Imedi /  28 ოქტომბერი 2020, 18:23 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მოსახლეობისადმი მიმართვაში.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ტექსტს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამავე დროს, გარკვეული პირების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმის შესახებ საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს შეტევები ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშისა და პანიკის გავრცელებას, დაძაბულობის გაღვივებას.

„სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე: კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება - ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია!

ამ დროს, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის - ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები.

ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას.

ჯარზე - ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.

როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!

სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას იმ ნაწილში, სადაც ჩვენი ქვეყანა მაღალი საერთაშორისო შეფასებითა და რეპუტაციით სარგებლობს. ჩვენი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში ეფექტიანად თანამშრობლობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. არსებული თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს არ ემსახურება.

როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე, და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა!

ჯანდაცვის სფეროზე - მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული წარმომადგენლების ლანძღვა და დისკრედიტაციის მცდელობა კი ემსახურება მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას. იმ ნდობის, რომელიც პირველ ეტაპზე ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო. ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა შევძლოთ ამ პროცესის ეფექტიანი მართვა, გავაღრმაოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობები - იქნება ეს ვაქცინისა თუ სხვა საჭირო მედიკამენტების მიღება.

როგორც პრეზიდენტმა არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეული, მათი უდიდესი დამსახურება. მინდა გამოვხატო ჩემი და საზოგადოების მადლიერება ეპიდემიოლოგების, ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე, უხილავი მტრის წინააღმდეგ, დაუღალავად იბრძოდა და იბრძვის. ასევე მინდა ვისარგებლო და პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვების გადარჩენას შესწირეს თავი.

ეს შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშისა და პანიკის გავრცელებას და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში.

ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა, კარგად გავიაზროთ, თუ რა გამოწვევებთან გვაქვს საქმე: საქართველო ამ რეგიონში ყველაზე სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყნად რჩება. ეს სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ და გავამყაროთ. რეგიონში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, ჩვენი სტაბილურობა ჩვენთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე გამჭვირვალედ, მშვიდად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება;

მიუხედავად კოვიდის გამოწვევისა, მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ვაჩვენოთ ყველას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების კიდევ ერთი მაგალითი.

ამდენად, ჩვენი მისვლა არჩევნებზე ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია - თქვენი, ჩემი.

და ბოლოს, მინდა მივულოცო, მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს განვითარებაში და საკუთარი ქვეყნის მომავალს ამით განსაზღვრავს.

წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!“, - ნათქვამია პრზიდენტის მიმართვის ტექსტში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 09:16

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დავტოვებ, როდესაც საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 ალეხანდრო საბელია

27 ნოემბერი 2020, 09:09

მსოფლიო

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ბუენოს-აირესის კარდეოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის საბილიას გულის პრობლემები ადრეც ჰქონდა.

არგენტინა

27 ნოემბერი 2020, 09:01

მსოფლიო

ბუენოს-აირესში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ. ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების გამო ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში იყო დასვენებული, საღამოს კი ფეხბურთელი კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 08:45

COVID19

ევროპაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იტალიაში ვლინდება

13 500-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში კი, ბოლო 24 საათში, 12-ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ეპიდვითარების დამძიმების გამო გამო, საკარანტინო ზომები გაამკაცრა სერბეთმა, სადაც სავაჭრო დაწესებულებები მკაცრი რეგულაციებით იმუშავებს. ა.

ჯანმო

27 ნოემბერი 2020, 08:29

COVID19

ჯანმო: აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები

მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა, ხალხი რომ მეტად იყოს დაკავებული სპორტით, როგორიცაა მაგალითად, სიარული ან სირბილი. „ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

მესამე რაუნდი

27 ნოემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაიმართება

მმართველი გუნდის ოპონენტები, კვლავ ბოიკოტის რეჟიში არიან და გადაწყვეტილებას არ ცვლიან. „ქართულ ოცნებაში'“ აცხადებენ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ მოხდება. სახელისუფლებო პარტია იმედოვნებს, რომ ისინი კონსენსუსურ ვარიანტზე შეჯერდებიან.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 08:00

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25000-ს აღემატება

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მეზობელ ქვეყნებშიც იზრდება. რუსეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25000-ს აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-მა 179 ადამიანი იმსხვერპლა თურქეთში, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 657-ით გაიზარდა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის სულ 118 690 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული

საქართველოში კორონავირუსის სულ 118 690 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 98 781, გარდაცვლილია - 1124 , კარანტინის რეჟიმშია - 2037, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 6165, კოვიდ სასტუმროში 3920 პაციენტი იმყოფება.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა მილიონ 400-ათასზე მეტი ადამიანი, 42 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 07:47

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 131 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში, სულ 77 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 5 732 შეადგენს.

