IMEDI /  17 ოქტომბერი 2020, 23:04 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართული შეხვედრა იყო დივერსიული აქტი, რომლის მიზანიცაა ვირუსის გავრცელების ხელშეწყობა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ქრონიკაში“ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა. კითხვაზე თუ რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მასობრივი მობილიზაციის შესახებ, ასე უპასუხა: „ბათუმში, ეს 1500-კაციანი შეხვედრა იყო ერთგვარი დივერსიული აქტი, რომლის მიზანიც იყო ვირუსის გავრცელების ხელშეწყობა“.

„საკუთარ მხარდამჭერებს არ გაუფრთხილდნენ პირველ რიგში და საკუთარი აქტივი, კოორდინატორები აქციეს ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტად და პირველ მსხვერპლებად. შესაბამისად ეს ყველაფერი ამ პოლიტიკური ძალის სახეს აჩვენებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ბულვარში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.

ყველა სიახლე

აზერბაიჯანი კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 16:40

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 825 ადამიანს გამოუვლინდა

ქვეყანაში კორონავირუსის 47 418 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში გარდაიცვალა 648 ადამიანი. ვირუსისგან 40 619 პაციენტი განიკურნა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2020, 16:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება

უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი სჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას და მით უმეტეს, მძევლების ჩანაცვლებას საკუთარი თავით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე​ Facebook-ზე წერს.

დავით სოლომონია

22 ოქტომბერი 2020, 16:22

პოლიტიკა

ელჩი დავით სოლომონია: საქართველო სარგებლობს სტაბილური და უაღრესად წარმატებული რეიტინგებით, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტების და სარეიტინგო სააგენტოების მიერ არის აღიარებული

რა ხდის საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობად თანამედროვე მსოფლიოში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად Casamundi Cultura საქართველოს ელჩს ბრაზილიაში, დავით სოლომონიას ესაუბრა, რომელიც ბრაზილიაში 2017 წლის ივლისიდან იმყოფება.

22 ოქტომბერი 2020, 16:21

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: თბილისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ თბილისის 175-ე და 45-ე საჯარო სკოლები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

გიორგი ვოლსკი

22 ოქტომბერი 2020, 16:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კონკრეტული ტელევიზიების სტრატეგიული მიზანი არის ხელისუფლებისთვის ჩრდილის მიყენება

„კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებით კარგად ხედავთ, საკმაოდ კრიტიკულებიც ხართ, ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასული შეფასებებიც ისმის კონკრეტული მედიისაგან, მაგრამ არასოდეს არავის შეუზღუდავს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თითქოს „TV პირველის“ დამფუძნებლის მამის მიმართ იყო მუქარა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

22 ოქტომბერი 2020, 16:16

რეგიონი

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ (ანი) მოსოიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მეცხრეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურში, ადიგენსა და ასპინძაში.

22 ოქტომბერი 2020, 16:16

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა.

ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 16:05

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, მე-2 ტალღისთვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, იტალიასთან შედარებით, უკეთაა მომზადებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომ საქართველო კორონავირუსის მე-2 ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მე-2 ტალღისთვის ბევრად უკეთაა მომზადებული ვიდრე იტალიის ჯანდაცვის სისტემა.

დავით მათიკაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი უპირველესი ღირებულება და საზრუნავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდში, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდისთვის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესი ღირებულებაა, ხოლო დეგრადირებული, ცალკეული ოპოზიციური ძალები საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების მოსახვეჭად, ყველა უღირსობაზე აწერენ ხელს.

ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 16:03

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველოდებით, რომ ცირკულაციაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება

საქართველოში ჯერჯერობით სეზონური გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსი ნოემბრის შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი. ამიტომ ის პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გრიპზე აიცრან.

კახა კალაძე

22 ოქტომბერი 2020, 16:00

სამართალი

კახა კალაძე: აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა

„ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული - მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში“, ამის შესახებ თბილისის მერი Facebook-ზე წერს. კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, მხარდაჭერა გაოუცხადონ პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი.

ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 15:54

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა რა მეთოდებით ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზირება

„ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ 3 ძირითად ინსტრუმენტს: ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინსტრუმენტს, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება ახლა კორონავირუსულ ინფექციაზეც; მეორე არის, რომელსაც მივდევდით გაზაფხულზე და ყველაზე კარგად დაემთხვა ის მოდელირება იმ რეალობას, რაც განვითარდა, ეს არის ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი და მესამე ინსტრუმენტი გვაქვს ასევე, რომელსაც აკეთებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნებისთვის და ასევე ჩვენს ცენტრთან თანამშრომლობს, ეს არის ერთ-ერთ მოწინავე „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი“, რომელიც არის სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში და მისი ერთ-ერთი დიდი სპონსორი გახლავთ ბილ გეითსი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 15:51

COVID19

ამირან გამყრელიძე: პირველადი ჯანდაცვის თითოეულმა ექიმმა დღეში ბინაზე მყოფ 3-4 პაციენტს რომ დაურეკოს და მოიკითხოს, ეს საკმარისი იქნება

ამჟამად ქვეყანაში გვყავს 3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმი და ბინაზე მყოფი 8195 პაციენტი. თითოეულმა ექიმმა, რომ დღეში 3-4 პაციენტს დაურეკოს და მოიკითხოს, ეს საკმარისი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ეკატერინე დგებუაძე

22 ოქტომბერი 2020, 15:46

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: განათლების სამინისტრო ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და საკმაოდ მკაცრად აფრთხილებს მათ, ვინც წესებს არღვევენ

„სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში სკოლების მხარდაჭერას განაგრძობს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაცული, მნიშვნელოვანია, სკოლა იყოს აღჭურვილი როგორც ჰიგიენური საშუალებებით, ასევე - ყველა წესი იყოს დაცული. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და საკმაოდ მკაცრად აფრთხილებს მათ, ვინც ამ წესებს არღვევენ.

ეკატერინე დგებუაძე

22 ოქტომბერი 2020, 15:44

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: სკოლები, რომლებიც დაიხურა ათი დღის განმავლობაში, დღეს უკვე დაუბრუნდა სასწავლო პროცესს

„სტატისტიკური მონაცემი ყოველდღიურად იცვლება, დღეს ორ სკოლაში ვიყავით, სადაც დახურვის შემდეგ, დღეს განაახლეს სასწავლო პროცესი“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 15:41

COVID19

ამირან გამყრელიძე: სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის შემოგვაქვს ხარისხიანი სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტები

რაც შეეხება ცხელების ცენტრებს, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ვინაიდან სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის ჩვენ შემოგვაქვს ხარისხიანი სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი 2020, 15:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, ტენდენცია გლობალურია და ცალკე აღებული საქართველო მას ვერ შეაჩერებს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, როგორც დღევანდელ ვითარებაში ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 15:25

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: 2021 წლიდან ვენახში ხარისხის კონტროლის კუთხით აბსოლუტურად ახლებური მიდგომა იქნება

2021 წლიდან იქნება აბსოლუტურად ახლებური მიდგომა ვენახში ხარისხის კონტროლის კუთხით. ეს ქართული ღვინის სექტორს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკატერინე დგებუაძე

22 ოქტომბერი 2020, 15:25

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლებში რეკომენდაციების დაცვის მხრივ ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს

„ის წესები, რომლებიც დადგენილი იყო ერთობლივად ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ, ეს წესები ძალაშია. ამ წესებს მკაცრად იცავენ სკოლების ადმინისტრაციები. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი თუ რამდენად იცავს თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, ადმინისტრაცია თუ ტექნიკური პერსონალი სკოლაში, იმისთვის რომ თავიდან აცილებული იყოს ყველა ის რისკი, რის წინაშეც შეიძლება სკოლა დადგეს“, - აღნიშნა დგებუაძემ.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 15:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა აბსოლუტურად რეალისტურია და ეს არ არის ცრუ დაპირებები

„გვესმის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს რეიტინგი, რომელიც გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.