IMEDI /  13 ოქტომბერი 2020, 11:31 / სანდო წყარო

Middle East Institute: საქართველო ასრულებს თავის როლს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას

საქართველო მდებარეობს მიმდინარე „ქარიშხლის“ ეპიცენტრში. რუკაზე თვალის შევლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ საქართველოს პოზიციის სირთულე. საქართველო ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს, ანუ კონფლიქტში ჩართულ ყველა ქვეყანას. მართალია, საქართველო არ ესაზღვრება ირანს - კიდევ ერთ რეგიონულ ძალას, რომელიც ისტორიულად, „სცენის მიღმა“ ასრულებს გარკვეულ როლს მთიან ყარაბაღში, თეირანის აქტიურობა ყოველთვის იგრძნობა სამხრეთ კავკასიაში,- ,,Middle East Institute“ სტატიას სახელწოდებით ,, საქართველოს უწევს რამდენიმე მიმართულებით მოქმედება სამხრეთ კავკასიაში“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორის, ანალიტიკოსის, ლუკ კოფის თქმით, საქართველო ერთპიროვნულად, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე შეთანხმების უზრუნველყოფას, მაგრამ მას შეუძლია „ფარდის მიღმა“ თავისი გავლენის გამოყენება და მხარეთა, სულ მცირე, მოლაპარაკებებზე დაყოლიება.

უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხაზზე ბრძოლები გაჩაღდა. ამჟამინდელი კონფრონტაცია, ივლისში მომხდარი და სხვა მსგავსი ნაკლებად მნიშვნელოვანი შეხლა-შემოხლისგან განსხვავებით, მთლიან ფრონტის ხაზს მოიცავს. 2 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საფრანგეთმა (მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება მოწოდებით დაპირისპირების შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ. 9 ოქტომბერს, მოსკოვში მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა მხარეებმა თითქმის უმალ დასდეს ერთმანეთს ბრალი ამ შეთანხმების პირობების დარღვევაში. საქართველო კი მდებარეობს ამ მიმდინარე „ქარიშხლის“ ეპიცენტრში. რუკაზე თვალის შევლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ საქართველოს პოზიციის სირთულე. საქართველო ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს, ანუ კონფლიქტში ჩართულ ყველა ქვეყანას. მართალია, საქართველო არ ესაზღვრება ირანს - კიდევ ერთ რეგიონულ ძალას, რომელიც ისტორიულად, „სცენის მიღმა“ ასრულებს გარკვეულ როლს მთიან ყარაბაღში, თეირანის აქტიურობა ყოველთვის იგრძნობა სამხრეთ კავკასიაში. ბევრი ქართველი, - სულ მცირე, პირად საუბრებში, - გამოთქვამს სიმპათიებს აზერბაიჯანის მიმართ. სხვა თუ არაფერი, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია არაფრით განსხვავდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების: ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციისგან. თუმცა საქართველოს მართებს ემოციების და თანაგრძნობის დაბალანსება თავის გეოპოლიტიკურ რეალობასთან. შედეგად, საქართველო ცდილობს ამ კონფლიქტში დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გავლას, რაც წარმოადგენს გონივრულ და პასუხისმგებელ მიდგომას. 3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. მასში აღნიშნულია, რომ „საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან“, და რომ თბილისს სურს ამ მოცემულობის შენარჩუნება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია საქართველოს მზადყოფნა, გამოვიდეს შუამდგომლის როლში ამ კონფლიქტში. 1994 წელს ეუთომ, მთიანი ყარაბაღის ომის საბოლოოდ დასრულების მიზნით, ჩამოაყალიბა მინსკის ჯგუფი, თუმცა ამ წლების განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ იყო მიღწეული. მართალია, საქართველო ერთპიროვნულად, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე შეთანხმების უზრუნველყოფას, მაგრამ მას შეუძლია „ფარდის მიღმა“ თავისი გავლენის გამოყენება და მხარეთა, სულ მცირე, მოლაპარაკებებზე დაყოლიება. საქართველოს მცდელობამ შეიძლება ვერ მოიტანოს სიტუაციის რადიკალური ცვლილება, მაგრამ თბილისი მაინც იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან უმაღლეს შეფასებას ლიდერის როლის თავზე აღებისთვის“,- ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა თავის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარებაზე როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართულებით, რაც სრულიად გასაგები გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა გარე მხარეებისკენ ასე აქტიურად იშვერენ ხელს და ადანაშაულებენ მათ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის შეიარაღებაში.

