Imedi /  16 ოქტომბერი 2020, 01:30 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც სააკაშვილის მთავარი თანაპარტნიორია, 2016 წელს რუსულ კომპანია „სისტემას“ ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, ერთი ექსკლუზიური ინფორმაცია გაგიზაიროთ. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით, ვინ არის ბატონი დავით ხიდაშელი და მას მოიხსენიებენ, რომ ერთ დროს იყო ერთ-ერთი დიდი, ცნობილი რუსული კონგლომერატის, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და პარტნიორი. ბევრი ქართველი იყო, სხვათა შორის ადრე ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულებიც. გეტყვით, რას ვგულისხმობ ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულ ხალხზე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

ღარიბაშვილმა ისაუბრა დავით ხიდაშელზე, რომელმაც საქართველოს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა და ასევე ისაუბრა ზაზა ბიბილაშვილზე და მის რუსულ კომპანიასთან კავშირებზე. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის თქმით, ოპონენტებმა ბოლო დღეებში მოიყვანეს მტკიცებულებები, რომ დავით ხიდაშელი დაკავშირებულია რუსულ კომპანია „სისტემასთან“. ღარიბაშვილის მტკიცებით კი, ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც სააკაშვილის მთავარი თანაპარტნიორია, 2016 წელს კომპანია „სისტემას“ ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოში.

„მინდა, ერთი ექსკლუზიური ინფორმაცია გაგიზაიროთ. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით, ვინ არის ბატონი დავით ხიდაშელი და მოიხსენიებენ, რომ ერთ დროს იგი იყო ერთ-ერთი დიდი, ცნობილი რუსული კონგლომერატის, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და პარტნიორი. ბევრი ქართველი იყო სხვათა შორის ადრე ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულებიც. გეტყვით, რას ვგულისხმობ ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულ ხალხში. მათ გამოაცხადეს, რომ ეს „სისტემა“ რუსული დაზვერვის კომპანიაა. ვინც არ იცის, ვიტყვი, მოხდა ამ კომპანიის აქტივების ნაციონალიზაცია და მისი მფლოებელი 6-თვიან შიდაპატიმრობაში იყო, ბატონი ევტუშენკო და მასზე ამბობდნენ, რომ ეს იყო მეორე ხადარკოვსკის საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა წარმოადგინა დოკუმენტები და ისაუბრა ზაზა ბიბილაშვილზე, თუ ვინ არის იგი. „გეცოდინებათ, ვინ არის ზაზა ბიბილაშვილი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. თუ არ ვცდები, თანათავმჯდომარე იყო. ახლახან იგი ამერიკის ელჩს თავს დაესხა, როგორ ბედავს, რომ მინისტრებთან ერთად დადის და რაღაც ობიექტებს ხსნისო. ბიბილაშვილიც გამოდის „სისტემის“ წინააღმდეგ. მოიყვანეს მტკიცებულება, რომ დათო ხიდაშელი დაკავშირებულ არის „სისტემასთან“. 2016 წელს ეს მოღალატე ბიბილაშვილი, რომელიც სააკაშვილის მთავარი თანაპარტნიორია, წარმოადგენდა კომპანია „სისტემას“. გაძლევთ ამ მტკიცებულებებს. აქ არის კონტრაქტი გაფორმებული. ასევე, სარჩელი სამოქალაქო საქმეზე, სადაც ბატონი ბიბილაშვილი და 2016 წელს მისი კომპანია წარმოადგენს „სისტემას“ ინტერესებს საქართველოში. „სისტემა ჰოლდინგი“ ერთ-ერთ ბანკს ემსახურებოდა, რომელიც ევტუშენკოს ეკუთვნის. ანუ, ევტუშენკოს ბანკის ინტერესებს წარმოადგენდა ნაცმოძრაობის სახე, ბატონი ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც ესხმის თავს ამერიკის ელჩს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

23 ოქტომბერი 2020, 07:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არასდროს ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:44

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და რაც მთავარია, ომი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთნ, კიმ ჩენ ინთან სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული ომი თავიდან აიცილა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:19

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის პასუხს ვაგებინებ

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო პასუხს აგებინებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3.5 მილიონი დოლარი მიიღო, მან ეს ფული პუტინისგან მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთისგან ფულის აღებაში დაადანაშულა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 05:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ, თუმცა ხალხი კორონავირუსთან ერთად სიკვდილს სწავლობს

სატელევიზიო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 05:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 01:25

COVID19

დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომლის პასუხი უარყოითი იყო.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:15

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია და იძულებულები არიან, დაიცვან ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ჩაიდინეს ღალატი

უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია. ახლა, იძულებულები არიან, დაიცვან ის ადამიანები, ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ეს საშინელი, ამაზრზენი ღალატი ჩაიდინეს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“, სადაც წინა ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:08

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია

ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ამ კაცთ მოძულეებს მარტო ხელისუფლება კი არ გამოვტაცეთ ხელიდან, ჩვენ მათ გამოვტაცეთ ის ძალაუფლება, რომლითაც ისტორიულად დაამახინჯებდნენ ჩვენს ქვეყანას.

23 ოქტომბერი 2020, 01:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ

ტენესის შტატის ქალაქ ბელმონტში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო ტელედებატებს გამართავენ.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:43

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს

„მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს. თუ ეს 500 ათასი დოლარია მაშინ მოსულა მაგის გადახდა, ხოლოდ 4 მილიონი თუ წაიღო. მაშინ უნდა დაგეხოცათ! ის ლიმონკაც უნდა აეფეთქებინათ. აი, მაშინ სწორი იყო. სინამდვილში პირიქითაა. 40 მლნ რომ მიეცა სახელმწიფოს, ხომ უფრო უფრო მაგარი გამოჩნდებოდა სახელმწიფო?!“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:41

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა და აჩვენა, რომ უპირატესია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა

ეს ის პოლიტიკური კლასტერია, რომელიც ძალაუფლებისთვის ნებისმიერ პროპაგანდაზეა წამსვლელი. სააკაშვილის საუბრებს ვისმენ ადამიანების სიყვარულზე, ჩემზე ძაან სამშობლო ვის უყვარსო, ამ ყველაფერს რომ ისმენ, უკვე ხვდები ვისთან გაქვს საქმე,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:39

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შსს-მ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ზოგიერთ ტელევიზიას ფანტაზიაში მოუვა

მედია ინტერესდება, რომ მოხდეს პირის იდენტიფიცირება და ხომ არ ჰყავს ამ პირს თანამზრახველი. ზოგიერთმა პოლიტიკურმა მედიამ უკვე პარალელური გამოძიება დაიწყო. ეს არის მათი პოლიტიკური არჩევანი და სტრატეგია, რომ ამ ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაიმყარონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: პოლიცია კი არა, პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება შეიცვალა

პოლიცია კი არა, პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება შეიცვალა, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში პოლიციას ჰქონდა პოლიტიკური ბრძანება, რომ მას გამოეჩინა ზედმეტი ძალის დემონსტრირება, იმისთვის, რომ ხელმძღვანელობას პოლიტიკური სიმყარე ეგრძნო და თავის პოლიტიკური მიზნების ამით გაეძლიერებინა.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:12

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი: გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს

მინისტრმა გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ეს გახლდათ ის, რომ ყველაფერი გააკეთეს, არ მომხდარიყო ვინმეს დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ტელეიმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დროის ყველა ეტაპზე ზუსტად იმოქმედეს და ყოველგვარი პანიკური გარემოს შექმნის გარეშე განახორციელეს ოპერაცია.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:11

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელძღვანელი, ავთო გალდავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

23 ოქტომბერი 2020, 00:06

სამართალი

ვაკა გორგილაძე: 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ ჩანს, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზირებული

ჩემთვის აშკარაა რომ პოლიცია, რომელიც არსებობს 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ არის დეპოლიტიზირებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

23 ოქტომბერი 2020, 00:05

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება.

ირაკლი სესიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ყველა პოლიციურმა ძალამ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას, პირველ რიგში უნდა გადაარჩინოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა

„მაგალითად, ის იმდენად აღჭურვილი იყო, რომ ბიოლოგიური მასალა არ დაეტოვებინა. რაც ყველაზე საშიში იყო, მის ქცევაში, მის მოთხოვნებში ჩამდა, რომ ის ყველაფერზე წასვლელი იყო. ის მზად იყო აეფეთქებინა ხელყუმბარა, მზად იყო მოესპო საკუთარი სიცოცხლე, ასევე იქ მყოფი მძევლების“- განაცადა ირაკლი სესიაშვილმა.