02 ოქტომბერი 2020, 13:17 / სანდო წყარო

ან ლინდე: საქართველოს ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა

ან ლინდე და დავით ზალკალიანი

ან ლინდე და დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ან ლინდეს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„შვედეთი საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია. ამ ქვეყნის ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მედეგობისთვის“, - განაცხადა ან ლინდემ.

ლინდე მიესალმა ძალისხმევას საქართველოს მთავრობის მხრიდან, ხელი შეუწყოს მომავალი არჩევნებისთვის ეუთო/ოდირ-ის გეგმის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიას და აღნიშნა, რომ შვედი დამკვირვებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი განხორციელდება მსოფლიოში პანდემიის მიუხედავად: „შვედეთი ხელს შეუწყობს პროცესს რამდენადაც ეს შესაძლებებელია. ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად“.

„კონფლიქტების რეზოლუცია ეუთო-ს რეგიონში იქნება ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულება. რა თქმა უნდა იგულისხმება, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ეუთო-ს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით, ჩვენ შევეცდებით გადაწყვეტისაკენ მიახლოვდეს კონფლიქტი საქართველოში. დღეს, ჩვენ ასევე განვიხილეთ მოვლენების ძალიან შემაშფოთებელი განვითარებები მთიან ყარაბაღსა და ბელარუსში, რასაც სამწუხაროდ მოჰყვა ადამიანური, მათ შორის მშვიდობიანი მსხვერპლი. როგორც ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე, მე სრულად ვემხრობი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და მათ მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამხედრო მოქმედებები და გაგრძელდეს მოლაპარაკებები რათა გამოინახოს კონფლიქტის მოგვარების მდგრადი გადაწყვეტილება“ თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

20 ოქტომბერი 2020, 16:11

ეკონომიკა

პრემიერი მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

20 ოქტომბერი 2020, 16:10

მსოფლიო

აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

20 ოქტომბერი 2020, 15:53

საზოგადოება

გენერალურ პროკურატურაში სახალხო დამცველთან არსებულ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ რეკომენდაციის პრეზენტაცია და ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატირა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გახსნეს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

20 ოქტომბერი 2020, 15:51

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსის საგარეო პოლიტიკა განახლებას საჭიროებს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნევს, რომ ბელარუსის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს და განახლებას საჭიროებს.

ხვიჩა კვარაცხელია

20 ოქტომბერი 2020, 15:48

სპორტი

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გამოარჩია

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გატანილი ბურთი გამოარჩია. ვიდეოს ასეთი სათაური აქვს: „უყურეთ ბრწყინვალე გოლს, ვინ არის თქვენს ნაკრებში საუკეთესო ახალგაზრდა?“. ეს ბურთი კვარაცხელიასთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო იყო.

აკაკი ზოიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:42

COVID19

აკაკი ზოიძე: საზოგადოებამ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება. „ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ საზოგადოება ვერ გავითავისებთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, - ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს“, - წერს ზოიძე Facebook-ზე.

20 ოქტომბერი 2020, 15:40

რეგიონი

ნათია თურნავა: ბაკურიანში რეკორდულ დროში დავასრულეთ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი პროექტების და სიცოცხლისა, რომელსაც ბაკურიანს ვაძლევთ

საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე მიქაბაძე

20 ოქტომბერი 2020, 15:38

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: პოზიტიურია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა

ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე. მისი თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაა, რამდენადაც ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას.

20 ოქტომბერი 2020, 15:31

სამართალი

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.გ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ნ.გ.-ს მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ზ.მ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

20 ოქტომბერი 2020, 15:30

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა.

20 ოქტომბერი 2020, 15:29

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსი უკან არ იხევს, პირიქით, მას გადამდებლობა უფრო მეტი აქვს

„შეიძლება ეს ვირუსი ყველამ მოიხადოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისეთ დროში, რომ არც ძალიან გაწელოს, რომ ძალიან დიდხანს არ გაჩერდეს და არც ძალიან სწრაფად, რომ ერთდროულად, მოკლე დროში იმდენად ბევრი შემთხვევა იყოს, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ვერ გაუძლოს“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

20 ოქტომბერი 2020, 15:26

COVID19

პრემიერ-მინისტრმა აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებული მდგომარეობა ადგილობრივ შტაბთან განიხილა

აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.

20 ოქტომბერი 2020, 15:19

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა.

20 ოქტომბერი 2020, 15:18

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: 2021-2024 წლებში საერთაშორისო მაგისტრალის სიგრძე კიდევ 200 კილომეტრით გაიზრდება, აშენდება 200 ხიდი და 70-მდე გვირაბი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რუსთავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული პროექტები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

ნინო ლაცაბიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:11

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით, 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად.

20 ოქტომბერი 2020, 15:05

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ობიექტს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”. კაფსულის ჩაგდების ცერემონია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა სოკარის პრეზიდენტმა, კომპანიის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა და ადგილობრიივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსთავი დაფუძნდა, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და ამ ქალაქისთვის ეკონომიკური განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს. პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში იმართება და ის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მდგრადი განვითარების პროგრამა ეკონომიკური განვითარებას, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებებს მოიცავს.

გიორგი გახარია

20 ოქტომბერი 2020, 14:57

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, კონკრეტული ბიზნეს სექტორისთვის კორონაპანდემიის პირობებში დაწესებული საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

20 ოქტომბერი 2020, 14:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 16 000-ს პირველად გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 319 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 431 635-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 269 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 635-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 1 085 608 პაციენტი.