27 ოქტომბერი 2020, 23:15 / სანდო წყარო

პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების სადამკვირვებლო მისია - მმართველი პარტიის მიერ გაშიფრული სქემა და სკანდალური დოკუმენტები

თითქმის ყველა არჩევნებზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და მათთან დაკავშირებული ადგილობრივი, ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან განცდა, რომ საარჩევნო პროცესი არასამართლიან, არაკონკურენტულ და ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს.

ამ ქმედებათა მიზეზი, ოპოზიციური ძალების მისამართით ელექტორალური მხარდაჭერის არარსებობაა. მიზანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა.

თუმცა, ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს მეგობარი ქვეყანა ერთხმად თანხმდება, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა არჩევნები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარიმართა.

ვინ დგას სინამდვილეში ვითომდა „ნეიტრალური“ სადამკვირვებლო ორგანიზაციების უკან და როგორ ორკესტრირებულად მუშაოებენ ისინი საარჩევნო ქაოსის შექმნაზე?

2020 წლის 31 ოქტომბერი საქართველოს ისტორიას თავს განსაკუთრებულად დაამახსოვრებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

მოქალაქეების მხრიდან ნების გამოხატვის თავისუფლება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. თუმცა, ამა თუ იმ მოვლენის მასშტაბი, ასევე რისკთა ფსონებს, ანუ პროვოკაციათა არსებობის შანსებსაც ზრდის.

საარჩევნო პროცესში მოქალაქის მხრიდან პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების თავისუფლების მონიტორინგს, სხვა დანარჩენებთან ერთად, სადამკვირვებლო ორგანიზაციები აწარმოებენ.

სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ, საარჩევნო უბანზე მისული თითოეული მოქალაქის, არჩევანი დაცული და დამოუკიდებელი იყოს.

რამდენად შესაძლებელია, გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესები მაშინ, როდესაც თავად, წესით ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალათა ინტერესების გამტარნი არიან?!

31 ოქტომბრის არჩევნებს, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობის, 129 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.

ერთი შეხედვით, ეს, თითქოს, სხვადასხვა ექსცესების არარსებობის საწინდარია, თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან, 32 პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთანაა აფილირებული.

არაერთი საჯარო წყაროს მეშვეობით დგინდება, რომ ამ 32 ორგანიზაციიდან, 20 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლდება, 8 „ევროპული საქართველოს“, 2 „პატრიოტთა ალიანსის“, 2 კი - „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის“

ამ მოცემულობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამა თუ იმ საჯარო სივრცეში, საკმაოდ მარტივად მოიპოვება.

ზემოთხსენებული 32 ორგანიზაციის წარმომადგენელთა პოლიტიკური ინტერესების ზოგადი სურათი ასე გამოიყურება:

სადამკვირვებლო ორგანიზაციებში საკუთარ წარმომადგენელთა რაოდენობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

საინტერესოა, რომ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ასევე დაკავშირებულია „ჰაბი საქართველოსთან“. ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე , სხვადასხვა პოზიციებს, ერთდროულად ორივე ორგანიზაციაში იკავებენ.

ჰაბი-საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კი, ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმა, გიორგი კოდუაა.

ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ლაშა ადამია.

ზემოთ ხსენებული პარტიას უჭერენ მხარს „მოძრაობა ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივასა“ და „ალტერნატივა ნჯო-საც“.

გარდა იმისა, რომ ორივე ორგანიზაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ წარმომადგენლებს ვხვდებით, მათ ანზორ გუბაევიც აერთიანებთ. ის „ალტერნატივა ნჯო-ს“ გამგეობის წევრი და ამავდროულად „მოძრაობა ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ თავმჯდომარეა. გუბაევი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებებს აქტიურად აზიარებს.

ერთმანეთთანაა კავშირში „დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია - თანადგომა“ და „მშვიდობის ლეგიონი ფენიქსიც“.

ამ უკანასკნელის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ წერედიანია. ამავე ორგანიზაციაში მისი მოადგილის პოზიციას, ნინო კვარაცხელია იკავებს. კვარაცხელია ასევე „დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია- თანადგომის“ თავმჯდომარეცაა და სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

დანარჩენი ორგანიზაციები: „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, „ახალგაზრდა თაობა“, „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“, „დემოკრატიული რეფორმების ცენტრი“, „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“, „აჭარის განვითარების ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“, „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი“, „სოციალური გარემო“ და „ახალი ხედვა - საქართველო“ ისევე, როგორც ზემოთ ნაჩვენებ შემთხვევებში, ამა თუ იმ ფორმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს, თანამოაზრეებსა თუ შემომწირველებს აერთიანებს.

თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორი“.

ეს უკანასკნელი, შეიძლება ითქვას, რომ ჰიბრიდული ორგანიზაციაა და აერთიანებს, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მაგალითად, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრები პაატა მანჯგალაძე და თეონა ჭალიძე, გიორგი ვაშაძის პარტიის პროპორციული სიის წევრები არიან.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებში საკუთარ წარმომადგენელთა რაოდენობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. აღნიშნულ პარტიასთან კავშირი, 2020 წლის არჩევნებზე რეგისტრირებულ, 20 ორგანიზაციაში მოიძებნება.

აქ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილ ლიდერებს, ისე პარტიასთან სხვადასხვა კუთხით აფილირებულ პირებს ვხვდებით.

მაგალითად, „რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის 38-ე ნომერი დიმიტრი შაშკინია.

ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეა. გამგეობის წევრი რამინ ბაირამოვი კი 2008-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, პარლამენტის მეშვიდე მოწვევის წევრი , 2016 წელს კი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია კობა ხაბაზი, რომელიც პარალელურად, „კლუბი თავისუფალი ზონის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ამა წლის 24 ივლისამდე „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“ სახელს ატარებდა. მას სახელწოდება ლაშა ფარულავას განცხადების საფუძველზე შეეცვალა. ეს უკანასკნელი, კი 2016 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

„ევროპულ საქართველოსთან“ ამა თუ იმ ფორმით აფილირებულ პირებს 31 ოქტომბრის არჩევნებზე 8 ორგანიზაციაში ვხვდებით. მაგალითად, „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წევრი ელენე ოზაშვილი, „ევროპული საქართველოს“ პროპორციულ სიაშია. ამავე ორგანიზაციის წევრს ლიანა ავალიშვილს კი ზემოთ აღნიშნული პარტიისთვის 2017 წელს 1000 ლარი აქვს შეწირული.

კავშირი იკვეთება „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვისა“ და „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირს“ შორისაც. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა დიღმელაშვილი ასევე ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის წევრიცაა.

„საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ზვიად ბოლოკაძე კი „ევროპული საქართველოს“ მრავალგზის შემომწირველია.

დანარჩენი ორგანიზაციები: „დემოკრატიული საზოგადოება“, მრავალეთნიკური ერთობა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობა“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ და „მომავლის არჩევანი“, სხვადასხვა ფორმით ასევე „ევროპულ საქართველოს“ უკავშირდებიან. ამ ორგანიზაციათა წარმომადგენელთა ნაწილი, ან ზემოთ აღნიშნული პარტიის ფრაქციის წევრი, ან შემომწირველი, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ან სოციალური ქსელის საშუალებით აქტიური მხარდამჭრია.

თუმცა, ყველაზე საინტერესო, მაინც ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტია“. მისი გამგეობის წევრი, გიგა ბოკერიას მეუღლე, თანამოაზრე და წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური ორგანიზატორი, თამარ ჩერგოლეიშვილია.

ორ ორგანიზაციას აკონტროლებს „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელიც“.

„თავისუფალი ვექტორის“ გამგეობის თავმჯდომარე სერგო გიგანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სამგორის რაიონში სწორედ ზემოთ აღნიშნული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის“ თავმჯდომარე ამჟამად, ვინმე ანა მოსაშვილია. თუმცა, ჯერ კიდევ, რამდენიმე დღის წინ, ამ პოსტს ლაშა დიაროვი იკავებდა. ეს უკანასკნელი, ახლა ორგანიზაციის გამგეობის წევრია და ამასთანავე „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროპორციულ სიაში მეცამეტე ადგილს იკავებს.

ამავე სიის მესამე ნომერია პაატა მანჯგალაძე, რომელიც პარტიის წარმომადგენლობასთან ერთად, „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის“ გამგეობის წევრობასაც ითავსებს.

რაც შეეხება „პარტიოტთა ალიანსს“: „სიტყვა ქართულის“ გამგეობის წევრი ფრიდონ ინჯია, 2015-დან 2020 წლამდე პარტიის მიმართ საკმაოდ გულუხვი იყო და ამ 5 წლის განმავლობაში, მან „ალიანსს“ ჯამში 118 400 ლარი შესწირა. ამასთან, ფრიდონ ინჯია 2017-2020 წლებში თბილისის საკრებულოში, სწორედ „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენდა. ორგანიზაცია „დაცული და ინფორმირებული საზოგადოების“ გამგეობის წევრები ბექა ფერაძე და ლელა გიორგაძე, ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველები არიან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არჩევნებში ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციის სახელით,მონაწილეობას, ამა თუ იმ, პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები იღებენ.

