imedi /  28 ოქტომბერი 2020, 22:53 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: დღეს ყველაფერი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის ირგვლივ ტრიალებს, ეს იქნება ჩვენი უპირველესი საზრუნავი მთავრობაშიც, პარლამენტშიც, თვითმმართველობაშიც, სამგორშიც

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

აქტიურად ვიმუშავებ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირსა თუ ნატოში, დევნილთა პრობლემების ღირსეულ გადაწყვეტას და დაუღალავად ვიბრძოლებ რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს - დეოკუპაციას, - ამის შესახე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველაფერი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის ირგვლივ ტრიალებს და ეს იქნება ჩვენი უპირველესი საზრუნავი მთავრობაშიც, პარლამენტშიც, თვითმმართველობაშიც.

„დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის, სამგორში, რომელიც არის ერთი მხრივ გამოწვევებით სავსე, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი შესაძლებლობების რაიონი. ცხოვრებაში მარტივი გზებით არ მისარგებლია და 35 წელია ყოველთვის იქ ვარ, სადაც საქართველოში რაღაც ხდებოდა, თუმცა დღეს ჩემს ცხოვრებაში ასე ვფიქრობ, ყველაზე სერიოზული დღეა, ყველაზე მეტად სანერვიულო, ყველაზე საპატიოც, იმიტომ რომ არ არის ადვილი იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ რაიონში, რომელიც არის თბილისის ყველაზე დიდი რაიონი, მრავალეთნიკური, მოსახლეობით ყველაზე დიდი.

ცოტას ვნერვიულობ და თავში მიტრიალებს, სულ მახსენდება ჩვენი დიდი წინაპრის სიტყვები -“აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო”, თუმცა შიში რა მოსატანია იქ, როდესაც გვერდით გიდგას ძალიან ძლიერი გუნდი და ზუსტად ვიცი, რომ ამ გუნდთან ერთად ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და ძალიან მალე შევქმნით ჩვენს უკეთეს მომავალს და უკეთეს ქვეყანას. ეს არის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, რომელთან ერთადაც ამ 8 წლის წინ, მთავარი ღირებულება გახდა ადამიანი, მისი უფლებები, მისი ინტერესები. დღეს ყველაფერი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის ირგვლივ ტრიალებს და ეს იქნება ჩვენი უპირველესი საზრუნავი მთავრობაშიც, პარლამენტშიც, თვითმმართველობაშიც, სამგორშიც და მთელ საქართველოშიც და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველა ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი გუნდის წევრები, ყველა გამოწვევას დავძლევთ.

მე სამგორში არ დავბადებულვარ მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სამგორში გავატარე. აქ შევქმენი ოჯახი, აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ჩემი შვილები, ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები სწორედ სამგორთნ მაკავშირებს და კარგად ვიცი, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სამგორი ხვალ უკეთესი იყოს და გამოწვევები ერთად დავძლიოთ.

თავის დროზე, გასულ საუკუნეში სამგორი ცნობილი იყო თავისი ძალიან დიდი წარმოებებით და მაღალკვალიფიციური მუშახელით, თუმცა 90-იან წლებში ეს ყველაფერი გაჩერდა და უამრავი მაღალკვალიფიციური ადამიანი უმუშევარი დარჩა. დღეს სამგორში უმუშევრობა ყველაზე დიდი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ და გვერდში დავუდგები ყველა იმ ბიზნესმენს , რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს სამგორში, ამისთვის აქ ყველაფერი არსებობს - არის მუშახელი, არის ინფრასტრუქტურა და ყველა შესაძლებლობა, რომ ეს გავაკეთოთ. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მთავრობა, მერია, გამგეობა, საკრებულო შევძლებთ გადავჭრათ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც სამგორელების წინაშე დგას და ოთხი წლის შემდეგ სრულიად სხვა სამგორი იქნება. იქნება სამგორი, რომელიც თბილისის ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი გარემო იქნება, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და მწვანე გარემო.

სამგორში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. ერთ-ერთი ჩემი მიმართულება იქნება ხელი შევუწყო ამ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ქვეყნის ცხოვრებაში, როგორც სამგორის, ისე მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ პარლამენტი არ არის მხოლოდ სამგორი, პარლამენტის წევრმა მხოლოდ თავის რაიონზე არ უნდა იზრუნოს. ამიტომ, გაძლევთ პირობას, ძალიან აქტიური ვიქნები ყველა იმ საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებას სჭირდება. აქტიურად ვიმუშავებ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირსა თუ ნატოში, დევნილთა პრობლემების ღირსეულ გადაწყვეტას და დაუღალავად ვიბრძოლებ რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს - დეოკუპაციას.

