23 ოქტომბერი 2020, 12:55 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის მთავარი დაპირებაა, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

ჩვენთვის ერთ–ერთი მთავარი დაპირება, როგორც პოლიტიკური პარტიისა, 2020 წლის არჩევნებისთვის, არის ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია FOX-ის ახალი ამბების რადიოინტერვიუში განაცხადა.

„დემოკრატია არ არის დანიშნულების ადგილი, ეს არის მოგზაურობა, რომელიც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, იმისათვის, რომ შევქმნათ უფრო მაღალი სტანდარტები. და რა თქმა უნდა მედია - არა მხოლოდ მედიის, არამედ სხვა მრავალი მიმართულებით, არ ვამბობთ, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის. ის გზა/მარშრუტი რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, აჩვენებს კონკრეტულად, თუ რა შედეგების მიღწევა შეიძლება, ჩვენ გაგვაჩნია ბევრად უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენთვის ერთ–ერთი მთავარი დაპირება, როგორც პოლიტიკური პარტიისა, 2020 წლის არჩევნებისთვის, არის ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ სტანდარტები, უნდა გავაუმჯობესოთ პრაქტიკა და მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და დირექტივების საფუძველზე. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვეცდებით მსგავსი სტანდარტების დანერგვას, იქნება ეს მედიის თუ სხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ვიცე - სპიკერმა.

ფოქსნიუსის“ ჟურნალისტი დაინტერესდა ვიცე - სპიკერის პოზიციით აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რაზეც კახაბერ კუჭავამ უპასუხა, რომ ამგვარი კონფლიქტები უნდა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვით, და რა თქმა უნდა საქართველო, როგორც მეზობელი გასწევს დახმარებას იმისათვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება.

„ვციტირებ საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას, რომელმაც თავის ბოლოდროინდელ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ორ მეზობელს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებამ შექმნა მძიმე მდგომარეობა და ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია უკიდურესად უარყოფით გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაპირისპირება დაცხრეს და სიტუაცია განიმუხტოს მეზობელ ქვეყნებს შორის. საქართველო, რა თქმა უნდა, მზადაა დასახმარებლად. გაკეთდა ოფიციალური განცხადებები. ჩვენ გვჯერა, რომ ამგვარი კონფლიქტები უნდა მოგვარდეს მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი დასრულდება და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვით, და რა თქმა უნდა საქართველო, როგორც მეზობელი გასწევს დახმარებას - კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება“,- განაცხადა კუჭავამ.

ვიცე - სპიკერი მიიჩნევს, რომ რუსეთი შეეცდება არჩევნებში ჩარევას მრავალი გზით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად და საკმარისი ზომები მიიღო იმისათვის, რომ ასეთი ჩარევა შეუძლებელი იყოს რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 23:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 326 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

თინა ხიდაშელი

03 დეკემბერი 2020, 23:29

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: ჩემთვის კობა დავითაშვილი პატარა ბიჭად დარჩება, ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა

ჩემთვის კობა იმ პატარა ბიჭად დარჩება, იმ ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში კობა დავითაშვილზე განაცხადა. მან ეთერში კობა დავითაშვილი გაიხსენა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

03 დეკემბერი 2020, 23:26

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:25

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის. ეს საჭიროა იმის განსასაზღვრად, თუ განვითარების რა გზას ადგას ქვეყანა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ Trace International-ის ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:03

სპორტი

ქართულ ენაზე და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის“ გამოიცა

ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.

03 დეკემბერი 2020, 22:59

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 187 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 დეკემბერი 2020, 22:52

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

ოლივიე ვერანი

03 დეკემბერი 2020, 22:45

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: უახლოეს თვეებში ვაქცინა ეპიდემიის სახეს ძირეულად არ შეცვლის

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტი იარაღია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისი ეფექტი დაუყოვნებლივ არ დადგება.

ლევან კობიაშვილი

03 დეკემბერი 2020, 22:38

სპორტი

ლევან კობიაშვილი: ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

03 დეკემბერი 2020, 22:14

სპორტი

საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ჟან კასტექსი

03 დეკემბერი 2020, 22:14

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება.

ჟან-ივ ლე დრიანი

03 დეკემბერი 2020, 21:58

მსოფლიო

ჟან-ივ ლე დრიანი: საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია.

03 დეკემბერი 2020, 21:37

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 401 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ცხელების ცენტრს დღეს 56-მა პაციენტმა მიმართა. კახეთში ამ დროისთვი 2 296 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათ შორის 2 077 ბინაზე იმყოფება, 26 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 193 პაციენტი მკურნალობის კურსს კოვიდ-კლინიკაში გადის.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.

მარტა ტემიდუ

03 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

პორტუგალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა, მარტა ტემიდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებაზე, რომელიც ყველასთვის უფასო იქნება.

03 დეკემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება. რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. როგორც გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს, შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

03 დეკემბერი 2020, 21:11

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯო ბაიდენს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ირანისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას.

ირაკლი ბერაია

03 დეკემბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ალიანსის მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონტრიბუციას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში

ალიანსის მოკავშირეებმა ერთხმად დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატება განახლებული და გაძლიერებული არსებითი პაკეტის მინიჭებით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის მინისტერიალზე ხაზი გაესვა ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

მალხაზ თორია

03 დეკემბერი 2020, 20:48

რეგიონი

მალხაზ თორია ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხების განსახილველად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მალხაზ თორიამ სამედიცინო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სიახლე სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელმა მალხაზ თორიამ გააცნო. რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხევდრაზე ტესტების აღების ლოკაციებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

03 დეკემბერი 2020, 20:46

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 23 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 993 ადამიანი გარდაიცვალა.