IMEDI /  20 ოქტომბერი 2020, 18:35 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: „ქართული ოცნება“ პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც გარემოს დაცვის საკითხები აქტუალური გახადა

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, მაია ბითაძემ რუსთავში, პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოსდაცვითი საკითხებზე ილაპარაკა.

მაია ბითაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული აღმშენებლობის, ეკონომიკის ისეთი მიმართულებების განვითარების პროცესში, როგორიცაა ტურიზმი, ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება.

„აუცილებელია ისეთი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შექმნა, სადაც ჩვენი მოქალაქეები თავს ღირსეულად იგრძნობენ. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისულება, რომელმაც ამ საკითხების აქტუალიზაცია მოახდინა და იმ ვალდებულებების, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს გარემოს დაცვის მიმართულებით, – პრაქტიკაში განხორციელება დაიწყო“, - აღნიშნა ბითაძემ.

ბითაძის თქმით, იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი ევროპული სტანდარტები უფრო ეფექტიანი გახდეს, 2024–ისთვის, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წევრობისათვის დასაბუთებული განაცხადის გაკეთებას გეგმავს, აუცილებელია გაძლიერდეს ის მიმართულებები, რასაც ზოგადად გარემოსდაცვითი მმართველობა მოიცავს.

„აუცილებელია, შენარჩუნდეს, აღდგეს და განახლდეს ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვენ გვაქვს. აუცილებელია, შეიქმნას საფუძვლები მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის, მათ შორის, ნარჩენების მართვის კუთხით და აუცილებელია ის კომპლექსური მიდგომები ქალაქების განვითარებისთვის, რაზეც ქალბატონი მაია ცოტა ხნის წინ საუბრობდა. იმ სტანდარტების მიხედვით, რასაც ევროკავშირის სტანდარტები ჰქვია. დავიწყებ დემოკრატიული მმართველობით, რაც ერთ–ერთი მთავარი კომპონენტია იმისთვის, რომ სწორად განვავითაროთ ეკონომიკა ისე, რომ გარემო იყოს დაცული და ეკოლოგიური წონასწორობა აღდგენილი. შესაბამისად, ის ევროპული სტანდარტები, რაც საწარმოებისთვის არსებობს, ან წარმოების პროცესისთვის, პროდუქტის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირში, ამ კუთხით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა როგორც აღსრულების კუთხით, ასევე შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების თვალსაზრისით. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, კომპანიების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, თითოეული ჩვენგანის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა – ეს ასევე ის ძირითადი მიმართულებაა, რომელიც საბოლოო მიზანს მიგვაღწევინებს, რასაც ჯანსაღი და წარმატებული საქართველო ჰქვია და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ღირსეული პირობები ჰქვია“, - განაცხდა ბითაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ცნობიერების ამაღლება, დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით განათლების მიმართულება. „მთელ ამ სისტემაში, როდესაც ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობთ, მომავალ თაობებზე ორიენტირებული განათლების სისტემა, სადაც გარემოს დაცვა ერთ–ერთი პრიორიტეტია, უკვე დაწყებული პროცესია და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ეს პროცესი და მომდევნო წლების განმავლობაში დაახლოებით 250 000–ზე მეტი მოსწავლე იქნება გადამზადებული, ინტეგრირებული სასწავლო დონის ყველა საფეხურზე გარემოსდაცვით საკითხები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ სხვა ხედვის მომავალი თაობა გვეყოლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ მიმართულებისთვის ისევე, როგორც პედაგოგებისა და დასაქმებულ პირთა გადამზადება, რა კუთხითაც მასშტაბური პროექტები იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში.

საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვის მიმართულებით, თუნდაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ ზუსტად გაიგონ ის სარგებელი და სწორად იქნეს შეფასებული ის ღირებულებები, რასაც ზოგადად ინფრასტრუქტურული სამუშაოები და პროექტები იძლევა და რასაც ზოგადად, გარემოსდაცვითი სწორი მმართველობა ჰქვია“, - განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძის განცხადებით, ბიომრავალფერვნება, არის მეორე ძირითადი მიმართულება და თავის შინაარსით ძალიან ბევრი მიმართულებისგან შედგება. „ეს არის ქალაქებში მწვანე ინფრასტრუქტურა, ეს არის ქვეყნის უმდიდრესი ბიომრავალფეროვნება და ძალიან მდიდარია ჩვენი ქვეყანა როგორც ფლორისა და ფაუნის სახეობებით, ასევე დაცული ტერიტორიებით, რომლის ფართობი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ეკოტურიზმი და ის ძირითადი მიმართულება, რასაც ტყეების აღდგენა ჰქვია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტყეებზე ზრუნვა, სანიტარული ჭრები, ბილიკების გაყვანა ტყეში იმისთვის, რომ მოსახლეობას ესარგებლა როგორც რეკრეაციული, ასევე სოციალური კუთხით, არ განხორციელებულა. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში დაიწყო ამ კუთხით აქტიური სამუშაოები და ასევე აქტიური სამუშაოები განხორციელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის, 700 000–მდე ჰექტარი ტყის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

ხელი შეეწყობა ასევე ტყეების რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, რაც თითოეული მოქალაქისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არის ახალი სარგებელი, ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რასაც მმართველი ძალა ახორციელებს ტყეებზე სოციალური ზეწოლის შემცირების კუთხით. დაიწყო ძალიან მასშტაბური პროექტები მწვანე ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობისთვის და ეტაპობრივად გადავიდეთ ე.წ ბიომასის გამოყენების აქტიურ ფაზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტყეზე ზეწოლის კუთხით, ასევე ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის.

დაცული ტერიტორიები, ერთ–ერთი სიმდიდრე საქართველოსი და მართლა ვამაყობთ დაცული ტერიტორიებით, მაშინ როდესაც საქართველოს ტყეები ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 40%–ს მოიცავს. გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12%–ს დაცულ ტერიტორიად გადააქცევს. ეს ორი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთი ეკოტურიზმი, როგორც შიდა ტურიზმის, ასევე გარე ტურიზმის განვითარება და ყოველწლიურად მეტი და მეტი ვიზიტორი ჰყავს ჩვენს დაცულ ტერიტორიებს და მეორე - ეს არის ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიომრავალფეროვნება შევუნარჩუნოთ ხელუხლებელი, მოვლილი და განახლებული მომავალ თაობებს იმ ერაში, როდესაც ფლორისა და ფაუნის სახეობები სხვადასხვა კლიმატური და გარე პირობების გამო, მუდმივი გადაშენების საფრთხის წინაშე არიან“, - განაცხადა ბითაძემ.

საბოლოო ჯამში გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, ეს არის ვიზიტორების 100%–იანი მატება იმ 185 000 ჰექტარ ახალ დაცულ ტერიტორიებზე, რომლის შექმნა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება. „ძალიან მნიშვნელოვანია კომპონენტები და სტანდარტები, რომელიც საწარმოებისთვის და პროდუქტებისთვის უნდა იყოს გამკაცრებული მომდევნო წლების განმავლობაში. ამ კუთხით გამოვყოფ საწვავის ხარისხს - დიზელის საწვავის ხარისხის დონე გაუთანაბრდება ევრო 5–ს მომდევნო წლების განმავლობაში, ბენზინთან მიმართებით ეს უკვე გამკაცრებულია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საწარმოებში დაინერგება თანამედროვე გამწმენდი საშუალებების გამოყენების“, - აღნიშნა ბითაძემ.

დღეს რუსთავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია შედგა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

ყველა სიახლე

რუდი ჯულიანი და ჯენა ელისი

02 დეკემბერი 2020, 01:18

მსოფლიო

ტრამპის ადვოკატები: იუსტიციის დეპარტამენტს არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების მსგავსი არაფერი ჩაუტარებია

დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჯენა ელისი აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც უილიამ ბარმა აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 01:10

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: პროგნოზების მიხედვით, 2021-2025 წლებში ჩვენთან საშუალოდ იქნება უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებში

საერთაშორისო ორგანიზაციები სრულად გამოხატავენ ნდობას სტრუქტურული ცვლილებების და რეფორმების მიმართულებებით, მათ შორის იქნება ეს ენერგეტიკული ბაზარი, ტურიზმის მიმართულება, თუ სხვა. ისინი, სწორედ, ამ პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საქართველოს იმ ეკონომიკური განვითარების და ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში საშუალოდ რომ ავიღოთ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის ფართოდ რეგიონში და ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

The Weeknd

02 დეკემბერი 2020, 00:51

კულტურა

Spotify-მ წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები დაასახელა

ყველაზე ხშირად წელს მელომანები პლატფორმაზე The Weeknd-ის კომპოზიციას Blinding Lights უსმენდნენ. მეორე ადგილზე Tones and I-ს ჰიტი Dance Monkey აღმოჩნდა, მესამეზე კი Roddy Ricch-ის სიმღერა The Box.

