Imedi /  29 ოქტომბერი 2020, 19:12 / სანდო წყარო

ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება

ია მეტრეველი

ია მეტრეველი

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ია მეტრეველმა თავისი მიმართვა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობით დაიწყო, რომლის ინიციატივითაც ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა.

„არ შემიძლია ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ამით, რომ ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ცოდნის ტაძარი, ვგულისხმობ საერთაშორისო უნივერსტეტს, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვენისთვის, თქვენი ქალაქისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. სწორედ ეს მნიშვნელოვანი დღე მინდა მოგილოცოთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი განათლების, კულტურის, ეკონომიკის და ქვეყნის განვითარებას განაპირობს ის ახალგაზრდობა, რომელიც აქ მიიღებს საერთაშორისო განათლებას და იქნება პროფესიონალი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს.

ასევე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, რომ დღეს თქვენ წინაშე ვარ, რაც ჩემთვის დიდი პატივია და ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა და არამარტო ეს.

რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული ბუტა რობაქიხის დედა, ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს ქუჩაში, შემდეგ მოჰყვა სანდრო, შემდეგ იცით, რაც დაატრიალეს და მარტო 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. აქ მე მარტო არ ჩამოვსულვარ, ჩემსავით გაუბედურებული დედები არიან ჩემ გვერდით: გამცემლიძე გიორგის დედა, გულიკო გამცემლიძე, იური ვაზაგაშვილის და. ბატონი იურის, რომელიც დღემდე ვერ მომინელებია ეს ვაჟკაცი ქართველი ადამიანი. ისიც როგორი გაუგონარი სისასტიკით გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან. მან დიდი წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაში. არც ქუთისს დაკლებია მათი სისხლიანი ხელი. მინდა გაგახსენოთ 19 წლის ბიჭი, ვალერი ფხაკაძე, როგორ დაცხრილეს საკუთარ სახლთან. იმიტომ ჩამოვედი თქვენთან, რომ ჩემი ხმა გავაგონო სრულიად საქართველოს და იმათ, ვინც სრულიად სამართლიანადაა განაწყენებული „ოცნებაზე". ჩვენ ნაწყენები ვართ ოცნებაზე სწორედ იმიტომ, რომ მათ არ დასაჯეს სამართლიანად „ნაციონალური მოძრაობა". ზეგ არის გადაწყვეტი არჩევნები და ვთხოვო ყველას, გაიხსენოთ რა დროში ვცხოვრობდით, რა სისხლიანი წლები გამოვიარეთ. მარტო კეკელიძეზე, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე 7 ადამიანის სიცოცხლე გაისტუმრა სააკაშვილის რეჟიმმა. ეს რომ აღარ განმეორდეს და კრიმინალები აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ ჩვენ, მთელმა საქართველომ, ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება", - განაცხადა ია მეტრეველმა.

ყველა სიახლე

პიტერ ალტმაიერი

28 ნოემბერი 2020, 13:39

COVID19

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ნაწილობრივი ლოკდაუნი შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს

გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა კორონავირუსის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტრმაიერმა ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამოღებული ფული

28 ნოემბერი 2020, 13:00

მსოფლიო

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ისტორიაში უმსხვილესი ოპერაციის ფარგლებში სამ კონტინენტზე 45 ადამიანი დააკავეს

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ისტორიაში უმსხვილესი სპეცოპერაციის ფარგლებში ბრაზილიაში, ესპანეთში, ბელგიასა და დუბაიში 45 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპოლი ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 12:45

COVID19

პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით სარგებლობისა და 28 დეკემბრამდე ამანათების მიღების უფლება შეჩერდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ შევიდა ცვლილებები და განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.

ოთარ ჩალათაშვილი

28 ნოემბერი 2020, 12:27

COVID19

ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ჩალათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ის სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის. საჯარო მოხელესთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

28 ნოემბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს.

ავთანდილ თალაკვაძე

28 ნოემბერი 2020, 12:15

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა

ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა.უწყების პრესამსახური ინფორმაციას ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

28 ნოემბერი 2020, 12:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით 27,100 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 27,100 ადამიანს დაუდასტურდა, 510 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2,242,633 ადამიანს დაუდასტურდა, 39,068 კი გადაიცვალა.

