imedi /  08 ოქტომბერი 2020, 18:35 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანმა საყოველთაო ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საყოველთაო ჯანდაცვის (UHC) მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც იაპონიის მთავრობის ინიციატივითა და ჯგუფის თანათავმჯდომარეების - იაპონიის, საქართველოსა და ტაილანდის, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამასპინძლობით დისტანიურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ასევე გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰერიეტა ფორი.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალ კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლის საქმეში საყოველთაო ჯანდაცვის როლის და მნიშვნელობის შეფასება და ამ მხრივ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება; ასევე საყოველთაო ჯანდაცვის თემაზე 2019 წლის მაღალი დონის შეხვედრის პოლიტიკური დეკლარაციის შესრულების საჭიროების ხაზგასმა და საყოველთაო ჯანდაცვისა და კოვიდ 19-ის თემებზე გაეროს გენერალური მდივნის ახალი დოკუმენტის განხილვა.

გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის უფლების, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათაგან ერთ-ერთის, რეალიზაციის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საკვანძოა მდგრადი განვითარების მე-3 მიზნის (ყველა ასაკში ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა) მიღწევისათვის, წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისებთან წვდომის გზაზე ფინანსური ბარიერების აღმოფხვრის მნიშვნელოვან მექანიზმს.

მინისტრმა მიმოიხილა COVID19-თან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მიღწერულ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წელს დაიწყო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით განხორციელდა.

საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფი შეიქმნა იაპონიის ინიციატივით და ის წარმოადგენს არაფორმალურ პლატფორმას წევრი ქვეყნებისათვის, რომლის ფარგლებშიც ხდება მოსაზრებათა გაცვლა და ინფორმაციის გაზიარება 2030 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევის მხარდამჭერი ინიციატივებისა და გზების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური დეკლარაციის ტექსტზე მთავრობათაშორის მოლაპარაკებებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის თემაზე 2019 წლის სექტემბერში გამართული მაღალი დონის შეხვედრისას იქნა მიღებული, გაეროსთან საქართველოსა და ტაილანდის მუდმივი წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

ყველა სიახლე

მელანია ტრამპი

28 ოქტომბერი 2020, 01:48

მსოფლიო

მელანია ტრამპი: ჩემი მეუღლე მებრძოლია, მას ეს ქვეყანა უყვარს და თქვენთვის იბრძვის

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე მებრძოლია და იგი თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით უნდა დარჩეს.

28 ოქტომბერი 2020, 01:29

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

28 ოქტომბერი 2020, 00:58

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ განვაგრძობთ ბელარუსი ხალხის კანონიერი მისწრაფებების მხარდაჭერას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, აშშ განაგრძობს ბელარუსი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას.

28 ოქტომბერი 2020, 00:45

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

„ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც, რომ ყველა ის საჭიროება და ყველა ის გეგმა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ერთობლივად შევთანხმდით, შესრულდეს შემდეგი წლების განმავლობაში“.

ჯონდი ბაღათურია

28 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია ოპოზიციაზე: ესენი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და შესაძლოა, დესტაბილიზაციაც ავიცდინოთ, მაგრამ სანამ უნდა იყოს დესტაბილიზაციის საფრთხე?!

თუ ამათ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეინარჩუნეს და არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ, იქნება არნახული ზეწოლა დასავლეთისგან და ესენი დავით გარეჯის საქმეს ჩაფარცხავენ. რუკას ისევ გადამალავენ, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე

28 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: არჩევნები ჩაივლის მშვიდად, იმიტომ რომ მთავარი დამკვირვებელი მოსახლეობა და მისი განწყობაა

ვფიქრობ, რომ არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. საბოლოო ჯამში, ამ თვალსაზრისით კლიმატს არა პარტიები, არამედ ადამიანების განწყობა ქმნის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ​ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

გია აბაშიძე

28 ოქტომბერი 2020, 00:39

საზოგადოება

გია აბაშიძე „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის პირდაპირ ეთერში გაშუქებაზე: აშშ-ში ეს რომ რომელიმე სოფლის რადიომ გააკეთოს, წაართმევენ ლიცენზიას და იქნება ხისტი პასუხი

მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო გაცილებით ხისტი უნდა იყოს, ჩაახშოს სიგნალი, უფრო შორს გააძევოს ჟურნალისტი, - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გადაცემაში „არენა“, ზუგდიდში, „საქართველოს ბაკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე საუბრისას.

