http://imedi.ge/ /  30 ოქტომბერი 2020, 09:54 / სანდო წყარო

NEWEUROPE: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია

 Neweurope.eu

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული მედიის და პოლიტიკური წრეების ყურადღების ძირითადად მიპყრობილია მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე, რაც სრულიად გასაგებია, გამომდინარე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებიდან. აშშ, ევროკავშირის და სხვანი სამართლიანად მოუწოდებენ მშვიდობისკენ. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მოლაპარაკებების შედეგად ცეცხლი შეწყდება და გაიმართება კონსტრუქციული სამშვიდობო დიალოგი. საქართველომ, რომელიც კონფლიქტში მონაწილე ორივე ქვეყანას ესაზღვრება და განიხილება, როგორც ნეიტრალური არბიტრი, გამოთქვა შუამავლობის მზადყოფნა გამოსავლის პოვნის პროცესში, უფრო მსხვილ საერთაშორისო მხარეებთან თანამშრომლობით, - Neweurope - მა სტატია სახელწოდებით ,,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია“ გამოაქვეყნა.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, მშვიდობის ბუნებრივი პარტნიორი გახლავთ დემოკრატია, როგორც ამას ბოლო 75 წლის განმავლობაში ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, 31 ოქტომბერი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში.

როგორც ავტორი აცხადებს, პოლიტიკურმა პარტიებმა ყოფილი პრეზიდენტის, ინდივიდუალისტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხმა მისცეს რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ აშშ და ევროკავშირი.

მისი თქმით, საბედნიეროდ, მმართველმა პარტიამ მოაგროვა საკმარისი რაოდენობის ხმები რეფორმის დასამტკიცებლად, რასაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში.

როგორც გამოცემა წერს, არსებობს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე სამართლიანი და ინკლუზიური საქართველოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ აიძულა ევროკავშირი და სხვანი, გაეუქმებინათ დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიები და ის, რომ ახალი პროპორციული სისტემა ევროპარლამენტის საარჩევნო სისტემის მსგავსია, არ არის შემთხვევითი.

,,საქართველოს მაგალითი შეგვახსენებს, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობის მოკლევადიანი იმპერატივი არ არის ევროკავშირის ერთადერთი პრიორიტეტი ჩვენს მეზობელ შავი ზღვის რეგიონში. მშვიდობის ბუნებრივი პარტნიორი გახლავთ დემოკრატია, როგორც ამას ბოლო 75 წლის განმავლობაში ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს. 31 ოქტომბერი საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში და კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქვეყანა მართლაც იმსახურებს რეგიონში დასავლეთის მთავარი მოკავშირის სახელს. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საკვანძო ნიშანსვეტს საქართველოს გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ.

წლის დასაწყისში ქართული ოცნების მმართველმა ხელისუფლებამ გაატარა საარჩევნო რეფორმა, რის შედეგად მოხდა გადასვლა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე. ამ რეფორმას რეკომენდაცია გაუწიეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე ევროკომისიამ: მთავრობის მიერ მისი შეთავაზებისთანავე რეფორმას აქტიურად, ხმამაღლა უჭერდნენ მხარს როგორც წამყვანი ქვეყნები, ისე მთავრობები ბერლინში, პარიზში, ლონდონში და ა.შ. უცნაურია, მაგრამ ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყოფილი პრეზიდენტის, ინდივიდუალისტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხმა მისცეს ამ რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ აშშ და ევროკავშირი. საბედნიეროდ, მმართველმა პარტიამ მოაგროვა საკმარისი რაოდენობის ხმები რეფორმის დასამტკიცებლად, რასაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში“, - წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება თამამად აცხადებს თავის ამბიციებს ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ქვეყნის სამოქმედო გეგმის ღერძს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%.

,,ლიდერი ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელშიც ისინი მიესალმებიან ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას, ვკითხულობთ: „ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში... ჩვენ ვულოცავთ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომლებმაც ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენეს“.

შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე სამართლიანი და ინკლუზიური საქართველოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ აიძულა ევროკავშირი და სხვანი, გაეუქმებინათ დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიები. ის, რომ ახალი პროპორციული სისტემა ევროპარლამენტის საარჩევნო სისტემის მსგავსია, არ არის შემთხვევითი. ქართული ოცნების ხელისუფლება თამამად აცხადებს თავის ამბიციებს ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ქვეყნის სამოქმედო გეგმის ღერძს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%.

ბოლო ათწლეულში საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც ევროკავშირისკენ, ისე ნატოსკენ: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება; MISP კიბერუსაფრთხოების პლატფორმაზე გაწევრება; ნატოს საერთაშორისო წვრთნები 2019 და 2020 წლებში. საქართველოს დღესაც უდიდესი მხარდაჭერა აქვს ევროპული საზოგადოების მხრიდან.

ევროკავშირის დაფინანსება დაეხმარა საქართველოს COVID პანდემიასთან ბრძოლაში, ხოლო ევროპელი ლიდერები მიესალმებიან საქართველოს დაჩქარებულ სვლას ევროკავშირისკენ. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო, ფაქტობრივად, უკვე პასუხობს ნატოს წევრობისთვის აუცილებელ ყველა კრიტერიუმს.