ჩვენს ზურგს უკან არის დასახლება, რომელშიც რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე ასეულმა დევნილ მა მიიღო ძალიან კარგი ბინა, თუმცა, გაცილებით ბევრი დევნილია თუნდაც იმავე სამგორში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ბინა და ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ . ეს არის მთელ საქართველოში და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, ყველა დევნილმა მიიღოს ღირსეული საცხოვრებელი. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ახდება ყველა დევნილის და ჩვენი, ყველას მთავარი ოცნება, როცა ყველა დევნილი დაბრუნდება თავის საკუთარ სახლში, დაბრუნდებიან სოხუმში, დაბრუნდებიან ცხინვალში, გაგრაში, ახალგორში და ჩვენ ყველანი ვიზეიმებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება ერთიანი და მთლიანი ოსებთან, აფხაზებთან და ჩვენს თანამოძმეებთან ერთად.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სამგორელს, „ქართული ოცნების” ერთგულ წევრებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ღირსეულად გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის, აქ ყოფნისთვის, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

18 მაისი 2025, 00:46

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერთან" დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" მეორე გოლი გაუტანა.

18 მაისი 2025, 00:40

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში პარი სენ-ჟერმენი შინ „ოსერს“ მასპინძლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.

18 მაისი 2025, 00:38

რეგიონი

ბათუმის მერია: ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

18 მაისი 2025, 00:10

საზოგადოება

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

18 მაისი 2025, 00:01

კულტურა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

17 მაისი 2025, 22:24

რეგიონი

ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ლადო ათანელი

17 მაისი 2025, 21:08

კულტურა

ლადო ათანელმა საკუთარი ფონდის საიუბილეო წელი რუსთაველის თეატრის ეროვნულ სცენაზე აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლადო ათანელის საოპერო შემოქმედების რეპერტუარი 40-მდე დაუვიწყარ როლს ითვლის. მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე აპლოდისმენტებისა და ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ, ბოლო 15 წელია საკუთარი ფონდის საშუალებით შემოქმედებით გზას , ახალი საოპერო ხმების აღმოჩენით აგრძელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მაისი 2025, 20:59

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ

ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

17 მაისი 2025, 20:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას

საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:37

რეგიონი

მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. „ქრონიკა“ რეგიონებიდან

მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - დღეს აქ ყველგან ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მათთვის ეროვნული ფასეულობების დაცვას ნიშნავს. საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების დღესასწაულს მსვლელობა და ადამიანთა ნაკადი არ მოკლებია.

მარიამ ლაშხი

17 მაისი 2025, 20:35

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათ პასუხი მოეთხოვებათ - ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა

„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

17 მაისი 2025, 20:16

საზოგადოება

ოჯახი - ქართული, ევროპული და ქრისტიანული ღირებულება - საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე 11 წელია, ყოველი 17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღენიშნება. მეთერთმეტე წელია, ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მასშტაბური მსვლელობითა და პარაკლისით სხვადასხვა ქალაქში ამ დღეს ზეიმობს.

17 მაისი 2025, 20:05

საზოგადოება

დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა.

17 მაისი 2025, 19:52

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთში დასრულდა ევროპის თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა - ანა ბოლქვაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მაისი 2025, 19:45

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 26 მაისი აღინიშნება ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ამაყ ერს ეკადრება. თუ ვინმე გაბედავს და ჩათვლის საჭიროდ, რომ კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ეს დღესასწაული აქციოს დაპირისპირების დღედ, პასუხი იქნება სათანადო

26 მაისი აღინიშნება ძალიან ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება, ჩვენს ამაყ ერს ეკადრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

მეუფე შიო

17 მაისი 2025, 19:45

საზოგადოება

მეუფე შიო აბორტებზე: ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები - შემდეგ მივიდეთ კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს

„ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე, ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“.

17 მაისი 2025, 19:24

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა.

17 მაისი 2025, 19:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად

ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

17 მაისი 2025, 19:04

რეგიონი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ქალაქებში სახალხო მსვლელობა მოეწყო.