imedi /  19 ოქტომბერი 2020, 13:23 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ბოლო პერიოდში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის და ექსპერტის მხრიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, ამის აშკარა მიზანი არის უსაფუძვლო პანიკის დათესვა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:42

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი

„ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრ ქვეყანას, გაცილებით უფრო ძლიერს, ვიდრე საქართველოა, ჰქონდა პოსტ არჩევნების ეფექტი. ჩვენც გვაქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას

როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 ნოემბერი 2020, 13:38

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენ შევდივართ პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით

ინფიცირებულთა რაოდენიბის კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატებაა და ეს მატება კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ შევდივართ პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენ ეს არ ვიცით, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:36

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს იმ რიცხვებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:29

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმებს სჭირდებათ გაფრთხილება, ისინი ნამდვილად გმირულ საქმეს აკეთებენ

ჩვენს ექიმებს ნამდვილად სჭირდებათ გაფრთხილება. ისინი აკეთებენ ნამდვილად გმირულ საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან დისტანცია, რადგან ჩვენს ექიმებს ნამდვილად სჭირდებათ გაფრთხილება. ისინი აკეთებენ ნამდვილად გმირულ საქმეს, შესაბამისად, თუ მთავრობის ხათრით არა, თუ იმ რწმენით არა, რომ ვირუსი ნამდვილად არსებობს და მომაკვდინებელია, ექიმების პატივისცემით მაინც გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:28

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: ხელისუფლება მოქმედებდა სწორად, ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკასა და ეპიდემიის მართვას შორის

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკასა და ეპიდემიის მართვას შორის - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:25

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:25

COVID19

მაია ცქიტიშვილი: განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის

„ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენი მედიასაშუალებებითაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს სხვადასხვა სექტორს“.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:21

COVID19

რამდენი საწოლია მობილიზებული კოვიდპაციენტებისთვის - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი

ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, განთავსებულია 5 741 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:15

COVID19

მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული დღეების განმავლობაში შემცირდეს სამუშაო საათები, შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა

როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ. მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ ვირუსის გავრცელების შენელების ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 12:59

COVID19

მთავრობამ სისტემური „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება არ მიიღო

დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მედიასაშუალებებით და მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინ ან დღეს მთავრობა სისტემურ ლოკდაუნს გამოაცხადებდა. „კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

24 ნოემბერი 2020, 12:53

რეგიონი

„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს და სასტუმროს შესასვლელთან სანთლები დაანთეს. „ლეოგრანდთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა. „დღეს არის გახსენება იმ ახალგაზრდების, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ეს მოუშუშებელი ტკივილია როგორც ქალაქისთვის ასევე მათი ოჯახებისთვის. ვუსამძიმრებ მათ. მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

24 ნოემბერი 2020, 12:44

რეგიონი

საგარეჯოს სოფლებში - ყანდაურასა და ბადიაურში წყლის სისტემის მოწყობას 14 მილიონი მოხმარდება

მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად მსურველებს წინადადებების წარდგენა 9 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.

24 ნოემბერი 2020, 12:34

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 2 138 828 შემთხვევაა დადასტურებული. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 37 031 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 634 671 პაციენტი.

გიორგი ღოღობერიძე

24 ნოემბერი 2020, 12:20

COVID19

როგორ უნდა გავარჩიოთ კოვიდი პანიკური შეტევისგან - ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„პანიკის დროს პაციენტს აქვს გულისცემის გახშირების უჩვეულო შეგრძნება. ჩვენ გულისცემას არ უნდა ვგრძნობდეთ, ეს პაციენტები კი ამ დროს გულისცემას გრძნობენ. მეორე ნიშანი არის ოფლიანობა, მესამე - კანკალი, მეოთხე - ქოშინი, ამ პაციენტებში ერთ-ერთი დომინანტი ნიშანია ქოშინი. ამათთან აღმოჩნდება, რომ ქოშინის განცდა აქვთ და არა ქოშინი, მაგრამ ამ დროს პაციენტს სჯერა რომ აქვს ქოშინი. პანიკური შეტევის დროს ქოშინი გრძელდება 5-დან 30 წუთამდე, კოვიდის დროს კი ეს გრძელდება მთელი დღე და მასთან ერთად მას ცხელებაც აქვს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

24 ნოემბერი 2020, 12:14

COVID19

აჭარაში COVID-19-ით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში ბოლო 24 საათში COVID-19-ისგან 390 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა 576 ახალი შემთხვევა და ​გარდაიცვალა 10 კოვიდპაციენტი. გარდაცვლილებს შორის არის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე. ის ამავე კლინიკაში 20 ნოემბრიდან მკურნალობდა. ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა.

ხათუნა ზახაშვილი

24 ნოემბერი 2020, 11:53

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: კოვიდგადატანილმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი

კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს. „კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს და ამ დაავადების კიდევ ერთხელ გადატანა. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებებაგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ივანე მაჭავარიანი

24 ნოემბერი 2020, 11:41

COVID19

ივანე მაჭავარიანი: ყველანაირად ვცდილობთ სრული „ლოკდაუნი“ ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში

ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გამოსავალი.

24 ნოემბერი 2020, 11:22

რეგიონი

ქალაქ წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სიხაშვილის ქუჩაზე ზედელაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურდა დაახლოებით 150 კვ.მ ფართი და შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ნოემბერი 2020, 11:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თენგიზ ცერცვაძეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი. ის ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.