imedi /  21 ოქტომბერი 2020, 22:18 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე: ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი მასალები და საერთაშორისო დასკვნები ჩვენი პოზიციის გასამყარებლად

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

2020 წლის 21 ოქტომბერს, რადიო იმედის პოლიტიკურ თოქ-შოუ „კვირის პოლიტიკა“-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით დავით გარეჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველივე წლებიდან, სამონასტრო კომპლექსს აქვს ისტორიულად უაღრესად დიდი მნიშვნელობა და მას კიდევ უფრო მეტ დამატებით მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ უკავშირდება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის თემას.

„მოგეხსენაბათ, სახელმწიფო იწყება საზღვრების განსაზღვრით და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა მეზობლებთან, როდესაც 90-იან წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია და ერთ-ერთი პირველი მოლაპარაკებები სწორედ აზერბაიჯანთან გაიმართა“ - თქვა ზალკალიანმა. მისი განცხადებით, 1996 წელს შეთანხმებულ პირველ ოქმში არის გაკეთებული უაღრესად მნიშვნელოვანი ჩანაწერი, სადაც არის პირდაპირი მინიშნება და პირდაპირი აღნიშვნა იმისა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს 1938 წლის ხაზით. „რას ნიშნავს ეს: პირველ რიგში იმას, რომ 1938 წელს, როდესაც დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაცია, აუცილებელი იყო იმ რესპუბლიკებს რომლებიც შევიდნენ საბჭოთა კავშირში, შემოსაზღვრული ჰქონოდათ თავიანთი საზღვრები. ამიტომ, მეზობლები, საქართველო და აზერბაიჯანი, 1996 წელს შეთანხმდნენ, რომ სწორედ 1938 წლის ხაზი იქნებოდა განმსაზღვრელი ჩვენი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში. საფუძვლად იყო აღებული რუკა, რომლის მასშტაბი არის 1:500.000. ყველა ის დამატებითი მასალა, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საზღვრის განსაზღვრისთვის არის ვალიდური და რელევანტური. აქედან გამომდინარე, ეს იყო საფუძველთ საფუძველი, პირველი, უაღრესად მნიშვნელოვანი შეთანხმება.“ - განმარტა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, აუცილებელი იყო, შემდგომ წლებში, მოლაპარაკებების პროცესში, აქტიურად ყოფილიყო გამოყენებული 1938 წლის 1:500.000-იანი რუკის შესაბამისი, დამატებითი, კარტოგრაფიული მასალები, რაც სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არ იყო სრულფასოვნად და ეფექტიანად გამოყენებული: „ამას რა თქმა უნდა არკვევს პროკურატურა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც არის აღძრული. მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ ეს არის დაკავშირებული არჩევნებთან, რადგანაც პროცესი დიდი ხანია დაწყებულია“.

როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, 2020 წლის 24 სექტემბერს, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისთვის, უკვე ჩატარებული იყო ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო, მოძიებული იყო დამატებითი კარტოგრაფიული მასალები, ასევე საექსპერტო დასკვნები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამყარებდა სახელმწიფოს პოზიციებს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ამ საკითხის განვითარებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისიდან: „როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, დაიწყო მოძიება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა, მაგალითად რამდენად ეფექტიანად ხდებოდა იმ რუკების გამოყენება, რომელიც ჩვენ ხელთ არსებობდა? როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, აღმოჩნდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რუკა, 1:200.000-იანი მასშტაბის, კომისიას არ გააჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუკა, რომელიც გაამყარებდა ჩვენს პოზიციებს. 2018 წელს, როდესაც დავინიშნე საგარეო საქმეთა მინისტრად, ბუნებრივია ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც განსაზღვრული იყო პრიორიტეტებში, იყო სწორედ დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი. მოგეხსენებათ კომისიებს ხელმძღვანელობენ მინისტრის მოადგილეები და სწორედ ჩემი მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩემი მოადგილე, ლაშა დარსალია გაუძღვებოდა ამ კომისიიის საქმიანობას. ბუნებრივია პირველი რაც გავაკეთეთ, იყო ანალიზი იმ მოცემულობის და მასალის რაც გააჩნდა კომისიას. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციისთვის, ძალიან რთულია 1:500.000-იანი მასშტაბის რუკით დადგინდეს ზუსტი საზღვრები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და საქართველოსა და მის სხვა მეზობლებს შორის. ამიტომ იყო აუცილებელი უფრო მსხვილი რუკის მოძიება და როდესაც ჩვენ საქმეში ჩავიხედეთ აღმოჩნდა, რომ ასეთი რუკა საერთოდ არ არსებობდა და კომისია არ ხელმძღვანელობდა 1:200.000-იანი მასშტაბის რუკით. ბევრი კითხვა არსებობდა, ჩემთან მოდიოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები, იყო მომართვა ჩვენი ეკლესიის მხრიდან - თუ რატომ არ ხდებოდა კომისიის ფარგლებში მსგავსი სახის რუკებით ხელმძღვანელობა, რაც დიდწილად გაამყარებდა ჩვენს პოზიციებს“.

