imedi /  26 ოქტომბერი 2020, 22:00 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა და ეს მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

„ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის განვითარება, სახელმწიფო მმართველობის დანერგვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გორში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა წარმოადგენს პრიორიტეტს, მთავარ საზომს და პრინციპს და ეს მიდგომა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

„ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ეტაპზე, საქმიანობის ნებისმიერ ფორმატში ეს მტკიცედ წარმოადგენდეს ჩვენი საქმიანობის პრინციპს და მას განუხრელად ვემსახუროთ. ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან კვლავაც უმთავრესად განიხილება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს აღიარებული იქნას, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ხელისუფლების უმთავრესი მიზანი და ნომერ პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და სწორი ნაბიჯები გადაიდგას ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების გამთლიანებისთვის ყველა ასპექტში. ქვეყნის უსაფრთხოება კვლავაც იქნება განხილული გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, რაც ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ იქნება ჩართული საერთაშორისო პლათფორმებში, რომელთა მიზანი ტერორიზმთან გლობალურად ბრძოლაა. ეს ხელს უწყობს ჩვენს აქტიურ ჩართულობას, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას, რაც იმავდროულად გულისხმობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნვას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ისეთ მნიშვნელოვან და საკვანძო თემას, როგორიც კიბერუსაფრთხოებაა.

„ამ მიმართულებით, იმის კვალდაკვალ, რაც უკვე განხორციელდა, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება მომავალში დაგეგმილი აქტივობები და ესეც ცხადდება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომელშიც ჩართული იქნება არაერთი სახელმწიფო უწყება და რომლისთვისაც ეს იქნება საკვანძო მომენტი. ეს გულისხმობს საკმაოდ ფართო სპექტრს ურთიერთობებისა და იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას ყველა სახელმწიფო დაწესებულებისგან, რომელიც უზრუნველყოფს მაგალითად სახელმწიფო სერვისების მიწოდებას, დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და სხვა. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის განვითარებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს“ განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები პროკურატურის მიმართულებით.

„რამდენიმე წლის წინ პროკურატურის დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა იყო და ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. არსებობს სრულყოფილი სამართლებრივი გარანტიები საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში პროკურატურა წარმოადგენდეს პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ამგვარად უზრუნველყოფდეს იმ ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რომელიც მის წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით კვლავაც პრიორიტეტული დარჩება პროკურატურის ამ მიმართულებით შემდგომი განვითარება. მნიშვნელოვანია, განვითარდეს ხარისხობრივი თვალსაზრისით ყველა ის მიმართულება, რომელიც ზოგადად უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, უმაღლესი სტანდარტის გამოძიების ჩატარებას და აქედან გამომდინარე მართლმსაჯულებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

მართლწესრიგის დაცვის და ცხოვრების უსაფრთხო და ჰარმონიული პირობების შექმნაში განუზომლად დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით ჩვენი საამაყო პოლიციის როლი და მისია. მათთან მიმართებაშიც განსაკუთრებულია ის გეგმები, რომელიც ასახულია ჩვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში.

პოლიციის განვითარების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარტნიორ უწყებებთან კოორდინაციით გეგმავს, ამაღლდეს დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა, რაც განხორციელდა ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვის მხარდამხარ.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მნიშვნელოვანია რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება და სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა. აუცილებელია მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ყველა მონაწილის ეფექტიანი მუშაობა და შესაბამისად ამ მწყობრი სისტემის გამართვა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი განვითარება გაგრძელდება "სისტემური განახლების" კონცეფციის შესაბამისად, რაც მოიცავს როგორც სტრუქტურულ რეფორმებს, ისე შინაარსობრივ ცვლილებებს და საკანონმდებლო ინიციატივებს.

გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც საპოლიციო საქმიანობის საფუძველია. კრიმინალური პოლიციაში დასრულდება ოპერატიული საგამოძიებო საუბნო მიმართულების მკაფიო გამიჯვნა და გაიზრდება გამოძიების ეფექტიანობა. განვითარდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რომელიც მთავარი პრიორიტეტი იქნება ორიენტირებული დანაშაულის პრევენციაზე, უპირატესად რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის.

საგამოძიებო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა, რომელთან დაკავშირებით მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და წარიმართა.

რეფორმის მიზანია გამოძიების პროცესში გამომძიებლების მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და სამოქმედო გეგმა, რომლის იმპლემენტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

საგამოძიებო სისტემის რეფორმის მომდევნო კომპონენტია შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის დანერგვა. დაინერგება ასევე დანაშაულის პრევენციაზე მიმართული მიდგომები, მათ შორის ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი. ამ მიზნით გაგრძელდება ანალიტიკოსთა ქსელის შექმნა საპოლიციო დანაყოფებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან.

