22 ოქტომბერი 2020, 00:59 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ნაცმოძრაობა“ კლასიკური ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ყველაფერში დივერსიის მოწყობას ცდილობს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

არჩევნების შედეგი მძიმედ აისახება „ნაცმოძრაობაზე“. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოზიცია“.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცესი თანდათან წავიდეს იქით, რომ „ნაცმოძრაობა“ საერთოდ აღარ იყოს აქტუალური ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი 4-წლიანი ციკლი სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება. ეს აუცილებელია. მეცნიერებაში ასეთ პარტიებს ანტისისტემურ პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ. ესაა ცოტა კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ანტისისტემური პარტია. „ნაცმოძრაობა“ კლასიკური ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ყველაფერში დივერსიის მოწყობას ცდილობს. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

ყველა სიახლე

მექსიკა

27 ნოემბერი 2020, 09:49

მსოფლიო

მექსიკაში პრეზიდენტები ხელშეუხებლობის იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ

კანონპროექტს ხმა 89 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 23 გამოვიდა. ახალი კანონმდებლობით, სახელმწიფოს მეთაური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში შესაძლოა პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე მისცენ.

პოლიცია

27 ნოემბერი 2020, 09:39

სამართალი

პოლიციამ თბილისში დააკავა ბრალდებული, რომელმაც სავარაუდოდ თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 09:16

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დავტოვებ, როდესაც საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 ალეხანდრო საბელია

27 ნოემბერი 2020, 09:09

მსოფლიო

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ბუენოს-აირესის კარდეოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის საბილიას გულის პრობლემები ადრეც ჰქონდა.

არგენტინა

27 ნოემბერი 2020, 09:01

მსოფლიო

ბუენოს-აირესში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ. ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების გამო ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში იყო დასვენებული, საღამოს კი ფეხბურთელი კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 08:45

COVID19

ევროპაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იტალიაში ვლინდება

13 500-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში კი, ბოლო 24 საათში, 12-ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ეპიდვითარების დამძიმების გამო გამო, საკარანტინო ზომები გაამკაცრა სერბეთმა, სადაც სავაჭრო დაწესებულებები მკაცრი რეგულაციებით იმუშავებს.

ჯანმო

27 ნოემბერი 2020, 08:29

COVID19

ჯანმო: აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები

მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა, ხალხი რომ მეტად იყოს დაკავებული სპორტით, როგორიცაა მაგალითად, სიარული ან სირბილი. „ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

მესამე რაუნდი

27 ნოემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაიმართება

მმართველი გუნდის ოპონენტები, კვლავ ბოიკოტის რეჟიში არიან და გადაწყვეტილებას არ ცვლიან. „ქართულ ოცნებაში'“ აცხადებენ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ მოხდება. სახელისუფლებო პარტია იმედოვნებს, რომ ისინი კონსენსუსურ ვარიანტზე შეჯერდებიან.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 08:00

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25000-ს აღემატება

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მეზობელ ქვეყნებშიც იზრდება. რუსეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25000-ს აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-მა 179 ადამიანი იმსხვერპლა თურქეთში, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 657-ით გაიზარდა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის სულ 118 690 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული

საქართველოში კორონავირუსის სულ 118 690 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 98 781, გარდაცვლილია - 1124 , კარანტინის რეჟიმშია - 2037, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 6165, კოვიდ სასტუმროში 3920 პაციენტი იმყოფება.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა მილიონ 400-ათასზე მეტი ადამიანი, 42 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:47

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 131 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში, სულ 77 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 5 732 შეადგენს.

27 ნოემბერი 2020, 07:39

COVID19

ხვალიდან საქართველოში ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება

ხვალიდან ქვეყანაში ახალი, ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლის უმეტესობაც პირველ თებერვლამდე, ქვეყნის დიდ ქალაქებს შეეხება. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე შეზღუდული იქნება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა, მუშაობას წყვეტს სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები, ხოლო გატანის სერვისზე გადადიან რესტორნები და კვების ობიექტები.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 01:34

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოსვკაია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოსვკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე პარტიების დაფინანსებაზე: ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს

ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს, შეეძლოთ მიეწერათ უარი, ან არც არაფერი მიეწერათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსების მოთხოვნით, ფაქტობრივად, 14 პარტიიდან ათისგან არჩევნების შედეგის აღიარება მოხდა.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა!

სუბარმა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 მლნ ლარის დაფინანსებაზე უარის თქმა უჭირს, მაშინ როდესაც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადა, რომ თუ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მაშინ პარტიების დაფინანსებაზეც უარი თქვან.

27 ნოემბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანისა და კარლ ჰარცელის შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა დეზინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - თითქოსდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს შეხვდა - საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დენზელ ვაშინგტონი

27 ნოემბერი 2020, 00:44

კულტურა

The New York Times-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო მსახიობები დაასახელა

რეიტინგის პირველ ადგილს დენზელ ვაშინგტონი იკავებს. NYT მას „ეკრანის ტიტანს“ უწოდებს. მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იკავებს, ლიდერთა სამეულში ასევე დენიელ დეი-ლიუსი მოხვდა - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის 3 „ოსკარი“ მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში უბნების გახსნა და ხელახლა გადათვლა

ორ ნაწილად იყოფა მოსარჩელეთა რაოდენობა, ესენი არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუ ჩვენ ვნახავთ საჩივრების რაოდენობას, მაგალითად რამდენი დაიწერა სამოქალაქო სექტორის მიერ 2016 წელს, ვნახავთ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დაიწერა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ უბნები გახსნილიყო.

27 ნოემბერი 2020, 00:29

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო უწყება: საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.