Imedi /  20 ოქტომბერი 2020, 23:03 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

თეა წულუკიანმა დავით გარეჯის კონტექსტში სისხლის სამართლის კოდექსიდან გამქრალ ღალატის მუხლზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ რატომ მოხდა ეს წინა ხელისუფლების პირობებში.

„მაქვს კითხვა, 2007 წელს რატომ გააქრეს სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსიდან ღალატის მუხლი. ეს ყველაფერი რბილად რომ ვთქვათ, იწვევს ეჭვებს. ეს მუხლიც, ალბათ, ახალი მოწვევის პარლამენტში დასაბრუნებელი იქნება ჩვენს კოდექსში, რადგან სამშობლს ღალატს უნდა ერქვას ღალატი და არა რაღაც სხვა რომანტიული სიტყვები, რომლებიც მათ კოდექსში სანაცვლოდ შეიტანეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან განმარტება გააკეთა, თუ რატომ უნდა დაბრუნდეს აღნიშნულ კოდექსში ღალატის შესახებ მუხლი.

მისივე თქმით, საქართველო მრავალქარტეხილში გავლილი ერია და მიუხედავად თავზარდამცემი ტრაგედიებისა საუკუნეებს გაუძლო და დღემდა მოვიდა. ასევე, დღესაც მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლია, მისთვის გაუგებარია, ნებისმიერი არგუმენტი, თუ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რომ 307-ე მუხლი კოდექსიდან ამოეღოთ.

„მესმის, რომ ისინი დღეს თავის მართლების რეჟიმში არიან, ასევე არ უნდათ აჩვენონ, რომ ნირწამხდრები არიან, მაგრამ მათ მოუწევთ, ძალიან სერიოზულ კითხვებს გასცენ პასუხი, არა მარტო მომავალ პარლამენტში, რომელშცი დარწმუნებული ვარ, ძალიან პატარა ჯგუფით იქნებიან წარმოდგენილი, არამედ დღეიდან. მათ უნდა გასცენ პასუხი კითხვას, სად წავიდა ეს მუხლი და რატომ?!“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ წინა ხელისუფლების დროს რატომ იყო ყველა შეგუებული, რომ პარტნიორ, მეგობარ ქვეყანასთან, რომელთანაც საკუთარი საზვრის დადგენა გვინდა, საკუთარ ქვეყანასა და მომლაპარაკებელ გუნდს ხელიდან გამოაცალო ფაქტები.

„ყველა მოლაპარაკება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესში უნდა წარიმართოს, როდესაც მოლაპარაკებას აწარმოებ, უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს. მაგიდაზე იდება ფაქტები და შემდეგ ამ ფაქტებიდან გამომდინარე ხდება, საერთაშორისო დიპლომატიურ ენაზე თუ ვიტყვი, ვაჭრობა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სიმართლე. სიმართლეს ვერც ერთი მომლაპარაკებელი ვერ გამოიგონებს. სიმართლე ყოველთვის ფაქტებს ეფუძნება და სწორედ ამ პროცესს ჰქვია მოლაპარაკება სახელმწიფოს ინტერესში“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თმით, აზერბაიჯანული მხარე აზერბაიჯანულ ინტერესს დაიცავს, ხოლო ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში გვყავდა დელეგაცია, რომელიც, როგორც ირკვევა, სახელმწიფოს ინტერესს არ იცავდა.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა კითხვა, რატომაა საქართველოს საზიანოდ ჩიხში შესული პროცესი და როგორც ახლა სააშკაროზი იქნა გამოტანილი, ჩვენმა ხელისუფლებამ დოკუმენტები მოიძია. ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები. ამ ხალხმა უნდა აგვიხსნას, რატომ არის გაზის საპირწონე, როგორც დღეს აცხადებენ, დავით გარეჯა“, - განაცხადა წულკიანმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 03:27

COVID19

26 იანვრიდან აშშ-ში შემსვლელ პირებს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ

26 იანვრიდან აშშ-ში შემსვლელ პირებს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების საბუთის წარდგენა მოუწევთ.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2021, 03:05

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს.

26 იანვარი 2021, 02:19

მსოფლიო

ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება

აშშ-ის ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება. ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონ უიტლიმ განაცხადა.

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი

26 იანვარი 2021, 01:10

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს.

ბლიუ და სელეტა

26 იანვარი 2021, 00:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობაზე $10 ათასი დახარჯა🐔

„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

26 იანვარი 2021, 00:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 449 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კირა ნაითლი

26 იანვარი 2021, 00:31

ტაბლოიდი

კირა ნაითლი კაცი რეჟისორების ფილმებში გაშიშვლებაზე უარს ამბობს

35 წლის ბრიტანელი მსახიობი, კირა ნაითლი აცხადებს, რომ აღარ სურს იმ ფილმების შიშველ სცენებში მონაწილეობა, რომელსაც კაცი რეჟისორები გადაიღებენ. „შიშველი სცენების გადაღებაზე კატეგორიულ უარს არ ვამბობ, მაგრამ არ მსურს, ამის კაც რეჟისორებთან გაკეთება“ - აღნიშნა ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა.