2017 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს და კვლავაც ითანამშრომლებს ევროპულთან, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საერთაშორისო ძალისხმევის იმპლემენტაციისთვის ჩვენი ქვეყნის მართლწესრიგის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება აქტიური ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოდანაშაულთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს საქართველო შეუერთდა პომპიდუს ჯგუფის სახელმწიფოთა რიგს, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის მიერ ეფექტიანი ნარკოპოლიტიკის განხორციელებას მომდევნო წლების განმავლობაში.

სამომავლოდ კვლავაც გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის შემდგომი დახვეწა, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს და დამნაშავეობასთან ბრძოლასაც უფრო ეფექტიანს გახდის. ეს განხორცილდება ადამიანის უფლებათა პრიორიტეტულობის დაცვითა და უზრუნველყოფით. იმავდროულად, ეს კანონმდებლობა უფრო ეფექტიანს გახდის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას სისხლის სამართლის, საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა ერთ-ერთია იმ გეგმათა შორის, რომელსაც ვისახავთ მიზნად, რომ შეიცვალოს. ვინაიდან დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსი ვეღარ უმკლავდება თანამედროვე გამოწვევებს, რომელიც მოიტანა დრომ და შესაბამისად, უფრო მაღალი სტანდარტის დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი.

ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ეს ფუძემდებლური პრინციპები სამომავლოდაც იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავრი პრიორიტეტები და ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ იქნება უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფერო.

აქვე უნდა ითქვას, რომ მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული საარჩევნო პროგრამით.

მომდევნო 4 წლის მანძილზე განსაკუთრებულად ხელი შეეწყობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დახვეწასა და გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეული სავარუდო ფაქტის ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საბოლოოდ ჩამოყალიბდება იმ უწყებად, რომლის მიერ ჩატარებული გამოძიება არ გააჩენს მიუკერძოებლობის ნიშნებს. სწორედ ეს იყო მთავარი მოტივი და მამოძრავებელი იდეა, რამაც განაპირობა იმ საკანონმდებლო აქტის მიღება, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი ორგანო“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, პენიტენციური სისტემის მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობის პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

„ამ მიზნით იგეგმება და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მხოლოდ ნაწილზე მექნება საუბარი ამჟამად იმ ამბიციური გეგმებიდან, რასაც მოიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ახლახანს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რეალურად პენიტენციურ სისტემას შეესრულებინა ის ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს მისი მოვალეობა და ეს გახლავთ სასჯელის რეალურად აღსრულება, რაც გულისხმობს ადამიანის, მსჯავრდებულის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია იმ გეგმების განხორციელება, რომელიც დაწყებულია. გამოვყოფდი რამდენიმეს - პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური მიახლოება, ახალი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება უსაფრთხოების, ადამიანის უფლების და რეაბილიტაციის დარგში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების ჩამოყალიბება, სადაც ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე, პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების გარე პერიმეტრის დაცვისა და ესკორტის ღონისძიებების გაუმჯობესება დაწესებულებიდან გაქცევის, მიმალვის ან დაწესებულებაში უკანონო ნივთების შეტანის შესაძლებლობის შემცირების მიზნით.

უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დარჩება და უფრო მეტად გააქტიურდება მუშაობა პენიტენციურ სისტემაში იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების დასანერგად და დასახვეწად, რაც გულისხმობს მსჯავრდებულ პირთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

„ქართული ოცნების„ ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამართალდამცველთა უზრუნველყოფა ცხოვრებისა და სამუშაოს ღირსეული პირობები.

ბოლოს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო თითოეული პოლიციელის, თითოეული სამართალდამცველის მიმართ, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად დგას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე და ამით ამაყად წარმოადგენს სხვა ყველა პროფესიათა შორის ყველაზე ღირსეულს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

პოლიცია

27 ნოემბერი 2020, 09:39

სამართალი

პოლიციამ თბილისში დააკავა ბრალდებული, რომელმაც სავარაუდოდ თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 09:16

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დავტოვებ, როდესაც საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 ალეხანდრო საბელია

27 ნოემბერი 2020, 09:09

მსოფლიო

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ბუენოს-აირესის კარდეოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის საბილიას გულის პრობლემები ადრეც ჰქონდა.

არგენტინა

27 ნოემბერი 2020, 09:01

მსოფლიო

ბუენოს-აირესში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ. ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების გამო ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში იყო დასვენებული, საღამოს კი ფეხბურთელი კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 08:45

COVID19

ევროპაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იტალიაში ვლინდება

13 500-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში კი, ბოლო 24 საათში, 12-ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ეპიდვითარების დამძიმების გამო გამო, საკარანტინო ზომები გაამკაცრა სერბეთმა, სადაც სავაჭრო დაწესებულებები მკაცრი რეგულაციებით იმუშავებს. ა.

