imedi /  01 ოქტომბერი 2020, 11:16 / სანდო წყარო

Emerging Europe: ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს „წევრობისთვის მოემზადოს“

გიორგი გახარია და იენს სტოლტენბერგი

გიორგი გახარია და იენს სტოლტენბერგი

გამოცემა Emerging Europe-ი გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტს სტატიას უძღვნის. ავტორი აღნიშნავს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადა, „სრულად გამოიყენოს“ ნატო-სთან დაახლოების ყველა შესაძლებლობა და „მოემზადოს წევრობისთვის“.

„ნატო-ს ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას და შეაფასა ქვეყნის პროგრესი რეფორმის განხორციელების მხრივ, რომელიც მიზნად ისახავს „დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურებისა და შეიარაღებული ძალების დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერებას”. მისი თქმით, საქართველომ პროგრესი განიცადა როგორც შეიარაღებული ძალების მოდერნიზების, ისე დემოკრატიის განმტკიცების მხრივ.

სტოლტენბერგს სურდა კიდევ ერთხელ გამოეხატა ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. ქვეყნის მეხუთედი რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები,” - თქვა მან“,- წერია პუბლიკაციაში.

ამავდროულად, გახარიამ ნატო-ს ხელმძღვანელს განუცხადა, რომ საქართველო მზადაა „თავის თავს მოარგოს ახალი როლი" შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართებით..

„ბრიუსელში ყოფნისას, გახარია ასევე შეხვდა ევროკომისარს მეზობლობისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარელის, და ხელი მოაწერა 129 მილიონი ევროს ღირებულების ორ დაფინანსების ხელშეკრულებას, რაც დაეხმარება საქართველოს გაუმკლავდეს COVID-19–ის გავრცელებასა და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. ორივე შეთანხმება არის ევროკავშირის რეაგირების ნაწილი COVID-19–ზე “Team Europe” ინიციატივით.

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას COVID-19 პანდემიის ფონზე. ჩვენ კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევამსუბუქოთ პანდემიის გავლენა ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესზე”, - განაცხადა ვარელიმ.

კრიზისის დასაწყისიდან ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც მობილიზებულია საქართველოსთვის, მოიცავს სხვადასხვა ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების დახმარებას პანდემიასთან და მის გავლენასთან გამკლავებაში. დახმარების ღონისძიებები მოიცავს სამედიცინო საშუალებებს, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, სესხებსა და გრანტებს ბიზნესისა და ფერმერებისთვის ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას.

დღეს გაფორმებული დაფინანსების ორი შეთანხმება ევროკავშირის COVID-19 მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია საქართველოსთვის და გააძლიერებს დახმარებას ორი ძირითად მიმართულებით: გადაუდებელი დახმარება და ეკონომიკური განვითარება დედაქალაქ თბილისის გარეთ.

75 მილიონი ევროს გრანტის საშუალებით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქვეყნის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების დახმარება პანდემიის გავლენასთან გამკლავებაში. ღონისძიებები მოიცავს სოციალურ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ბიზნესის მხარდაჭერას, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები რთულ პერიოდში. იგი ასევე ითვალისწინებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობის გაზრდას, ინფექციის გავრცელების პოტენციური ზრდისთვის მოსამზადებლად.

ევროკავშირი მხარს დაუჭერს ამ გეგმას 54 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებით, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას დედაქალაქის გარეთ. იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ისარგებლოს ეკონომიკური განვითარებით, პროგრამა ფოკუსირდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქმედებებზე, როგორიცაა ურბანული ზონების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ან მშენებლობა, ტურიზმის განვითარების წახალისება და მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა და ინოვაციები. პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს დეცენტრალიზაციის მხარდასაჭერად და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კრიზისის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ჯანდაცვის წარმომადგენლების აღიარებაც დაიმსახურა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მკაცრი შეზღუდვებისა და ყოველდღიურად ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა: გუშინ დაფიქსირდა 298 ახალი შემთხვევა - დღემდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანამ დააგვიანა სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნა, ახლა კი ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზების დამატებითი გამოწვევის წინაშე დგას. სავარაუდოდ, კენჭისყრა იქნება რეფერენდუმი მთავრობის მიერ პანდემიაზე რეაგირების შესახებ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ჯანსაღ ლიდერობას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში და, სავარაუდოდ, ადვილად მოიპოვებს სრულ უმრავლესობას.

პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 5,5 პროცენტით შემცირდება, ძირითადად, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შემცირების შედეგად, მოგზაურობაზე კორონავირუსის შეზღუდვების გამო“, - წერს ავტორი.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

04 დეკემბერი 2020, 09:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და არა დესტაბილიზაცია, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გარემოცვა გვპირდებიან

„ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და არა დესტაბილიზაცია და სტრესი, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გარემოცვა გვპირდებიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მოლარაკებების მესამე რაუნდი ოპოზიციასთან, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაიმართება.

ოპოზიცია

04 დეკემბერი 2020, 09:30

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატებს შეხვდებიან

კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2020, 09:05

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩის მთავარი მრჩევლის პოზიცია შესთავაზა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს საქმიანობის გაგრძელება სთხოვა. ბაიდენი ენტონი ფაუჩის სამედიცინო საკითხებში მთავარ მრჩევლობას სთავაზობს.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 08:44

COVID19

1027 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ ინფიცირების 4 260 შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსი სულ 21 655 ადამიანს აქვს. 4000-მდე მოქალაქე მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, 11-ათასზე მეტი კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეებშია 2000-მდე ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 500-ზე მეტი.

ეკონომიკა

04 დეკემბერი 2020, 08:26

ეკონომიკა

სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

საქართველოს მთავრობა სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებას იწყებს. განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. სესხის პროცენტი პრაქტიკულად სრულად 6თვის განმავლობაში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიფარება.

ამინდი

04 დეკემბერი 2020, 08:20

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 3 დეკემბერს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ასევე უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ბენ ჰოჯესი

04 დეკემბერი 2020, 08:07

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად გზა უნდა ვიპოვოთ, ამას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ, ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება კი ამას ხელს შეუწყობდა“, - ამის შესახებ Europe Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

ასლან ვაშაყმაძე

04 დეკემბერი 2020, 07:54

სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფით იმუქრებოდა, ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. ის ფოთში 2 დღის წინ დააკავეს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 01:06

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: ახლა ერთადერთი გამოსავალი სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა

ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში ვართ ჩვენც.

სამხრეთ აფრიკა ლატარეა

04 დეკემბერი 2020, 00:56

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლატარეას საეჭვო მომგებიანი კომბინაციის გამო თაღლითობაში ადანაშაულებენ

გათამაშებაში, რომლის ჯეკპოტიც 7,4 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა გამარჯვებული რიცხვები ასეთი თანმიმდევრობით ამოვიდა: 8, 5, 9, 7, 6 და 10. შედეგად ჯეკპოტი 20 ადამიანს შორის გადანაწილდა, რომლებმაც უჩვეულო 6-რიცხვიანი კომბინაცია სწორად გამოიცნეს, მაშინ როდესაც მოგების შანსი 1 42 375 200-ზეა.

04 დეკემბერი 2020, 00:49

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: „მთავარი არხის“ მიერ 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

04 დეკემბერი 2020, 00:47

მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 00:40

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებშიც ჩატარდეს

„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:30

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: 6 თვის განმავლობაში სარესტორნო ბიზნესს სესხების 80%-ს სახელმწიფო აუნაზღაურებს

1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში რესტორნებს, რა ოდენობის სესხიც ექნებათ, 80%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 00:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა.

04 დეკემბერი 2020, 00:25

რეგიონი

ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი პაციენტი მძიმედ დაშავდა. ექიმებმა და მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებული პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში

ამ დროს დარტყმა პერსონალურად ჯანდაცვის მინისტრზე და სამინისტროზე ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ და მეტი არაფერი, თავი რომ დავანებოთ იმ ამაზრზენ ცილისწამებას, რომელის მოსმენაც კი უხერხულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:20

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: რეიტინგები არის პირველი, რასაც ინვესტორს ვაჩვენებთ

„ეს არის საინტერესო რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ იმდენად დაბალი ბიუროკრატიაა, რომ ინვესტორ ინვესტიციის განხორციელება მთავრობასთან მინიმალური კონტაქტით შეუძლია. რეიტინგები არის პირველი, რასაც ვაჩვენებთ ინვესტორს, ამის შემდეგ კი ხდება კონკრეტული შეთავაზებები“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

03 დეკემბერი 2020, 23:57

მსოფლიო

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, საფრანგეთში 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, ემანუელ მაკრონმა 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

თეა გვარამაძე

03 დეკემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

თეა გვარამაძე: 300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში 24 დეკემბრამდე გაგრძელდება

შემოსავლების სამსახურში თვითდასაქმებულთა რეგიტრცია დღეიდან დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. უკვე ამ თვეში შესაძლებელი იქნება მათთვის თანხების გადარიცხვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ ჩართვისას განაცხადა.