ადამ კინზინგერი

28 ოქტომბერი 2020, 00:27

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასა და მის მნიშვნელობას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გამოეხმაურა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

28 ოქტომბერი 2020, 00:25

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ყოველთვის ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს ყველაფერზე ჩვენს ოპოზიციას

„ჯერ ერთი რა სტრატეგიულ სიმაღლეებზე შეიძლება ვილაპარაკოთ მეგობარ ან არამეგობარ ქვეყანას, როგორ უნდა დაუთმო საერთოდ სხვას? მეორე, როგორც შეიძლება დავით გარეჯზე გაგეცინოს, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლე კი არა, სტრატეგიული სიმდაბლე გამოიჩინა აბსოლუტურად მაშინდელმა ხელისუფლებამ და ახლაც იჩენს სტრატეგიული სიმდაბლეს ეს ხალხი. თანაც არჩევნების წინ, როცა პირიქით, უნდა ამჟღავნებდნენ კონსტრუქციულობას“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

გია  აბაშიძე

28 ოქტომბერი 2020, 00:14

საზოგადოება

გია აბაშიძე დავით გარეჯის საქმეზე: თუ იქ რაღაც დიდი, ჯაჭვური დანაშაული არაა ჩადენილი, ეს რაციონალურად ვერ აიხსნება

„თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი „გათვითცნობიერებულები“ არიან ამ ორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, როდესაც ოფიციალური აზერბაიჯანული მხარე მოლაპარაკებისთვის მზადაა, მათ შორის, იყო უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, ჩვენმა მინისტრმა თქვა ის, რაც თქვა და ღია იყოდიალოგისთვის“.

ნიკოლოზ მეტრეველი

28 ოქტომბერი 2020, 00:12

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: როგორ შეიძლება, ქვეყნის მოყვარული ადამიანი აპრიორი ამბობდეს, რომ გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის

წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი კონსტრუქციულ რეჟიმში მხარე პოულობს ისეთ დოკუმენტს, რომელმაც შეიძლება ტერიტორიები დაგვიბრუნოს, როგორ შეიძლება, ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ნებისმიერი პარტიის წევრი, აპრიორი ამბობდეს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

28 ოქტომბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის, ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ

თუ რელიგიური შეგრძნება არ გაქვს, ისტოირული, კულტურული შეგრძნება ხომ უნდა გქონდეს?! ეს ხომ შენი მიწა-წყალია, ეს ხომ შენი სამშობლოა. ვინც გინდა ის იყავი! - ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის შესახებ საუბრობდა.

კახა კუკავა

28 ოქტომბერი 2020, 00:05

პოლიტიკა

კახა კუკავა მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საქმე საპარლამენტო კომისიამ უნდა გამოიძიოს

„გია ბარამიძე გამოდიოდა რომელიღაც არხზე და საუბრობდა, რომ ზუგდიდში სპეცოპერაცია არაკვალიფიციურად მიმდინარეობსო. რა უნდა თქვა ამაზე? ადამიანი, რომელმაც სოფელი ამოხოცა მთლიანად და ბორკილდადებულ ხალხს გვახსოვს რაც უქნა 2004 წლის სპეცოპერაციის დროს, ახლა საუბრობს ზუგდიდის სპეცოპერაციაზე. და გნებავთ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების სულის ამოხდით რომ ემუქრებოდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ 200 000 ადამიანს. რატომ არ არის ეს ხალხი პასუხისგებაში მიცემული?“ - განაცხადა კუკავამ.

ირაკლი გოგავა

27 ოქტომბერი 2020, 23:54

საზოგადოება

ირაკლი გოგავა: ვინც იცნობს სააკაშვილს, ყველა გრძნობს, რომ ამაზე წამსვლელი იყო, მაგრამ ხალხს გარეჯის საქმეზე მეტი პასუხი სჭირდება

ვინც იცნობს სააკაშვილს, ყველა გრძნობს, რომ ამაზე წამსვლელი იყო, მაგრამ საზოგადოებას დავით გარეჯის საქმეზე მეტი პასუხი სჭირდება, ამიტომ ეს თემა არ უნდა გაიწელოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ განაცხადა.