ლუკ კოფის თქმით, საქართველოს ინტერესებში სულაც არ შედის „შუაში მოყოლა“ და ასევე, ეს გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ, როგორც ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი, მიუხედავად ნებისმიერი როლისა, რომელსაც თბილისი შეასრულებს მედიატორის სტატუსით.

,,არსებობს რიგი მნიშვნელოვანი შიდა მიზეზები, რომლებიც განაპირობებს საქართველოს გადაწყვეტილებებს მთიან ყარაბაღთან მიმართებაში. ოქტომბრის ბოლოს დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, ხოლო რუსეთი გამოიყენებს ნებისმიერ საბაბს, რათა კიდევ უფრო მეტი განხეთქილება შეიტანოს ქართულ საზოგადოებაში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთი აქცენტს გააკეთებს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ და სომეხ უმცირესობებზე. მართალია, რაოდენობრივად ისინი მცირერიცხოვანნი არიან, მაგრამ მათი მნიშვნელობა აუცილებლადაა გასათვალისწინებელი. კერძოდ, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული სომეხი უმცირესობა მღელვარებამ მოიცვა, ხოლო მათზე გამიზნული დეზინფორმაციის თანახმად, უკვე გამოითქვა პრეტენზია, რომ საქართველო თითქოს იარაღით ამარაგებს აზერბაიჯანს და გზას უკეტავს სომხეთისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებას. საქართველოში სომხეთის საელჩოსაც კი მოუწია ამ ბრალდებების უარყოფა. საქართველოს სომეხი ეთნიკური უმცირესობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სამცხე-ჯავახეთში და, როგორც ჩანს, უფრო მეტი სიმპათიებით გამოირჩევა რუსეთის მიმართ, ვიდრე ქვეყნის სხვა უმცირესობები, რის გამოც იგი უფრო იოლად ხდება რუსული დეზინფორმაციის კამპანიების მსხვერპლი. ჯავახეთში მცხოვრები სომხეთის დიდ რაოდენობას აქვს სომხური პასპორტები, რაც უადვილებს მათ სეზონური სამუშაოს პოვნას სომხეთსა და რუსეთში. იქ განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, 2007 წელს მის დახურვამდე, წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთში დასაქმების ყველაზე დიდ წყაროს. წარსულში სომხური სეპარატიზმი პრობლემას წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთში. მართალია, სეპარატისტული გრძნობები დღეს შეიძლება ისეთი ძლიერი არ იყოს, როგორც წარსულში, მაგრამ მაინც არსებობს შიში, რომ მოსკოვს შეუძლია, მარტივად გამოაცოცხლოს სეპარატისტული მოძრაობები რეგიონში. ასევე აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის განლაგება სტრატეგიულადაა მნიშვნელოვანი რიგი მიზეზების გამო. სწორედ ამ რეგიონზე გადის მნიშვნელოვანი ნავთობის და ბუნებრივი აირის სადენები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ასევე გადის სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე“,- წერს გამოცემა.

როგორც ლუკ კოფი მიიჩნევს, არსებობს შეშფოთების მიზეზი, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს დაძაბულობა ეთნიკური სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში თავისი გავლენის გაფართოების მიზნით.

მისი თქმით, ისტორიულად მოსკოვი იყენებს ეთნიკურ განხეთქილებებს და დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში პრორუსული პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაშია რეგიონში ამერიკისა და ნატოს მიზნებთან - ყოველივე ეს კი ქართველებმა ყველაზე უკეთ იციან.

,,რუსეთი სომხეთს დაუკავშირდება ცხინვალის რეგიონისა და სამცხე-ჯავახეთის მეშვეობით. თუკი მდგომარეობა მთიან ყარაბაღში მკვეთრად გაუარესდება, ეთნიკურმა სომხეთმა შეიძლება მოითხოვონ კიდეც ცენტრალური ხელისუფლებისგან თბილისში, რომ მათ მიეცეთ „ჰუმანიტარული დერეფნის“ შექმნის უფლება, რომლითაც რუსეთი, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დაუკავშირდება სომხეთს. ეს კი, რა თქმა უნდა, არ იქნება მისასალმებელი. ისტორიულად მოსკოვი იყენებს ეთნიკურ განხეთქილებებს და დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში პრორუსული პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაშია რეგიონში ამერიკისა და ნატოს მიზნებთან - ყოველივე ეს კი ქართველებმა ყველაზე უკეთ იციან. მაშინ, როცა სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს მასშტაბური კონფლიქტი და საპარლამენტო არჩევნები სულ რამდენიმე კვირაში უნდა ჩატარდეს, რუსეთი ეჭვგარეშე გამოიყენებს ამჟამინდელ სიტუაციას საქართველოში თავის სასარგებლოდ. ისეთ რთულ რეგიონში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია, საქართველოს მართებს (სულ მცირე, საჯაროდ) რამდენიმე მიმართულებით მოქმედება მთიან ყარაბაღთან მიმართებაში. ჯერ გაურკვეველია, რამდენ ხანს შეძლებს საქართველო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. პასუხი ამ კითხვაზე, დიდი ალბათობით, დამოკიდებულია 2 რამეზე: რამდენ ხანს გასტანს კონფლიქტი მთიან ყარაბაღში და რამდენად აგრესიულად ჩაერთვება მასში რუსეთი“,- ნათქვამია სტატიაში.