„სექტემბერში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკვე სერიოზულად ვიყავით მომზადებული, რადგან გაგვაჩნდა ის კარტოგრაფიული მასალები, მათ შორის 1:200.000-იანი რუკის ორიგინალი, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ, დავით ხიდაშელმა მოიძია. მან მოიძია არა მხოლოდ ეს რუკა, არამედ სხვა დამატებითი მნიშვნელოვანი რუკები, სხვადასხვა ქვეყნების საარქივო მასალებიდან, მათ შორის რუსეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და საფრანგეთიდან. ეს არის მასალა, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული - ის, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული, ამ კითხვაზე პასუხს პროკურატურა გასცემს იმ ძიების ფარგლებში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. თუმცა, ჩვენი პოზიციები ამჟამად არის გაცილებით უფრო ძლიერი და მკაფიო, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს ეს მასალები“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე მმართველი გუნდის ოპონენტებთან და აღნიშნულ თემაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ „ცალსახაა, რომ იკვეთება ამ გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხიმგებლობას, მე არ ვარ ის პირი ვინც ამას იტყვის, ეს პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა ვარ ერთ-ერთი პირი, ვინც არის დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს პროცესები და გამოძიება, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ის ფაქტი, რომ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კეთდებოდა ისეთი განცხადებები, რომლებიც იყო დამაზიანებელი ჩვენი პოზიციონირებისთვის ამ კომისიაში, ეს არის მართლაც ძალიან დამაფიქრებელი. ამიტომ, მე ვსვამ მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. ამის თქმის საფუძველს მიმყარებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც დღეს ჩვენ უკვე გაგვაჩნია. ჩვენ ამ კომისიის ფარგლებში, როდესაც დავიწყეთ დამატებითი მასალების მოძიება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით იყო ის, რომ დავიქირავეთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული, ამერიკული იურიდიული კომპანია, რომელსაც გააჩნია გამოცდილება სახელმწიფოებს შორის საზღვრის დავის საკითხში. მას გადავეცით ჩვენს ხელთ არსებული მასალები, მათ შორის ახალი კარტოგრაფიული მასალები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ იმ პროცესის შედეგად, რა პროცესიც იყო დაწყებული და ვთხოვეთ, რომ წარმოედგინათ საერთაშორისო ექსპერტული დასკვნა 1:200.000-იან რუკასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვესმოდა უამრავი სპეკულაცია ამ რუკასთან დაკავშირებით. ამჟამად, ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გამყარებულია, რადგან გვაქვს საერთაშორისო, ავტორიტეტული ამერიკული კომპანიის დასკვნა, რომ ეს არის იმ მასშტაბის და მნიშვნელობის რუკა, რომელიც ამყარებს საქართველოს პოზიციებს. უფრო მეტიც, იგივე დასკვნაში ასევე ძალიან მკაფიოდ წერია, რომ მაშინდელი მაღალი თანამდებობის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები მნიშვნელოვანწილად ასუსტებს საქართველოს პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული არგუმენტები, ფაქტობრივი მასალები, საერთაშორისო დასკვნები, რაც გვაძლევს საშუალებას, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები და წავიდეთ რაც შეიძლება წინ.