მათ ბრძოლის რამდენიმე მეთოდი აქვთ:

მაგალითად, შესანიღბად ისინი წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ორგანიზაციებს ქმნიან, რომელთა არსებობაც საკმაოდ ხანმოკლეა და მათ შეიძლება, ერთჯერადი ორგანიზაციებიც კი ვუწოდოთ.

ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სადამკვივებლო ორგანიზაციების მხრიდან ადამიანური თუ ფინანსური რესურსის წარმოუდგენელ ზრდას ვხვდებით.

ყველაზე კარგი მაგალითი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია, როდესაც 1-დან მეორე ტურამდე, 1 თვის ინტერვალში ორგანიზაციების დამკვირვებელთა რაოდენობის, საკმაოდ, საეჭვო მატება დაფიქსირდა.

მაგალითად, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელს“ 1 ტურის მონაცემებით, მხოლოდ 20 დამკვირვებელი ყავდა. მეორე ტურში კი მათი რაოდენობა 930 ადამიანით გაიზარდა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წარმომადენელთა რაოდენობა, პირველ ტურში მხოლოდ 526 ადამიანს შეადგენდა, თუმცა მეორე ტურის მონაცემებით მათ კიდევ 2001 პირის მობილიზება მოახდინეს და ა.შ.

მსგავსი ცვლილებები საკმაოდ დიდ ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსთანაა დაკავშირებული. ფაქტების მიხედვით კი შეგვიძლია ვივარადოთ, რომ მსგავს ორგანიზაციებს, ორივე მიმართულებით, საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვთ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებში კონკრეტული პარტიების მხარდამჭერთა არსებობა, შეიძლება, მოსალოდნელ პროვოკაციათა საწინდარად ჩავთვალოთ. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ 2016 წელს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირეული ორგანიზაციის, ამჟამად „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მაშინ კი „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“ სახელწოდებით ცნობილი ორგანიზაციის მხრიდან, დაფიქსირდე ისეთი გადაცდომები, როგორიც არის კომისიის წევრთა ფუნქციების შეთავსება, ამომრჩევლებისთვის მითითება, თუ რომელ კაბინაში უნდა შესულიყვნენ და ა.შ.

2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კი „პლატფორმა 20/20“, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თვალის ასახვევად, ცესკოს სასარგებლო განცხადებებს აკეთებდა, რეალურად კი მათი მიზანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის დისკრედიტაციცაა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად, გასათვალისწინებელია, რომ „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის“ გამგეობის წევრი ლევან ხაბეიშვილი, არათუ კონკრეტულად არჩევნებზე, არამედ, ზოგადად პოლიტიკური კარიერის მიხედვით თავს საზოგადოებას, სწორედ სხვადასხვა სახის პროვოკაციებითა და დესტაბილიზაციის მცდელობებით ამახსოვრებს.

საინტერესოა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ , გააკეთა განცხადება, თითქოს, სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ყალბი პირადობის მოწმობების ამზადებდნენ.

ფაქტზე დაიწყო შესაბამისი გამოძიება, თუმცა გამოკითხვაზე დაბარებულმა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მათი მხრიდან არსებული ბრალდებები ვერ დაადასტურეს.

აღნიშნული თემა მაინც მოხვდა ეუთო-ოდირის 2019 წლის თებერვლის ანგარიშში.

და მიუხედავად იმისა, რომ გარემოებებში გარკვევის შემდეგ მათი მხრიდან კრიტიკა საგრძნობლად შემცირდა, პროვოკაციულმა ბრალდებამ საკუთარი როლი მაინც შეასრულა - ოდირის დასკვნაში არასწორი ინფორმაცია მოხვდა.

თუნდაც ეს კონკრეტული მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეალურ ფუნქციებს.

ისინი უსაფუძვლო საჩივრებით, ოლქებიდან სხვადასხვა, მათთვის არასაჭირო ინფორმაციის გამოთხოვით და სხვა ქმედებებით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის პარალიზებას ცდილობენ. უნდათ, შექმნან საარჩევნო პროცესში არსებული ქაოსის ინსცენირება, რათა საერთაშორისო დამკვირვებლები შეცდომაში შეიყვანონ, საქართველომ მეგობარი ქვეყებისგან მიიღოს უარყოფითი შეფასება და ა.შ.

ასე რომ, კარგად დააკვირდით ამ ორგანიზაციებს. მათ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა ეთერებსა თუ რეპორტებში არაერთხელ შეხვდებით და ასევე, არაერთ ცალსახა პროვოკაციულ ქმედებათა ავტორებად იხილავთ.

