გიორგი გახარია: დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს
გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ბუნებას და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების სერიოზული პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცაგერში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ცაგერში არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ სერიოზული წარმოებები შეიქმნას. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ხელს უწყობს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ დაიწყონ თავიანთი საქმე, გახდნენ ფერმერები, რომ დაასაქმონ სხვა ადამიანები.
,,ამ მართლაც საოცარ მუნიციპალიტეტში ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რის გაკეთება შეგვიძლია მუნიციპალიტეტში. ჩვენ წლების წინ ვებრძოდით იმას, რომ მთა არ დაცლილიყო. დღეს ჩვენ ვზრუნავთ, ვფიქრობთ და ვგეგმავთ იმას, მთა როგორ განვავითაროთ. ცაგერის მუნიციპალიტეტს ამაში ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს. ბუნებას და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სერიოზული პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების. აქ არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ მცირე მეწარმეობიდან დაწყებული სერიოზული წარმოებები შეიქმნას. ყველა კარგად ხედავთ, რამდენი ვენახი შენდება, ხედავთ, როგორ ვუწყობთ ხელს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ დაიწყონ თავიანთი საქმე, გლეხი გახდეს ფერმი, რომ დაასაქმონ სხვა ადამიანები და ღირსეულად მიხედონ თავიანთ ოჯახებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის ცენტრში არის ადამიანი და სწორედ ის არის ძირითადი ზრუნვის საგანი.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ადამიანია ყველაფრის ცენტრში და ადამიანია ძირითადი ზრუნვის საგანი. როდესაც ამას ვამბობდით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვგულისხმობდით ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და არ უნდა იყოს აუცილებლობა, რომ თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტიდან სადმე უწევდეთ წასვლა და ამიტომ, თანაბარი განათლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ უნდა იყოს სხვაობა, ბავშვი იბადება თბილისში, ლენტეხში, თუ სხვაგან. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წესრიგში მოვიყვანოთ როგორც საბავშვო ბაღები, ასევე სასკოლო განათლების ინფრასტრუქტურა. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. რა თქმა უნდა, პენსიიდან დაწყებული, სოციალური მომსახურების დონე, ყველგან უნდა იყოს ერთნაირი. ამ ყველაფრის მისაღწევად იყო სწორედ შექმნილი მთის კანონი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს, თავიანთ მშობლიურ რაიონებში, თავიანთ მშობლიურ სოფლებში იცხოვრონ ისე, რომ ელემენტარული სოციალური უზრუნველყოფა ჰქონდეთ გარანტირებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიას თქმით, ძლიერი მთა, ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს გავაგრძელებთ, რამეთუ კარგად გვესმის, რომ ძლიერი მთა, ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს, მაგრამ ცაგერის მუნიციპალიტეტი არის ის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით იმას, რომ ის პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო უჭერს მხარს მოქალაქეს - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის პროგრამები, აქ ყოველთვის გამორჩეულად იყო განვითარებული. ამიტომ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ, ხვალინდელ დღეს, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. რაც მთავარია, ჩვენ, ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, ზოგ შემთხვევებში რომ გვიწევს თვალყურის დევნება, უნდა მივიდეთ 31 ოქტომბრამდე და ღირსეულად, სამართლიან გარემოში, სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მოქალაქეების მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს რაიმე ვუმტკიცოთ. ჩვენ გვჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს. ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ყველა სიახლე
09 ივნისი 2026, 13:15
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 10 ივნისს, 13:00 საათზე, მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 10 ივნისს, 13:00 საათზე, მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
09 ივნისი 2026, 13:09
კულტურა
„დრაკონის სახლის“ ახალი სეზონის პრემიერა გაიმართა
ლონდონში HBO-ს სერიალის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. შოუს ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და შეკრებილ ფანებთან ერთად ფოტოები გადაიღეს. მათ შორის იყვნენ: მეტ სმიტი, ემა დ'არსი, ოლივია კუკი, ფაბიენ ფრანკელი, ტომ გლინ-კარნი, იუან მიტჩელი და სხვები ახალი სეზონის პრემიერა 2026 წლის 21 ივნისს არის დაგეგმილი. ის 8 ეპიზოდისგან შედგება. სერიალის შემქმნელებმა მანამდე განაცხადეს, რომ ეკრანებზე „დრაკონის სახლის“ მეოთხე სეზონიც გამოვა, რომელიც ფინალური იქნება.
09 ივნისი 2026, 12:43
პოლიტიკა
ჩინეთის საელჩო: ჩინეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთმანეთს მილოცვები გაუზიარეს და ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ განაცხადეს
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავის აღსანიშნავად ერთმანეთს მისალოცი შეტყობინებები გაუგზავნეს.
