imedi /  29 ოქტომბერი 2020, 20:24 / სანდო წყარო

რევაზ მიშველაძე: ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარეს უნაპირო სიკეთე, ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება

რევაზ მიშველაძე

რევაზ მიშველაძე

გითხრათ სიმართლე, არ მეგონა, თუ 2020 წლის 29 ოქტომბერს მოგვიწევდა მიტინგის ჩატარება იმის შესახებ, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, მაგრამ ამ საარჩევნო მარათონს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ მე შეიძლება შევცდე, შეიძლება აუცილებელიც კი იყოს შევახსენოთ ერთმანეთს ზოგი რამ იმ დანაშაულთა შესახებ, რაც საქართველოში ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ მწერალმა რევაზ მიშველაძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„მინდა შეგახსენოთ, წაგებული ომის შემდეგ ვინ გამოიგონა ახალი საზღვრები ავტონომიებისა და ვინ ჩააბარა მტერს კოდორის ხეობა და ლენინგორი, ვინ ჩააბარა მტერს უძველესი ქართული მიწა, ის მიწა, რომელიც საქართველოს ორგანული ისტორიული ნაწილი იყო და მერე მეზობელ ქვეყანას ვინ უფეშქაშა ჩვენი ძვირფასი დავით გარეჯი, ქართული ქრისტიანული სავანე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი ბერად აღიკვეცა და დღეს ჩვენ, ქართველებს სალოცავადაც არ გვიშვებენ. ვინ გააუქმა ქართული ენის პალატა, როცა 1918-21 წლებში ქალაქის მერიასთან არსებობდა ქართული ენის კომისია, რომელსაც თანხმობა უნდა მიეცა ქალაქის ხელისუფლებისთვის, რომ საჯარო სამსახურში უნდა დაენიშნათ პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კარგად იცოდა ქართული. აი, ასეთი კასკადია დანაშაულებათა.

გაავსეს ქართული ციხეები და გამოიგონეს პატიმართა ტანჯვის საშინელი მეთოდები. ვინ იყო ის კაცი, რომელიც გორის მიწაზე ხოხავდა მტრის თვითმფრინავის გამოჩენისას, რომელსაც დაცვა თავზე აფარებდა თუნუქის ტაშტებს, რომ დაეცვათ. ვინ იყო ის კაცი, რომელმაც გასცა განკარგულება, შუაღამის შემდეგ დაებარებინათ მოქალაქეები და იძულებული გაეხადათ დაეწერათ იმის შესახებ, რომ თავის პირად ქონებას ასხვისებდნენ მავანთათვის და ის ფული ამ დამნაშავე პარტიის ჯიბეში ილექებოდა, ვინ შემოიღო ტრადიცია ხელმძღვანელი პირების არამშობლიურ ენაზე გამოსვლისა საერთაშორისო შეხვედრებზე. ვინ გამოვიდა ამერიკის სენატში და განაცხადა, ორმოცი წლის შემდეგ მე საქართველოში მოქალაქე საჯარო სამსახურში არ მჭირდებაო. ვინ დაიწყო ნადირობა ქართულ ეროვნულ ძეგლებზე. ვინ ააფეთქა მერაბ ბერძენიშვილის უბრწყინვალესი გამარჯვების მემორიალი და აი, აქ ჩემს მშობლიურ ქუთაისში.

ვინ გააუქმა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემია, წაართვა მას ინსტიტუტები და წაართვეს უფლება, ყოფილიყო ფლაგმანი ქართული მეცნიერებისა და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი მითითებით წერა-კითხვის მცირედ მცოდნე განათლების მინისტრმა გამოგზავნა ბრძანება, რომლის ძალითაც 2446 თანამშრომელი, პროფესორ-მასწავლებელი უნივერსიტეტისა ქუჩაში გარეკეს. ამასაც არ დასჯერდნენ და 2007 წლის 21 აგვისტოს ზონდერთა ბრიგადა გამოგზავნა მწერალთა კავშირში და მემორიალური ნივთები კონსტანტინე გამსახურდიასი, გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის, იოსებ გრიშაშვილის და სხვათა და სხვათა, ქუჩაში გამოყარა. მწერალთა სასახლეს ოკუპაცია გაუკეთეს და ჩვენ მწერალთა კავშირის 640-ე წელს ჩვენს შენობაში არ გვიშვებდნენ, ისე ჩავიდნენ მიწაში ანა კალანდაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ოტია იოსელიანი, რომ თავის სასახლეში მწერლების დაბრუნებას ვერ მოესწრნენ. ვინ დაარბია "იმედი“ 2007 წლის 7 ნოემბერს და ვინ ჩაიდინა ის საშინელი ბარბაროსობა, რასაც ერქვა 2011 წლის 26 მაისს ბართლომეს ღამის მოწყობა რუსთაველის გამზირზე. ეს 2-2 გვამის მოყვარული ხელისუფლება იქამდე მიდის, რომ მეტროს ჯიხურის თავზე ათავსებს 2 გვამს, თითქოს ისინი ელექტროდენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ და ბოლოს სახლში რომ მიბრძანდებით, ჩახედეთ პირადობის საბუთებს, რომელშიც ეროვნების დამადასტურებელი ცნობა არ არის.

თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ერის წარმომადგენელს საბუთით დაუმტკიცოთ თქვენი ქართველობა, ესეც მიხეილ სააკაშვილის კისერზეა. ეს, რაც ჩამოგითვალეთ, შეიძლება იყოს 2% იმ დანაშაულებათა, რაც მათ ჩაიდინეს. ხედავთ, რომ ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარეს უნაპირო სიკეთე, პარტია, რომლის ხელმძღვანელმაც ააშენა დიდებული სამების ტაძარი და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მახათას მთაზე. გაარემონტა საქართველოს ყველა თეატრი, ყველა სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ქუთაისში გაიხსნა დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ამ ოცნების ხელმძღვანელმა თავისი ჯიბიდან დააფინანსა. ამიტომ, ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება", - განაცხადა მიშველაძემ.

