გიორგი გახარია /  09 ოქტომბერი 2020, 13:07 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მინდა მოვუწოდო - არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ონში, ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.

„მოგესალმებით, ონელებო. დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის და თქვენი მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღეზე საუბარი, ასეთ მშვიდ, წყნარ, ძალიან შინაურულ გარემოში. ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა გაგვიკეთებია აქამდე, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვთქვათ იმაზე, რა დაგვრჩა გასაკეთებელი. ამ მხრივ ონი აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბოლო წლების განმავლობაში აქ იმდენი აქტივობა განხორციელდა ეკონომიკური მიმართულებით, ეს ყველაფერი ნათელიც არის და როდესაც ონში გადაადგილდები, ამას ხედავ.

რაჭისთვის და განსაკუთრებით ონისთვის სოფლის მეურნეობა, თაფლი, ტურიზმი, მევენახეობა იმდენად მნიშვნელოვანი დარგებია, სადაც სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით ედგა და მომავალშიც განაგრძობს. ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს, რომ გახდეს ფერმერი, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გარდა იმისა, რომ თავის ოჯახს არჩენს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა გვაქვს წესრიგში მოსაყვანი, ისეთი, როგორიცაა გზები, წყალი, გაზი და ელემენტარული ინფრასტრუქტურა - ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ა.შ რასაც ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა საერთოდ ახალ დამატებით ენერგიას შესძენს ამ კუთხეს. გასაგებია, რომ წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გლობალური პანდემიის გამო, თუმცა რაჭაში ძალიან ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელიც წელს პირველად იმყოფებოდა აქ. შიდა ტურიზმის ნაკადი ძალიან დიდი იყო და ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელმაც რაჭა საერთოდ თავიდან აღმოაჩინა. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა.

„ეს შეიძლება იყოს თბილისში, ბათუმში, ამბროლაურში, ონში, სადაც არ უნდა იყოს, ქართველ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს თანაბარი, კარგი განათლება, ხანდაზმულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნორმალური ჯანდაცვა და შესაბამისი სოციალური დახმარება და ჩვენ, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ონს თავისი ისტორიული გამორჩეულობა აქვს. ამიტომ, თქვენ იცით, რომ ონში მიმდინარეობს მუზეუმის რეაბილიტაცია, 1991 წლის სტიქიის შემდეგ, მუზეუმის ფონდები ინახება სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდება და იქნება აბსოლუტურად თანამედროვედ აღჭურვილი მუზეუმი, რომელიც კიდევ დამატებითი ძალა იქნება მიმზიდველობის კუთხით ტურისტებისთვის.

რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს არის შოვი, არავის არ გვაკმაყოფილებს და სახელმწიფოს მეტი ყურადღება სჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გახდეს არამხოლოდ შიდა ტურიზმის მიზიდულობის ცენტრი, არამედ გარედანაც ჩამოვიყვანოთ უცხოელები. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ნაბიჯ-ნაბიჯ, უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენი დღევანდელი დღეს ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე იყო ჩვენი გუშინდელი დღე და ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი შვილებისთვის, ბევრად უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე დღევანდელი დღე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერში, მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

„ამ ყველაფერში, მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და როდესაც ვსაუბრობთ გოჩა ენუქიძეზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის კი არ არის, რომ აქაური ადამიანია, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცის, აქ, სად რა არის გასაკეთებელი და რა საჭიროებაა. ამიტომ, მას არ დასჭირდება ბევრი დროის ხარჯვა და გამარჯვების მეორე დღესვე გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც თქვენ მისგან ელოდებით.