09 ივნისი 2026, 12:26
პოლიტიკა
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი, სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია ის, რაც საქართველოს აქვს დღეს, ეს არის 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა
დიდი ხანია, გვესმის საუბარი ერთმმართველობაზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
09 ივნისი 2026, 12:25
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთან ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტები უსაფრთხოდ არიან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ჩამოვარდნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები კატასტროფას უვნებლები გადაურჩნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 12:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება
„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა /საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი. ჯო უილსონზე მე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს, პრორუსულს ხომ ადრე იძახდა და ახლა პროირანული გავხდით, შეიძლება, ასეთი კაცი სერიოზულად მიიჩნიოს ვინმემ? რომელიც გამოდის და საქართველოს უწოდებს პროირანულ ქვეყანას. არასერიოზული კაცია. კაცი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რამდენად არასერიოზულია, ხომ ხედავთ. ასეთი არასერიოზული განცხადების გამკეთებელი კაცი როგორ შეიძლება, ვინმემ სერიოზულად მიიჩნიოს. ხვალ გამოვა და იტყვის, რომ პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ. საოცრებაა. ასეთი არასერიოზული მე არაფერი მინახავს და თქვენ შეგიძლიათ, ხშირად იმეოროთ ჯო უილსონის არასერიოზული ციტატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
09 ივნისი 2026, 12:19
ეკონომიკა
2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორთა ნდობასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე მიანიშნებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და ა.შ.
09 ივნისი 2026, 12:13
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ
სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავდა ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ. პრაქტიკული ნაწილი კი სიმულაციური სწავლების ფორმატში გაიმართა, სადაც ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 3 ერთეული სახანძრო ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
09 ივნისი 2026, 12:12
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 12:09
რეგიონი
რუსთავის N31 საბავშვო ბაღში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
გამწვანების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
09 ივნისი 2026, 12:08
პოლიტიკა
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული, ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში
„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ეს განცხადება - თუ იქნება სინანული, აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება. არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. მათ მიმართაც რეაგირება გვექნება შესაბამისი, თუ იქნება სინანული, აღიარება, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, იმისათვის, რომ ასეთ რამ აღარ განმეორდეს. სახელმწიფომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ზომები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას, დასტაბილურებას, მათ შორის, ეს იყო ის, რომ სამართალი სათანადოდ აღსრულდა რევოლუციის შემთხვევებთან დაკავშირებით. 30-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული 4 ოქტომბრამდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის. ასევე, 4 ოქტომბერზე სათანადო რეაგირებაც მნიშვნელოვანი იყო პრევენციისთვის. ბუნებრივია, სახელმწიფო უნდა დადგეს თავის ადგილზე. რა თქმა უნდა, ჰუმანურობაც არის ის, რაც სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს სათანადო პირობების არსებობისას. ესეც არის ჩვენი ჰუმანური მიდგომის გამოხატულება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს პირობა - თუ ვინმე გამოხატავს სინანულს, თუ ვინმე აღიარებს საკუთარ დანაშაულს, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება. მოვიქცევით ისე, როგორც მოვიქეცით ამ კონკრეტული პატიმრების შემთხვევაში. ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
09 ივნისი 2026, 12:07
სამართალი
მიმდინარე წლის მაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 695 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 695 ფაქტი გამოავლინეს.
09 ივნისი 2026, 12:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე, პირადად მისი როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულია და მადლობა მას ამისთვის
პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე და ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
09 ივნისი 2026, 12:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიასა და ადგილობრივ აგენტურაში, შანტაჟი ვერ გაჭრის
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარებაა ისინი ხალხზე ზეწოლით და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო, აქედან გამომდინარე შანტაჟი ვერ გაჭრის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
09 ივნისი 2026, 11:57
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება
ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
09 ივნისი 2026, 11:52
პოლიტიკა
პრემიერი: ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით
„ეს არის ის საკითხი, რაც საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დაახლოებით 3 წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი. ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის, ორმხრივად, იცით, რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები. ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ. ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი“, - განაცხადა პრემიერმა.
09 ივნისი 2026, 11:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, მასზე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი
ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
09 ივნისი 2026, 11:44
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის დაბომბვა რომ დაიწყოს, ჰორმუზის სრუტე კიდევ რამდენიმე თვე დაკეტილი იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ამერიკა ირანის დაბომბვას განაახლებს, ეს კიდევ ორი-სამი კვირა გაგრძელდება, ხოლო ჰორმუზის სრუტე რამდენიმე თვე კიდევ დაკეტილი იქნება.
09 ივნისი 2026, 11:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ, არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია, განვიხილოთ ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით
„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სტატისტიკას და იმას, რა გავლენას ახდენს ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ დავაკვირდით გასული დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, აბსოლუტურად შეგვიძლია, განვიხილოთ ასეთი ვერსია, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით. ამაზე უნდა ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
09 ივნისი 2026, 11:36
პოლიტიკა
პრემიერი: გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ
გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ასევე არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