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 20:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენი თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც დაამტკიცებს, რომ „80 მილიონი ხმა“ თაღლითურად არ მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლის პირობა დაასახელა.

ილია მეორე

27 ნოემბერი 2020, 20:23

საზოგადოება

ილია მეორე მრევლს მიმართავს

საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. „ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:15

COVID19

ბექა დოჭვირი: რეგულაციები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე

დღევანდელი რეგულაციები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს აწარმოებდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

27 ნოემბერი 2020, 20:12

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელის კვალზე საუბრობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ სერიოზული მინიშნებები არსებობს იმის თაობაზე, რომ ისრაელს ირანელი ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობასთან კავშირი აქვს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:07

ეკონომიკა

ბექა დოჭვირი მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზე: ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან

ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა.

აქსელ ფიშერი

27 ნოემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

აქსელ ფიშერი: საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის პარალელურად რუსეთი ქვეყნის ორი რეგიონის ანექსიას განაგრძობს

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია-CDU) და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე, 2020 წლის 12 ივნისს, სოჭში შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 19:44

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა.

ალეკო ელისაშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით ანგარიშდება, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკოს დაწერილ შედეგს

პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს, - ამის შესახებ Facebook-ზე „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს.

27 ნოემბერი 2020, 19:28

COVID19

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში COVID19-ით ექიმი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა. ის ტრავმატოლოგი იყო და ინტრვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

რაულ თუთარაული

27 ნოემბერი 2020, 19:19

სპორტი

რაულ თუთარაულმა ბრძოლა 14 წამში მოიგო

რაულ თუთარაულმა „ასა 114“-ის ორგანიზაციის ეგიდით პირველი ბრძოლა 14 წამში მოიგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე ბოსნიელი დრაგოლუბ სტანოიევიჩი იყო. მეტოქისთვის მიყენებული რამდენიმე უძლიერესი დარტყმის შემდეგ ექიმებმა ბოსნიელისთვის დახმარება სცადეს, თუმცა მან წამოდგომა ვეღარ შეძლო და ოქტაგონიც სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

27 ნოემბერი 2020, 19:06

COVID19

Reuters: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:05

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია

„მთავარია ორი თვის განმავლობაში წარმატებულად ვმართოთ ის პროცესი, რომელსაც წარმატებულად შევეჭიდეთ და მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ხატია დეკანოიძე

27 ნოემბერი 2020, 18:50

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება

თუ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება, - ამის შესახებ Facebook-ზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

27 ნოემბერი 2020, 18:36

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი თეირანის მახლობლად მოკლეს

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანელი ფიზიკოსი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელად მიიჩნევა, თეირანის მახლობლად მოკლეს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 18:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი მისიაა გვერდში დავუდგეთ ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან

ჩვენი მთავრი მისია დღეს ისაა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ეკონომიკურ დარგებს, რომელიც პირველ რიგში ქმნიან სამუშაო ადგილებს, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 18:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს

დღეს ქვეყანაში უკვე 4700-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა და ახლა აუცილებელია, შევასუსტოთ ვირუსის გავრცელების ტემპი. სამწუხაროდ, ეს შეზღუდვები ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და უშუალოდ დასაქმებულებზე. დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს, რომელსაც პანდემიამ ზიანი მიაყენა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 18:21

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი. იგეგმება ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი - პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: ამ პროცესში ელისაშვილი და „გირჩი“ გაცილებით თანმიმდევრული ჩანან

უკვე აღარ არსებობს კვალიფიციური სუბიექტი, არსებობს საპარლამენტო სუბიექტი. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებენ, რომ მათ აიღეს ამდენი ხმა, არ აღიარებენ შედეგებს, მაგრამ ითხოვენ ფულს. არ აღიარებენ შედეგებს, ითხოვენ ფულს და თანაც იმდენს, რამდენი ხმაც მიიღეს, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ის ვინც არ ითხოვს, მაგალითად ელისაშვილი ან „გირჩი“, ისინი გაცილებით თანმიმდევრული ჩანან ამ სიტუაციაში. თუ არ ვაღიარებ იმას, რომ 1% მაქვს, გასაგებია უტყდებათ, რომ 1% აქვთ, რთულია ამის აღიარება, ხალხს რომ უმტკიცებ, პრემიერ მინისტრი უნდა გავხდეო და თურმე 3% გაქვს. და როდესაც ამბობ, რომ კი, მე არ მაქვს ეს 3% მაგრამ 3%-ის ფული მომეცი, ირიბად კი არა პირდაპირ აღიარებ შედეგს. და ვინც არ აკეთებს ამას, ის რა თქმა უნდა, უფრო თანმიმდევრულია“, - განაცხადა ახვლედიანმა

ალექსეი ნავალნი

27 ნოემბერი 2020, 18:16

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი: ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები უნდა დაუწესოს

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები უნდა დაუწესოს.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:04

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: არაადეკვატურობის მაგალითია ოპოზიციის განცხადება, რომ ინფიცირებულთა ზრდა აქციებს არ უკავშირდება

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანის პირზე გავდივართ, ერთ მხარესაა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეორე მხარეს კი ეკონომიკური გამოწვევები, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.