02 ოქტომბერი 2020, 18:17 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: გუშინ ვიხილეთ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის საოცრად გულწრფელი, ობიექტური, ყოვლისმომცველი, წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამაერთიანებელი, დამაიმედებელი გამოსვლა

დავით ქართველიშვილ

დავით ქართველიშვილ

გუშინ ვიხილეთ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საოცრად გულწრფელი, ობიექტური, ყოვლისმომცველი, წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამაერთიანებელი, და რაც მთავარია დამაიმედებელი გამოსვლა - რასაც თითოეული მოქალაქე, გარკვეული შიშით, ნევროზისა თუ დეპრესიის ამა თუ იმ ფორმით შეპყრობილი, იმედის თვალით ელოდებოდა,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის დამაჯერებელმა, უკეთეს მომავალში დარწმუნებული, ქვეყანაზე გულწრფელად შეყვარებული, სახელისუფლებო პარტიის ლიდერის ტონმა, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დამშვიდების საშუალება მისცა.

„ურთულესი წელიწადი ხვდა წილად ამ წინასაარჩევნო ციკლს, უამრავ ადამიანს შეეხო, ზოგს ეპიდემიოლოგიური, ზოგს ეკონომიკური კუთხით. და მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის დამაჯერებელმა, უკეთეს მომავალში დარწმუნებული, ქვეყანაზე გულწრფელად შეყვარებული, სახელისუფლებო პარტიის ლიდერის ტონმა, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დამშვიდების საშუალება მისცა. „ქართული ოცნების“ გუშინდელი პროგრამის ტეზისური პრეზენტაცია, რომელსაც ახლო მომავალში დარგობრივად გაშლილი ხასიათიც უნდა მიეცეს, უკვე ამ ეტაპზეც იძლევა რამოდენიმე ძირითადი შეფასების გაკეთების შესაძლებლობას: მოქმედი ხელისუფლება გააგრძელებს ადამიანი ფუნდამენტური უფლებების დაცვის განუხრელ უზრუნველყოფას. როგორც აქამდე ჩაბარდა ისტორიას საქართველოდან სტრასბურგის ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში უპრეცენდენტო რაოდენობით საქმეების გადაგზავნის პროცედურები, ეს მიდგომა გაგრძელდება მომავალშიც, რაც ქვეყნის სტაბილურად განვითარების პერიოდს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს

- იმის ფონზე, რომ სწორედ არსებული ხელისუფლება აპირებს ევროკავშირის წევრობაზე სერიოზული განაცხადის გაკეთებას, და სწორედ არსებულ ხელისუფლებას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღუქვა NATO-ში უახლოეს მომავალში გაწევრიანობის პერსპექტივები - ისტორიას უნდა ჩაბარდეს ხელისუფლების ოპონენტთა აბსურდული ბრალდებები მისი რუსეთთან ღია თუ ფარულ ალიანსში მოქმედების თაობაზე და ამაზე აღარ უნდა იხარჯებოდეს მართლაც რომ საქვეყნო საქმეთა გასაკეთებლად განკუთვნილი ძვირფასი დრო;

- მსოფლიო მასშტაბით პანდემიის არნახული განვითარების ფონზე საქართველოში გაუარესებულმა სურათმა მაინც შეუნარჩუნა ქვეყანას და მის ხელისუფლებას კორონავირუსთან გამკვლავების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე და წარმატებული სახელმწიფოს იმიჯი - ამ მხრივ, ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მზადყოფნაზე ზრუნვის გაგრძელება მხოლოდ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა • საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების ფონზე, ამ ხელისუფლების პირობებში ეკონომიკური ვარდნისა თუ ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის პარამეტრები არ აღემატება ჩვენი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორების პროგნოზებს - რაც ქართული ეკონომიკის აღორძინების დამაიმედებელი „სტარტ -აპის“ წინაპირობას წარმოადგენს;

- პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, რაც ძირითადი სატრანზიტო საგზაო არტერიების თუ შიდა გზების გაყვანა/რეაბილიტაციის თვალსაზრისით 2024 წლისთვის მაქსიმალურად შესაძლებელ ნიშნულს მიუახლოვდება. ხოლო ქვეყნის გაზიფიცირების თვალსაზრისით, საქართველო უკვე დღეს წარმოადგენს რეგიონალურ ლიდერ-ქვეყანას. იმედია, რომ ასეთივე წარმატებით გადაწყდება ქვეყნის სასმელი წლით მომარაგების პრობლემები;

- მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა ჩვენს სტრატეგიულ სოფლის მეურნეობის დარგში, მევენახეობაში, ვენახის განაშენიანების ფართები, ხოლო ამავე პერიოდში მოსავლიანობა 6-ჯერ გაიზარდა - დასახვეწია ყურძნის ჩაბარების და ფასწარმოქმნის ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. იმედია, შემდგომშიც წასახალისებელი იქნება ფერმერული მეურნეობების პოპულარიზაცია, სოფლის მეურნეობის დარგობრივი სახეობების დაზღვევისა და საბანკო ფინანსირების საშეღავათო პროგრამები;

- სერიოზულ და მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბისა და დასაქმების პრობლემები, რაც დეტალურად გასაწერ და პრაქტიკაში რეალურად განსახორციებელ პროგრამებს უნდა მოიცავდეს. იმედია, მომავალი პარლამენტის მუშაობა ამ თემატიკას თავის ძირითად ყურადღებას დაუთმობს;

- მსოფლიო წამყვანი სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ საქართველოს როლისა და ადგილის აქამდე არნახულად მაღალი შეფასებების ფონზე - კორუფციასთან გამკვლავების, ბიზნესის თავისუფლებისა და საინვესტიციო პოლიტიკის გამჭირვალობის კუთხით - უდიდეს პასუხისმგებლობას და ამავდროულად, ფართო საშუალებებს ანიჭებს მოქმედ ხელისუფლებას, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები არა თუ შეინარჩუნონ, არამედ გააუმჯობესონ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლების მიზნით;

- სახელმწიფო პროვოკაციების პოლიტიკაზე უარის თქმა, სამშვიდობო ინიციატივების მიმართ უალტერნატივო მიდგომა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან თანმიმდევრული და პოზიტიურ მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგომას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალში - მთავარია დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრის სახით (როგორც ამ პროცესების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორის), მოხდეს მათი სრული იგნორირება და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების საბოლოო დარწმუნება, რომ სამხედრო პროვოკაციებისა თუ ავანტიურების დრო - საქართველოს მხრიდან მწარე წარსულს ჩაბარდა ეს არის ის ძირითადი რამ, რაც ამ ეტაპზე ამოვიკითხე, ვნახე და მოვისმინე, რასაც ცალსახად მხარს ვუჭერ, გვერდში ვუდგევარ და ქართულ საზოგადოებასაც ამისკენ მოვუწოდებ“,- წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 17:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ კოვიდინფიცირებულებს დიდი მკურნალობა არ სჭირდებათ, თითოეულ ადამიანს ოჯახის ექიმთან უნდა ქონდეს ხშირი სატელეფონო კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ბინაზე მყოფმა კოვიდინფიცირებულმა სხვადასხვა მედიკამენტი მიიღოს. მისი განმარტებით, სიმპტომების მიხედვითა და ექიმის დანიშნულებით, აღნიშნული მედიკამენტების მიღება აკრძალული არაა.

27 ოქტომბერი 2020, 17:08

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. მთავრობის მეთაურმა და შს მინისტრმა ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო.

კორონას ვაქცინა

27 ოქტომბერი 2020, 17:07

COVID19

პაატა იმნაძე: საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება

საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე ერთ-ერთ თემას კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საკითხი წარმოადგენდა.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 17:02

COVID19

ამირან გამყრელიძემ ის ასაკობრივი ჯგუფი დაასახელა, რომელშიც საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

„0-დან 1 წლამდე ჩვენ გვყავს 1%, 433 ინფიცირებული ბავშვი, 2-დან 18 წლამდე 13% (4058), 19-დან 29 წლამდე 16 % (5 000) და ყველაზე დიდი ჯგუფი გახლავთ 30-დან 59 წლამდე - 50% ინფიცირებულებისა მოდის ამ ასაკობრივ ჯგუფში (16 075). 60-დან 69 წლამდე არის 18% და 80 წელს ზემოთ გვყავს 2% ინფიცირებულების“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მაიკ რაიანი

27 ოქტომბერი 2020, 17:01

COVID19

ჯანმო: ამჟამად, ევროპის რეგიონი კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, ევროპის კონტინენტი კორონავირუსის დაავადების ეპიცენტრი ხდება.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:58

COVID19

ამირან გამყრელიძემ ტაძრებში წირვა-ლოცვის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე ისაუბრა

წირვა-ლოცვების მრევლის გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები იგივე რჩება, რაც აღდგომის წინა დღეებში იყო - დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ პირბადით და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 16:57

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ანგარიში წარადგინა

ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ჩართულობით, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, არაერთი ხელშემწყობი ღონისძიების სამართლებრივი რეგლამენტირება მოხდა:

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:53

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სექტორი ვალდებულია, ამ დიდ გამოწვევას გაუძლოს

ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: სამედიცინო საზოგადოება მუდმივად გადის ტრენინგს ინფექციის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში, რათა რაც შეიძლება მინიმალურად დაზიანდეს სამედიცინო პერსონალი

