imedi /  08 ოქტომბერი 2020, 12:50 / სანდო წყარო

გოჩა ლორთქიფანიძე ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელ ასუნსიონ სანჩესს, ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის ელჩებს შეხვდა

გოჩა ლორთქიფანიძე

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძე, ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელ ასუნსიონ სანჩესს; ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ფორმატსა და პრინციპებზე ისაუბრა. მან ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელსა და საელჩოს წარმომადგენლებს კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უწყებათაშორისი კომისიის მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა და უზრუნველყოფაა.

კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს კომისია წარმოადგენს პლატფორმას, სადაც უწყებებთან ერთად ნებისმიერი საკითხი განიხილება, რაც შეეხება საჯარო მოხელეების საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერ ჩარევას. კომისიის მანდატი არამართლზომიერი ჩარევების წინააღმდეგ რეაგირებასა და პრევენციას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა არის აქტიურად გამოყენებული. ეს ყველაფერი მთლიანობაში ემსახურება იმას, რომ ამ არჩევნებზე იყოს თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს საშუალება ექნება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ სუბიექტს შორის“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრაზე.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს, ასევე გააცნო დღეს გამართული კომისიის სხდომის მიერ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეების მიმართ გაცემული რეკომენდაციები:

  • თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
  • საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად გაემიჯნონ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, ისე, თუნდაც, აღქმა არ დარჩეს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ მოქმედებენ;
  • მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ შეხვედრებში მონაწილეობისა და ძალადობისგან.

ასევე, კომისია რეკომენდაციით მიმართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს:

  • გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით კი, საჯარო მოსამსახურეებმა, თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი;
  • გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ მხარდამჭერებს, განსაკუთრებით, საჯარო მოსამსახურეებს, კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 2020 წლის არჩევნები თანასწორუფლებიან გარემოში გაიმართება, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს საშუალება ექნება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ სუბიექტს შორის.

ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩესმა გოჩა ლორთქიფანიძეს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს ქვეყანაში არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:27

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შევიდა

დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირი აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია სოკარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოში ადგილობრივ მოქალაქეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხორციელდება მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

28 ოქტომბერი 2020, 16:25

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 73 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 73 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 985 ადამიანი გარდაიცვალა.

28 ოქტომბერი 2020, 16:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ბოტანიკურ ბაღში წარმატებულ კარატისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა. კანდიდატის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. „სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზუგდიდს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. მათ შორის არიან წარმატებული კარატისტები, მსოფლიოს, ევროპისა და კავკასიის ჩემპიონები სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში. დღეს მათ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შევხვდი. ჩემთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ბავშვობა ამ სპორტთან ასოცირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ჩემი, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, საზრუნავი მათი წარმატებისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი შენგელია

28 ოქტომბერი 2020, 16:19

რეგიონი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზად არის როგორც ექიმი ჩაერთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში

„ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში მმართველი რგოლი აქტიურ მონაწილეობას იღებს, ვინაიდან ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ყველა ეტაპზე, მაღალია რადიოლოგიური კვლევების წილი, როგორც ექიმ რადიოლოგი, მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ფორმით და დროით, დამატებითი პირობების გარეშე ჩავერთო პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და დავეხმარო პირველადი ჯანდაცვის თუ ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებს, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად ექნებათ“.

28 ოქტომბერი 2020, 16:12

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 44 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 44,059,511 შემთხვევა გამოვლინდა, 1,168,569 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29,843,500 - გამოჯანმრთელდა.

იაროსლავ კაჩინსკი

28 ოქტომბერი 2020, 16:10

მსოფლიო

იაროსლავ კაჩინსკი: უნდა დავიცვათ პოლონეთის ეკლესიები, ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვათ

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ მხარდამჭერებს ეკლესიების დაცვისკენ მოუწოდა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ გაამხილა, რამდენი დახარჯეს ოპოზიციურმა პარტიებმა Facebook-რეკლამაზე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მას 3 ძირითად Facebook-გვერდზე, რომლითაც მოქმედებს Facebook-არეალში, დახარჯული აქვს 228 873 ლარი და წარმოიდგინეთ, ერთ კაცზე საუბარი, არანაირი გუნდი აქ რეალურად არ არსებობს, ამ ერთ კაცს საკუთარ პიარში 3 გვერდიდან, რაც ჩანს Facebook-ის ღია წყაროებით, დახარჯული აქვს 228 873 ლარი, ხოლო დეკლარაციაში შეტანილი აქვს ამ პერიოდისთვის 91 597 ლარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიგი უგულავა

28 ოქტომბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავა, რომელმაც 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა, ახლა ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ

გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ იმაში, რომ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა. ახლა კი ამ დანაშაულის ჩამდენი ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სრულ გარანტიას გაძლევთ, არავითარ ლოკდაუნზე საუბარი არ არის

ხელისუფლება არჩევნების მეორე დღეს ჩაკეტავს და ლოკდაუნს გამოაცხადებს - მეტს რომ ვერაფერს ფიქრობ, რითი მოატყუო ხალხი და გააგიჟო, ეს არის, მეტი არაფერი?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მაუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, საშუალება აქვს სასურველ პარტიას ხმა უსაფრთხოდ მისცეს

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

ლევან დავითაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 15:55

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: თუ რუსეთი ხორბალსა და ფქვილზე კვოტებს დააწესებს, იმპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაეწყობიან

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფქვილსა და პურზე ფასების შესაძლო ზრდაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ტვ „პირველის“ ეთერში, ასევე მან განმარტა რა სტრატეგიას აირჩევენ იმპორტიორები, თუ რუსეთი ხორბალზე კვოტებს შემოიღებს.

თავდაცვის სამინისტრო

28 ოქტომბერი 2020, 15:50

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არაა

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

28 ოქტომბერი 2020, 15:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ლიეტუვის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

28 ოქტომბერს, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

28 ოქტომბერი 2020, 15:41

COVID19

ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსისგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გამოვლინდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 1500-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბოტი და ყალბი ანგარიში

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას - დეტალურს და უფრო ჩაშლილს, ვიდრე მე დღეს წარმოგიდგენთ. არსებობენ ნამდვილი სპიკერები, რეალური ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სქემაში არიან თავიდან ბოლომდე, გეგმაზომიერად ჩართულები და საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევასთან, რომელსაც ებრძვის Facebook-ი და Facebook-ი იქნება ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, რომელსაც ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას“, - განაცხადა მდინარაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 15:38

COVID19

ლაგოდეხში კოვიდინფიცირებული 65 წლის კაცი გარდაიცვალა

ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. უცნობია, ჰქონდა თუ არა მას თანმხლები დაავადებები. ცნობილია, რომ პაციენტი კლინიკაში 4 დღის წინ მოათავსეს და ის მკურნალობის კურსს გადიოდა. იგეგმებოდა მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა 65 წლამდე კაცი დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ არჩევნების დღეს 12:00 საათიდან პარლამენტის წინ შეკრებას და ფსონის სიტუაციის რადიკალიზაციაზე გაკეთებას გეგმავს

ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბებიან. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ისინი არა არჩევნების, არამედ ამ მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:27

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ არსებობენ ობიექტური დამკვირვებლები, ახლა უკვე ვიცით, რომ არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც

„ჩვენ ისინი ვამხილეთ, იმისთვის რომ ვერ შეძლონ: პირველი, ქართული საზოგადოების და მეორე - ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა და ამ მხილებით უზრუნველვყავით, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი იმისა, რომ რომელიმე მათი ტენდენციური და მიკერძოებული, სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რაც არჩევნების დღეს ამ ქვეყანაში გაიმართება“, - განაცხადა მდინარაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 15:25

რეგიონი

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

28 ოქტომბერი 2020, 15:21

პოლიტიკა

გორის ოლქში შემავალ რამდენიმე უბანზე, კოვიდინფექციის შემთხვევების გამო, კომისიების შემადგენლობა იცვლება

ცესკო-ს საოლქო კომისიას საუბნო კომისიების შემადგენლობებში ცვლილებები ბოლო ორი დღეა შეაქვს. კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, საკადრო რესურსი საკმარისია და ამ მხრივ პრობლემები არჩევნების დღეს არ შეიქმნება.