imedi /  28 ოქტომბერი 2020, 15:27 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ არსებობენ ობიექტური დამკვირვებლები, ახლა უკვე ვიცით, რომ არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

გუშინ ჩატარდა ბრიფინგი ამავე დარბაზში, სადაც საუბარი იყო ე.წ. დამკვირვებლებზე, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და პარადოქსული იყო მათი პასუხები, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხილება საქართველოში დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილის მიყენების პრევენციაა.

„აქამდე ვიცოდით, რომ არსებობენ ობიექტური დამკვირვებლები. ახლა უკვე ვიცით, რომ არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც, ასეთი ტერმინი შემოვიდა პრაქტიკულად მათი პასუხების საერთო ჯამი და ანალიზი ეს იყო, იმიტომ, რომ ისინი ამბობენ, რომ ამის უფლება აქვთ კანონიერი და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. მართალია, მაგრამ ისინი ვერასოდეს იქნებიან ობიექტური დამკვირვებლები. ისინი ყოველთვის ტენდენციურები და იმ მავნებლური საქმის გამკეთებლები იქნებიან, რასაც აქამდე აკეთებდნენ. უბრალოდ, ჩვენ ისინი ვამხილეთ, იმისთვის რომ ვერ შეძლონ: პირველი, ქართული საზოგადოების და მეორე - ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა და ამ მხილებით უზრუნველვყავით, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი იმისა, რომ რომელიმე მათი ტენდენციური და მიკერძოებული, სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რაც არჩევნების დღეს ამ ქვეყანაში გაიმართება“, - განაცხადა მდინარაძემ.

27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ პოსტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას

„ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეორე ვადით ამირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ამ პოსტს გამოვიყენებ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას საქართველოს ხმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

25 იანვარი 2021, 19:48

COVID19

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთიდს პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.

მარიამ ქვრივიშვილი

25 იანვარი 2021, 19:40

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში

დღეს მოვისმინეთ დადებითი შეფასებები საპარლამენტო არჩევნების შესახებ - ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლ გარემოში ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 19:37

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა ეპიდემიების წინააღმდეგ, რაც მეცნიერებამ იცის

ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რაც ზოგადად მეცნიერებამ იცის, ეპიდემიებთან საბრძოლველად და კარგია, რომ ეს COVId19-თან მიმართებითაც გაჩნდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 19:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას, იმედს ვიტოვებთ რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის - განხილულ იქნა საარჩევნო ანგარიში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ასევე, დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

25 იანვარი 2021, 19:15

მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს 28 იანვარს განიხილავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს 28 იანვარს განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარ მანდატს არ გამოიყენებენ, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას

„თუ ოპოზიცია საკუთარ მანდატს არ გამოიყენებს, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 19:02

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოში საქართველოს ხედავენ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც მომავლისთვის იბრძვის

საქართველოს ევროპის საბჭოში ხედავენ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იბრძვის საკუთარი მომავლისთვის და ახორციელებს ძალან ბევრ რეფორმას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

25 იანვარი 2021, 19:00

COVID19

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 277 შემთხვევა გამოვლინდა, 140 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 5 860 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 429 605 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 25 073 ადამიანი, 2 307 721-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ირაკლი ნადარეიშვილის შეხვედრა ბიზნეს სექტორთან

25 იანვარი 2021, 18:54

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის საკითხი განიხილა

სამინისტროს განცხადებით, მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა რესტორატორთა, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მთავრობისა და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ამავე დროს, ბიზნესის წარმომადგენლებმა მათ იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება.

25 იანვარი 2021, 18:48

COVID19

კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია

ლაბორატორიული კვლევების ფარგლებში Moderna-ს ვაქცინამ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოქმნა. ამის შესახებ კომპანია Moderna Inc-ში განაცხადეს.

25 იანვარი 2021, 18:48

საზოგადოება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა

თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა, - ინფორმაციას ბოტანიკური ბაღი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. აღნიშნული ჩანჩერი ადგილობრივებისთვის თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.

ზურაბ ჩიკვილაძე

25 იანვარი 2021, 18:44

პოლიტიკა

ზურაბ ჩიკვილაძე გამგებლის მოადგილის დაკავებაზე: კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელია

„ჩვენ ყველა ინსტიტუცია ვმუშაობთ ურთიერთკოორდინაციაში, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების სიტყვა. მე გავიგე დღეს ისევე როგორც თქვენ. თუ ვინმე არის დაკავებული მსგავსი საკითხებით რასაკვირველია ყველა პასუხისმგებელია კანონის წინაშე“, - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოში აღიარებენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან სამაგალითოა

ესაა საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, გარდა იმ საკითხებსა, რომელიც განხილული იქნება ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პირობებში, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 18:43

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციამ მიიღო მანდატები ქართველი ხალხისგან და ამ მანდატების არგამოყენება ხალხის ნდობის უგულებელყოფაა

რეკომენდაციები, რომელებიც ასახულია ჩვენის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, კონკრეტულად იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლების უშუალოდ აკვირდებოდნენ ჩვენს საარჩევნო პროცესს, იქნება გათვალისწინებული. ჩვენ მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ამ მზაობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება თანამონაწილეობა ოპოზიციის მხრიდანაც, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

25 იანვარი 2021, 18:39

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 18:32

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია დამემუქრა - ის ჩემზე დიდია, შეუძლია, მომერიოს, მე პარლამენტის წევრი ვარ და იარაღის ტარების უფლება მაქვს

„მინდა, გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად, გაბრაზებულმა იცის ასეთი ლაპარაკი. ის, ფიზიკურად, ჩემზე დიდია და შეუძლია, მომერიოს. მე პარლამენტის წევრი ვარ და იარაღის ტარების უფლება მაქვს. თუ ის დაადასტურებს, რომ ნამდვილად მემუქრება, მინდა, მივმართო საქართველოს პარლამენტს თუ რაცაა საჭირო, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. ჩემს პარლამენტს მურუსიძის სასამართლოში ვერ ვუჩივლებ, ასეთი ადამიანი არ ვარ“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი შერმადინი

25 იანვარი 2021, 18:30

სპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელების მთავარი კანდიდატია

გათამაშების 21-ე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მანრესა“ 85:70 დაამარცხა, ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი კი თამაშის „ემ ვი პი“ გახდა. შერმადინის ანგარიშზე 23 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან თოთხმეტიდან ათი ორქულიანი, ცხრიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა.

ირაკლი ხმალაძე

25 იანვარი 2021, 18:27

პოლიტიკა

ირაკლი ხმალაძე გამგებლის მოადგილის დაკავებაზე: თბილისის მუნიციპალიტეტი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს

მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. ყველა ასეთი ქმედება, რომელიც განიმარტება კანონის დარღვევად და გადამეტებად უფლებამოსილების, გამოიწვევს შესაბამის პასუხისგებას კანონით დადგენილი წესით“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება, რომელსაც არ აქვს შინაარსი და გამამყარებელი ფაქტები მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის

ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება, რომელსაც არ აქვს შინაარსი და ნებისმიერი გამამყარებელი ფაქტი, მიუღებელია ევროპაში და მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.