http://imedi.ge/ /  10 ოქტომბერი 2020, 19:27 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ყველას ინტერესია, რომ საზღვრები დადგინდეს საქართველოს სასარგებლოდ, მეორე მხარეს აღმოჩნდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი ე.წ სამოქალაქო აქტივისტები

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, გააპროტესტებს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებსაც საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში ედებათ ბრალი, თუ გააპროტესტებენ თავად ფაქტს, რომ „ასეთი სიბინძურე ხდებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით არ ვამთავრებთ პოლიტიკას და ცხოვრებას ამ ქვეყანაში. თითეული პარტიის და აქტივისტის გადასაწყვეტია, რომელ მხარეს დაიჭერს, გააპროტესტებს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მისი ტერიტორიის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საფრთხის შექმნაში, თუ თავად ამ ფაქტს გააპროტესტებენ, რომ ასეთი სიბინძურე ხდებოდა თურმე.

საუბარია 2006-2007 წლებზე, როდესაც ხდებოდა საზღვრების დადგენის პროცესი იმგვარად, რომ ამაში გამოყენებული არ იყო მთავარი დოკუმენტი და მთავარი დოკუმენტი ვინმეს შეფასებით კი არა, არამედ საქართველო-აზერბაიჯანს შორის 1996 წელს მიღწეული შეთანხმებით, რომლის თანახმადაც, საზღვრები უნდა დადგენილიყო 1938 წლის მონაცემების, მოცემულობის და შესებამისი რუკის მიხედვით. თურმე ასეთი რუკა არსებობდა, თუმცა ამ კომისიის მუშაობის დროს მაგიდაზე არ დაიდო და შემდეგ ჩხრეკის დროს ამოიღეს. ეს არის და ეს.

მარტო ამაზე კი არ არის, ეს ერთ-ერთი რგოლი, როდესაც, როგორც პროკურატურა გვეუბნება, მიმდინარეობდა ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც საქართველოს აკარგინებდა არაერთ ჰექტარ მიწას, მათ შორის იდენტობის განმსაზღვრელ სიწმინდეებს.

ჩვენი ყველას პოლიტიკური და მორალური ინტერესია, რომ საზღვრები დადგინდეს საქართველოს სასარგებლოდ, ისე, როგორც მას ეკუთვნის მორალურად, ისტორიულად და ა.შ. მეორე მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი და მათი ე.წ სამოქალაქო აქტივისტები. ეს არის ყველაზე სამწუხარო. დღეს ისინი ბედავენ, რომ აქციების დაორგანიზება დაიწყონ და მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ედებათ, რბილად რომ ვთქვათ, ასეთ ცუდ დანაშაულში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, მისთვის დაუჯერებელია, რომ სავარაუდო დამნაშავეები ამ პროცესში მაღალი თანამდებობის პირების მითითებების გარეშე მოქმედებნენ.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვისაც, როგორც ერთი მოქალაქისთვის, დაუჯერებელია, რომ რომელიმე მოქალაქე, სავარაუდო დამნაშავე, ბრალდებული მოქმედებდა მარტო, დამოუკიდებლად და ის არ იღებდა მითითებას რომელიმე მაღალი თანამდებობის პირისგან, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ ჩემი, ან ნებისმიერი მოქალაქის ეჭვი და ვარაუდი იყოს. ვიდრე გამოძიება ამის შესახებ მტკიცებულებებს არ მოიპოვებს, ამაზე წინმსწრებად ვერ ვილაპარაკებთ.

სამწუხაროდ, ამის პარალელურად მაშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ კეთდებოდა განცხადებები, რომლებიც ამ მონაკვეთის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდნენ. არამხოლოდ ზეპირ განცხადებებზეა საუბარი, არამედ წერილობითზეც. მაგალითად, თურმე აღმოჩნდა, რომ ისინი მიმართავდნენ, თქვენი ტერიტორიაა და იქნებ სარემონტო სამუშაოებისთვის შეგვიშვათო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„საოცარი ნარატივი განავითარეს ოპოზიცურმა პარტიებმა და მათმა ტელევიზიებმა, რომ თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ქართველებს რაღაც მონაცემები, ახალი რუკები, რომ რუსეთიდან არის რაღაც შეკვეთა. გამოდის, რომ მათი ინფორმაციით და ამ სპეკულაციური მესიჯებით, რუსეთი თურმე საქართველოს ინტერესების სასარგებლო მონაცემებს აწვდის საქართველოს ხელისუფლებას. ანუ რუსები იქცევიან იმდენად კარგად, რომ ისინი იცავენ ქართული ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს. ამ მარაზმში ჩავიდნენ თავისი ლოგიკით ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამ საოცრებაში შევიდნენ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 20:38