„რა თქმა უნდა, უფრო დიდი არის ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა. მე ციფრები დაგისახელეთ, რამდენი გვყავს დღეს - 1678 ინფიცირებული (მედპერსონალი). ეს არის 5.2% მთლიანად ინფიცირებულებიდან. აქედან უკვე დიდი ნაწილი გამოჯანმრთელებულია და დაუბრუნდა თავის სამუშაო პირობებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი სამედიცინო საზოგადოება მუდმივად გადის ტრენინგს ინფექციის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში, რათა რაც შეიძლება მინიმალურად დაზიანდეს სამედიცინო პერსონალი, რომლებიც კრიტიკულები გახლავთ ამ პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა გამყრელილძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:45

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დაახლოებით 8 ათასამდე საწოლის მობილიზება შეიძლება

ცოტაა თუ ბევრი 249 თავისუფალი საწოლი, საწოლფონდისა და საავადმყოფოდან გაწერის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 16:43

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილება თვითიზოლაციაში გადავიდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილება თვითიზოლაციაში გადავიდა. ისინი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. მიზეზი კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებია. COVID-19 საფინანსო განყოფილების 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაიტესტა, პასუხებს ხვალ გახდება ცნობილი. შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, თრომბოემბოლია, რომელიც საკმაოდ იშვიათი გართულებაა, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის

სამწუხაროდ, თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც საკმაოდ იშვიათია, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: ახალ ინფიცირებულთა შორის ყველაზე მეტი, 1 469 სიმპტომიანი პაციენტია

ახალ ინფიცირებულთა შორის ყველაზე მეტი, 1 469 სიმპტომიანი პაციენტია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი ექიმები

27 ოქტომბერი 2020, 16:33

COVID19

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 1 678 კოვიდინფიცირებული მედმუშაკია

„ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, ეს ყველგან ასეა. ზოგადად ჩვენ გაზაფხულზე ვსაუბრობდით, როდესაც შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, მხედველებაში მაქვს სექტემბრის პირველ კვირამდე, გვყავდა დაახლოებით 140-მდე სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც მერყეობდა სხვადასხვა დროს ინფიცირებულთა 9-დან 12-13%-ს შორის. დღეისთვის ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა, 5,2%. ანუ აბსოლუტურ რიცხვში, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ჩემი კოლეგების ინფიცირების რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:31

COVID19

ამირან გამყრელიძე: მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა

„კორონავირუსი არ დასრულება ნოემბერში, დეკემბერსა და არც მარტში, ის კარგა ხანს იქნება და ის მთავარიო სლოგანი, რომ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ძალაშია. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშრად ვსაუბრობთ. შესაძლოა თავი მოგაწყინეთ, მაგრამ სულ უნდა შეგახსენოთ: აუცილებელად ნიღაბი უკვე ყველგან, ღია სივრცეშიც, დისტანციის დაცვა და ჰიგიენის წესების მაქსიმალური დაცვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

27 ოქტომბერი 2020, 16:28

კულტურა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მარქსის ქუჩა #12“ ევროპული კინოდაჯილდოების კანდიდატია

წარმოდგენილი 24 კანდიდატიდან, ევროპული კინოდაჯილდოების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის ნომინანტი მხოლოდ 5 ფილმი გახდება. როდესაც გასაჯაროვდება ნომინანტების სრული სია, ევროპული კინოაკადემიის 3800 წევრი ხმის მიცემას დაიწყებს. გამარჯვებულები ევროპული კინოს დაჯილდოვების ცერემონიალზე რეიკიავიკში, 12 დეკემბერს გამოვლინდებიან.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:24

COVID19

ამირან გამყრელიძე: პოზიტიური ტრენდია, რომ თანდათან გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი იზრდება

დღეისთვის გვაქვს ინფექციის 19 231 აქტიური შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 12 632 ადამიანი. დილისთვის, გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი. პოზიტიური ტრენდია, რომ, თანდათან, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 16:20

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა კიდევ $40 მილიონი გაყიდა

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2237 შეადგინა.

პაკისტანი სკოლა ტერაქტი

27 ოქტომბერი 2020, 16:12

მსოფლიო

პაკისტანში, რელიგიურ სკოლაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა, როცა მედრესეში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობაში ჩანთიანი ადამიანი შევიდა. დაღუპულთა ასაკი 20-დან 30-მდე მერყეობს, დაშავებულთა შორის კი არასრულწლოვნებიც არიან.

დავით სერგეენკო

27 ოქტომბერი 2020, 16:10

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ყველანი ვაცნობიერებთ მსოფლიო პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. როგორც კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, დღეს მთავარი საკითხია პოსტპანდემიური შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ეფექტური დაძლევა.