დავით გადელია

28 ნოემბერი 2020, 12:10

COVID19

ექიმი: თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი - ესე იგი ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ

თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი - ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან - ხელში, - ამის შესახებ Facebook-ზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც შესაბამისი ცოდნის არ ქონის მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევიან.

28 ნოემბერი 2020, 12:02

COVID19

სამეგრელოში მცხოვრები ორი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სამეგრელოში, მცხოვრები ორი მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი აბაშაში მცხოვრები, 78 წლის ქალბატონია, რომელიც თერჯოლის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობოს კურსს, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი მკურნალობა მძიმედ მიმდინარეობდა.

28 ნოემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთა

პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,294 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 16,294 ადამიანს დაუდასტურდა, 184 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 11:43

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,248 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,248 ადამიანს დაუდასტურდა, 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 133,594 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,121 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 106,479.

ტესტირება

28 ნოემბერი 2020, 11:41

COVID19

შსს-ს თანამშრომლებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 7 კოვიდცენტრში PCR მეთოდით ტესტირება უტარდებათ

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების PCR მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ. მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ტესტირების ჩატარებაზე.

გენერალური პროკურატურა

28 ნოემბერი 2020, 11:36

სამართალი

გენპროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაში მყოფი პირი დააკავეს

2020 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. იგი ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია (Europe’s Most Wanted).

28 ნოემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან

„იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 09:00-იდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ. რაც შეეხება იმ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ - დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ შაბათ-კვირას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გასცემს.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 11:19

COVID19

აჭარაში დღე-ღამეში კორონავირუსის 683 შემთხვევა დაფიქსირდა და 8 პაციენტი გარდაცვალა

აჭარაში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 526-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 668 პაციენტი.

28 ნოემბერი 2020, 11:12

ტაბლოიდი

ავსტრიის სოფელ Fucking-ს სახელს გადაარქმევენ

სკანდალური სახელით ცნობილ ავსტრიის სოფელ Fucking-ს სახელს გადაარქმევენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. სოფლისთვის სახელის გადარქმევა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოითხოვეს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მუდმივად აბულინგებენ. განსაკუთრებული ცინიზმით კი ინგლისელი ტურისტები გამოირჩევიან, რომელიც სოფლის სახელწოდებიან აბრასთან ფოტოებს უხამს პოზებში იღებენ.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 11:09

COVID19

მაია ცქიტიშვილი: მხოლოდ საჯარიმო სანქცია ვერავის დაიცავს ვირუსის გავრცელებისგან

რა თქმა უნდა, პამდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების მექანიზმების აღსრულების ეფექტიანობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ალბათ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძვით, ეს არის მათ შორის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრ კეკულე

28 ნოემბერი 2020, 11:06

COVID19

გერმანელი ეპიდემიოლოგი: კორონავირუსმა მუტაცია იტალიაში განიცადა

კორონავირუსის შტამმა, რომელიც დღეს მსოფლიოში ვრცელდება, მუტაცია იტალიაში განიცადა, - ამის შესახებ გერმანელმა ეპიდემიოლოგმა ალექსანდრ კეკულემ განაცხადა. მისი მტკიცებით, კორონავირუსის გამომწვევი ვირუსი, SARS-CoV-2 ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, თუმცა პანდემიისთვის სასტარტო გასროლა არა ჩინეთში, არამედ ჩრდილოეთ იტალიაში განხორციელდა. კოვიდპაციენტთა 99% დღეს სწორედ იმ შტამით არის ინფიცირებული, რომელმაც მუტაცია იტალიაში განიცადა.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში სისტემური „ლოქდაუნი“ არ მოქმედებს

როდესაც კომუნიკაციაზე და პანდემიის მართვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის სიმართლის თქმა. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით ვერანაირ შეზღუდვას სექტემბერსა და ოქტომბერში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ამ დროს იმყოფებოდა აქტიურ პოლიტიკურ პროცესში. ასევე სიმართლე არის ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.