imedi /  02 ოქტომბერი 2020, 12:25 / სანდო წყარო

გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-შვედეთს შორის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას - ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. ხაზი გაესვა საქართველოს სურვილს - ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომის შესახებ.

საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველო არის იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, ვისაც შემუშავებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის გრძელვადიანი სტრატეგია და მუშაობს ახალ გრძელვადიან სტრატეგიაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ითქვა, რომ დღესაც, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას და პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში და მიუხედავად პანდემიისა, საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურ დასწრებას, მათი უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფით.

ან ლინდემ კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მეშვეობით ახორციელებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე

დღეს, საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო ფლობს ნატოში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:38

COVID19

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, თენგიზ ცერცვაძე რჩევებით მიმართავს

დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მეუფე სტეფანე

26 ოქტომბერი 2020, 18:30

COVID19

მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი“ - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:24

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით“.

ილჰამ ალიევი

26 ოქტომბერი 2020, 18:23

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ბაქომ მსოფლიოს განუმარტა და დაუსაბუთა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა

დღეს აზერბაიჯანი ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიაგანშტოებებით მუდმივად ცდილობს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და არაფრიდან სკანდალების შექმნას

სინამდვილეში ვიცით ვისი ხელწერაა სიყალბე, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიაგანშტოებებით. ჩენ უნდა დავაზღვიოთ და გავაფრთხილოთ საზოგადოება ამ ტიპის მედიაგანშტოებებთან მიმართებით, არამედ ზოგადად ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 18:17

საზოგადოება

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. „თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის დღის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება“ - აცხადებენ ცესკო-ში.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსული საქმე საქართველოში წარმატებას „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით ვეღარ მიაღწევს

9 წლის განმავლობაში და ცოტა მოგვიანებითაც, რუსულ საქმეს ყოველთვის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა აკეთებდა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ელდარ გოგოლაძესთან ნიკა გვარამიას ინტერვიუზე დასმული კითხვის საპასუხოდ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:12

COVID19

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ძალიან მყარად მოიგებს

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ძალიან მყარად მოიგებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დაახლოებით 100 მანდატის მიღების რესურსი აქვს.

დავით სერგეენკო

26 ოქტომბერი 2020, 18:11

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ბავშვთა უფლებები და სოციალური პოლიტიკა ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებებია

ბავშვთა უფლებები და სოციალური პოლიტიკა ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებებია და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ვგეგმავ განვაგრძო აქტიური მუშაობა ამ საკითხებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკო Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მან ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 18:09

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევების რაოდენობამ 50 486 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 679 ადამიანი. ვირუსისგან 41 410 პაციენტი განიკურნა.

რატი იონათამიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 18:02

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ეცდება, პროვოკაციული სცენარები განავითაროს

მთელი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიციის მიზანს საარჩევნო პროცესებში კონსტრუქციული ჩართვა არ წარმოადგენდა. ისინი მუდმივად რადიკალურ მიმართულებას ირჩევდნენ, რადგან იციან, რომ არჩევნებზე წარმატების მიღწევის ობიექტური მიზეზი არ გააჩნიათ, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:02

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევაა და ჩემი თხოვნაა მოსახლეობისადმი, ეს გავითავისოთ

მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევაა და ჩემი თხოვნაა მოსახლეობისადმი, ეს გავითავისოთ. ყველამ დავიჯეროთ, რომ კორონავირუსის პანდემია რეალურია. თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს. შევასრულოთ ის რეგულაციები, რასაც ვითხოვთ, ისე, როგორც ამას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ვაკეთებდით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სიყალბე „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების ხელწერაა

„სიყალბე „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების ხელწერაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“.

26 ოქტომბერი 2020, 17:51

რეგიონი

ხევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ სოფელ ხევში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2020, 17:49

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 231 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 13 493 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 231 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 5 394 128 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 157 134 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიძინა ესებუა

26 ოქტომბერი 2020, 17:42

საზოგადოება

ბადრი ესებუას ძმა აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელსა და მის ძმას განსხვავებული აღნაგობა აქვთ

„ჩემი ძმა ხვალ მოვა. სავარაუდოდ, უნდა მოვიდეს. თავად გააკეთებს კომენტარს. მე ცალკე ვცხოვრობ და ზუსტად არ ვიცი, 21-ში სად იყო, მაგრამ არც არანაირი მსგავსება არაა. ბატონი ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება. ესაა ცილისწამება. არანაირი მსგავსება არაა სიმაღლეში, ტანადაც სხვანაირია. ზუსტად არ მახსოვს, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა თბილისში. სამკურნალოდაა“ - განაცხადა ბადრი ესებუას ძმამ, ბიძინა ესებუამ.

26 ოქტომბერი 2020, 17:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებთან და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საარჩევნო ყუთი ცესკო

26 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

ოპოზიცია ცესკოს საარჩევნო ყუთის მოთხოვნის წესების გამო აკრიტიკებს

„საარჩევნო ადმინისტრაციას ზომაზე მეტი ფინანსები აქვს, იმისთვის რომ დააორგანიზოს ის, რომ ბოლო დღემდე ვინც იქნება თვითიზოლაციაში ან ვისაც კორონავირუსი დაუდგინდება, ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ყველა ამ მანიპულაციას ადგილი აქვს ერთი რამისთვის - „ქართულ ოცნებას“ უნდა როგორმე შეამციროს ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნებთან. ფიქრობენ, რომ ეს მათ უშველის“, - მიიჩნევს ვაშაძე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 ოქტომბერი 2020, 17:19

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული ნაწარმი არ იყიდონ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ ფრანგული ნაწარმი. ამასთან, ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, შეაჩერონ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის „ანტიისლამური“ დღის წესრიგი.