ჯანმო

27 ნოემბერი 2020, 08:29

COVID19

ჯანმო: აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები

მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა, ხალხი რომ მეტად იყოს დაკავებული სპორტით, როგორიცაა მაგალითად, სიარული ან სირბილი. „ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

მესამე რაუნდი

27 ნოემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაიმართება

მმართველი გუნდის ოპონენტები, კვლავ ბოიკოტის რეჟიში არიან და გადაწყვეტილებას არ ცვლიან. „ქართულ ოცნებაში'“ აცხადებენ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ მოხდება. სახელისუფლებო პარტია იმედოვნებს, რომ ისინი კონსენსუსურ ვარიანტზე შეჯერდებიან.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 08:00

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25000-ს აღემატება

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მეზობელ ქვეყნებშიც იზრდება. რუსეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25000-ს აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-მა 179 ადამიანი იმსხვერპლა თურქეთში, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 657-ით გაიზარდა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის სულ 118 690 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული

საქართველოში კორონავირუსის სულ 118 690 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 98 781, გარდაცვლილია - 1124 , კარანტინის რეჟიმშია - 2037, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 6165, კოვიდ სასტუმროში 3920 პაციენტი იმყოფება.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა მილიონ 400-ათასზე მეტი ადამიანი, 42 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:47

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 131 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში, სულ 77 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 5 732 შეადგენს.

27 ნოემბერი 2020, 07:39

COVID19

ხვალიდან საქართველოში ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება

ხვალიდან ქვეყანაში ახალი, ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლის უმეტესობაც პირველ თებერვლამდე, ქვეყნის დიდ ქალაქებს შეეხება. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე შეზღუდული იქნება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა, მუშაობას წყვეტს სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები, ხოლო გატანის სერვისზე გადადიან რესტორნები და კვების ობიექტები.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 01:34

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოსვკაია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოსვკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე პარტიების დაფინანსებაზე: ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს

ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს, შეეძლოთ მიეწერათ უარი, ან არც არაფერი მიეწერათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსების მოთხოვნით, ფაქტობრივად, 14 პარტიიდან ათისგან არჩევნების შედეგის აღიარება მოხდა.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა!

სუბარმა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 მლნ ლარის დაფინანსებაზე უარის თქმა უჭირს, მაშინ როდესაც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადა, რომ თუ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მაშინ პარტიების დაფინანსებაზეც უარი თქვან.

27 ნოემბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანისა და კარლ ჰარცელის შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა დეზინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - თითქოსდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს შეხვდა - საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დენზელ ვაშინგტონი

27 ნოემბერი 2020, 00:44

კულტურა

The New York Times-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო მსახიობები დაასახელა

რეიტინგის პირველ ადგილს დენზელ ვაშინგტონი იკავებს. NYT მას „ეკრანის ტიტანს“ უწოდებს. მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იკავებს, ლიდერთა სამეულში ასევე დენიელ დეი-ლიუსი მოხვდა - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის 3 „ოსკარი“ მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში უბნების გახსნა და ხელახლა გადათვლა

ორ ნაწილად იყოფა მოსარჩელეთა რაოდენობა, ესენი არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუ ჩვენ ვნახავთ საჩივრების რაოდენობას, მაგალითად რამდენი დაიწერა სამოქალაქო სექტორის მიერ 2016 წელს, ვნახავთ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დაიწერა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ უბნები გახსნილიყო.

27 ნოემბერი 2020, 00:29

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო უწყება: საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამომრჩეველმა მეორე ტურში კიდევ ერთხელ თქვა, ბეჭედი დაუსვა, რომ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“

„მეორე ტურში, ოპოზიცია აცხადებდა, რომ არ იღებს მონაწილეობას, მოუწოდებდა ხალხს არ მისულიყვნენ არჩევნებზე. ისინი მაინც აქტიურობდნენ, ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, მაგრამ საჯარო მოწოდებები იყო, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას და ეს ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. შემოდგომაა, ციოდა იმ დღეს, გვიან თენდება, ადრე ღამდება, კოვიდი ადის პიკში, წვიმდა ბევრ რაიონში და ამ პირობებშიც კი, უამრავი ადამიანი მაინც მივიდა, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა, ბეჭედი დაესვა, რომ დიახ, ეს რის ჩვენი არჩევანი. პირდაპირ გაიმეორეს ის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, ეს არის მათი არჩევანი და ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში იმ კურსის გაგრძელებას, რაც იყო 8 წლის განმვალობაში და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. თუ გაყალბება იყო, გაყალბება მეორე ტურში გაცილებით მარტივი იქნებოდა. დამკვირვებლები იყვნენ საკმარისად, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხომ გაიწვიეს თავიანთი წევრები და დამკვირვებლები. პირველ ტურში იყო შესაძლებელი გაყალბება და მეორეში გაძნელდა? გამორიცხული იყო, პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც. „საია“ „სამართლიანი არჩევნები“ ყველას ჰყავდა წარმომადგენელი. ჩემს ოლქში 100-მდ სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.