30 ოქტომბერი 2020, 15:09 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, საბოლოოდ, შევძელით ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, საბოლოოდ, შევძელით მშვიდი და მშვიდოებიანი, ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ირაკი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა. ამჯერადაც, ჩვენი უმთავრესი ამოცანა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა გახლდათ. ყველა ხედავთ, რომ ეს ამოცანა დღემდე წარმატებით შესრულდა. გასული რამდენიმე თვის მანძილზე, უზრუნველყოფილი იყო კონკურენტული საარჩევნო გარემო. პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა სრულფასოვანი კამპანიის წარმოებისა და ამომრჩევლამდე საკუთარი გზავნილების მიტანის შესაძლებლობა. მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენ, საბოლოოდ, შევძელით მშვიდი და მშვიდობიანი, ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მოთმინებისა და თავშეკავებისათვის მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს წევრსა და მხარდამჭერს. აგრეთვე, ინციდენტებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისათვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და თითოეული საარჩევნო ღონისძიება პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართა.

„საარჩევნო კამპანიის ერთადერთ არსებით უარყოფით მხარედ გამოიკვეთა აგრესია და სიყალბე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ამ თვეების მანძილზე მისი კუთვნილი პარტიული ტელევიზიების, აგრეთვე სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავდა და ავრცელებდა. თუმცა, სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ აგრესია და სიყალბე მაღალი კულტურის მქონე ქართულ საზოგადოებაში ძალზე სუსტი ინსტრუმენტია და მას არჩევნების შედეგზე მხოლოდ მინიმალური გავლენის მოხდენა შეუძლია. კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. მოვუწოდებთ ყველას, ხვალ, არჩევნების დღეს, უზრუნველყონ კენჭისყრის კანონის სრული დაცვით, მშვიდ ვითარებაში წარმართვა, შექმნან სათანადო გარემო ჩვენი მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების თავისუფალ გარემოში რეალიზებისათვის. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა. ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ ხვალ თითოეული საარჩევნო უბანი იქნება ორგანიზებული, როგორც მაქსიმალურად კოვიდ-უსაფრთხო საჯარო სივრცე. შესაბამისად, ამომრჩევლებს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისაკენ. ხვალ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნებს მოიგებს ჩვენი პარტიის თითოეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რაც შექმნის მყარ ნიადაგს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

30 ნოემბერი 2020, 01:21

რეგიონი

ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციას ფიტნესკლუბის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა

„გირჩის“ლიდერის განცხადებით, ფიტნესკლუბი საცხოვრებელ სახლად იქირავა, კომერციული საქმიანობას ის არ აწარმოებს, შესაბამისად, აცხადებს, რომ პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა. ჯაფარიძის თქმით, ის აუცილებლად შევა ნაქირავებ საცხოვრებელში, სამართალდამცველთა ქმედებებს კი გაასაჩივრებს.

30 ნოემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი საკუთარი კრემაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა

ნოემბრის დასაწყისში 75 წლის ინდოელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ ახლობლებს მისი გარდაცვალება შეატყობინეს. ცხედარი წესების თანახად ინახებოდა. ის ოჯახის წევრებს შორიდან აჩვენეს, რის გამოც, სავარაუდოდ, კარგად ვერ ამოიცნეს.

სპილო კაავანი

30 ნოემბერი 2020, 00:30

მსოფლიო

სპილო კაავანი ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს

36 წლის სპილო კაავანი, რომელიც რამდენიმე წელია, ჭარბი წონით იტანჯება, ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს. გიგანტური ცხოველის გასათავისუფლებლად, რომელმაც მთელი ცხოვრება გალიაში გაატარა, სოციალურ ქსელებში კამპანია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მომღერალი შერი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი აქტიური ძალისხმევით მოხერხდა კაავანის გადაყვანა კამბოჯაში მდებარე სიერ-რიპის ნაკრძალში.

ობელისკი

30 ნოემბერი 2020, 00:23

ტაბლოიდი

იუტის უდაბნოში აღმოჩენილი იდუმალი ობელისკი გაუჩინარდა

ობიექტის გაუჩინარებას შტატის მიწების მმართველობის ბიუროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ობელისკის დემონტაჟი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ განუხორციელებიათ

System of a down

30 ნოემბერი 2020, 00:03

კულტურა

ვიდეორგოლმა System of a Down-ის სიმღერაზე Chop Suey ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა, თუმცა ვიდეორგოლი Youtube-ზე მხოლოდ 2009 წელს აიტვირთა.

არმენ სარგსიანი

29 ნოემბერი 2020, 23:58

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

„ასეთი რყევების შემდეგ ნებისმიერმა მთავრობამ მანდატი ხელახლა უნდა მოიპოვოს. საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2 წლის წინ გვქონდა. მაშინ სომხეთი სხვა ქვეყანა იყო, დღეს კი სრულებით სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას. სირთულეები გვაქვს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში. ქვეყანამ დიდი დანაკარგი და ზარალი განიცადა ყარაბაღის ომის შედეგად. დაზარალებულ ოჯახებს სჭირდებათ დახმარება“, - აღნიშნა სარქისიანმა.

29 ნოემბერი 2020, 23:56

სპორტი

„ვიაიეს ინტერიასის" ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადომას ხსოვნას პატივი არ მიაგო

მან განაცხადა, რომ უარს ამბობს პატივი სცეს პედოფილისა და მოძალადის ხსოვნას. დაპენა წუთიერი დუმილის დროს ზურგით შებრუნდა და ფეხზე დგომის ნაცვლად იჯდა.

კინო

29 ნოემბერი 2020, 23:36

კულტურა

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

29 ნოემბერი 2020, 23:22

სპორტი

„მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 26 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როსონერიმ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას" 2:0 დამარცხების შემდეგ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა, ასეთი კარგი შედეგი კი გუნდს ბოლოს 1994 წელს ჰქონდა.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა

29 ნოემბერი 2020, 23:20

მსოფლიო

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა საფრანგეთში პანდემიის დროს - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის“ ევროპის ბიურო, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში მდებარეობს უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება გადაიღოს და ამჯერად საფრანგეთში ჩავიდნენ.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

29 ნოემბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი ადასტურებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე სერგეი გავრილოვზე საუბარი არ ყოფილა

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 22:07

COVID19

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

კახა კუჭავა

29 ნოემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 22:03

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

„არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა და ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა ერცვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 21:44

COVID19

რა შეზღუდვები და შეღავათები მოქმედებს საქართველოში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის სირთულეებსა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კი იმ შეღავათებზე საუბრობენ, რომლებითაც პანდემიიდან გამომდინარე ბიზნეს-სექტორის წარმოამდგენლები სარგებლობენ.

ლაშა ნაცვლიშვილი

29 ნოემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა - ნანა ალექსანდრია მსოფლიო ჩემპიონად

„გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა: ნონა გაფრინდაშვილმა ნებაყოფლობით თქვას უარი ყველა ტიტულზე და ნანა ალექსანდრია ავტომატურად გამოცხადდეს მსოფლიოს ჩემპიონად“, – წერს ნაცვლიშვილი.