imedi /  26 ოქტომბერი 2020, 15:05 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: 2012 წელს „ქართული ოცნების“ გუნდს დახვდა ქვეყანა, რომლის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა იყო შელახული

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, დეოკუპაციაა. მინდა გავიხსენო 2012 წელი. პერიოდი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და „ქართული ოცნების“ გუნდს დახვდა ქვეყანა, რომლის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა იყო შელახული, ეს იყო მოცემულობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ისე ვართ წარმოდგენილი ყველა უმაღლესი დონის ფორმატში და ამას ხელისუფლებამ თანმიმდევრული საგარეო კურსით მიაღწია.

„ძალიან ახლოს, სულ ერთი ხელის გაწვდენაზე გადის აქ საოკუპაციო ხაზი, რომლის იქით ცხოვრობენ ჩვენი ძმები და დები, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მათი შერიგებისა და სიტუაციის დეესკალაციის მიმართულებით. ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვართ წარმოდგენილი ყველა უმაღლესი დონის ფორმატში და ჩვენ ამას მივაღწიეთ თანმიმდევრული საგარეო კურსით. დღეს მაქსიმალურად არის გამოყენებული ყველა საერთაშორისო ფორმატი. პირველად ჩვენ გამოვიყენეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატი და მისი გადაწყვეტილებები. 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე ყოველწლიურად გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან. მაქსიმალურად არის გამოყენებული გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატი. მაშინ, როდესაც 2008 წლიდან 2012 წლამდე ეს მაღალი ტრიბუნა არც ერთხელ არ ყოფილა გამოყენებული. მხოლოდ წელს სამჯერ იყო ინიცირებული ჩვენთან ერთად ჩვენი პარტნიორების დახმარებით დებატები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად შემოქმედებითად ვუდგებით ამ საკითხს, მაშინ, როდესაც რუსეთი ყველანაირად ცდილობს დაბლოკოს ნებისმიერი საკითხის განხილვა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ის ფორმატები, გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატი, ეუთოს მუდმივი საბჭოს ფორმატი, ეუთოს მინისტერიალები. 2005წლის შემდეგ, 2012 წლამდე ვერც ერთხელ ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაშინ., როდესაც 2014 წლიდან ჩვენ შევძელით ეუთოს ფარგლებში, მიუხედავად იმისა რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა, ჩვენ შევძელით, ყოველწლიურად შევქმენით და საქართველოს მეგობარი ჯგუფის ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს საქართველოზე. ორი მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზეა მოწოდებული, რომელსაც უკვე ორი წელია ახალი განზომილება მივეცით. ქვეყნების მხარდაჭერის უპრეცენდენტო ზრდა აქვს ამ რეზოლუციას. ჩვენ შევძელით და თანაავტორებად გავიხადეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. შარშან 45 ქვეყანა იყო ამ რეზოლუციის თანასპონსორი, წელს 54-მდე გაიზარდა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ძალიან აქტიურად ყველა ფორმატის მაქსიმალურად გამოყენებას, იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 18:01

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი „სასამართლო სხდომა“ 25 იანვარს ჩაინიშნა

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 17:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: პოლიტსაბჭო იქნება ის ორგანო, სადაც გადაწყდება, რა სჭირდება პარტიას განახლებისა და გაძლიერებისთვის

„პარტიის ახალ თავმჯდომარეს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი, რომელიც თანაბრად უნდა იკისროს გუნდმა, მარტო თავმჯდომარე არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად გადაწყდა, რომ პოლიტსაბჭო გაფართოებულიყო და აქ თანაბრად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თბილისის მერი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

18 იანვარი 2021, 17:54

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება

ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატი, გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია კურორტ შოვამდე მისასვლელი გზა, ასევე სოფელ შქმერის, ბარისა და მრავალძლის შიდა სასოფლო გზებიც.

