23 ოქტომბერი 2020, 14:07 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური ეხმაურება სტატიას, რომელიც „ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების განმტკიცების თაობაზე.

პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ნებისმიერი მიმართულებით.

„საქართველო მზადაა, გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ნებისმიერი მიმართულებით, არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად”, - აცხადებს გიორგი გახარია.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 13:47

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 14,496 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 14,496 ადამიანს დაუდასტურდა, 243 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 772,760 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,960 პაციენტი ემსხვერპლა, 384,426 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

03 დეკემბერი 2020, 13:45

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,277 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,277 ადამიანს დაუდასტურდა, 26 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 138,508 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,254 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 113,228.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 13:34

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Trace International-ის რეიტინგით, საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიმართულებით

Trace International-ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-19 ადგილზეა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სალომე სამადაშვილი

03 დეკემბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: პოლიტიკური კრიზისი ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატოსთან და ევროკავშირთან

„სამწუხაროა, რომ ამისთვის დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა გასული წლების განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, რა თქმა უნდა ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატო-სთან, ევროკავშირთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რობერტ რედფილდი

03 დეკემბერი 2020, 13:27

COVID19

რობერტ რედფილდი: ზამთარი ყველაზე რთული პერიოდი იქნება აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, აშშ-ში დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ძალიან რთული პერიოდი იქნება.

03 დეკემბერი 2020, 13:23

სამართალი

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებებისა და წარდგენილი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 13:22

ტაბლოიდი

თურქმენეთის პრეზიდენტმა ახალ ღუმელში 122,5 კილოგრამი ნარკოტიკი დაწვა. ვიდეო

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აშხაბადის მახლობლად ნარკოტიკების უტილიზაციის ახალი ღუმელი გახსნა. შესაბამისი ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

ნიკა მელია

03 დეკემბერი 2020, 13:15

პოლიტიკა

ნიკა მელია: პარლამენტში ვერც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია ვერ შევა და არ შევა, სანამ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციას აქვს წაყენებული

„ცესკოს შემაჯამებელი ოქმი რას ცვლის? არ იცოდით, რომ აყალბებდა ცესკო? ცესკოსგან ელოდება ვინმე რამე განსხვავებულს? მგონი, ეს ის რეალობაა, რომელსაც უკვე თვალი გავუსწორეთ. სწორედ ამიტომ ყველა ოპოზიციური პარტია ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს, რომელსაც გააკეთებდა ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია. ეს გადაწყვეტილება დავიდა სადამდე, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის ეროვნული ორგანო, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იქნას დაცული, ან მათი პოზიცია გატარებული, ეს უბრალოდ კანტორა არის იმ მდიდარი მილიარდერი ადამიანის ხუშტურების ასასრულებლად“, - განაცხადა მელიამ.

ლინას ლინკევიჩუსი

03 დეკემბერი 2020, 13:06

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: ნატომ უნდა განაგრძოს საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერა, მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ მას ევროინტეგრაციის გზაზე

13-მა ქვეყანამ ნატოს მოუწოდა, ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნოს და საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

03 დეკემბერი 2020, 13:06

COVID19

თამარ გაბუნია: მომავალ წელს ჯანდაცვისთვის პრიორიტეტი კვლავ კორონავირუსის სერვისებთან დაკავშირებული საჭიროებები იქნება

მომავალ წელს ჯანდაცვისთვის პრიორიტეტი იქნება კვლავ კორონავირუსის სერვისებთან დაკავშირებული საჭიროებები. შეფასებული საჭიროება საკმაოდ მაღალია, აქედან ნაწილს დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუციებიდან მოზიდული რესურსით დავფარავთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 13:03

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 200 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 157 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

თამარ გაბუნია

03 დეკემბერი 2020, 13:03

COVID19

თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის ჰოსპიტალური მართვა დაახლოებით 2 ათასი ლარი ჯდება

ერთი შემთხვევის ჰოსპიტალური მართვა ჯდება დაახლოებით 2 ათასი ლარი, მაგრამ ეს არის უხეში გათვლა. რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 10 ათასი ლარი და მეტიც და ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 500 ლარი, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტესტირების პროგრამის გაფართოებაზე საუბრისას განაცხადა. „საშუალოც, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ 2 ათასლარიან შეფასების ნიშნულს ჰოსპიტალური მართვისთვის. ეს ხარჯი არ ითვალისწინებს იმ ხარჯს, რაც გაწეულია და კვლავაც უნდა გავწიოთ, მაგალითად ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის გადამზადებისთვის. საინვესტიციო ხარჯი სისტემის მომზადებისთვის არის კიდევ ცალკე და ამისთვის დაკავშირებით თუ არის ინტერესი, სიამოვნებით გაგიზიარებთ დეტალურად, რა ინვესტიცია რა მიმართულებით კეთდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინდია დავითაძე

03 დეკემბერი 2020, 13:00

ეკონომიკა

სასაქონლე ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი, რომლითაც 6 თვის განმავლობაში ყველა ელექტრონული განმცხადებელი ისარგებლებს

სასაქონლე ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი. ამ შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. შეღავათი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 7 დეკემბრიდან 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, - ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

03 დეკემბერი 2020, 12:52

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, გაფართოებულ ტესტირებაში გამოყენებული ანტიგენის ტესტის ხარისხი ძალიან მაღალია

„ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია შეზღუდვების პერიოდში და ეს ინტერვენცია აქტიურად გაგრძელდება 1-ელ თებერვლამდე, რათა შემდეგ უკვე მივიღოთ ინფექციის სტაბილიზაციის შესაძლებლობა და ეტაპობრივად მოხდეს გავრცელების კლება. ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება ჩატარდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

03 დეკემბერი 2020, 12:49

COVID19

თამარ გაბუნიამ გაფართოებული ტესტირების მიზნები დაასახელა

ველოდებით, რომ გაფართოებული ტესტირების შედეგად გამოვლენის პროცესი უფრო აქტიური იქნება და პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები, მალევე შეიტყობს ტესტის პასუხს და მიიღებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 12:48

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 28 145 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 28 145 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ზაალ უდუმაშვილი

03 დეკემბერი 2020, 12:44

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ყველა ოპოზიციური პარტია გააფორმებს მანდატებზე უარის ერთობლივ დოკუმენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩატარდება თუ არა დღეს ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი სხდომა. „საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩატარდება თუ არა ეს შემაჯამებელი სხდომა, რადგან წინასწარ ვიცით, რასაც გააკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ზუსტად იმას გააკეთებს, რაც გააკეთა პირველი ტურის შეჯამების დროს, ის, რომ საერთოდ სრული იგნორი იყო ყველა იმ საჩივრის, რომელიც დაიწერა ოპოზიციის მიერ, საერთოდ არ განიხილეს არც ერთი საჩივარი, რომელიც დაწერილი იყო არასამთავრობო სექტორის მიერ და პირდაპირ დაამტკიცეს ის ციფერები, რომლებიც სურდა ივანიშვილს, დღესაც ზუსტად ანალოგიური სხდომა იქნება და კრება დარჩება მხიარული“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

03 დეკემბერი 2020, 12:39

სამართალი

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი

03 დეკემბერი 2020, 12:38

COVID19

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთონ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში, საზოგადოების ვაქცინაციის უსაფრთხოებაში დარწმუნების მიზნით, მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთონ.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 12:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმარის შემოსავალს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და სტაბილურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს

„ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი. მისი გაჯანსაღების პროცესი უკვე დაწყებულია და მომავალ წელს უკვე ზრდა გვაქვს პოზიტიური, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით უახლოეს საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვიქნებით კვლავაც ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმარის შემოსავალს იმისთვის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ და სტაბილურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს“, - აღნიშნა მინისტრმა.