27 ოქტომბერი 2020, 17:52 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: ჩვენი მიზანია, შშმ პირებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათ ამის საშუალება ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

„ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ტრადიციულად ყოველ არჩევნებზე საარჩევნო პროგრამას ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ ფორმატში ბეჭდავს. კერძოდ, უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით და აუდიო ვერსიას, სმენის არ მქონე და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კი ჟესტურ ენაზე. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ.

„რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება სამნახევარჯერ გაიზარდა და 12,5 მილიონი ლარიდან დღეს უკვე 38 მილიონი ლარია. დაგეგმილია ყოველწლიური ზრდა. რაც მნიშვნელოვანია, გაიზარდა გეოგრაფიული არეალი, მისაწვდომობა და ბენეფიციართა რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც გვაქვს მისაწვდომობის გაზრდის კუთხით, შევქმენით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები და გარანტიები. „ქართულმა ოცნებამ" მოახდინა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რითაც კონვენციასთან ჰარმონიზაციის პროცესი დავასრულეთ და გადავდივართ იმპლემენტაციის ნაწილზე. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც გვაქვს ინკლუზიური განათლების მხრივ, სადაც 2012 წელს მხოლოდ 23 ადაპტირებული საჯარო სკოლა იყო, დღეს უკვე 1329 ადაპტირებული საჯარო სკოლაა და ეს პროცესი გრძელდება ყოველწლიურად. გარდა ამისა, სპეციალურ პედაგოგებს მიენიჭათ მასწავლებლის სტატუსი. ჩვენმა გუნდმა აღიარა აუტისტური სპექტრი. ჯერ თბილისში და შემდეგ რეგიონებში დავიწყეთ შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება, მაგრამ, ცხადია, ეს ყველაფერი არ არის თვითკმაყოფილების საგანი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, ამიტომ მომდევნო 4 წლის მანძილზე კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ყველა კატეგორიის შშმ პირს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი სარგებლობის გარანტიები“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ გადავიდეთ სოციალურ მოდელზე და მკაფიოდ ვთქვათ, რომ შშმ პირები არ არიან პაციენტები, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და მხოლოდ უფლებრივი პარადიგმით მივუდგეთ ამ საკითხებს.

„რამდენიმე პრიორიტეტზე შევჩერდები, რომელზეც ფოკუსს ჯგუფებში ვიმუშავეთ, როგორც შშმ პირებთან ერთად, ასევე ჩვენი გუნდის ლიდერები და წევრები იყვნენ ჩართული. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ დღემდე არ გვაქვს ისეთი პროგრამები რომელიც ზრდასრული შშმ პირების რეაბილიტაციის სერვისებს უზრუნველყოფს და ამ მხრივ ჩვენ დავიწყებთ უკვე იმპლემენტაციას და გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ასევე, ჩვენი პროგრამა ეხება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის, სტრატეგიისა და კონცეფციის შემუშავებას და ეტაპობრივ გადასვლას ამ მიმართულებით. რაც მთავარია, შეიქმნას ამისი შესაბამისი გარანტიები. ასევე მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ჟესტური ენა და მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია. ჩვენ უკვე ვაღიარეთ, რომ არსებობს ქართული ჟესტური ენა და ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. უსინათლო ადამიანების მიმართულებით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები საკანონმდებლო დონეზე, რომლებიც მათ დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა განახორციელა ქმედუნარიანობის რეფორმა, რომელსაც სჭირდება მეორე ტალღა.

„მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ იმპლემენტაციის ნაწილზე შევქმნათ შესაბამისი გარანტიები. ჩვენ გვსურდა, ეს პროგრამა პირველ რიგში შშმ პირებთან განგვეხილა, მაგრამ იმის გამო, რომ პანდემიიდან გამომდინარე შშმ პირები ვართ ის რისკჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულად მაღალია ამ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მედიასთან ერთად გავაკეთეთ ეს, უარი ვთქვით შშმ პირები მოგვეწვია და რისკფაქტორები გაგვეზარდა. მათთან ვიმუშავეთ ინდივიდუალურად, რასაკვირველია ყველა საკითხი მივიღეთ მათთან აქტიური კონსულტაციების გზით და რაც მთავარია, დღეიდან უკვე დავიწყებთ სიარულს შშმ პირთა ოფისებში, ორგანიზაციებში, რათა დავარიგოთ ადაპტირებული მასალა მათთან, როგორც ჟესტურ ენაზე, ისე აუდიო და ვიდეო ფორმატით. ეს იქნება მნიშვნელოვანი და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ პროცესში შშმ პირებთან ერთად ვმონაწილეობთ და ისინი გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს. ჩვენი პროგრამა ეხება აბსოლუტურად ყველა კატეგორიის და საჭიროების შშმ პირს“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას ულოცავს

„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში, მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

05 დეკემბერი 2020, 00:06

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 284 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ემანუელ მაკრონი

04 დეკემბერი 2020, 23:49

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

04 დეკემბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ეს კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, „გირჩი 2“-ის შექმნაზე

ეს კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, „გირჩი 2“-ის შექმნაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 23:32

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: 7 პარტიის მიერ შედგენილ პაკეტში ერთს პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას

ჩვენ არასდროს ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერიმა, ირმა ინაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც მან უპასუხა მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რატომ არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციასა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას.

გოგა ხაჩიძე

04 დეკემბერი 2020, 23:30

პოლიტიკა

გოგა ხაჩიძე: ახალგაღვიძებულზე იაგო ხვიჩიას გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, ულოგიკოდ, უმორალოდ, არის აუტანელი

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას კომენტარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი „გამოტანტალებები“ უადგილო და უდროო იყო, რაც მისთვის, როგორც პარტიის მხარდამჭერისთვის იყო აუტანელი.

04 დეკემბერი 2020, 23:28

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირქტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 23:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 482 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთანავე, 2 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 241 ადამიანი განიკურნა.

04 დეკემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.

04 დეკემბერი 2020, 22:59

მსოფლიო

გერმანიაში 92 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის პატიმრობა მეორედ მიესაჯა

ბერლინის, ტირგარტენის რაიონის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 92 წლის ურსულა ჰავერბეკს, რომელიც ჰოლოკოსტის უარყოფისთვის მისჯილი პატიმრობიდან მიმდინარე წლის ოქტომბერში გათავისუფლდა. გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ურსულა ჰავერბეკმა ციხეში 2,5 წელი გაატარა.

კორონავირუსის ტესტირება

04 დეკემბერი 2020, 22:58

რეგიონი

კახეთში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ სულ 5 ათას გადააჭარბა. ეპიდემიოლოგებმა ახალი დადასტურებული შემთხვევების 198 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. პარალელურად ცხელების ცენტრს დღეს 90-მა პაციენტმა მიმართა.

ლევან დავითაშვილი

04 დეკემბერი 2020, 22:32

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია

ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია. წლის განმავლობაში ჩვენ ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინალური სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 დეკემბერი 2020, 22:28

COVID19

ტედროს გებრეიესუსი: ჯანმო შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.

ზვიად შალამბერიძე

04 დეკემბერი 2020, 21:53

რეგიონი

კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება იმერეთის 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გუშინ და დღეს გამართულ შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება.

დევიდ ბიზლი

04 დეკემბერი 2020, 21:53

მსოფლიო

გაერო: 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.

04 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 214 ადამიანი გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2020, 21:24

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კორონავირუსით გარდაცვალება

04 დეკემბერი 2020, 21:22

COVID19

კახეთში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა

ხანდაზმული გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა. ის გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 21:19

COVID19

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ეუთო

04 დეკემბერი 2020, 21:11

პოლიტიკა

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურებულია სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.