imedi /  20 ივნისი 2017, 19:23 / სანდო წყარო

იან კელი: თქვენი მეზობელი არ თვლის, რომ თქვენ ხართ სუვერენული

იან კელი

იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის თქმით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო არ გახდეს ნატო-ს წევრი. ამის შესახებ მან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

"ზეწოლა ძალიან ძლიერია. თქვენ გყავთ მეზობელი რომელიც შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრს ლაპარაკობს სუვერენიტეტის დაცვაზე და პატივისცემაზე, მაგრამ არაფერს იცავს, ის არ თვლის, რომ თქვენ ხართ სუვერენული, არ თვლის, რომ უნდა იყოთ დამოუკიდებელი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ შეიცვალოს მდგომარეობა, არ შეხვიდეთ ნატოში",- განაცხადა კელიმ.

მისივე თქმით, ამერკის შეერთებული შტატები საქართველოს პროგრესს ხედავს. 

"ამიტომაც ჩვენ აი ამ უზარმაზარ ინვესტიციას ვახორციელებთ, რომ მხარი დაგიჭიროთ, გაგაძლიეროთ და ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებას. ახლა ის მომენტი გვაქვს, რომ უნდა გადავხედოთ წარსულს და ჩვენ მართლა ვხედავთ, ძალიან ბევრს მიაღწიეთ... ახლა საქართველოს დაუდგა ის დრო, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებიდან გადავიდეს ნამდვილად დამოუკიდებელი მმართველობის ინსტიტუციების ჩამოყალიბებაზე. 

აუციელებლია პარლამენტმა იკისროს თავის თავზე საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა სასამართლო სისტემასთან, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი იმისათვის, რომ მოსამართლემ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც აბსულუტურად არ არის კავშირში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი. იცით თქვენ, მე რასაც ვგულისხმობ.სამივე შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი, თანასწორი.

ჩვენ კარგად გვესმის რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რასაც მიაღწიეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ველით, რომ კიდევ წინ წახვალთ",- განაცხადა იან კელიმ. 

საქართველოს პარლამენტი დღეს მსოფლიოს 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილე მისასალმებელი სიტყვით, პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. 

ყველა სიახლე

12 ივლისი 2024, 20:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

დევიდ ლემი

12 ივლისი 2024, 20:07

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი, სამწუხაროდ, კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როცა პუტინი წავა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

12 ივლისი 2024, 19:56

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:41

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობაზე: ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს, თითქოს, რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს ეს გაუბედეს

ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, მაშინ შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს. თითქოს, ევროკავშირი როცა ფუძნდებოდა ან ნებისმიერი გაფართოების დროს რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს გაუბედეს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“.

გოგა ხაინდრავა

12 ივლისი 2024, 19:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სადაც ბაიდენს ტრამპი ვიცე-პრეზიდენტი ჰგონია, ხოლო ზელენსკი პუტინი, ქართული კანონი რუსული რომ ეგონოთ, რა მოხდა? FARA-ც რუსულიაო, გვიმტკიცებდნენ

„თეთრი სახლის ცკ-ის ინსტრუქტორებმა მოუხშირეს ჩამოსვლა და „რუსული კანონის“ გამო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთი.

12 ივლისი 2024, 19:27

მსოფლიო

გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:19

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სურთ, უთხრან საზოგადოებას, რომ არაფერი კავშირი აქვთ სისხლიან რეჟიმთან და ცალ-ცალკე მოვალენ პარლამენტში

„ომის ქარტია“, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეადგინა, მისი შესრულება ტექნიკურად, სამართლებრივად უბრალოდ, წარმოუდგენელია, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ აქტს შესრულება არ უწერია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

12 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

1 ოქტომბრიდან ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივლისი 2024, 18:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს.

ვატო შაქარიშვილი

12 ივლისი 2024, 18:55

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ჩვენ ვართ მძევალი ევროინტეგრაციის საკითხისა და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია სასწრაფოდ დისკუსიის გახსნა, რომ საქართველომ მოიპოვოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი

თავიდან ბოლომდე ტყუილია ეს განცხადება, დაწყებული მისი საფუძვლებიდან, რაზეც მიუთითა ელჩმა. პირველ რიგში, კითხვა ის არის, რის შეჩერებას აპირებს საფრანგეთი, რაც არ არსებობს რეალურად? საქართველოს ბიუჯეტი არანაირად არ არის დამოკიდებული არც საფრანგეთისგან მიღებულ დახმარებებზე, არც რომელიმე გაერთიანების ან რომელიმე ცალკეული სახელმწიფოსგან მიღებულ შემოსავლებზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა საფრანგეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

12 ივლისი 2024, 18:53

მსოფლიო

ერდოღანი: ნატოს ფარგლებში ისრაელთან თანამშრომლობის მცდელობები მიუღებელია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატოს ფარგლებში ისრაელთან თანამშრომლობის მცდელობები მიუღებელია. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გიორგი მიქაუტაძე

12 ივლისი 2024, 18:47

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა უეფას „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდეს

უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024 ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდება, ოქროს ბუცი ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ. ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა The Independent-ი იუწყება. კერძოდ, დღეის მონაცემებით, ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი გატანილი აქვთ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ჯამალ მუსიალას, ინგლისელთა ფორვარდს ჰარი კეინს, ჰოლანდიელ ფეხბურთელს კოდი გაპკოს, ესპანეთის შემტევ ნახევარმცველს დანი ოლმოს, სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელს ივან შრანცს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს.