რეზო ამაშუკელი

27 ოქტომბერი 2020, 23:53

საზოგადოება

რეზო ამაშუკელი დავით გარეჯის საქმეზე: ამდენი მოთმენა აღარ შეიძლება, დაისაჯოს ყველა

„აქამდე არ ჰქონდა ქართველ ხალხს უფლება, ვიდრე ეს ზღვარი არ გადაკვეთეს სამუდამოდ, რომ ესენი („ნაციონალური მოძრაობა“) გაესამართლებინათ? ესაა უბედურება, რომ ჩვენ ყოველთვის ენის მოჩლექვით ვლაპარაკობთ. მათ შეეძლოთ, გაეყიდათ მთელი საქართველო, როგორც გაყიდეს. მე მათ პირველი დღიდან ვებრძოდი. ნოღაიდელი რომ გამოდის და თვალებს აფახულებს... პრემიერ-მინისტრი იყო. რაზე აწერ შენ ხელს?!“.

ჯონდი ბაღათურია

27 ოქტომბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: უმაღლესი თანამდებობის პირებმა სამშობლოს დიდი ნაწილი გაყიდეს და გაყიდეს არა მარტო კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა

„სამშობლოს გაყიდვა და სამშობლოს ღალატი არც ხარს ეპატიება და არც იუპიტერს. აქ პირდაპირი გაგებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა სამშობლოს დიდი ნაწილი გაყიდეს და გაყიდეს არა მარტო კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა. მათ გაყიდეს სტრატეგიული სიმაღლე. აზერბაიჯანი მართლაც არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ როცა ეს მოკავშირე ქვეყანა დაჟინებით ითხოვს არა მარტო შენს ისტორიას, შენს გულს და სისხლს, არამედ ითხოვს გაბატონებულ სიმაღლეს, სტრატეგიულ სიმაღლეს, რომელიც ღმერთმა ნუ ქნას და რაღაც კონფლიქტის დროს მას სამხედრო უპირატესობას მიანიჭებს“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ვასილ მაღლაფერიძე

27 ოქტომბერი 2020, 23:24

საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე: საბჭოთა კავშირის დროსაც ყველამ იცოდა, რომ დავით გარეჯთან საზღვარი ქედს ქვემოთ გადიოდა

დიდ ტკივილს იწვევდა ის, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ დავით გარეჯს კარგავდა. ბევრმა ეს გამოძიება არჩევნებს დაუკავშირა, მაგრამ არჩევნები სამ დღეში ჩატარდება, გადაივლის და ის ყველას დაავიწყდება, მაგრამ ეს თემა უნდა გაგრძელდეს და ისე დასრულდეს, როგორც ამას ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ​ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 23:15

პოლიტიკა

პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების სადამკვირვებლო მისია - მმართველი პარტიის მიერ გაშიფრული სქემა და სკანდალური დოკუმენტები

თითქმის ყველა არჩევნებზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და მათთან დაკავშირებული ადგილობრივი, ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან განცდა, რომ საარჩევნო პროცესი არასამართლიან, არაკონკურენტულ და ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს.

გია ცაგარეიშვილი

27 ოქტომბერი 2020, 23:09

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, მოქალაქეებს ექნებათ თავისი ნების თავისუფლად გამომჟღავნების აბსოლუტური შესაძლებლობა და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ. მოქალაქეებს ექნებათ თავისი ნების თავისუფლად გამომჟღავნების აბსოლუტური შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მან წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ინიციატივაზე ისაუბრა, რათა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლები დასწრებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს.

დავით მაღრაძე

27 ოქტომბერი 2020, 23:09

პოლიტიკა

დავით მაღრაძე „ნაცმოძრაობაზე“: ეს ის ძალაა, რომელმაც ომი წააგო და იზეიმა მოგება და გამარჯვება და ხალხი აზეიმა

„მათთვის ძეგლი არის ერთი ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელიან. ეს ადამიანია მათთვის ძეგლიც, გარეჯიც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც და გელათიც. დანარჩენ ძეგლებს ისინი არ ცნობენ. ისინი საქართველოს სულიერ საყრდენებს არ აღიარებენ“, - განაცხადა მაღრაძემ.