რუმინეთი ობელისკი

02 დეკემბერი 2020, 00:45

ტაბლოიდი

კიდევ ერთი იდუმალი ობელისკი ამჯერად რუმინეთში აღმოაჩინეს

უცნობია ვის ეკუთვნის მონოლითი. ის ქვეყნის ჩრდილოეთით, კერძო საკუთრებაში მყოფ მიწაზე, არქეოლოგიური გათხრების ადგილას დგას. რუმინეთის მთავრობაში არ იციან, ვინ არის ობელისკის დამონტაჟებაზე პასუხისმგებელი. საჯარო მოხელეებმა საკითხის შესწავლა დაიწყეს.

02 დეკემბერი 2020, 00:42

ტაბლოიდი

ინდოეთში ქვეწარმავლებს ხიდი აუშენეს

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში, ქვეწარმავლებსა და მცირე ზომის ცხოველებისთვის, ტყეში გამავალ მაგისტრალზე ხიდი ააგეს. 27 მეტრიანი ხიდი, რომელიც ბამბუკისგან და სხვა მცენარეებისგან დაამზადეს, პირველი ხიდია, რომელიც ქვეწარმავლებისთვის ააგეს.

02 დეკემბერი 2020, 00:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 8 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 365 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 00:38

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კონცეპტუალური ნაწილი, საბოლოო ჯამში, ითარგმნება, როგორც ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა

ღონისძიებები, რომელიც ასახული იყო ანტიკრიზისული გეგმის 3-ვე და ახლა უკვე მე-4 ფაზაში, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 00:36

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები, ამ რისკების დაზღვევას ემსახურებოდა სუბსიდირების პროგრამა

როდესაც ეკონომიკური კრიზისი და მისი თანმდევი ფინანსური კრიზისი, ზოგადად, ქვეყანაშ ჩნდება, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკია უძრავი ქონების ბაზარი, იმიტომ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2020, 00:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კარტოგრაფებზე: ეს ადამიანები ვერ აიღებდნენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან ეწარმოებინათ

„ეს ადამიანები ვერ აიღებდენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ რაღაც რუკა შეენახათ, ამოედოთ სადღაც, გაექროთ და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან. მე ამის არ მწამს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ნოდარ ხორბალაძე

02 დეკემბერი 2020, 00:27

სამართალი

ნოდარ ხორბალაძე დავით გარეჯის საქმეზე: 1938 წლის რუკის დისკრედიტაცია ფუჭი მცდელობაა

საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ხორბალაძემ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, 1938 წლის რუკის დისკრედიტაციას, რასაც ხორბალაძე „სრულ აბსურდად“ მიიჩნევს.

უილიამ ბარი

02 დეკემბერი 2020, 00:27

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა

აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთი მასშტაბის ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა, რაც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი დავით გარეჯზე: ეს დანაშაული ერთ მუშტად კრავს ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები ჰქვიათ

სულ რომ არ არსებობდეს ეს 1938 წლის რუკა, ნუთუ არ არსებობდა მაშინ შესაბამისი ანალიზის უნარი, რომ ასეთი ისტორიული სიმახინჯე რეალობას არ შეესაბამება. თანაც, ხომ რეალობაა ისიც, რომ არსებობდა ეს რუკები. კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ ეს რუკები და უნდა ეხელმძღვანელათ ამ პროცესში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე

02 დეკემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც ხაზს ავლებ ქედზე, თვალნათლივ ხედავ, რომ შენი ტერიტორია რჩება ხაზის იქით, სულ ცოტა ამაზე განგაში არის ასატეხი

„პროტოკოლის ამ პუნქტის შესახებ, აზერბაიჯანული მხარე მიიჩნევს, რომ განსხვავებით სხვა შეუთანხმებელი უბნებისა, დელიმიტაციის სამუშაოების დაწყებიდან დღევანდელ დღემდე, მხარეებს არანაირი კარტოგრაფიული მასალებით, აღნიშნულ უბანზე აზრთა სხვადასხვაობა სასაზღვრო ხაზის გავლებასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. ამ მიზეზით აზერბაიჯანულ მხარე არამიზანშეწონილად მიაჩნია რაიმე სახის აზომვით სამუშაოების შესრულება ამ უბანზე“, - ნათქვამია ოქმში.