რა თქმა უნდა, თქვენ, ყველას კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მოთხოვნის ძალა და უფლება თქვენს მხარეს არის. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ ძლიერად არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამიტომ, მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციებს, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო და ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად, ეს ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"ქართულმა ოცნებამ" ონში მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები წარადგინა.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს

კიევში, ცოტა ხნის წინ დასრულდა უკრაინელი ჟურნალისტების ბრიფინგი. მათი თქმით, იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, სააკაშვილი უკრაინიდან მეგობარ დეპუტატებს აგზავნის. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს. ფინანსურ დირექტორს კი უკრაინული სასამართლო საბანკო თაღლითობას ედავება. როგორც უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, არსებობს განცხადება იფსოს საფრანგეთში მდებარე ცენტრალური ოფისიდან, სადაც საუბარია, რომ კომპანიას ამ შინაარსის არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია და კითხვის ავტორები უკრაინის ოფისისკენ გადაამისამართეს.

29 ოქტომბერი 2020, 20:37

ეკონომიკა

ვაზისუბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის‘’ თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელ კახა გვანცელაძესთან, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილსა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, პროექტის დეტალებს გაეცნო და მათთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა განათავსა.

გიორგი გაბუნია

29 ოქტომბერი 2020, 20:33

რეგიონი

გიორგი გაბუნია: ჩვენ ერთიანი ძალებით შევქმნით ქუთაისის მომავალს და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად

სამშობლოს ზოგადად ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ და ჩვენ დღეს ერთიანი ძალებით შევქმნით ამ ქალაქის მომავალსა და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, - ასე მიმართა „ღამის შოუს“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის "არა ნაცებს" ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

რევაზ მიშველაძე

29 ოქტომბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

რევაზ მიშველაძე: ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარეს უნაპირო სიკეთე, ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება

გითხრათ სიმართლე, არ მეგონა, თუ 2020 წლის 29 ოქტომბერს მოგვიწევდა მიტინგის ჩატარება იმის შესახებ, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, მაგრამ ამ საარჩევნო მარათონს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ მე შეიძლება შევცდე, შეიძლება აუცილებელიც კი იყოს შევახსენოთ ერთმანეთს ზოგი რამ იმ დანაშაულთა შესახებ, რაც საქართველოში ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ მწერალმა რევაზ მიშველაძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის "არა ნაცებს" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 20:21

მსოფლიო

მედია: პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია

პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბუბა კიკაბიძე

29 ოქტომბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძემ რუსულად იმღერა

30 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ აქციაზე თბილისს და საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ოკუპანტების ენაზე უმღერა.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 20:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გურჯაანის ტექნოპარკში ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და ისწავლიან, როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები

გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

29 ოქტომბერი 2020, 19:58

COVID19

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

ბიძინა კულუმბეგოვი

29 ოქტომბერი 2020, 19:57

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრე ადამიანი ვირუსს გამოყოფს და გადამდებია

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი არის 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ხშირად ადამიანებს კლინიკური სიმპტომები უვლინდებათ 5-დან 7 დღის განმავლობაში. კლინიკურ სიმპტომებამდე 24-48 საათით ადრე უკვე ადამიანი ვირუსის გამოყოფას იწყებს და ის უკვე გადამდებად ითლება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

29 ოქტომბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

29 ოქტომბერი 2020, 19:34

მსოფლიო

საფრანგეთში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება.

29 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

ია მეტრეველი

29 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

29 ოქტომბერი 2020, 18:59

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ტერორისტებთან ბრძოლაში საფრანგეთი სიმტკიცესა და ერთიანობას გამოიჩენს.

29 ოქტომბერი 2020, 18:54

რეგიონი

სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საკლასო ოთახები, მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

29 ოქტომბერი 2020, 18:51

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან და მათი მთავარი მიზანია დასრულდეს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა , რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი.

29 ოქტომბერი 2020, 18:38

რეგიონი

მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ - მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება

ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველანაირად ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს. როგორც აჭარის პრესა იუწყება, თორნიკე რიჟვაძის კანდიდადურა აღნიშნულ პოსტზე ორგანიზაციის პოლიტიკურ ბიუროზე დაამტკიცეს.

29 ოქტომბერი 2020, 18:29

COVID19

კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პერე არაგონესმა განაცხადა.