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 12:23

ეკონომიკა

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი: ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა.

ლევან რატიანი

25 ნოემბერი 2020, 12:20

COVID19

ლევან რატიანი: თავი დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი შევიკავოთ, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

25 ნოემბერი 2020, 12:09

ეკონომიკა

​​​​​​​Tesla-ს კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა

აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters წერს. 2020 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციებზე ფასი 6-ჯერ გაიზარდა. Tesla-ს აქციებზე ბოლოს, ფასის ნახტომი კომპანიის განაცხადს უკავშირდება

კორონავირუსი

25 ნოემბერი 2020, 12:07

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ანტირეკორდი ზედიზედ მეორე დღეა ფიქსირდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 507 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ანტირეკორდი ქვეყანაში ზედიზედ მეორე დღეა ფიქსირდება. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 37 538 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 660 419 პაციენტი.

გიორგი გახარია ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე

25 ნოემბერი 2020, 12:03

საზოგადოება

მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობა, COVID-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

ლევან რატიანი

25 ნოემბერი 2020, 11:55

COVID19

ლევან რატიანი: უამრავი პაციენტი მოხსნილა მართვითი სუნთქვიდან, მიუხედავად ასაკისა და ქრონიკული დაავადებისა

ყველა სუნთქვის უკმარისობას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია არ სჭირდება, მაგრამ არსებობს რაღაც ნაწილი, როდესაც ინფექცია პროგრესირებს. პროგრესირებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმი პაციენტს არ უვლის, ამ დროს ინფექცია განიცდის პროგრესირებას და ასეთი გამოხატულება აქვს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

ჯო ბაიდენი ადმინისტრაცია

25 ნოემბერი 2020, 11:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრები წარადგინა

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი პრეზიდენტის მრჩეველი გახდება კლიმატის საკითხებში. სწორედ მისი ხელმოწერაა პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე, რომლიდანაც აშშ ტრამპმა გაიყვანა. ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმებაში დაბრუნებას აპირებს.

25 ნოემბერი 2020, 11:48

საზოგადოება

კრწანისის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

კრწანისის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 30 ნოემბრამდე იმოქმედებს. მათივე ინფორმაციით, მოედანზე „ჭკვიანი შუქნიშნებით“ კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელი და გამწვანების ელემენტებით, უსაფრთხოების კუნძულები განთავსდება.

კორონავირუსის ტესტირება

25 ნოემბერი 2020, 11:48

COVID19

კახეთში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტაში გამოვლენილია ინფიცირების 182 შემთხვევა, გურჯაანში - 589, დედოფლისწყაროში - 259, თელავში - 846, ლაგოდეხში - 331, საგარეჯოში - 279, სიღნაღში - 193, ყვარელში - 244.

ნიკოლ ფაშინიანი

25 ნოემბერი 2020, 11:47

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში 5 წლის შემდეგაც დარჩებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 5 წლის შემდეგაც დარჩებიან. ამის შესახებ მან რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 11:37

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 18,633 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18,633 ადამიანს დაუდგინეს, 410 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 961,320 შემთხვევა გამოვლინდა, 14,771 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 11:34

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 13,882 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,882 ადამიანს დაუდასტურდა, 229 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 661,858 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 11,492 პაციენტი ემსხვერპლა, 307,778 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

25 ნოემბერი 2020, 11:32

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,563 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,563 ადამიანს დაუდასტურდა, 38 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 129,085 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,040 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 100,913.

თორნიკე შენგელია

25 ნოემბერი 2020, 11:18

სპორტი

ფიბას რეიტინგში საქართველოს ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა

ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ევროპის ნაკრებების რეიტინგი, რომელიც სპეციალურად ნოემბრის ფანჯრის წინ არის შედგენილ. საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა, გადაასწრო ევროპის ჩემპიონ სლოვენიას, რომელიც მე-14 პოზიციას იკავებს და რუსეთის ნაკრებს, რომელიც მე-13 ადილზეა.

25 ნოემბერი 2020, 11:05

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 886 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 886 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42. 3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

25 ნოემბერი 2020, 11:02

საზოგადოება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

„ლიბერთი ბანკის“ განცხადებით, აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

25 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 314 თბილისში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 3 071 შემთხვევიდან, 1 314 თბილისში, ხოლო აჭარაში 523 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 10:56

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 44,376 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 44,376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,222,216-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 481 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 134,699-ს აღწევს, ჯამში 8,6 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

25 ნოემბერი 2020, 10:56

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კოორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 366 ადამიანი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.