http://imedi.ge/ /  29 ოქტომბერი 2020, 12:12 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

31 ოქტომბერს მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ, როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2 დღეში, საკმაოდ უჩვეულო გარემოში ჩატარდება არჩევნები და საარჩევნო კამპანიაც უჩვეულო გარემოში ჩატარდა პირბადეებით, თუმცა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ზრუნვით მოქალაქეებზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

„დიდი პატივია დღეს, აქ ყოფნა, მშვენიერ თბილისში, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მშვენიერდება და ამას ყველა დაკვირვებული თვალი ხედავს.

ჩვენ, როგორც კახიმ თქვა, 2 დღეში, საკმაოდ უჩვეულო გარემოში გვიწევს არჩევნების ჩატარება და საარჩევნო კამპანიაც ასე უჩვეულო გარემოში ჩავატარეთ პირბადეებით, ოღონდ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ზრუნვით ჩვენს მოქალაქეებზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

სწორედ, ასე, ერთმანეთზე ზრუნვით 2 დღეში, 31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს.

ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეორე დღეს, პირველი ნოემბრიდან ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ის პროექტები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ დროის დაკარგვის საშუალება არ გვაქვს, ჩვენ არ შეგვიძლია დღეები, თვეები ვკარგოთ ამ გაურკვეველ კინკლაობაზე, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ უმთავრესი გამოწვევა დღეს ჩვენთვის არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკა. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ გეგმით, რომელიც გვაქვს, იმ პროგრამით, რომელიც დამუშავებულია და განხორციელდება უახლოესი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონში ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ამას ექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული პროექტების განხორციელებით.

უახლოესი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველო სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა თბილისშიც.

ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქალაქში, ქვეყნის სხვადასხვა დაბასა და სოფელში თანაბარი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ იშრომონ, იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე და ღირსეულად შეეძლოთ თავიანთი ოჯახების რჩენა, ჰქონდეთ თანაბარი განათლება, თანაბარი ჯანდაცვა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს იქნება ის 4 წელი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, 2024 წელს ჩვენ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ეს იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სრული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, გონივრულად და მშვიდობით.

„ყველაფერი ამის გათვალისწინებით ჩვენ არც ერთი დღე, არც ერთი წამი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ოკუპაცია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სრული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გონივრულად და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, მათ საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელ პირობებზე, მაგრამ საბოლოო მიზანი სახელმწიფოსი, მთავრობის, ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.

საქართველოს მთავრობა არჩევნების შემდგომ გააგრძელებს ზრუნვას ყველა იმ მიზნობრივ ჯგუფზე, ვისაც ეს ზრუნვა პირველ რიგში სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, ჩვენს პენსიონერებზე. ჩვენ შევქმენით პენსიის ინდექსაციის ის მექანიზმი, როდესაც პენსიონერი არ ელოდება არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდას. ეს არის ჩადებული კანონის შესაბამისად, მიბმულია ეკონომიკურ ზრდაზე და არის დაფიქსირებული ის მინიმალური ზრდა, რომელიც ჩვენს პენსიონერებს ეკუთვნით და უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა, ზრუნვა ჩვენს მომავალ თაობაზე. მომავალ თაობაში, მათ განათლებაში ჩადებული რესურსი არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, სამართლიან, ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მოვულოცოთ ერთმანეთს, გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

System of a down

30 ნოემბერი 2020, 00:03

კულტურა

ვიდეორგოლმა System of a Down-ის სიმღერაზე Chop Suey ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა, თუმცა ვიდეორგოლი Youtube-ზე მხოლოდ 2009 წელს აიტვირთა.

29 ნოემბერი 2020, 23:56

სპორტი

„ვიაიეს ინტერიასის" ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადომას ხსოვნას პატივი არ მიაგო

მან განაცხადა, რომ უარს ამბობს პატივი სცეს პედოფილისა და მოძალადის ხსოვნას. დაპენა წუთიერი დუმილის დროს ზურგით შებრუნდა და ფეხზე დგომის ნაცვლად იჯდა.

კინო

29 ნოემბერი 2020, 23:36

კულტურა

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

29 ნოემბერი 2020, 23:22

სპორტი

„მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 26 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როსონერიმ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას" 2:0 დამარცხების შემდეგ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა, ასეთი კარგი შედეგი კი გუნდს ბოლოს 1994 წელს ჰქონდა.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა

29 ნოემბერი 2020, 23:20

მსოფლიო

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა საფრანგეთში პანდემიის დროს - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის“ ევროპის ბიურო, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში მდებარეობს უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება გადაიღოს და ამჯერად საფრანგეთში ჩავიდნენ.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

29 ნოემბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი ადასტურებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე სერგეი გავრილოვზე საუბარი არ ყოფილა

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 22:07

COVID19

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

კახა კუჭავა

29 ნოემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 22:03

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

„არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა და ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა ერცვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 21:44

COVID19

რა შეზღუდვები და შეღავათები მოქმედებს საქართველოში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის სირთულეებსა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კი იმ შეღავათებზე საუბრობენ, რომლებითაც პანდემიიდან გამომდინარე ბიზნეს-სექტორის წარმოამდგენლები სარგებლობენ.

29 ნოემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა - ნანა ალექსანდრია მსოფლიო ჩემპიონად

„გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა: ნონა გაფრინდაშვილმა ნებაყოფლობით თქვას უარი ყველა ტიტულზე და ნანა ალექსანდრია ავტომატურად გამოცხადდეს მსოფლიოს ჩემპიონად“, – წერს ნაცვლიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 21:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საკუთარი თავისთვის ძალიან საინტერესო პაციენტი ვიყავი

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები“, - ამბობს ცერცვაძე.

29 ნოემბერი 2020, 20:56

რეგიონი

ბათუმში, ფიტნესკლუბში „რეფორმერი“ პოლიციამ სავარაუდოდ, ერთი მოქალაქე დააკავა

ბათუმში, „რეფორმერი ფიტნესის" შენობის მიმდებარედ, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიციაა მობილიზებული.

შსს

29 ნოემბერი 2020, 20:53

სამართალი

პოლიციამ სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 1 პირი

გავრცელებული ინფორმაციით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომელთაც ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ჰქონდათ. აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. როგორც ამ დროისთვის დგინდება, ერთი მათგანი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკის.

ფორმულა 1 ავარია

29 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

„ფორმულა 1-ის“ ბაჰრეინის გრან-პრიზე რომენ გროჟანის ბოლიდი აფეთქდა. ვიდეო

ფრანგი სპორტსმენი პირველივე წრეზე რუს დანიილ კვიატის ბოლიდთან კონტაქტის შემდეგ ჯებირებს შეეჯახა. შედეგად გროჟანის ავტომობილი აფეთქდა და მას ცეცხლი წაეკიდა.

ირლანდია საქართველო

29 ნოემბერი 2020, 19:58

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით, ანგარიშით 20-7 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც ბილი ბერნსმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. მე-16 წუთზე გიორგი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.