ენტონი ფაუჩი

26 იანვარი 2021, 00:29

COVID19

ენტონი ფაუჩი: ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

გიორგი კახიანი

26 იანვარი 2021, 00:26

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობოს იდეას, ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა

გვახსოვს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეფასებები არცევნებზე შეიცვლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ შეფასებები არის იგივე, რაც იყო თავიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა. „ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური. იმავდროულად, ჩვენ ვხედავთ მოწოდებებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისკენ ოპოზიციის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ თუკი რაიმე იმედი ჰქონდა ოპოზიციას, რომ შეფასებების შეცვლა შესაძლებელი იყო, ეს ასე არ მოხდა. ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს იმ იდეას, რასაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დავით მათიკაშვილი

26 იანვარი 2021, 00:01

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი და მუქარა ნამდვილად არახალი მოვლენაა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი, მუქარა და ასე შემდეგ ნამდვილად არახალი მოვლენაა და ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით. მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ისინი ოპოზიციაში არიან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი იაგო ხვიჩიას განცხადებას, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. „არსებობს საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ამ კუთხით მოქმედებს და რა თქმა უნდა, ვინმე თუკი თვლის რომ მას ემუქრებიან, მას შეუძლია განაცხადოს ეს შესაბამისი ფორმით. ოპოზიციაში შიგნით რომ არეული მოცემულობაა და ერთმანეთის მიმართ კადრულობენ აბსოლუტურად ყველაფერს, ეს ცხადზე ცხადია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ჯენ ფსაკი

25 იანვარი 2021, 23:58

მსოფლიო

თეთრი სახლი: ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენი უფლებას იტოვებს, რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენი უფლებას იტოვებს, რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს მაშინ და ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს.

25 იანვარი 2021, 23:18

ტაბლოიდი

თეთრ სახლს გერმანული ნაგაზები მაიორი და ჩემპი დაიცავენ

თეთრი სახლის მცველები მაიორი და ჩემპი უკვე დანიშნულების ადგილზე არიან. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს. პირველი ძაღლები დელავერიდან ვაშინგტონში დღეს ჩამოფრინდნენ. გერმანულ ნაგაზებს თეთრი სახლის ეზოში პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდა.გერმანული ნაგაზები, სახელად, მაიორი და ჩემპი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჯო და ჯილ ბაიდენებთან ერთად თეთრ სახლში იცხოვრებენ.

25 იანვარი 2021, 23:17

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 514 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 514 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 434 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

25 იანვარი 2021, 23:09

COVID19

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის რეგულაციების გამკაცრებას განიხილავს

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის რეგულაციების გამკაცრებას განიხილავს. აღნიშნული წინადადებით ევროკომისია გამოდის.

გივი მიქანაძე

25 იანვარი 2021, 23:01

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ აფასებენ საკუთარი ამომრჩევლების მიერ გამოხატულ მხარდაჭერას და კუთვნილ მანდატებზე უარის თქმით, ცდილობენ მოახდინონ საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟი

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც კონკურენტული, სადაც დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და რომ პარტიებს ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ სტრასბურგში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

25 იანვარი 2021, 22:54

საზოგადოება

კახა კალაძე: მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედანზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად იმყოფებოდა.

25 იანვარი 2021, 22:42

პოლიტიკა

Brusselsmorning-ი: საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა

საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა, ამ სათაურით სტატიას Brusselsmorning-ი აქვეყნებს და ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მიმოიხილავს. „შეხვედრის შემდეგ, სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველო უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას.

ანტონიო გუტერეში

25 იანვარი 2021, 22:29

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის მუტაციის ფონზე ვაქცინების გავრცელების შეყოვნებამ უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მუტაციის ფონზე ვაქცინების გავრცელების შეყოვნებამ უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

თამარ ტალიაშვილი

25 იანვარი 2021, 22:09

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მადლობას გადავუხდი ევროპის კავშირისა და აშშ-ს ელჩებს მათი პოზიტიური წვლილისათვის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პროცესში

ჩვენ სრულად ვიზიარებთ მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ სინანულს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ძლიერი შესაძლებლობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში განაცხადა.

კახა კუჭავა

25 იანვარი 2021, 22:00

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპის საბჭოში ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს

„ევროპის საბჭოში ფაქტობრივად ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მანდატები და დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „ქრონიკას“ განუცხადა.