13 ოქტომბერი 2020, 12:55 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წელს, ასპინძის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი და დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი.

„მოგესალმებით ასპინძელებო! საოცარი ისტორიის, ციხესიმაგრეების და ღვთაებრივი ვარძიის კუთხის შვილებო. თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს მომავალსა და ასპინძის მომავალზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო წარსულში ჩასარჩენად და წარსულზე სასაუბროდ. ჩვენ, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს. მარტივ ციფრს გეტყვით, 2013 წელს, ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი. მარტივი ციფრებია. ასპინძაში მიმდინარეობს ისეთი სამუშაოები, როგორიც არის საირიგაციო წყლის მომარაგება, სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა. დაახლოებით 500 ჰექტარი უკვე მოყვანილია წესრიგში, ახლა მიმდინარეობს დამატებითი პროექტი და გაკეთდება კიდევ დამატებით 500 ჰექტარი სარწყავი სისტემის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი.

„რა თქმა უნდა, არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ სასმელი წყალი, ისევე, როგორც წყალა რინების სისტემა, ისევე, როგორც ბევრი სკოლა და საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ წესრიგშია მოსაყვანი. მარტივ ციფრს გეტყვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, ეს არის გზები, სკოლები, ბაღები, სარწყავი სისტემები, წყალმომარაგების სიტემები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხვაობა არ უნდა იყოს, როგორ ცხოვრობს ადამიანი თბილისში, ბათუმში, ასპინძაში თუ სხვაგან. ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დაახლოებით თანაბარი უფლება, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი, რომ შეძლოს ჯერ ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, შემდგომ კი სხვა ადამიანები დაასაქმოს.

„ასპინძას, ამ მიმართულებით, სერიოზული პოტენციალი აქვს, როგორც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ, ყველა ის პროგრამა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელ მიმართულებას აირჩევს თითოეული თქვენგანი, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუ მაგალითად ტურიზმის მიმართულებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაგიდგებათ გვერდით. ამისთვის სახელმწიფოს აქვს კონკრეტული თანხები, კონკრეტული ბიუჯეტები გამოყოფილი და იმასაც ვაკეთებთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი ბიზნესში, რაც არ არის მარტივი, ბევრს ამის ეშინია, ამას საკმაოდ დიდი სითამამე და მხნეობა სჭირდება, ამ პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეს დავუდგეთ გვერდით.

ამიტომ ყველა ის პროგრამა, რომლისთვისაც ადრე თქვენ გიწევდათ თბილისში, სამინისტროებში სიარული ჩვენ უკვე< /span> ჩამოვიტანეთ თქვენთან რეგიონში და ასპინძაში იქნება ეს საზოგადოებრივი ცენტრი, თუ იუსტიციის სახლი, შეგეძლებათ ზუსტად იგივე მომსახურება, იგივე ინფორმაცია მიიღოთ, იქამდეც, რომ შეგეძლებათ აქ უკვე დატრენინგებულ ადამიანებთან ერთად კონკრეტულ კონტრაქტს მოაწეროთ ხელი, რათა პროგრამებში დაიწყოთ მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსეული გამარჯვება.

„სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, უნდა შეგვიქმნას ინფრასტრუქტურა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. მესმის, რომ ეს რთულია, რომ ამას დიდი სითამამე სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ასეთ დროს ღირსეულ, თამამ და ნიჭიერ ადამიანებს დაუდგეს გვერდით.

ახლა რაც შეეხება არჩევნებს - რა თქმა უნდა, არჩევნები არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ 31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ და არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ბევრის მოთმენა მოგვიწიოს, შეიძლება ბევრი პროვოკაცია უნდა მოვითმინოთ და თვალიც დავხუჭოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი იყოს წყნარი, მშვიდობიანი და ყველამ ერთად შევძლოთ ამ ქვეყნის კიდევ უფრო ეკონომიკურად გაძლიერება, ევროპულად დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. ასპინძელებო, გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 01:28

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს.