„კიდევ ერთი სპეკულაცია, რაც მოვისმინეთ, თითქოს ამის გაკეთება არ შეიძლებოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ესკალაციის დროს - საზოგადოებას მინდა შევახსენო: ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ გაცილებით ადრე, ვიდრე მოხდებოდა კონფლიქტის ესკალაცია აზარბაიჯანსა და სომხეთს შორის. 24 სექტემბერს, როდესაც მე ვუმასპინძლე აზერბაიჯანის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, საგარეო საქმეთა მინისტრს, საერთოდ არ იყო ეს ესკალაცი დაწყებული და მათი პოზიცია იყო ძალიან ადეკვატური. ჩვენ ერთობლივად გამოვედით

პრეს-კონფერენციაზე და ვთქვით, რომ ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი და უნდა გადავიდეს სამსჯელოდ კომისიის ფარგლებში“ - განაცხადა მინისტრმა​.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 19:31

COVID19

დავით სერგეენკომ კლინიკა „თიმის“ კოვიდგანყოფილებაში იმორიგევა

დავით სერგეეენკო კვლავ ექიმის ამპლუაში - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მორიგეობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკა „თიმის“ კოვიდ განყოფილებაში. დავით სერგეენკო კოლეგებს პაციენტების მოვლის პროცესში ეხმარებოდა. ყოფილი მინისტრი და ამჟამად უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საავადმყოფოში მთელი დღის განმავლობაში მორიგეობდა.

02 დეკემბერი 2020, 19:05

COVID19

საფრანგეთის საზღვარზე იმ მოქალაქეებს შეამოწმებენ, რომლებიც ქვეყანაში სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნდებიან

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, საზღვარზე იმ მოქალაქეების შემოწმება მოხდება, რომლებიც ქვეყანაში სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნდებიან.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 19:00

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: არც პარლამენტის ლეგიტიმაციას, არც ბიუჯეტის მიღებას და არც სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს საფრთხე არ შეექმნება თუ პოლიტიკოსები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე

არც პარლამენტის ლეგიტიმაციას, არც ბიუჯეტის მიღებას და არც სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს საფრთხე არ შეექმნება, თუ პოლიტიკოსები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, - ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მისთვის არასერიოზულია ოპოზიციის ერთი მხრივ ბაქიბუქი და მეორე მხრივ გაჯიუტება.

02 დეკემბერი 2020, 18:50

მსოფლიო

სომხეთის მთავრობამ მიტინგების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა

სომხეთის მთავრობამ მიტინგების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.

დავით ზალკალიანი ზბიგნევ რაუს

02 დეკემბერი 2020, 18:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ქალაქ ვარშავაში პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური მუშაობა არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით.

02 დეკემბერი 2020, 18:38

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები, პანდემიას ყველა ეტაპზე ადეკვატურად მართავდნენ

ის, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე და არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 18:37

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: ოქროს შუალედია მოსაძებნი, რომ ბიუჯეტით თუ სხვა ტიპის საფინანსო გადაწყვეტილებებით, მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას

ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შეიცვალა მაკროეკონომიკური პარამეტრები, ისეთები, როგორებიცაა ბიუჯეტის დეფიციტი,საგარეო ვალის მაჩვენებელი და სხვა ისეთი მდგრადობის ინსტრუმენტები, რომელიც ზოგადად, ფინანსური სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი- ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 18:36

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ვალის მოცულობა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკის მატარებელი

ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ვალის მოცულობა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკის მატარებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ვალის აღება მთავრობას მაშინ უწევს, როდესაც ფორსმაჟორული შემთხვევები ხდება.

02 დეკემბერი 2020, 18:34

მსოფლიო

საფრანგეთში მაშველებმა ბინიდან 300-კილოგრამიანი კაცი ამწის საშუალებით გამოიყვანეს

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მაშველებმა უნიკალური ოპერაციაა ჩაატარეს. როგორც The Sun-ი იუწყება, ერთ-ერთი ბინიდან მათ 300 კგ. წონის ალან პანაბიერის ევაკუაცია განახორციელეს. ამისთვის კედლის ფასადის ნაწილის ჩამონგრევა გახდა საჭირო.

