imedi /  14 ოქტომბერი 2020, 13:32 / სანდო წყარო

გიორგი გახარიამ RUSI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე, ქვეყნის ოკუპაციასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები, ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი თემები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ ორგანიზებულ თემატურ დისკუსიაზე, რომელშიც გიორგი გახარიამ ორგანიზაციის წამყვან ანალიტიკოსებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა საუბარი საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია და დგას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევის წინაშე.

„ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. დღესაც, პანდემიის პირობებშიც კი, ჩვენ ვდგავართ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის წინაშე, რომელიც საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმეა. რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გვყავს ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი, რომელიც დღემდე ვერ ბრუნდება შინ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ასევე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჰიბრიდული საფრთხეები.

„ჩვენ ყოველდღიურად ვდგავართ აქტიური დეზინფორმაციის კამპანიების წინაშე, რაც ქვეყანაში ჰიბრიდული სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. საქართველო აღიარებულია, როგორც COVID-19-თან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა. თუმცა, ამ მხრივ, ჩვენ გავხდით კიბერშეტევის სამიზნე, რომელიც პირდაპირ დაემუქრა ჩვენს ჯანდაცვის სისტემას - პირველ რიგში, ლუგარის ლაბორატორიას, ცენტრს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ერთ-ერთი ბოლო გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით, გულისხმობს 2019 წელს საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორების ვებგვერდების წინააღმდეგ განხორცილებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევას. როცა საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის პოტენციალზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

„საქართველომ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს შავი ზღვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. შავი ზღვის უსაფრთხოების განხილვისას ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას საქართველოსთვის, რათა მან მოირგოს ახალი როლი და გახდეს უსაფრთხოების სფეროში სანდო პარტნიორი ევროპისთვის, აშშ-ისა და ნატოსთვის. შავი ზღვის კონტექსტში ჩვენი ახალი როლი მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას. ესენია - პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებები. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი იურიდიული ბაზა და ძალიან კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან. ვგულისხმობ ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, როგორიცაა DCFTA, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან. ეს კი სერიოზული გამოწვევაა. როცა ვსაუბრობთ შავ ზღვაზე, იგულისხმება, რომ აუცილებელია, ფიზიკურად დავუკავშიროთ საქართველო ევროკავშირს. ეს კი იქნება ყველასთვის მომგებიანი პროექტი. როცა საქმე ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ახალ შესაძლებლობას ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან თანამშრომლობით. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერი, რაც კი უკავშირდება შავ ზღვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება სატრანსპორტო კომუნიკაციას, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, იქცეს გაფართოებული სატრანსპორტო კომუნიკაციის რეგიონულ პლატფორმად, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას და აღმოსავლეთს. მისივე განმარტებით, სატრანსპორტო კომუნიკაციაში რამდენიმე განზომილება მოიაზრება - ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ა.შ, შესაბამისად, საქართველოსთვის შავი ზღვა შესაძლებლობების ფანჯარაა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კურსს მოსახლეობის 80%-ზე მეტის მხარდაჭერა აქვს.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. ამავე დროს, ეს გულისხმობს დემოკრატიზაციის პროცესს. ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით, უპირველეს განზომილებას წარმოადგენს ევროინტეგრაცია. დიახ, ამჟამად ჩვენ გვაქვს პრაქტიკული ინსტრუმენტები - ასოცირების ხელშეკრულება (DCFTA ჩათვლით) და ვიზების ლიბერალიზაცია, მაგრამ დადგა დრო, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგის თაობაზე - და არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, არამედ ასოცირებული ქვეყნებისთვისაც. მათთვის უნდა არსებობდეს ახალი ინსტრუმენტები ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაფართოებლად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს წარმოადგენს ნატოს წევრობა. ბოლო წლებში ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან მაღალი დინამიურობით გამოირჩევა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ეტაპზე სახეზე არ გვაქვს პოლიტიკური მზადყოფნა, მაგრამ ჩვენ უნდა დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ამ პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ქვეყანა მზად არის, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, და ამ პროცესში ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ევროპულ სტანდარტებთან ქვეყნის შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ამავე დროს, ისიც ცნობილია, რომ საქართველო პრაქტიკულად მზად არის წევრობისთვის. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელობას და, ნატოს მიმართულებით, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ქვეყნის სტრუქტურული რეფორმები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რეგიონში უსაფრთხოებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება დაუთმო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს და ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგანახა, რომ ეგრეთწოდებული გაყინული კონფლიქტის ცნება არ არსებობს, რადგან მისი „გალღობა“ ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ არის ის ასე სახიფათო. ჩვენთვის რაც ხდება ჩვენს მეზობლებს შორის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. უფრო მეტიც, ჩვენ ვთვლით, რომ მას ახლავს რისკები ფართო შავი ზღვის რეგიონისთვისაც. სწორედ ამიტომ, ესკალაციის დაწყებისთანავე, ჩვენ დროებით შევაჩერეთ ნებართვების გაცემა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებოდით ამ კონფლიქტში ამა თუ იმ გზით ჩართვის რისკის წინაშე, რაც სრულიად მიუღებელია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომაც ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, ვუმასპინძლოთ დიალოგს მხარეთა შორის თბილისში. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორებისგან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მთავარი როლი აქ უნდა შეასრულოს ეუთოს მინსკის ჯგუფმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სამაგალითო ურთიერთობებზე და ბრიტანელ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის პატრონაჟის ქვეშ არსებული, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ინსტიტუტია. 1831 წლიდან RUSI, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისთვის წამყვან პლატფორმას წარმოადგენს. ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრები არიან კენტის ჰერცოგი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი გენერალი დავიდ პეტრეუსი და გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა ყოფილი მინისტრი, სერ დევიდ ლიდინგტონი.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

