imedi /  20 ოქტომბერი 2020, 19:35 / სანდო წყარო

​უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

არჩევნები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შეიქმნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი.

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას შეძლებენ.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

24 ნოემბერი 2020, 12:53

რეგიონი

„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს და სასტუმროს შესასვლელთან სანთლები დაანთეს. „ლეოგრანთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა. „დღეს არის გახსენება იმ ახალგაზრდების, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ეს მოუშუშებელი ტკივილია როგორც ქალაქისთვის ასევე მათი ოჯახებისთვის. ვუსამძიმრებ მათ. მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

24 ნოემბერი 2020, 12:44

რეგიონი

საგარეჯოს სოფლებში - ყანდაურასა და ბადიაურში წყლის სისტემის მოწყობას 14 მილიონი მოხმარდება

მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად მსურველებს წინადადებების წარდგენა 9 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.

24 ნოემბერი 2020, 12:34

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 2 138 828 შემთხვევაა დადასტურებული. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 37 031 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 634 671 პაციენტი.

გიორგი ღოღობერიძე

24 ნოემბერი 2020, 12:20

COVID19

როგორ უნდა გავარჩიოთ კოვიდი პანიკური შეტევისგან - ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„პანიკის დროს პაციენტს აქვს გულისცემის გახშირების უჩვეულო შეგრძნება. ჩვენ გულისცემას არ უნდა ვგრძნობდეთ, ეს პაციენტები კი ამ დროს გულისცემას გრძნობენ. მეორე ნიშანი არის ოფლიანობა, მესამე - კანკალი, მეოთხე - ქოშინი, ამ პაციენტებში ერთ-ერთი დომინანტი ნიშანია ქოშინი. ამათთან აღმოჩნდება, რომ ქოშინის განცდა აქვთ და არა ქოშინი, მაგრამ ამ დროს პაციენტს სჯერა რომ აქვს ქოშინი. პანიკური შეტევის დროს ქოშინი გრძელდება 5-დან 30 წუთამდე, კოვიდის დროს კი ეს გრძელდება მთელი დღე და მასთან ერთად მას ცხელებაც აქვს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

24 ნოემბერი 2020, 12:14

COVID19

აჭარაში COVID-19-ით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში ბოლო 24 საათში COVID-19-ისგან 390 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა 576 ახალი შემთხვევა და ​გარდაიცვალა 10 კოვიდპაციენტი. გარდაცვლილებს შორის არის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე. ის ამავე კლინიკაში 20 ნოემბრიდან მკურნალობდა. ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა.

ივანე მაჭავარიანი

24 ნოემბერი 2020, 11:41

COVID19

ივანე მაჭავარიანი: ყველანაირად ვცდილობთ სრული „ლოკდაუნი“ ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში

ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გამოსავალი.

24 ნოემბერი 2020, 11:22

რეგიონი

ქალაქ წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სიხაშვილის ქუჩაზე ზედელაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურდა დაახლოებით 150 კვ.მ ფართი და შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ნოემბერი 2020, 11:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თენგიზ ცერცვაძეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი. ის ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

24 ნოემბერი 2020, 11:20

სამართალი

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ხაშურში ორი პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური „გალფის“ ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ნოემბერი 2020, 11:19

სპორტი

დეკემბრიდან შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგის მატჩებზე 4 ათასი მაყურებელი დაუშვან

პროტოკოლის მიხედვით, დაბალი რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში ღია ცის ქვეშ სტადიონებზე ამ რაოდენობის გულშემატკივრის შესვლა ნებადართული გახდება. საშუალო რისკის ზონაში 2 ათასამდე ქომაგი შეძლებს სტადიონზე მისვლას, ხოლო მაღალი რისკის ზონებში სტადიონებზე მაყურებლებს ისევ არ დაუშვებენ.

დიმიტრი ხუნდაძე

24 ნოემბერი 2020, 11:15

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს

ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში არჩევნების მეორე ტური საზოგადოებამ მშვიდ გარემოში ჩაატარა და ქვეყნის მართვის სადავეები „ქართულ ოცნებას“ დაუტოვა, თუმცა ოპოზიციური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახადა.

24 ნოემბერი 2020, 11:15

რეგიონი

აშშ-ის სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში შემოვიდა

აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

ილონ მასკი

24 ნოემბერი 2020, 11:08

ეკონომიკა

ილონ მასკმა მილიარდერთა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა მილიარდერთა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და მეორე ადგილს იკავებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერი კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, მეორე პოზიციაზე ილონ მასკია, მესამე და მეოთხე ადგილებს კი ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი ინაწილებენ.

ლიონელ მესი

24 ნოემბერი 2020, 11:04

სპორტი

„ბარსელონა“ უკრაინაში კიევის „დინამოსთან“ სათამაშოდ ლიონელ მესის გარეშე გაემგზავრა

„ბარსელონა“ უკრაინაში კიევის „დინამოსთან“ სათამაშოდ ლიონელ მესის გარეშე გაემგზავრა. კატალონიური კლუბის ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი თამაშის მოგების შემდეგ, მან გადაწყვიტა არგენტინელი კაპიტანი ერთი თამაშით დაასვენოს. მესისთან ერთად დაისვენებს ფრენკი დე იონგი, რომელსაც „ატლეტიკოსთან“ ხერარდ პიკეს დაშავების შემდეგ ნახევარდაცვის მაგივრად, დაცვაში მოუხდა თამაში. მესი - დე იონგის დუეტის გარდა, "ბარსას" კიევში ტრავმირებული ფეხბურთელები, ხერარდ პიკე, სამუელ უმტიტი, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ანსუ ფატი ვერ დაეხმარებიან.

24 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

კახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 726-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ახმეტაში 158 კოვიდინფიცირებულია, თელავში - 790, ყვარელში - 240, ლაგოდეხში - 297, გურჯაანში - 571, სიღნაღში - 179, დედოფლისწყაროში - 234 და საგარეჯოში - 257.

24 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კოორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 10:58

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ინფორმაცია StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

24 ნოემბერი 2020, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 3 128 შემთხვევიდან, 1 504 თბილისში , აჭარაში კი 576 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 10:23

საზოგადოება

თბილისში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს

თბილისში, ქავთარაძის 40 ნომერში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს. ეკლესია ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აკურთა. დღეიდან ტაძარში უკვე წირვა-ლოცვები აღევლინება. ტაძრის მშენებლობა 2015 წელს უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწო

24 ნოემბერი 2020, 10:09

საზოგადოება

უსინათლო მოსწავლეებს პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები ექნებათ

სამინისტროს მხარდაჭერით აუდიო ფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.