imedi /  07 ოქტომბერი 2020, 15:53 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიება გავლენას ვერ მოახდენს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი, ვერც დაწყებული გამოძიება და ვერც ამ გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები, რომლითაც ჩვენ ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ იმ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც მოლაპარაკებების წინა ეტაპზე კომისიებს შორის იყო მიღწეული, ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის დაკავებას გამოეხმაურა.

„ეს დაწყებული გამოძიება, ბრალდება და სავარაუდო დანაშაული, რომელიც პროკურატურამ ბრიფინგით გვაცნობა, რასაკვირველია, არის ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი, საშინაო საქმე და აქ არ შეიძლება და ვერც გვექნება ვერანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ მხარესთან, ვინაიდან ჯერ უნდა გაირკვეს, თუ რა მოხდა ჩვენი კომისიის ფარგლებში, პასუხი უნდა გაეცეს ძალიან მძიმე შეკითხვას, თუ რატომ მოხდა 1945 წელს და შემდგომ წლებში გამოცემული რუკების გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მაშინ, როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა - ამას უნდა გაეცეს პასუხი, სანამ ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს დავით გარეჯთან და ჩვენი საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით.

რასაკვირველია, ეს არ ეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი. ახლადაღმოჩენილი გარემოებებით და იმ ფაქტებით, რაც დადგინდება გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო შეთანხმებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

13 მაისი 2025, 01:39

მსოფლიო

CNN: ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა

ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი.

13 მაისი 2025, 00:45

ტექნოლოგიები

რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ?

მეცნიერების აცხადებენ, რომ ყინულით დაფარული სამყაროს შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება ყინულის დნობის შემთხვევაში.

13 მაისი 2025, 00:33

მსოფლიო

ICAO-ს საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

ევროვიზია

13 მაისი 2025, 00:26

კულტურა

„ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება

მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე კი მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

12 მაისი 2025, 23:11

მსოფლიო

ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, შესაძლებლობების ფანჯარა გამოიყენონ

თურქეთი მზად არის და მოხარული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

12 მაისი 2025, 22:35

რეგიონი

ბათუმში ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მაყურებელი სხვადასხვა თემატურ ლიტერატურასა და ხელოვნების ნიმუშებს გაეცნობა, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან. ფესტივალში მონაწილეობენ სასულიერო პირები, საქართველოს ტაძრების მგალობლები, სალოტბარო სკოლები, მუსიკოს-შემსრულებლები და მსახიობები.

12 მაისი 2025, 22:16

კულტურა

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები მსმენელის წინაშე ორი საანგარიშო კონცერტით წარდგნენ

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ევგენი მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კონცერტი გაიმართა.

კარლო ანჩელოტი

12 მაისი 2025, 22:03

სპორტი

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადა.

12 მაისი 2025, 21:58

საზოგადოება

„ეს დღე ჩვენია“ - 26 მაისს ანრი ჯოხაძე გრანდიოზულ სოლო კონცერტს გამართავს

„ეს დღე ჩვენია“ - ამ სახელწოდებით 26 მაისს ანრი ჯოხაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ სოლოკონცერტს გამართავს.

12 მაისი 2025, 21:37

პოლიტიკა

რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - ორმა ადამიანმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2025, 21:36

მსოფლიო

ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის საკვანძო დეტალები, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

სალომე სამადაშვილი

12 მაისი 2025, 21:19

პოლიტიკა

ევროდირექტივა უპირველეს ყოვლისა - სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის პოლიტიკური მრწამსი დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სალომე სამადაშვილის განცხადება მისი თანამოაზრეების პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. როდესაც მთავარი არა ხალხი, არამედ უცხოური დირექტივაა, ელექტორატთან კავშირის გაწყვეტაც ლოგიკური შედეგია.

12 მაისი 2025, 21:08

პოლიტიკა

გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა - ევროპელი დეპუტატები საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა. ევროპის გვიანი გამოფხიზლება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ტიერი მარიანი

12 მაისი 2025, 20:55

მსოფლიო

ტიერი მარიანი: საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან 47 პროექტისთვის 46 მილიონი ევრო მიიღეს. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია

ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა - სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის, მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, - განაცხადა ევროპარლამენტმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 მაისი 2025, 20:40

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კრისტიან ტერეში

12 მაისი 2025, 20:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში: ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რისთვის მიდის ჩვენი ფული. თუ არასამთავრობო იღებს ფულს, უნდა ვიცოდეთ რისთვის იხარჯება და ხომ არ ხდება ირიბად რამე სხვა მიზნით პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება

მისივე თქმით, პარლამენტში გამჭვირვალეობის ასპექტი გახდა მნიშვნელოვანი, ამის გამო ბოლო თვეებია და მომავალშიც ნახავთ უფრო მეტ და მეტ ინიციატივას მაგიდაზე, რომელიც გამჭვირვალეობას გაუწევს პრომოუშენს

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2025, 20:34

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

12 მაისი 2025, 20:27

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ასევე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2025, 20:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას. ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა

კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი პესკოვი

12 მაისი 2025, 20:01

მსოფლიო

პესკოვი: ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლელი ლიდერების მოთხოვნა, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ულტიმატუმია, რომელიც მიუღებელია.