IMEDI /  29 ოქტომბერი 2020, 00:37 / სანდო წყარო

გური სულთანიშვილი: „მთავარი არხიდან“ სრული სიგიჟე და პათოლოგია იღვრება

გური სულთანიშვილი

გური სულთანიშვილი

„მთავარი არხიდან“ იღვრება სრული სიგიჟე და პათოლოგია - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“-ში ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა.

„მედიის უკონტროლობა გამოიწვია რამ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აბსოლუტურია ჩვენთან, აღვიქვით მისი ყველაზე ვულგარული ფორმით. შესაბამისად, ეს ინსტრუმენტი ჩავარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, ვანახეთ ამ წლების განმავლობაშ რა მივიღეთ. „მთავარი არხიდან“ იღვრება სრული სიგიჟე, პათოლოგია, ბავშვთა პორნოგრაფიის გაშვებიდან დაწყებული, კოვიდის მხარეს დგომით. სიგიჟე, ჩვეულებრივი სიგიჟე, რომელიც ლინგვისტურად აღარ გადმოიცემა“, - განაცხადა გური სულტანიშვილმა.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

25 ნოემბერი 2020, 11:55

COVID19

ლევან რატიანი: უამრავი პაციენტი მოხსნილა მართვითი სუნთქვიდან, მიუხედავად ასაკისა და ქრონიკული დაავადებისა

ყველა სუნთქვის უკმარისობას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია არ სჭირდება, მაგრამ არსებობს რაღაც ნაწილი, როდესაც ინფექცია პროგრესირებს. პროგრესირებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმი პაციენტს არ უვლის, ამ დროს ინფექცია განიცდის პროგრესირებას და ასეთი გამოხატულება აქვს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

ჯო ბაიდენი ადმინისტრაცია

25 ნოემბერი 2020, 11:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრები წარადგინა

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი პრეზიდენტის მრჩეველი გახდება კლიმატის საკითხებში. სწორედ მისი ხელმოწერაა პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე, რომლიდანაც აშშ ტრამპმა გაიყვანა. ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმებაში დაბრუნებას აპირებს.

კორონავირუსის ტესტირება

25 ნოემბერი 2020, 11:48

COVID19

კახეთში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტაში გამოვლენილია ინფიცირების 182 შემთხვევა, გურჯაანში - 589, დედოფლისწყაროში - 259, თელავში - 846, ლაგოდეხში - 331, საგარეჯოში - 279, სიღნაღში - 193, ყვარელში - 244.

25 ნოემბერი 2020, 11:48

საზოგადოება

კრწანისის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

კრწანისის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 30 ნოემბრამდე იმოქმედებს. მათივე ინფორმაციით, მოედანზე „ჭკვიანი შუქნიშნებით“ კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელი და გამწვანების ელემენტებით, უსაფრთხოების კუნძულები განთავსდება.

ნიკოლ ფაშინიანი

25 ნოემბერი 2020, 11:47

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში 5 წლის შემდეგაც დარჩებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 5 წლის შემდეგაც დარჩებიან. ამის შესახებ მან რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 11:37

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 18,633 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18,633 ადამიანს დაუდგინეს, 410 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 961,320 შემთხვევა გამოვლინდა, 14,771 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 11:34

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 13,882 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,882 ადამიანს დაუდასტურდა, 229 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 661,858 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 11,492 პაციენტი ემსხვერპლა, 307,778 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

25 ნოემბერი 2020, 11:32

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,563 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,563 ადამიანს დაუდასტურდა, 38 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 129,085 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,040 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 100,913.

თორნიკე შენგელია

25 ნოემბერი 2020, 11:18

სპორტი

ფიბას რეიტინგში საქართველოს ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა

ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ევროპის ნაკრებების რეიტინგი, რომელიც სპეციალურად ნოემბრის ფანჯრის წინ არის შედგენილ. საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა, გადაასწრო ევროპის ჩემპიონ სლოვენიას, რომელიც მე-14 პოზიციას იკავებს და რუსეთის ნაკრებს, რომელიც მე-13 ადილზეა.

25 ნოემბერი 2020, 11:05

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 886 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 886 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42. 3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

25 ნოემბერი 2020, 11:02

საზოგადოება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

„ლიბერთი ბანკის“ განცხადებით, აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

25 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 314 თბილისში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 3 071 შემთხვევიდან, 1 314 თბილისში, ხოლო აჭარაში 523 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 10:56

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 44,376 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 44,376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,222,216-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 481 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 134,699-ს აღწევს, ჯამში 8,6 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

25 ნოემბერი 2020, 10:56

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კოორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 366 ადამიანი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბიონსე

25 ნოემბერი 2020, 10:46

კულტურა

Grammy 2021-ის ნომინანტების ვინაობა ცნობილია

მომღერლებს შორის ლიდერი ბიონსეა, რომელიც 9 კატეგორიაშია წარმოდგენილი. სვიფტს გამარჯვების 6 შანსი აქვს. ამერიკელი წარდგენილია კატეგორიაში „საუკეთესო ალბომი“, რომელშიც გასული 2 წლის განმავლობაში გაიმარჯვა. თუ სვიფტმა წელსაც მოიგო, ის ცერემონიის რეკორდს მოხსნის

კახა კალაძე

25 ნოემბერი 2020, 10:44

საზოგადოება

კახა კალაძე: სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8,000 კვ.მ. ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი პროექტი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8,000 კვადრატულ მეტრზე ძალიან მაგარი პროექტი განახორციელდა. ირგვლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მის რეაბილიტაციაზე დიდი მოთხოვნა იყო, ხოლო რეაბილიტაციის შემდეგ გვაქვს ყველანაირად მოწესრიგებული პარკი. ამ პროექტის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდა, რაც სჭირდებათ სკვერებს, პარკებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სოფო კილაძე

25 ნოემბერი 2020, 10:26

პოლიტიკა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა. არჩევნებში საქართველოს კანდიდატმა 125 ხმა მიიღო. კომიტეტის წევრთა არჩევნები 24 ნოემბერს, ნიუ-იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. სოფო კილაძე კომიტეტში უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს.

ალექსანდრ ვერშბოუ

25 ნოემბერი 2020, 10:21

პოლიტიკა

ალექსანდრ ვერშბოუ: პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, შესაძლოა, ეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით მოხერხდეს

უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

კახა კალაძე

25 ნოემბერი 2020, 10:21

საზოგადოება

კახა კალაძე: 2021 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იქნება განსხვავებული და შეგვეძლება უფრო მეტი პროექტის განხორციელება

ყოველი წლის ბოლოს მიზანმიმართულად ხდება ოპონენტების მხრიდან, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ა.შ., - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.