04 ოქტომბერი 2020, 14:23 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ არის პარტია და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალა საარჩევნო სისტემა. სხვა ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც აქამდე იყო ხელისუფლებაში, ამას ითხოვდა მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ მათ ოპოზიციაშიც არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს - ამით მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში დემოკრატიის მხარდამჭერი და ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიღნაღში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი საზრუნავი დღეს მომავალია, ხოლო წარსულს საზოგადოებამ შეფასება უკვე მისცა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ განვაახლოთ თქვენთან ნდობა და თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება, ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზეც. რა არის ის მთავარი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ მომავალში გავაკეთებთ აქცენტს და სადაც ჩავდებთ კიდევ უფრო მეტ ენერგიას, რომ მივაღწიოთ პროგრესს, მივაღწიოთ უფრო მეტ შედეგს - ეს არის პირველ რიგში, განათლება, უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა ახალგაზრდებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. განვაგრძობთ ბიზნესის და მეწარმეების მხარდაჭერას. ამისთვის გავაძლიერებთ ისეთი პროგრამების მუშაობას, როგორიც არის აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამა, ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტო და მისი პროგრამები. ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესის მხარდაჭერა რჩება ჩვენს მნიშვნელოვან პრიორიტეტად. ჩვენ გვსურს, შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები ქალაქებსა და სოფლებს შორის, რათა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად გადანაწილდეს ეკონომიკა, შეიქმნას კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა სოფლებში და თითოეულ ოჯახში, რომელთაგან არაერთი ჯერ კიდევ რჩება სიღარიბის პირისპირ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა არსებულ გამოწვევებზეც და აღნიშნა, რომ იმ მიზნებითა და გეგმებით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, სიღარიბის პირისპირ დარჩენილ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა ექნებათ. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასაც.

„ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ეს საპარლამენტო არჩევნები აძლიერებს თქვენს პირდაპირ დემოკრატიულ კონტროლს ხელისუფლებაზე. ამისთვის ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, ჩვენ ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, „ქართული ოცნება“ არის ძალა და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეცვალა საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით. სხვა ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც აქამდე იყო ხელისუფლებაში, ამას ითხოვდა მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ვინაიდან მათ კარგად იცოდნენ, რომ ეს სისტემა იყო უფრო დემოკრატიული, ეს სისტემა მოითხოვდა უფრო მეტ ძალისხმევას, მოქალაქეების უფრო მეტ ჩართულობას და რასაკვირველია, ისეთი პოლიტიკური ძალები, ვისი ღირებულებებიც არ იყო დემოკრატია, არ იყო ადამიანის უფლებების პატივისცემა, რასაკვირველია, არ აკეთებდნენ ამას და ითხოვდნენ ამის გაკეთებას მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ მათ ოპოზიციაშიც არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს და მოხდა, რეალურად, ლუსტრაცია, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, ვინ არის ლიდერი პოლიტიკური პარტია, ვისაც ნამდვილად შეუძლია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გამოარჩევს. მისი შეფასებით, სწორედ დავით სონღულაშვილია ის ადამიანი, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად შეძლებს იმ პროგრესის უზრუნველყოფას, რომელიც რეგიონს სჭირდება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და რაც მთავარია, ომი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთნ, კიმ ჩენ ინთან სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული ომი თავიდან აიცილა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:19

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის პასუხს ვაგებინებ

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო პასუხს აგებინებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3.5 მილიონი დოლარი მიიღო, მან ეს ფული პუტინისგან მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთისგან ფულის აღებაში დაადანაშულა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 05:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ, თუმცა ხალხი კორონავირუსთან ერთად სიკვდილს სწავლობს

სატელევიზიო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 05:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 01:25

COVID19

დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომლის პასუხი უარყოითი იყო.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:15

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია და იძულებულები არიან, დაიცვან ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ჩაიდინეს ღალატი

უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია. ახლა, იძულებულები არიან, დაიცვან ის ადამიანები, ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ეს საშინელი, ამაზრზენი ღალატი ჩაიდინეს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“, სადაც წინა ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:08

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია

ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ამ კაცთ მოძულეებს მარტო ხელისუფლება კი არ გამოვტაცეთ ხელიდან, ჩვენ მათ გამოვტაცეთ ის ძალაუფლება, რომლითაც ისტორიულად დაამახინჯებდნენ ჩვენს ქვეყანას.