18 იანვარი 2021, 17:52

მსოფლიო

ტუნისში, ეკონომიკური კრიზისის გამო გამართულ აქციაზე 600-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

აქციებზე, რომელიც ზედიზედ სამი ღამე გრძელდებოდა, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. საჭირო გახდა პროცესში უსაფრთხოების ძალების ჩართვაც, თუმცა მოქალაქეებმა გზები მაინც გადაკეტეს და მათ ქვები დაუშინეს. ამასთან, წვავდნენ საბურავებსა და ნაგვის ურნებს, რათა სამართალდამცველებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 17:40

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილი შანტაჟისა და საბოტაჟის რეჟიმშია

„პარლამენტი ლეგიტიმურია და ის აღიარა მსოფლიო საზოგადოებამ. მაგრამ ის რომ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ შემოდის, კარგ სურათს არ ქმნის“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2021, 17:39

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ენგურჰესის რეაბილიტაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. აღნიშნული მასშტაბური პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.

გიორგი ვაშაძე

18 იანვარი 2021, 17:36

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, უკვე იქნებოდა გამოყენებული, თუ რამე იციან, თქვან, თუ არა დაანებობ თავი ჭორაობას

ჩემზე რომ რამე კომპრომატი ოყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც მან არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2021, 17:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ენგურჰესზე სარემონტო-სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება

20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

დონალდ ტრამპი

18 იანვარი 2021, 17:32

მსოფლიო

ხვალ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღეა

19 იანვარი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღე იქნება. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მმართველობის დასრულებამდე 100-მდე პატიმარს შეიწყალებს. მათ შორის - მაღალი სოციალურ-ეკონომიკური კლასის დამნაშავეებსა და რეპერებს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

18 იანვარი 2021, 17:30

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძის განცხადებაზე: არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას

„ჩვენ არა თუ გიორგისთან, არამედ ფაქტობრივად ყველასთან გვქონდა ეს საკითხი ახალ წლებამდე გავლილი. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც გადალახა ზღვარი, მათ შორის „ლელოსთან“, გიორგი ვაშაძესთან და ა.შ. ყველამ იცოდა. მე არ მესმის რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას და ადამიანებთან, რომლებთან გუშინ ამ ყველაფერზე ჩვეულებრივად შეიძლებოდა საუბარი, დღეს ისინი უბრალოდ უარს ამბობენ. თუ ეს სისულელეა, გამოვიდნენ და ახსნან, რომ ეს სისულელეა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

18 იანვარი 2021, 17:22

რეგიონი

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

18 იანვარი 2021, 17:19

რეგიონი

დიდთოვლობის გამო, ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები გუდაურში საბაგირო ხაზით გადაიყვანეს

უკვე მერვე დღეა, უხვი ნალექის და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური - კობის გზა ჩაკეტილია. ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები გუდაურის მიმართულებით საბაგიროთი, სულ რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს. პარალელურად, ადგილზე საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას.

აბაშა

18 იანვარი 2021, 17:16

სამართალი

აბაშაში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

აბაშაში თავისუფლების ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი დაშავებული გადაიყვანეს.

18 იანვარი 2021, 17:15

ტაბლოიდი

საჰარას უდაბნოში მოთოვა🌨️❄️

საუდის არაბეთის ნაწილებში ჰაერის ტემპერატურა -2C გრადუსამდე დაეცა. უარყოფითი ტემპერატურა უდაბნოშიც დაფიქსირდა, სადაც ზაფხულში ჰაერი +50 გრადუსამდე თბება.

ალეკო ელისაშვილი

18 იანვარი 2021, 17:14

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ

„ქართული ოცნებაც“ ამბობდა და ლოგიკა არის ამაში სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

18 იანვარი 2021, 17:01

სამართალი

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი იყო. პირველი საკითხი ეხებოდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში, კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციას.

18 იანვარი 2021, 16:59

საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს

რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

18 იანვარი 2021, 16:56

რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა. საქმეზე გამოცხადდა შესვენება. მომდევნო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ალეკო ელისაშვილი

18 იანვარი 2021, 16:50

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია

„ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით და ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით და ორ დღეში იძახი, რომ ეს არის მიუღებელი. ამ ორ დღეში რა მოხდა ვაშაძის თავს, არ ვიცი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

18 იანვარი 2021, 16:46

საზოგადოება

„ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ 18 იანვრიდან მეორე სემესტრი დაიწყო.