18 მაისი 2025, 08:45

მსოფლიო

მარკო რუბიო: დონალდ ტრამპს სურს, რომ ვლადიმერ პუტინს რაც შეიძლება მალე შეხვდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განაცხადებით, დონალდ ტრამპს სურს, რომ რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს. მისი შეფასებით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ჩიხიდან გასვლა მხოლოდ ტრამპსა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიძლება.

ლეო XIV

18 მაისი 2025, 08:25

მსოფლიო

დღეს რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართება

რომის ახალი პაპის, ლეო XIV ინაუგურაციის ცერემონია დღეს გაიმართება.

18 მაისი 2025, 08:04

მსოფლიო

აშშ-ში ტორნადოს შედეგად სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

აშშ-ში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით - დაშავდა. დაღუპულთაგან 14 კენტუკის მკვიდრია, 7 - მისურის

18 მაისი 2025, 00:46

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერთან" დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" მეორე გოლი გაუტანა.

18 მაისი 2025, 00:40

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში პარი სენ-ჟერმენი შინ „ოსერს“ მასპინძლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.

18 მაისი 2025, 00:38

რეგიონი

ბათუმის მერია: ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

18 მაისი 2025, 00:10

საზოგადოება

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

18 მაისი 2025, 00:01

კულტურა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

17 მაისი 2025, 22:24

რეგიონი

ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ლადო ათანელი

17 მაისი 2025, 21:08

კულტურა

ლადო ათანელმა საკუთარი ფონდის საიუბილეო წელი რუსთაველის თეატრის ეროვნულ სცენაზე აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლადო ათანელის საოპერო შემოქმედების რეპერტუარი 40-მდე დაუვიწყარ როლს ითვლის. მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე აპლოდისმენტებისა და ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ, ბოლო 15 წელია საკუთარი ფონდის საშუალებით შემოქმედებით გზას , ახალი საოპერო ხმების აღმოჩენით აგრძელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მაისი 2025, 20:59

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ

ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

17 მაისი 2025, 20:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას

საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:37

რეგიონი

მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. „ქრონიკა“ რეგიონებიდან

მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - დღეს აქ ყველგან ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მათთვის ეროვნული ფასეულობების დაცვას ნიშნავს. საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების დღესასწაულს მსვლელობა და ადამიანთა ნაკადი არ მოკლებია.

მარიამ ლაშხი

17 მაისი 2025, 20:35

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათ პასუხი მოეთხოვებათ - ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა

„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

17 მაისი 2025, 20:16

საზოგადოება

ოჯახი - ქართული, ევროპული და ქრისტიანული ღირებულება - საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე 11 წელია, ყოველი 17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღენიშნება. მეთერთმეტე წელია, ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მასშტაბური მსვლელობითა და პარაკლისით სხვადასხვა ქალაქში ამ დღეს ზეიმობს.

17 მაისი 2025, 20:05

საზოგადოება

დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა.

17 მაისი 2025, 19:52

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთში დასრულდა ევროპის თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა - ანა ბოლქვაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მაისი 2025, 19:45

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 26 მაისი აღინიშნება ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ამაყ ერს ეკადრება. თუ ვინმე გაბედავს და ჩათვლის საჭიროდ, რომ კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ეს დღესასწაული აქციოს დაპირისპირების დღედ, პასუხი იქნება სათანადო

26 მაისი აღინიშნება ძალიან ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება, ჩვენს ამაყ ერს ეკადრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

მეუფე შიო

17 მაისი 2025, 19:45

საზოგადოება

მეუფე შიო აბორტებზე: ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები - შემდეგ მივიდეთ კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს

„ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე, ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“.