27 ნოემბერი 2020, 07:39

COVID19

ხვალიდან საქართველოში ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება

ხვალიდან ქვეყანაში ახალი, ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლის უმეტესობაც პირველ თებერვლამდე, ქვეყნის დიდ ქალაქებს შეეხება. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე შეზღუდული იქნება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა, მუშაობას წყვეტს სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები, ხოლო გატანის სერვისზე გადადიან რესტორნები და კვების ობიექტები.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 01:34

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოსვკაია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოსვკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე პარტიების დაფინანსებაზე: ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს

ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს, შეეძლოთ მიეწერათ უარი, ან არც არაფერი მიეწერათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსების მოთხოვნით, ფაქტობრივად, 14 პარტიიდან ათისგან არჩევნების შედეგის აღიარება მოხდა.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა!

სუბარმა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 მლნ ლარის დაფინანსებაზე უარის თქმა უჭირს, მაშინ როდესაც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადა, რომ თუ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მაშინ პარტიების დაფინანსებაზეც უარი თქვან.

27 ნოემბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანისა და კარლ ჰარცელის შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა დეზინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - თითქოსდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს შეხვდა - საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დენზელ ვაშინგტონი

27 ნოემბერი 2020, 00:44

კულტურა

The New York Times-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო მსახიობები დაასახელა

რეიტინგის პირველ ადგილს დენზელ ვაშინგტონი იკავებს. NYT მას „ეკრანის ტიტანს“ უწოდებს. მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იკავებს, ლიდერთა სამეულში ასევე დენიელ დეი-ლიუსი მოხვდა - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის 3 „ოსკარი“ მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში უბნების გახსნა და ხელახლა გადათვლა

ორ ნაწილად იყოფა მოსარჩელეთა რაოდენობა, ესენი არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუ ჩვენ ვნახავთ საჩივრების რაოდენობას, მაგალითად რამდენი დაიწერა სამოქალაქო სექტორის მიერ 2016 წელს, ვნახავთ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დაიწერა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ უბნები გახსნილიყო.

27 ნოემბერი 2020, 00:29

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო უწყება: საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამომრჩეველმა მეორე ტურში კიდევ ერთხელ თქვა, ბეჭედი დაუსვა, რომ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“

„მეორე ტურში, ოპოზიცია აცხადებდა, რომ არ იღებს მონაწილეობას, მოუწოდებდა ხალხს არ მისულიყვნენ არჩევნებზე. ისინი მაინც აქტიურობდნენ, ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, მაგრამ საჯარო მოწოდებები იყო, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას და ეს ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. შემოდგომაა, ციოდა იმ დღეს, გვიან თენდება, ადრე ღამდება, კოვიდი ადის პიკში, წვიმდა ბევრ რაიონში და ამ პირობებშიც კი, უამრავი ადამიანი მაინც მივიდა, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა, ბეჭედი დაესვა, რომ დიახ, ეს რის ჩვენი არჩევანი. პირდაპირ გაიმეორეს ის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, ეს არის მათი არჩევანი და ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში იმ კურსის გაგრძელებას, რაც იყო 8 წლის განმვალობაში და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. თუ გაყალბება იყო, გაყალბება მეორე ტურში გაცილებით მარტივი იქნებოდა. დამკვირვებლები იყვნენ საკმარისად, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხომ გაიწვიეს თავიანთი წევრები და დამკვირვებლები. პირველ ტურში იყო შესაძლებელი გაყალბება და მეორეში გაძნელდა? გამორიცხული იყო, პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც. „საია“ „სამართლიანი არჩევნები“ ყველას ჰყავდა წარმომადგენელი. ჩემს ოლქში 100-მდ სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 00:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ შევიქმნათ ილუზია, რომ შეზღუდვებს ზეგ და მაზეგ შედეგი მოჰყვება, შეზღუდვების მთავარი დანიშნულებაა, ინიფიცირების ზრდის შეჩერება

არ შევიქმნათ ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინიფიცირების ზრდა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.