ლუკ კოფი აცხადებს, რომ ჯამში, საქართველოს სურს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში.

მისი თქმით, ის, რაც ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორც წესი, გამოძახილს ჰპოვებს რეგიონის საზღვრებს გარეთ. სწორედ ამიტომ ასრულებს საქართველო თავის როლს, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას

,,ცხინვალის, აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები სამხრეთ კავკასიაში ერთად შეადგენს 15 000 კვადრატულ კილომეტრს. მართალია, ზუსტი რიცხვების დაანგარიშება შეუძლებელია, მაგრამ ეს გაყინული კონფლიქტები რეგიონს ყოველწლიურად, ალბათ, მილიარდობით დოლარი უჯდება ეკონომიკური საქმიანობის და უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. საქართველომ სხვა ქვეყნებზე უკეთ იცის რეგიონში თანამშრომლობის სარგებლის ფასი. თავისი მდებარეობის წყალობით, საქართველომ დიდი სარგებელი ნახა აზერბაიჯანთან ვაჭრობის, ენერგეტიკის და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობებიდან. ბევრი ადამიანი საქართველოში მოუთმენლად ელის დღეს, როცა ასეთი თანამშრომლობა სომხეთთანაც იქნება შესაძლებელი. ეს კონფლიქტი სულაც არ არის ლოკალიზებული მოვლენა, რომელიც ვაშინგტონიდან სადღაც შორის ხდება. ომმა, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს და, მეორე მხრივ, სომხეთის ჯარსა და სომხეთის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებებს შორის მთიან ყარაბაღში შეიძლება კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია შეიტანოს ისედაც მყიფე რეგიონში. ის, რაც ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორც წესი, გამოძახილს ჰპოვებს რეგიონის საზღვრებს გარეთ. და რადგან სამხრეთ კავკასია ესოდენ მნიშვნელოვანია ტრანზიტის, ვაჭრობის და ენერგეტიკის მხრივ, გეოპოლიტიკურ შოკებს რეგიონში ხშირად აქვს მეორე და მესამე დონის ეფექტი ფართო რეგიონში. სწორედ ამიტომ ასრულებს საქართველო თავის როლს, რაოდენ მცირეც უნდა იყოს ის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას“,- წერს სტატიის ავტორი ლუკ კოფი.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2020, 21:25

რეგიონი

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეშახტეების შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამას კომპანიის მენეჯმენტსაც მკაცრად მოვთხოვთ

მეშახტეებთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს.

28 ოქტომბერი 2020, 21:24

COVID19

გერმანიაში 2 ნოემბრიდან რბილი ლოკდაუნი ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, გერმანიაში 2 ნოემბრიდან რბილი ლოკდაუნი ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა 16 ფედერალური რეგიონის პრემიერებთან ერთად მიიღო.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თბილისელები დღეს ზრუნვას გრძნობენ, ეს ყველაზე დიდი მახასიათებელია, რაც ჩვენ განგვასხვავებს ოპონენტებისგან

თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა არის ის, რაც მმართველ გუნდს ოპონენტებისგან განასხვავებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება

31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობა აპირებს გამართოს აქცია. ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, რა თქმა უნდა, აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულება, მათ შორის, მოაწყოს მიტინგები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, თუკი იქნება ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი მხრიდან ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 20:56

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 205 ადამიანი გარდაიცვალა.

ზაალ უდუმაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 20:39

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: რუსთაველის გამზირზე შეკრებას საღამოს 20:00 საათის შემდეგ ვგეგმავთ, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება

მართლა შესულია ჩვენი სახლით განაცხადი მერიაში, 31 ოქტომბერს აქციის გამართვაზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12:00 საათიდან, არამედ საღამოს 20:00 საათის შემდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე 20:00 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება.