23 ოქტომბერი 2020, 01:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ

ტენესის შტატის ქალაქ ბელმონტში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:43

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს

„მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს. თუ ეს 500 ათასი დოლარია მაშინ მოსულა მაგის გადახდა, ხოლოდ 4 მილიონი თუ წაიღო. მაშინ უნდა დაგეხოცათ! ის ლიმონკაც უნდა აეფეთქებინათ. აი, მაშინ სწორი იყო. სინამდვილში პირიქითაა. 40 მლნ რომ მიეცა სახელმწიფოს, ხომ უფრო უფრო მაგარი გამოჩნდებოდა სახელმწიფო?!“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:41

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა და აჩვენა, რომ უპირატესია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა

ეს ის პოლიტიკური კლასტერია, რომელიც ძალაუფლებისთვის ნებისმიერ პროპაგანდაზეა წამსვლელი. სააკაშვილის საუბრებს ვისმენ ადამიანების სიყვარულზე, ჩემზე ძაან სამშობლო ვის უყვარსო, ამ ყველაფერს რომ ისმენ, უკვე ხვდები ვისთან გაქვს საქმე,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:39

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შსს-მ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ზოგიერთ ტელევიზიას ფანტაზიაში მოუვა

მედია ინტერესდება, რომ მოხდეს პირის იდენტიფიცირება და ხომ არ ჰყავს ამ პირს თანამზრახველი. ზოგიერთმა პოლიტიკურმა მედიამ უკვე პარალელური გამოძიება დაიწყო. ეს არის მათი პოლიტიკური არჩევანი და სტრატეგია, რომ ამ ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაიმყარონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: პოლიცია კი არა, პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება შეიცვალა

პოლიცია კი არა, პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება შეიცვალა, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში პოლიციას ჰქონდა პოლიტიკური ბრძანება, რომ მას გამოეჩინა ზედმეტი ძალის დემონსტრირება, იმისთვის, რომ ხელმძღვანელობას პოლიტიკური სიმყარე ეგრძნო და თავის პოლიტიკური მიზნების ამით გაეძლიერებინა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:12

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი: გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს

მინისტრმა გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ეს გახლდათ ის, რომ ყველაფერი გააკეთეს, არ მომხდარიყო ვინმეს დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ტელეიმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დროის ყველა ეტაპზე ზუსტად იმოქმედეს და ყოველგვარი პანიკური გარემოს შექმნის გარეშე განახორციელეს ოპერაცია.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:11

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელძღვანელი, ავთო გალდავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

23 ოქტომბერი 2020, 00:06

სამართალი

ვაკა გორგილაძე: 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ ჩანს, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზირებული

ჩემთვის აშკარაა რომ პოლიცია, რომელიც არსებობს 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ არის დეპოლიტიზირებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

23 ოქტომბერი 2020, 00:05

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება.

ირაკლი სესიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ყველა პოლიციურმა ძალამ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას, პირველ რიგში უნდა გადაარჩინოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა

„მაგალითად, ის იმდენად აღჭურვილი იყო, რომ ბიოლოგიური მასალა არ დაეტოვებინა. რაც ყველაზე საშიში იყო, მის ქცევაში, მის მოთხოვნებში ჩამდა, რომ ის ყველაფერზე წასვლელი იყო. ის მზად იყო აეფეთქებინა ხელყუმბარა, მზად იყო მოესპო საკუთარი სიცოცხლე, ასევე იქ მყოფი მძევლების“- განაცადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:51

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით

მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფილმ „ოცნება სიცოცხლისთვის“ ავტორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტი, ეს არის ერთ-ერთი ვერაგი დაავადება მთელ მსოფლიოში, რომელიც ვერც ერთმა ქვეყანამ ასეთი პროგრამით ვერ დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

22 ოქტომბერი 2020, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში გააკეთებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა.