Imedi /  26 ოქტომბერი 2020, 15:13 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ეს პროცესი არ გაჩერდება და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უნდა უკან წაიღოს აღიარება. სხვა გზა ურთიერთობის მოწესრიგების არ არსებობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

„ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მის დღის წესრიგში მუდმივად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები საკითხი. საქართველოს მხარდამჭერი ის უპრეცენდენტო აქტი, რომელიც მიიღო ამერიკის შეერთეულმა შტატებმა და რომელიც არის ყოვლისმომცველი, პირდაპირ საუბრობს, სანქციებზე იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინც შეეცდება, რაიმე სახის ფინანსური ურთიერთობის დამყარებას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. ასევე, პირველად, 2017 წელს, აერიკის შეერთებული შტატები კონსოლიდირებულ აქტში გაჩნდა ჩანაწერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

არაღიარების პოლიტიკა ჩვენს სამომავლო პროგრამაში იქნება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. მას მოაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი. თქვენ იხილეთ, ორმა ქვეყანამ ჩვენი აქტიური ჩართულობით, უკან წაიღო აღიარება. ეს პროცესი არ გაჩერდება და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უნდა უკან წაიღოს აღიარება. სხვა გზა ურთიერთობის მოწესრიგების არ არსებობს. ეს გზა გადდის ამ წითელ ხაზზე, რაც არსი დაკავშირებული დეოკუპაციასთან. მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშავებთ ხალხთა შორის ურთიერთობაზე, ტურიზმის აღდგენასა სხვა ჰუმანიტარულ განზომილებაზე,

დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობისა და კონსოლიდაციის მიზნით მუშაობის გაგრძელებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ისინი გამოაცოცხლებენ ჟენევის მოლაპარაკების პროცესს, რომელიც არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ყველა საერთაშორისო აქტორის ჩართულობით საქართველო რუსეთთან დეოკუპაციასა და მწვავე პრობლემებზე საუბრობს.

„აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დღისწესრიგი მუდმივად იდგეს ყველა ჩვენი სტრატეგიული თუ საერთაშორისო პარტნიორის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. ჩვენ აუცილებლად გამოვაცოცხლებთ ჟენევის მოლაპარაკების პროცესს. ჟენევა ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ყველა საერთაშორისო აქტორის ჩართულობით ჩვენ რუსეთთან დეოკუპაციასა და მწვავე პრობლემებზე ვსაუბრობთ. საქართველო თანმიმდევრულია ყველა ნაბიჯში. ჩვენ აღებული გვაქვს ძალის არგამოყენების ვალდებულება და იმავეს ვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნებას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმების იპლემენტაციას. ეს მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

მელანია ტრამპი

19 იანვარი 2021, 02:36

მსოფლიო

მელანია ტრამპი: ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ამერიკის მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ „ამერიკელებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ძალადობა არასდროსაა პასუხი და მას არასდროს ექნება გამართლება“.

ჯუზეპე კონტე

19 იანვარი 2021, 01:07

მსოფლიო

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა

იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

19 იანვარი 2021, 00:10

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

„ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაგო ხვიჩია

19 იანვარი 2021, 00:02

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ფასილიტატორები სერიოზულად არ უყურებენ ისეთ ბოიკოტს, სადაც ოპოზიცია ხელფასს იღებს

„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ის ხალხი, რომელიც წინა პარლამენტში იყო, ავტომატურად იღებს ფულს. სამადაშვილის განცხადებას მოუსმინეთ და თქვენ თვითონაც იგივე შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რაც მე. იგივე შთაბეჭდილება რჩებოდათ ფასილიტატორებს, დამკვირებლებს, „ქართული ოცნების“ წევრებს და ამიტომაც არ უყურებენ ბოლომდე სერიოზულად ასეთი ტიპის ბოიკოტს, სადაც ოპოზიცური ძალები ხელფასს იღებენ - მე ამის გამორიცხვა მინდოდა. მე მინდოდა მკაცრი ბოიკოტი, მართლა ბოიკოტი, რომ ვერავის მსგავსი შეურაცხყოფა ვერ მოეყენებინა. ეს არ გამოვიდა. ახლა მინდა შეთანხმება ისეთი, რომ მაქსიმალური წამოვიღო „ქართული ოცნებიდან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

18 იანვარი 2021, 23:51

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 24 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 24 მილიონს გადააჭარბა.

18 იანვარი 2021, 23:42

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

18 იანვარი 2021, 23:40

სამართალი

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:28

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი ვთქვი, რომ ბოიკოტი ყოფილიყო წმინდა - პირველი აქ გაირყვნა ბოიკოტი

ბოკერიამ თქვა, რომ პარტია დაეშლებათ და ხალხი დარჩებათ პურის გარეშე, თუ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარსიტყვიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. მან დეტალურად გაიხსენა ის შეხვედრა, სადაც გაირკვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ გარდა ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას აპირებდა. „იყო რამდენიმე საკითხი, რაც ოპოზიციის მოლაპარაკებებზე კონფლიქტებს იწვევდა. ამ კონფლიქტების წყარო მე ვიყავი. ამ საკითხებზე „გავჭედე“. ერთ-ერთი იყო ბიუჯეტიდან ფულის აღების საკითხი. ბოკერიამ თქვა, რომ პარტია დაგვეშლება, ხალხი დაგვრჩება პურის გარეშე. 3,5 მილიონ ლარზე ვამბობ უარს. თქვენ როგორ გგონიათ, მე ისეთი მდიდარი ადამიანი ვარ, რომ ეს ფული არ გვჭირდება?! მაგრამ მე უარი ვთქვი იმიტომ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო წმინდა და არ ყოფილიყო შერყვნილი. პირველი აქ გაირყვნა ბოიკოტი“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

აკაკი საღირაშვილი

18 იანვარი 2021, 23:21

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა. 2018 წლიდან დღემდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდა, „ევროპულ საქართველოს“ – არა

არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ პოლიტიურად არ აწყობდათ შეთანხმება და ეს ჩემთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:11

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების” წინადადება ჩემთან ბადრი ჯაფარიძის გავლით მოდიოდა

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ინდივიდუალური კომუნიკაცია ჰქონდათ პარტიებთან და მისთვის ცნობილია, რომ „ოცნებას“ ზურაბ ჯაფარიძესთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:08

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: გული მწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ისე წავიდა პოლიტიკიდან, ვერ გავიცანი

„სამწუხაროდ ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კომუნიკაცია არ არის. მზად ვარ, „ოცნებასთან“ ვილაპარაკო, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ტვ.„პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბორის ჯონსონი

18 იანვარი 2021, 22:53

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 22:35

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილს: არასწორია, როცა მოლაპარაკებაში მონაწილე მთავარი ადამიანი - ამერიკის ელჩი პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდებს და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები

„ჩვენს ყველა მეგობარს ეტყობა ჩვენკენ (ოპოზიცია) არის თუ ხელისუფლებისკენ. პარლამენტის პირველ სხდომაზე ვნახეთ, რომ ამერიკის ელჩი მივიდა და მერე მოგვიწოდა, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ აგროვებ. არასწორია, როდესაც მთავარი იმედი, ვისიც გაქვს, ის ხალხი გეუბნება, რომ უნდა შეხვიდე პარლამენტში და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები.“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

18 იანვარი 2021, 22:34

მსოფლიო

ესპანეთის პოლიციამ ორი ტონა კოკაინი ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ამოღებულია ორი ტონა კოკაინი. ნარკოტიკები ალხესირასის პორტში ნახშირით დატვირთულ კონტეინერში იყო დამალული. პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კონტეინერი ესპანეთის ტერიტორიაზე პარაგვაიდან მოხვდა. სპეცოპერაციის ფარგლებში 12 პირია დაკავებული.

18 იანვარი 2021, 22:06

ეკონომიკა

საქართველოდან ექსპორტზე 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გრძელდება. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უკვე ექსპორტირებულია 35 435 ტონა, რაც გასულ წელთან შედარებით 22% -ით მეტია.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 21:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ერთადერთი, ვისაც ამ ქვეყანაში ვენდობი - ამერიკის ელჩია

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო მოლაპარაკების მაგიდასთან მყარად ჯდომა. რომ იქ ჩვენ არავის გავეკრიტიკებინეთ და არ წაგვეგო ფასილიტატორებთან მოლაპარაკება. ჩვენ დავინახეთ პროცესი, რომ ელჩები არ არიან ჩვენკენ. მერე ეს დადასტურდა იმით, რომ გამოვიდა ამერიკის ელჩი და პარლამენტში შედითო გვითხრა, მაგრამ ეს ტენდენცია მანამდეც ჩანდა. ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ამ ქვეყანაში ვენდობი, არის ამერიკის ელჩი და საელჩო“.

18 იანვარი 2021, 21:58

სამართალი

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებული, გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა აღკვეთის სახით მძევლების აყვანაში ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 21:55

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პროპორციული უბარიერო არჩევნები, რომლისთვისაც მთელი ოპოზიციური სპექტრი იბრძოდა, უცებ აღარავის დააინტერესებდა

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იბრძოდა პროპორციული უბარიერო არჩევნებისთვის, უცებ არავის დააინტერესებდა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. „თქვენ დაინახეთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ამაზე მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ და ყველა გადავიდა - „ხელახალ არჩევნებზე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ და მიანიშნა კოლეგებთან ამ საკითხზე კამათზეც.

18 იანვარი 2021, 21:47

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 84 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 287 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 455 ადამიანი გარდაიცვალა.