imedi /  20 ოქტომბერი 2020, 12:21 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტი ჩვენი უცხოელი დამკვირვებლების დასწრება იქნება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტორები იქნებიან ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მისები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყოფილიყო საქართველოში და არაერთი მისია, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები აკვირდებიან დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამისათვის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო.

ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტორები იქნებიან ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დააკვირდებიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 21:23

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ეს ისტორიის, იმედისა და განახლების დღეა - დემოკრატიამ გაიმარჯვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ინაუგურაციის დღეს ისტორიის, იმედისა და განახლების დღე უწოდა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2021, 20:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია საკუთარ ინტერესებზე, სტაბილურობაზე, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე

საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, დემოკრატების და რესპუბლიკელების, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია, არ დაკარგოს მოკავშირე

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 20:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

ჯეიმს აპატურაი

20 იანვარი 2021, 20:44

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: წლიდან წლამდე საქართველოში პროგრესი სახეზეა და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ის, რასაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი. შეხვედრაზე ელჩები სავარაუდოდ ამ თემაზეც ისაუბრებენ. ჩვენ ვიმსჯელებთ ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობაზე, რაც ძალიან ფართო საკითხია და ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს, - , - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კამალა ჰარისი

20 იანვარი 2021, 20:43

მსოფლიო

ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო. კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 იანვარი 2021, 20:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპელი დეპუტატების მოვისმინე, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ამ არჩევნების შედეგებს ყველამ პატივი უნდა სცეს

ჩვენ ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. ჩვენი კოლეგები ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან ბევრს აქვს პირადი კომუნიკაცია ქართველ პოლიტიკოსებთან. ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებული, თუ რა ხდება საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტში ვიზიტით მყოფმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

20 იანვარი 2021, 20:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ძალიან დამაიმედებელია, რომ მომავალ სახელმწიფო მდივანს აქვს უაღრესად პოზიტიური ხედვა ღია კარის პოლიტიკის ჭრილში საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით

ძალიან დამაიმედებელია, რომ მომავალ სახელმწიფო მდივანს აქვს უაღრესად პოზიტიური ხედვა ღია კარის პოლიტიკის ჭრილში საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის პირველ შეხვედრას ამერიკის ახალ სახელმწიფო მდივანთან.

20 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის წევრები ძალიან დადებითად აფასებენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ეს არის ჩემი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის პირველი ვიზიტი ევროპარლამენტში და მოხარული ვარ, რომ მქონდა ბევრ კოლეგასთან შეხვედრის შესაძლებლობა. გზავნილები არის საკმაოდ პოზიტიური. ევროპარლამენტის წევრები ძალიან დადებითად აფასებენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

20 იანვარი 2021, 20:33

რეგიონი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობა შეაფერხა, ამ დროისთვის კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2 ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძელებლი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.

ჯეიმს აპატურაი

20 იანვარი 2021, 20:25

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამას გადაწყვეტს ნატო და საქართველო და ამ გადაწყვეტილებაში მესამე მხარე ვერ ჩაერევა

საქართველოს მომავალ წევრობაზე ნატოს პოზიცია ნათელია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები ამ პირობის ერთგულები რჩებიან, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2021, 20:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს, ისტორიის გარკვეულ პერიოდში, სადისტური მმართველობა ჰყავდა

გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ამასთანავე ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდში სადისტური მმართველობა ჰყავდა,, - კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის დამნაშავედ ცნობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკიმ გამოეხმაურა. „ეს კონკრეტული საკითხი დასასარულს დიდი ხანი ელოდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც კობა დავითაშვილი შემთხვევით გადარჩა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ პრაქტიკულად მოკლული იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

20 იანვარი 2021, 20:14

მსოფლიო

მადრიდში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი, დაშავებულების რაოდენობა კი ზუსტდება. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

20 იანვარი 2021, 20:12

მსოფლიო

ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. LIVE

ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო.

20 იანვარი 2021, 20:11

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 20:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.

20 იანვარი 2021, 19:44

პოლიტიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მეჩაიეობის დარგის განვითარების გეგმაზე.

20 იანვარი 2021, 19:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ, სადაც ინაუგურაციის ცერემონია შედგება.

20 იანვარი 2021, 19:40

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 19:20

მსოფლიო

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენს: შენი დრო დადგა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ეხმიანება.