27 ოქტომბერი 2020, 01:19

მსოფლიო

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 01:17

კულტურა

AC/DC-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

რგოლის პრემიერმა ჯგუფის ოფიციალურ Youtube-არხზე შედგა. ეს მუსიკოსების პირველი ვიდეონამუსევარია ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ, სმენის დაკარგვის შემდეგ იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 01:06

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 00:58

COVID19

ნანა გეგეჭკორი: თუ კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს ტესტირებას აზრი არ აქვს, რადგან ტესტის პასუხი მკურნალობას არ ცვლის

დაახლოებით 80 პროცენტი კორონავირუსს უსიმპტომოდ ან ძალიან მცირე სიმპტომებით გადაიტანს, ასეთ პაციენტებს სამედიცინო სისტემისგან არანაირი ყურადღება არ სჭირდებათ - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:53

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

27 ოქტომბერი 2020, 00:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ხელისუფლებაში არის გუნდი, რომლის წევრებიც არ ითხოვენ ორ გვამს, არამედ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას და საზოგადოების უსაფრთხოებას

ე.წ ოპოზიციურ დაჯგუფებაში არის ორი ჯგუფი, აქედან ერთი რადიკალურია, რომელიც სპეცოპერაციების დროს ითხოვდა ორ გვამს. დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არის გუნდი, რომლის წარმომადგენლებიც ითხოვს არა ორ გვამს, არამედ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას და საზოგადოების უსაფრთხოებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

27 ოქტომბერი 2020, 00:37

მსოფლიო

Rasmussen-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს

კვლევითი სამსახური Rasmussen-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს.

27 ოქტომბერი 2020, 00:28

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: უსაფრთხო დისტანციად ითვლება კოვიდინფიცირებული პაციენტისგან 2 მეტრზე შორს ყოფნა

არის ბევრი რამ, რაზეც პასუხი არ აქვს სამედიცინო საზოგადოებას, ეს ახალი დაავადება და გზადაგზა ვსწავლობთ, ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ დამიჯერეთ ბევრი კითხვა დღესაც უპასუხოა, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა კორონავირუსზე საუბრისას Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:19

COVID19

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟი.

ანრი ოხანაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ შსს-ს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავებაში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 00:07

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს, თუ COVID19-თან ბრძოლაში მოსახლეობა 3 ძირითად წესს არ დაიცავს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს.

მარიამ ქვრივიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 23:51

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტით „იმუშავე საქართველოდან“ უკვე $23,6 მილიონია მოზიდული

მიღებულია 1,100 განაცხადი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე - თავად განსაჯეთ რამდენად ეფექტური შედეგია (მარკეტინგული დანახარჯი 17,000 აშშ დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე - 1,408 აშშ დოლარი) , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე წერს.

არმენ სარგსიანი

26 ოქტომბერი 2020, 23:43

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, დატოვოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი

საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი დატოვოს, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა გამოცემა The National-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ევროპის უნივერსიტეტი

26 ოქტომბერი 2020, 23:42

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტი“ მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს

„ევროპის უნივერსიტეტი“ სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადების შესახებ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდება.როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის უნივერსიტეტმა“ მზაობა დღეს განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებთან და დეკანებთან გაიმართა.

გიორგი ვოლსკი

26 ოქტომბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სისხლსმოწყურებულები ელოდებიან, იქნებ დამნაშავემ კიდევ აიყვანოს ვინმე მძევლად

ფაქტია, რომ კონკრეტული ტელევიზია, (თუ შეიძლება რომ ტელევიზია ეწოდოს), ორიენტირებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია ოპერაციის მეორე ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

კახა კუკავა

26 ოქტომბერი 2020, 23:19

COVID19

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, - წერს კახა კუკავა.

26 ოქტომბერი 2020, 23:09

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 279 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 ოქტომბერი 2020, 22:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.

26 ოქტომბერი 2020, 22:42

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. Imedinews-ის ინფორმაციით, ძალოვნებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს. ასევე სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ძმა და მშობლები.