02 დეკემბერი 2020, 18:28

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 64 015 351 შემთხვევა გამოვლინდა, 1 483 676 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 175 362 - გამოჯანმრთელდა.

ვლადიმერ პუტინი

02 დეკემბერი 2020, 18:27

COVID19

რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას მომდევნო კვირიდან მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობას მომდევნო კვირიდან ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება დაავალა.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 18:25

ეკონომიკა

ანდრია გვიადიანი: რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენ ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება

„თვალი რომ გადავავლოთ ქვეყნებს, რომლებთანაც აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ყველგან პანდემიამ გამოიწვია ეკონომიკური რეცესია, მაღალი ინფლაცია და სხვა ტიპის ნეგატიური ფაქტორები. ევროზონაში 8%-იანი ეკონომიკური ვარდნაა 2020 წელში. გართულდა პროცესი რეგიონშიც. გლობალური პანდემიის გარდა დიდი გავლენა იქონია რეგიონში სამხედრო მოქმედებებმა, მხედველობაში მაქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი. ყველა ეს პროცესი ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენ ველით 5%-იან ვარდნას, თუმცა რეგიონის ქვეყნებს შორის ეს არის ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ანდრია გვიადიანმა

02 დეკემბერი 2020, 18:20

თავდაცვა

ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით, დღეს ნორვეგიამ, რომელიც JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს, JTEC-ის პირადი შემადგენლობას კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გაზრდას ემსახურება. ნორვეგიულმა მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამჯერად პერსონალური კომპიუტერებით, ლეპტოპებით, პრინტერებითა და მოტოროლას რადიოსადგურებით, ასევე ინტერნეტის დაცვის სისტემით და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო. ახალი კომპიუტერული ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს 2022-ი წლის სწავლების დაგეგმვისა და სრულყოფილად აღსრულებისთვის.

02 დეკემბერი 2020, 18:16

რეგიონი

ფოთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ ფოთში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 100 ბლოკი (20 000 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი დღეს გამოავლინეს.

02 დეკემბერი 2020, 18:15

რეგიონი

ბათუმში ახალი სკვერების და მასშტაბური კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე დაიწყო ახალი სკვერის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. დაიგება მწვანე კორდი და დეკორატიული ფილები. დამონტაჟდება შადრევანი და გარეგანათების სისტემა. განთავსდება საბაღე სკამები და დეკორატიული ურნები.

02 დეკემბერი 2020, 18:08

COVID19

ინტერპოლი: კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის ვაქცინების მომარაგების შეფერხებასა და ყალბი ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან

კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის ვაქცინების მომარაგების შეფერხებასა და ყალბი ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან. ამის შესახებ ინტერპოლის განცხადებაშია ნათქვამი.

02 დეკემბერი 2020, 18:03

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგები და გამოწვევები GeoIGF 2020-ზე შეაჯამა

მათი განცხადებით, კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტმმართველობის ვირტუალურ ფორუმზე სხვადასხვა თემატური სესიის ფარგლებში ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რა გამოწვევებია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რა შესაძლებლობები აქვთ პოტენციურ MVNO-ებს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილებით; ასევე, რა გეგმები აქვს კომუნიკაციების კომისიას ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით და როგორია საქართველოს ზედა დონის დომენური სახელის .ge ზონის გამოწვევები.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

02 დეკემბერი 2020, 18:03

მსოფლიო

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ნატო ტრამპის პრეზიდენტობის კიდევ 4 წელიწადს გაუძლებდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ ევროპისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან სადავო საკითხების განხილვა უფრო მარტივი იქნება. ამის შესახებ მან გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 18:03

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: პანდემიის პირველი დღიდან გამოვაცხადეთ 2 მთავარი პრიორიტეტი: ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სოციალური მხარდამჭერა

ჩვენ პანდემიის პირველი დღიდან გამოვაცხადეთ 2 მთავარი პრიორიტეტი: პირველ რიგში, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მეორე, სოციალური მხარდამჭერა და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ქარქაშაძე

02 დეკემბერი 2020, 18:02

რეგიონი

ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს

„გასულ წლებში არსებული დაფინანსება 2021 წელს საკმარისი არ იქნებოდა, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი თანხების მოძიება.