კრისტიან კოულმენი

28 ოქტომბერი 2020, 20:30

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონი მძლეოსანი კრისტიან კოულმენი 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

მსოფლიო ჩემპიონი მძლეოსანი კრისტიან კოულმენი 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რის გამოც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ გამოვა. 100 მეტრზე სირბილში საუკეთესო სპორტსმენი საერთაშორისო ფედერაციამ სამი დოპინგ კონტროლის გაცდენისთვის დასაჯა. ამერიკელი სპრინტერი ამტკიცებდა, რომ დოპინგსაწინააღმდეგო კონტროლის ოფიციალური პირები დადგენილი პროცედურების შესაბამისად არ მოქმედებდნენ. წესდების თანახმად, სპორტსმენს დისკვალიფიკაცია იმ შემთხვევაში ელის, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, 12 თვეში სამ ტესტს ჩააგდებს. კოულმენის დისკვალიფიკაციას ვადა 2022 წლის 13 მაისს გასდის.

28 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

28 ოქტომბერი 2020, 20:12

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 56% არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს

კითხვაზე დღეს რომ ტარდებოდეს საპარალემენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“ 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ 4,6%, „ახალი საქართველო“ 4,5%, „ევროპული საქართველო“ 4,3%, „ლელო“ 3,9%, „გირჩი“ 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ 2,2%

28 ოქტომბერი 2020, 20:10

სპორტი

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა. ტურნირი 2021 წლის იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ხელბურთის ფედერაციამ პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო მისი ჩატარება შეუძლებლად მიიჩნია. რაც შეეხება ჭაბუკთა შორის კონტინენტის პირველობას, მისი გაუქმებაც განიხილებოდა, მაგრამ 2000 წელს დაბადებული ხელბურთელების უმეტესობისგან განსხვავებით, ჭაბუკი ხელბურთელები პროფესიონალურ კლუბებში თითქმის არ თამაშობენ და სანაკრებო შეჯიბრის გაუქმების შემთხვევაში ისინი ორი სეზონით საერთაშორისო პრაქტიკის გარეშე დარჩებოდნენ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით და ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი აგვისტოსთვის გადაიდო.

28 ოქტომბერი 2020, 20:03

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა.

28 ოქტომბერი 2020, 20:00

რეგიონი

ჭიათურაში საბაგირო გზების 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა

ჭიათურაში საბაგირო გზების 4-დან 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების - ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.

28 ოქტომბერი 2020, 19:52

სპორტი

მსოფლიო რაგბის განახლებული რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-14 პოზიცია შეინარჩუნა

საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო 1.04 სარეიტინგო ქულის გამომუშავება, რითაც 83.77 ქულას დააგროვა, ავსტრალიას გადაუსწრო და ერთი პოზიციით წინ, მეხუთე ადგილზე წაიწია. თავის მხრივ, უელსს 1.04 ქულა ჩამოაკლდა და 81.61 ქულა დარჩა, მაგრამ მეშვიდე ადგილი არ დაუკარგავს.

28 ოქტომბერი 2020, 19:48

რეგიონი

ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა

ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ქუთაისში აქცია 29 ოქტომბერს 17:00 საათზე დაიწყება.

28 ოქტომბერი 2020, 19:32

COVID19

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

28 ოქტომბერი 2020, 19:32

COVID19

ჯანდაცვის სამინისტრო ლაგოდეხის კლინიკაში 71 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„71 წლის მამაკაცს, გარდა კოვიდ-19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ოქტომბერი 2020, 19:31

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა. imedinews- ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საბურავი მოულოდნელად გასკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯდომი ერთი მგზავრი, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია . მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბექა დავითულიანი

28 ოქტომბერი 2020, 19:26

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ვანო მერაბიშვილს თანაგუნდელები ეძახდნენ ხერხემალს, ორგანიზმი კი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება, ან როცა თავისუფლდება კვდება

ვანო მერაბიშვილს ეძახდნენ ხერხემალს. საერთოდ ორგანიზმი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება ან როცა თავისუფლდება კვდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „ვანო მერაბიშვილის დისტანცირებას, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ყველა მისი ყოფილი პარტნიორი ცდილობდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე ვანო მერაბიშვილს ეძახდნენ ხერხემალს. საერთოდ ორგანიზმი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება ან როცა თავისუფლდება კვდება. ეს მათი ხერხემალი ჯერჯერობით ვერ გამიჯნეს და ეს მიზნად არც ჰქონიათ რეალურად. ვანო მერაბიშვილი, დღეს არსებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობს კულუარულ ე.წ. რევოლუციურ შტაბს, რომელიც, ჩვენს ხელთ არებული

ენტონი ფაუჩი

28 ოქტომბერი 2020, 19:18

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ შევძლებთ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განაცხადებით, აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება.

კახა კალაძე
გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 19:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ნაძალადევის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხელ ყაველაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.