02 დეკემბერი 2020, 00:10

სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულთა უფლებადამცველებზე: დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ უკვე სამუშაო მაგიდაზე ჰქონდათ

ხაზგასასმელია დაცვის მხარის სტრატეგია და ზოგადად, საქმიანობა ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც, ბოლო პერიოდში, ე.წ. „პერფორმანსითაც“ გამოიხატა, როდესაც ადვოკატები დაჟინებით მოითხოვდნენ კონკრეტული უწყებიდან დოკუმენტს, რომელიც მათ ბრალდების მხარემ, გარკვეული პერიოდით ადრე, ისედაც გადასცა და ეს დოკუმენტი, რეალურად, მათ სამუშაო მაგიდაზე და კომპიუტერში უკვე იყო განთავსებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე

02 დეკემბერი 2020, 00:06

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: 2006 წლის ოქმში წერია, რომ მხარეებს არ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა და საზღვარი უნდა გავიდეს ქედზე

2006 წლით დათარიღებული ერთ-ერთი ოქმის თანახმად, ჩიჩხიტურის უდაბნოს მიმდებარედ ხდებოდა მორიგი აზომვები და მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი ამ მონაკვეთზე შეთანხმებული არაა, მხარეებს არ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საზღვარი უნდა გავიდეს ქედზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

01 დეკემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც დავით გარეჯთან დაკავშირებით რუკები გამოჩნდა, დაიწყო ეკლესიის დისკრედიტაცია და საუბრები რუსულ კვალზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ ეკლესიის დისკრედიტაცია დაიწყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:46

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ბრალდებული აცხადებს, რომ დავით-გარეჯი არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როცა კარტოგრაფიული მონაცემებით და ისტორიული ფაქტებით დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია

„ბრალდებული, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ დავით-გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია, რომ ის არის აზერბაიჯანის ტერიტორია. მაშინ როდესაც კარტოგრაფიული მონაცემებით, ისტორიული ფაქტებით და საყოველთაოდ ცნობილი გარემოებებით მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია. სწორედ ამას გულისხმობს სახელმწიფო ბრალდება, როდესაც ამბობს, რომ ბრალდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას“, - განაცხადა პროკურორმა.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:32

სამართალი

პროკურორი: საქმეში მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკებიც და ოპონენტებს შეუძლიათ ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ

დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს „რუსულ სცენართან“ დაკავშირებით. ხდება კონკრეტული რუკის დისკრედიტაცია მისი მოპოვების ადგილიდან გამომდინარე, სახეზეა კარტოგრაფიული მასალის დემონიზაციის მცდელობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოპოვებულია რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკები და ამ ადამიანებს შეუძლიათ, ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ. ფაქტია, უამრავი კარტოგრაფიული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ამირან გალუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:29

სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: დაცვის მხარემ წარმოადგინა ერთი ინჟინრის ტექსტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

„დასაკვნა, რომელიც შესრულებულია დაცვის მხარის დაკვეთით, ფაქტობრივად, არის პირველი და ამ ეტაპისთვის, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც დასხვის მხარემ, ანუ ადვოკატებმა და ბრალდებულებმა წარმოადგინეს. არც საგამოძიებო უწყებისთვის, არც საზოგადოებისთვის არ მომხდარა მათი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულების, დოკუმენნტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, იმისთვის, რომ საზოგადოება და სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულიყო მათი გარკვეული ლოგიკების სისწორეში“...

ამირან გულაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:28

სამართალი

პროკურორი დავით-გარეჯის საქმეზე: წლების განმავლობაში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებებიხორციელდებოდა

„ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ კომპლექსურ დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოითხოვს ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოქმედებების თანმიმდევრობას და იმას თუ რა ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, გამოძიების ინტერესი გულისხმობს, რომ გარკვეული ინფორმაცია შეიძლება დროის გარკვეულ მონაკვეთში არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი და პირიქით, არსებობდეს ინტერესი მათი საიდუმლოდ შენახვისა “, - განაცხადა გულუაშვილმა.