამია-სააკაშვილის დუეტმა. აქაც უცნაურია რატომ რეაგირებენ ასე მკვეთრად, რაშია საქმე? გამოძიება რომ დაიწყოს კოდორის ხეობის ჩაბარებასთან დაკავშირებით, მე, ანრი ოხანაშვილს რატომ უნდა გამიჩნდეს მკვეთრი რეაქცია, მაშინ როდესაც არანაირი შემხებლობა შეიძლება არ მქონდეს ამ საკითხთან მიმართებაში. როგორც ჩანს, რაღაც ძალიან აღელვებთ. ბატონი სააკაშვილის მხრიდან გაჟღერდა 60-70 მილიონი. ეს იყო წამოცდენა, წინასწარ ალიბის შექმნა, თუ რასთან გვაქვს საქმე, ამის შესახებ პროკურატურამ უნდა დადოს კონკრეტული გამოძიების შედეგი. ასე რომ, ამ თემის პოლიტიზირება დაუშვებელია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებს შორის. ეს არ მგონია შემთხვევითი იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მაშინ, როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და ამ შეიარაღებული კონფლიქტის პარალელურად ჩვენ ეთნიკურ მოძმე ხალხთან, იმ რეგიონში ხდება პროვოკაციების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს კიდევ ერთი დაგეგმილი ნაბიჯი ქვეყნის ინტრესების საზიანოდ. მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ევროსაბჭოს რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც საქართველო დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, შედეგი გვაქვს ოკუპაცია. ეს ხალხი საკუთარ სამშობლოს აბრალებს ოკუპაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელმაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი ომის შემდეგ, 2011 წელს და რომ არა საქართველოს მხარდაჭერა, რუსეთი ვერ გახდებოდა ამ ორგანიზაციის წევრი. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს და გვაძლევს იმის დაშვების შესაძლებლობას, რომ ეს ადამიანები მორიგ პროვოკაციას გეგმავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახდენენ რა გარეჯის თემის პოლიტიზირებას და ახდენენ რა ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას ქვემო ქართლში, იმ პირობებში, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებში შეიარაღებული კონფლიქტია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2020, 23:04

COVID19

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 423 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ირაკლი ჩიქოვანი

22 ოქტომბერი 2020, 22:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს მოქალაქეებს სოფელ ოირემესა და ინგირში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2020, 22:33

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს ე.წ. „საზღვარი“ არ გადაუკვეთავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ დამნაშავეს, რომელმაც ზუგდიდში ბანკში ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ილჰამ ალიევი

22 ოქტომბერი 2020, 22:20

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ირანთან საზღვარს სრულად ვაკონტროლებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმია კონფლიქტის ზონაში ირანთან საზღვარს სრულად აკონტროლებს.

22 ოქტომბერი 2020, 22:18

სამართალი

პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 21:54

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 165 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვლადიმერ პუტინი

22 ოქტომბერი 2020, 21:47

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გავუშვებდით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გაუშვებდნენ.

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი

22 ოქტომბერი 2020, 21:45

რეგიონი

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 21:44

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრია აღდგეს სწრაფად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს

ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია უნდა აღდგეს სწრაფად, დაიწყოს მდგრადი განვითარება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა თელავში, პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომელიც ძალიან დაზარლდა კოვიდ 19-ის დროს.

მიხეილ დაუშვილი

22 ოქტომბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიან თანამშრომლობაზე, განვიხილავთ სახელმწიფოს, როგორც სერვისის ეფექტიან მიმწოდებელს

ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა, ვინაიდან ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ თელავში, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესის განვითარების საფუძვლი საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი თანამშრომლობაა.

22 ოქტომბერი 2020, 21:20

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 20 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 986 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 155 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კახიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კახიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: გამოძიება ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს

„კარგია რომ ეს ფაქტი დამთავრდა იმით, როგორც დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ დამთავრებული არ არის. მე ვიცი რომ ამ საკითხზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ანდრეი ბაბიში

22 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: ბოდიშს ვიხდი ახალი შეზღუდვების გამო, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მან და მისმა მთავრობამ შეცდომები დაუშვეს ეპიდემიასთან გამკლავებისას.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება

შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო გააგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერას

„კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

22 ოქტომბერი 2020, 20:15

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 800 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 189 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა

„მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი“ - განაცხადა მინისტრმა.

22 ოქტომბერი 2020, 20:13

საზოგადოება

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 20:11

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური დაპირისპირებაა. 50 წლამდე ასაკის კაცს ბიძაშვილებმა სცემეს, რის გამოც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი 2020, 20:10

COVID19

ინფექციონისტი: კორონავირუსს ერთი თავისებურება აქვს, პირველ დღეებში არ გაგრძნობინებს რომ ცუდად ხარ - ნუ დაეყრდნობით ამ სიმპტომს

„მოსახლეობის 60-70 პროცენტში კორონავისური მსუბუქად მიმდინარეობს და ასეთი პაციენტები ბინაზე უნდა დარჩნენ. კოვიდით ავადობა მოიმატებს, ცოტა ხანში დადგება ის მომენტი, როდესაც თუ ოჯახიში ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, დანარჩენ სხვა წევრს, თუ მსგავსი კლინიკური სიმპტომი ექნება, გატესტვის გარეშე დაესმება დიაგნოზი, ეს საგანგაშო მდგომარეობა არ არის, სადიაგნოსტიკოდ ყველა არ საჭიროებს ოქროს სტანდარტის ტესტის გამოყენებას“, - განაცხადა ინფექციონისტმა.