12 ივლისი 2024, 18:45

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თავის მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ წარდგენისას განაცხადა, რომ ეს ინსტიტუციური გადაწყვეტილება ახალგაზრდებისთვის პარტიის გახსნას ემსახურება.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 18:40

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური მიმართულება, დასავლური კურსი და ეს კურსი დღესაც გრძელდება - სრულიად წარმოუდგენელია, დღეს ვინმემ დააბრალოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა

სრულიად წარმოუდგენელია, დღეს ვინმემ დააბრალოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, ქვეყნის სუვერენიტეტის ან ინტერესების უკანა პლანზე გადატანა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 18:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე დასავლელი პარტნიორების განცხადებებზე: ეს არის განაცხადი, რომ „თქვენ გყავთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ აღარ გვიჯერებს, ამიტომ თქვენ უნდა დაისაჯოთ თქვენი არჩევანისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის"

ეს არის განაცხადი, რომ „თქვენ გყავთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ აღარ გვიჯერებს, ჩვენს ჭკუაზე აღარ დადის, ამიტომ თქვენ უნდა დაისაჯოთ თქვენი არჩევანისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ დასავლელი პარტნიორების მინიშნებებზე საუბრისას იმის შესახებ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები განახლდება, როცა 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა გაგრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 ივლისი 2024, 18:24

მსოფლიო

POLITICO: ნატოს სამიტზე კიევმა ვერ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, მაგრამ ნატო დათანხმდა გამოეცხადებინა, რომ უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია

უკრაინელი ლიდერები დიდწილად კმაყოფილნი არიან ვაშინგტონში ნატოს სამიტის შედეგებით, მით უმეტეს, რომ ყველაფერი ბევრად უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

ბექა დავითულიანი

12 ივლისი 2024, 18:15

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: განცხადებები იმის შესახებ, თითქოს წინასაარჩევნო გარემო იყო ცუდი, თითქოს იყო დარღვევები, დარჩება განცხადებებად და ამას ფაქტებით ვერავინ დაასაბუთებს. საბოლოო ჯამში არჩევნების აღიარება მოუწევს ყველას

დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დააკომპლექტებს უპრობლემოდ, იქნება მმართველი ძალა. რაც შეეხება ოპოზიციას, რაც დღეის მდგომარეობით ჩანს, კიდევ 2 ჯგუფი ლახავს ბარიერს, დანარჩენები ვნახოთ, როგორ გადაეწყობიან, - ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

12 ივლისი 2024, 18:12

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი აშშ-ზე: ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ და ვთავაზობთ მათ - მოდით, გადატვირთოთ ურთიერთობები, რადგან ამ ურთიერთობების დაძაბვა არც თქვენს ინტერესებშია და არც ჩვენსაში

ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ და ვთავაზობთ მათ ღიად, რომ მოდით, გადატვირთოთ ურთიერთობები იმიტომ, რომ ამ ურთიერთობების დაძაბვა არც თქვენს ურთიერთობებშია და არც ჩვენსაში,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

12 ივლისი 2024, 17:59

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოუწევთ დაჯდომა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან მათთვისაც არსებითია და ჩვენთვისაც, რომ საქართველო მოხვდეს ევროკავშირში

„ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში ვიღაცები გვხედავდნენ, როგორც გარკვეული როლის შემსრულებელ ინსტრუმენტს. ჩვენ ვთქვით უარი ამ როლის ისე შესრულებაზე, როგორც გვთავაზობდნენ, შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტები. მათთვის აღმოჩნდა, რომ არა, კონკრეტულად ისე დირექტიულად უნდა შევასრულოთ, რასაც გვეუბნებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ დასავლელ პარტნიორებთან გამწვავებული ურთიერთობების შეფასებისას განაცხადა.

რუსეთ-ფინეთის საზღვარი

12 ივლისი 2024, 17:58

მსოფლიო

Reuters: ფინეთმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან მიგრანტების შესვლას კრძალავს

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ფინელ მესაზღვრეებს უფლებას აძლევს არ შემოუშვას ქვეყანაში რუსეთიდან შემოსული ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთიდან ქვეყანაში 1 300 ადამიანზე მეტი შემოვიდა. ამის გამო ფინეთმა რუსეთი მიგრაციის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. ფინეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოსკოვი ათობით მიგრანტს სირიიდან, სომალიდან და სხვა ქვეყნებიდან ახალისებს და ფინეთის საზღვრის კვეთისკენ მოუწოდებს. კრემლში აღნიშნულს უარყოფენ.