ევროკავშირის ყოფილი ელჩი პოლ ვანდორენი წერს: „საქართველოს ჰყავს ცალსახად პროევროპული (და ნატოს მომხრე) მთავრობა, რომლის ლიდერები მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ სურვილს ამ ექსკლუზიური დასავლური გაერთიანებების წევრობასთან დაკავშირებით.

2016 წელს ამოქმედდა ამბიციური ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც საქართველოსთვის წარმოადგენს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის აქტს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ევროპულ იდენტობას და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტს - ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას“.

ჩვენ ვერ ავუქცევთ გვერდს ამ არჩევნების რეგიონალურ ფონს: რუსეთის მხრიდან ჩარევა და დეზინფორმაცია შავი ზღვის რეგიონში ცხოვრებისეულ ფაქტს წარმოადგენს და ამ მხრივ საქართველოს სხვაზე არანაკლები აქვს გადატანილი. ქვეყანა ნაწილობრივ (და უკანონოდ) არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ხოლო კიბერშეტევების საფრთხე, მათ შორის ჩარევა არჩევნებში, ყოველდღიური მოვლენაა. სწორედ ამიტომაა ასეთი შთამბეჭდავი საქართველოს დემოკრატიული წინსვლა და ურყევი გადაწყვეტილება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, რაც შეეხება თავად არჩევნებს, გამოკითხვების თანახმად, მმართველი ხელისუფლება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაშიც თავის წვლილს შეიტანს COVID პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების დადებითი შეფასება საზოგადოების მხრიდან.

,,მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის ევროპული ამბიციების ხორცშესხმის შემდგომი დაჩქარებისთვის. ნამდვილად დემოკრატიული, დასავლური ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში ფასდაუდებელი განძია ავტორიტარიზმის მომხრეთა საპირწონედ, რომელთაც, ხსენებულის ნაცვლად, ქაოსის დამკვირდება სურთ. ქართველი ხალხი და ხელისუფლება ჩვენს მილოცვას იმსახურებენ“, - წერს გამოცემა.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 214 ადამიანი გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2020, 21:24

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კორონავირუსით გარდაცვალება

04 დეკემბერი 2020, 21:22

COVID19

კახეთში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა

ხანდაზმული გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა. ის გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 21:19

COVID19

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ეუთო

04 დეკემბერი 2020, 21:11

პოლიტიკა

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურებულია სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

04 დეკემბერი 2020, 21:04

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 24 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 814 ადამიანი გარდაიცვალა.

ძიუდო

04 დეკემბერი 2020, 21:02

სპორტი

შესაძლოა, საქართველოში ძიუდოში „თბილისის გრან პრის“ ნაცვლად „გრანდ სლემი“ ჩატარდეს

როგორც წესი, ქვეყნები თავად ითხოვენ საერთაშორისო ფედერაციისგან „გრანდ სლემის“ ჩატარებას, თუმცა ამჯერად უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და საქართველომ შეთავაზება მიიღო.

04 დეკემბერი 2020, 20:54

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 504 ადამიანი გარდაიცვალა.

რემა ჟვანია

04 დეკემბერი 2020, 20:40

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანიამ დაწერა.

სერგეი ლავროვი

04 დეკემბერი 2020, 20:40

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: თურქეთის ნატოში წევრობა რუსეთის თურქეთთან ურთიერთობებში პრობლემას არ წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთის ნატოში წევრობა რუსეთის თურქეთთან ურთიერთობებში პრობლემას არ წარმოადგენს.

04 დეკემბერი 2020, 20:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ოთხ პირობაზე დათანხმება მოგვთხოვა, ოთხივეზე ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა. როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.

04 დეკემბერი 2020, 20:28

COVID19

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს.

04 დეკემბერი 2020, 20:13

ეკონომიკა

თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის გავლით, დღეიდან რკინიგზის ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

საქართველოსთვის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ცენტრისთვის, უმნიშვნელოვანესი პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა. ოფიციალურ ცერემონიას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენი პარტია ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრას ამჯობინებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განმარტა, რატომ არ დაესწრნენ დღეს პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის შეხვედრას ელჩებთან. როგორც ინაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, მას და მის პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ, დამოუკიდებლად და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ.

დავით ზალკალიანი: სისერო მარტინს გარსია

04 დეკემბერი 2020, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა. ელჩი დიპლომატიურ მისიას საქართველოში უახლოეს მომავალში ასრულებს.

04 დეკემბერი 2020, 20:02

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლიდს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

დღეს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარმედგინა მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის, რათა მას გადაეცა რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან. ასეთი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ სოფიო ქაცარავას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ასეთ მნიშვნელოვან დროს დაინიშნა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - აღნიშნა ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა.

04 დეკემბერი 2020, 19:48

პოლიტიკა

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიტუაციას განიხილავს

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

შემოსავლების სამსახური

04 დეკემბერი 2020, 19:46

ეკონომიკა

საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების მიზნით კომპანიებმა განცხადებით შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

ჰელგა შმიდი

04 დეკემბერი 2020, 19:32

მსოფლიო

ეუთოს ახალი გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი გახდა

გერმანელი დიპლომატი ჰელგა მარია შმიდი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ახალი გენერალური მდივანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეუთოში გერმანიის წარმომადგენლობა Twitter-ზე ავრცელებს.