პოლიტიკა

სენატორები რიში და შაჰინი: დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

29 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს

კიევში, ცოტა ხნის წინ დასრულდა უკრაინელი ჟურნალისტების ბრიფინგი. მათი თქმით, იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, სააკაშვილი უკრაინიდან მეგობარ დეპუტატებს აგზავნის. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს. ფინანსურ დირექტორს კი უკრაინული სასამართლო საბანკო თაღლითობას ედავება. როგორც უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, არსებობს განცხადება იფსოს საფრანგეთში მდებარე ცენტრალური ოფისიდან, სადაც საუბარია, რომ კომპანიას ამ შინაარსის არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია და კითხვის ავტორები უკრაინის ოფისისკენ გადაამისამართეს.

29 ოქტომბერი 2020, 20:37

ეკონომიკა

ვაზისუბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის‘’ თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელ კახა გვანცელაძესთან, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილსა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, პროექტის დეტალებს გაეცნო და მათთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა განათავსა.

დავით ხვისტანი

29 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

დავით ხვისტანი: უნდა მივსულიყავი ვინმესთან, მცირე შელაპარაკებით, საარჩევნო უბანზე აჟიოტაჟი უნდა შემექმნა

უნდა მივსულიყავი ვინმესთან, მცირე შელაპარაკებით, საარჩევნო უბანზე აჟიოტაჟი უნდა შემექმნა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დავით ხვისტანმა განუცხადა. მან დეტალურად გაიხსენა დავალება, რომელიც მისი ყოფილი პარტიის, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა ლიდერმა, მას 31 ოქტომბრისთვის მისცა.

გიორგი გაბუნია

29 ოქტომბერი 2020, 20:33

რეგიონი

გიორგი გაბუნია: ჩვენ ერთიანი ძალებით შევქმნით ქუთაისის მომავალს და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად

სამშობლოს ზოგადად ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ და ჩვენ დღეს ერთიანი ძალებით შევქმნით ამ ქალაქის მომავალსა და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, - ასე მიმართა „ღამის შოუს“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის "არა ნაცებს" ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

რევაზ მიშველაძე

29 ოქტომბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

რევაზ მიშველაძე: ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარეს უნაპირო სიკეთე, ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება

გითხრათ სიმართლე, არ მეგონა, თუ 2020 წლის 29 ოქტომბერს მოგვიწევდა მიტინგის ჩატარება იმის შესახებ, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, მაგრამ ამ საარჩევნო მარათონს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ მე შეიძლება შევცდე, შეიძლება აუცილებელიც კი იყოს შევახსენოთ ერთმანეთს ზოგი რამ იმ დანაშაულთა შესახებ, რაც საქართველოში ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ მწერალმა რევაზ მიშველაძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის "არა ნაცებს" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 20:21

მსოფლიო

მედია: პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია

პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბუბა კიკაბიძე

29 ოქტომბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძემ რუსულად იმღერა

30 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ აქციაზე თბილისს და საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ოკუპანტების ენაზე უმღერა.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 20:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გურჯაანის ტექნოპარკში ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და ისწავლიან, როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები

გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

29 ოქტომბერი 2020, 19:58

COVID19

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

ბიძინა კულუმბეგოვი

29 ოქტომბერი 2020, 19:57

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრე ადამიანი ვირუსს გამოყოფს და გადამდებია

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი არის 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ხშირად ადამიანებს კლინიკური სიმპტომები უვლინდებათ 5-დან 7 დღის განმავლობაში. კლინიკურ სიმპტომებამდე 24-48 საათით ადრე უკვე ადამიანი ვირუსის გამოყოფას იწყებს და ის უკვე გადამდებად ითლება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

29 ოქტომბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

29 ოქტომბერი 2020, 19:34

მსოფლიო

საფრანგეთში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება.

29 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

ია მეტრეველი

29 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

29 ოქტომბერი 2020, 18:59

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ტერორისტებთან ბრძოლაში საფრანგეთი სიმტკიცესა და ერთიანობას გამოიჩენს.

29 ოქტომბერი 2020, 18:54

რეგიონი

სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საკლასო ოთახები, მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

29 ოქტომბერი 2020, 18:51

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან და მათი მთავარი მიზანია დასრულდეს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა , რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი.

29 ოქტომბერი 2020, 18:38

რეგიონი

მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ - მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება

ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველანაირად ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.