imedi /  09 ოქტომბერი 2020, 00:07 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი გარეჯის საკითხზე: ნინო კალანდაძემ და ნიკა რურუამ პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ვიდრე ყოფილი ხელისუფლების წევრების ახლანდელ აღიარებაზე ვისაუბრებ, მინდა გაგახსენოთ ის განცხადებები, რაც მაშინ გააკეთეს, მაგალითად ნინო კალანდაძემ, და ნიკა რურუამ, მათ პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა,, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლიბის განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ არგუმენტით, თქვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვესო.

„ნინო კალანდაძე, რომელიც ამბობდა, რომ ის ტერიტორია აზერბაიჯანის იყო, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ყველაზე ლეგიტიმური ორგანოს წარმომადგენელი. სხვა არაერთი პირიც იგივეს აცხადებდა, მაგრამ ნინო კალანდაძე და ნიკა რურუა განსაკუთრებით მკაფიოდ, პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ეს მაშინ, როდესაც არაფერი დადგენილი არაა. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამას იყენებდნენ როგორც საბუთს ჩვენ წინააღმდეგ,თქვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვესო. 2012 წელს, სასულიერო პირები და ათასობით ადამიანი რომ არ რომ არ ჩავსულვიყავით იქ, შესაძლოა, დღეს დასრულებული ყოფილიყო ეს თემა. დელიმიტაცია და დემარკაციაც მომხდარიყო, რაც სახელმწიფოებს შორის სერიოზულ დავას ნიშნავს. მადლობა ღმერთს, რომ აქამდე არ ვართ მისული და დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მოლაპარაკებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს. გაიხსნა ახალი ჩარჩო და ამ ჩარჩოში უნდა ვილაპარაკოთ, როგორც კარგმა მეგობარმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

ხანძარი

23 ოქტომბერი 2020, 09:42

სამართალი

თბილისში, სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 6 სახანძრო.

ჩედვიკ ბოუსმენი

23 ოქტომბერი 2020, 09:26

კულტურა

ჩედვიკ ბოუსმენს, რომელიც 2 თვის წინ სიმსივნით გარდაიცვალა, Netflix-ი „ოსკარის“ პრემიაზე წარადგენს

მას კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე წარადგენენ ფილმ Ma Rainey's Black Bottom-ში შესრულებული როლისთვის. ფილმი ავგუსტ უილსონის პიესის მიხედვით არის გადაღებული და მომღერალ მა რეინის ურთიერთობებზე მოგვითხრობს. სურათის პრემიერა 18 დეკემბერს გაიმართება.

მცხეთის რაიონული სასამართლო

23 ოქტომბერი 2020, 09:05

სამართალი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება სასამართლოს წინაშე.

დიდი დიღომი

23 ოქტომბერი 2020, 08:46

სამართალი

თბილისში, სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი გაჩნდა

დიდ დიღომში სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 6 სახანძრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რეინჯერსი

23 ოქტომბერი 2020, 08:40

სპორტი

„რეინჯერსის“ ფეხბურთელმა „სტანდარტს“ გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა

„რეინჯერსის“ ნახევარმცველმა კამარ რუფმა ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩში გამორჩეული გოლი გაიტანა. ბურთი მან საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და „სტანდარდის“ კარში მოედნის ცენტრიდან გაიტანა გოლი. მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 ოქტომბერი 2020, 08:35

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, ლევილის ისტორიულ მამულსა და სასაფლაოს ეწვია.

აფხაზეთი

23 ოქტომბერი 2020, 08:33

COVID19

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებულია, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

23 ოქტომბერი 2020, 08:30

COVID19

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა 9 უსიმპტომო პაციენტმა დატოვა

9 უსიმპტომო პაციენტმა კი კლინიკა დატოვა და ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ქუთაისის ინფექციურში რამდენიმე არასრულწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

23 ოქტომბერი 2020, 08:28

COVID19

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 80 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტია. 14- ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო 2 კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

ბათუმი

23 ოქტომბერი 2020, 08:23

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 9 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 49 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აქედან, მედიკოსების შეფასებით, 9-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 33 პაციენტს მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება.

ამინდი

23 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში +22 გრადუსი სითბო და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

23 ოქტომბერი 2020, 08:00

სამართალი

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ. გამოძიების ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები, რომლებიც თავდამსხმელმა 21 ოქტომბერს მძევლად აიყვანა. უწყების ცნობით, გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული მოქალაქეები პერიოდულად ისევ დაიკითხებიან.

23 ოქტომბერი 2020, 07:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: კენჭს, როგორც ამაყი „დემოკრატი“ ვიყრი, თუმცა თუ ამირჩევენ, ამერიკელების პრეზიდენტი ვიქნები

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკას „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ შტატებად არ ჰყოფს.

23 ოქტომბერი 2020, 07:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არასდროს ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:44

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და რაც მთავარია, ომი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთნ, კიმ ჩენ ინთან სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული ომი თავიდან აიცილა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:19

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის პასუხს ვაგებინებ

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო პასუხს აგებინებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3.5 მილიონი დოლარი მიიღო, მან ეს ფული პუტინისგან მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთისგან ფულის აღებაში დაადანაშულა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 05:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ, თუმცა ხალხი კორონავირუსთან ერთად სიკვდილს სწავლობს

სატელევიზიო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 05:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.