30 ოქტომბერი 2020, 15:57 / სანდო წყარო

გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალის ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს

გიორგი ხელაშვილი

გიორგი ხელაშვილი

ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, საქართველოში აღინიშნა ჯერ კიდევ არდაშლილ საბჭოთა კავშირში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების 30 წლისთავი. ოპოზიციამ, რომელსაც ანტიკომუნისტი დისიდენტი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, დამაჯერებელი უმრავლესობით მოიგო არჩევნები და პირველი გარდამავალი მთავრობის შექმნის უფლება მიიღო, მოგვიანებით კი, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა. ქვეყანას კიდევ 22 წელი დასჭირდა, რომ ასეთი ცვლილება განმეორებულიყო - 2012 წელს ოპოზიციურმა კოალიციამ, „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა“ ,- გამოცემა ,,Intellinews“ სტატიას სახელწოდებით ,,კოლხები: ქართული დემოკრატიის ოცდაათწლიანი გზა“ აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი, გიორგი ხელაშვილი აცხადებს, მხოლოდ პარლამენტის ბოლო ორი მოწვევა, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, წარმოადგენდა ლიდერთა სურვილების შემსრულებელი ორგანოს როლიდან დრამატულ გადახვევას და ქვეყანაში ნამდვილი პარლამენტარიზმის ტრადიციის დანერგვას.
მისი თქმით, მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალის ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, რომელთაგან ყველაზე აქტიურმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თითქმის არაფერი გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მხრივ, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, მოქმედი პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მეცხრე პარლამენტმა მიაღწია ნამდვილ საკანონმდებლო გარდაქმნასა და დემოკრატიულ წინსვლას კონსტიტუციისა და რეგლამენტის რედაქტირებით, ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის სულისკვეთებისა და პრინციპების შესაბამისად.

„საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ისტორია ათასწლეულებს ითვლის. მიუხედავად ამისა, ხუთი საუკუნის განმავლობაში, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ქართველები, როგორც ერთიანი ერი, არ სარგებლობდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობით. სწორედ ამიტომ იყო 1991 წელს ეროვნული სუვერენიტეტის გამოცხადება ასეთი მნიშვნელობის მქონე ისტორიული მასშტაბის მოვლენა. საბჭოთა და შემდეგ რუსული აგრესიის მუდმივი საშიშროებისა და მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედის სამხედრო ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ შეძლო გადარჩენა, როგორც ეფექტურად მართულმა სახელმწიფომ და, უფრო მეტიც, განავითარა დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც ვარსკვლავური რეპუტაციით სარგებლობენ აღმოსავლეთ ევროპაში და, მით უმეტეს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს პოლიტიკური ისტორია ძირითადად იმ ქარიზმატული ლიდერების მონათხრობებით ვრცელდებოდა, რომელთა სახელები მთელს მსოფლიოში ცნობილი იყო სწორი ან არასწორი მიზეზების გამო. ამის მიუხედავად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ასევე პარლამენტების მოწვევათა (სულ ცხრა) ისტორია იყო, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვაზე, თუმცა სხვადასხვა სიმძაფრით. მნიშვნელოვანია, რომ ქართული დემოკრატია, თუნდაც ხმაურიანი და უსიამოვნო, ყველაზე სტაბილური და ძლიერი იყო, როდესაც პოლიტიკური პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო განხილვები იყო. ამის საპირისპიროდ, როდესაც პარლამენტი მდუმარე და პასიური ხდებოდა, მაშინ დემოკრატიაც სუსტებოდა. სამწუხაროდ, პარლამენტის პირველი მოწვევა სამოქალაქო ომით დასრულდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი გამსახურდია ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო შემდგომი რამდენიმე მოწვევის პარლამენტი უმნიშვნელო როლს ასრულებდა ეროვნულ ლიდერებთან, ედუარ შევარდნაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან შედარებით და იშვიათად თუ ეყოფოდა გამბედაობა, წინ აღდგომოდა მათ პოლიტიკურ ნებას ან, არცთუ იშვიათად, ახირებას. მხოლოდ პარლამენტის ბოლო ორი მოწვევა, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, წარმოადგენდა ლიდერთა სურვილების შემსრულებელი ორგანოს როლიდან დრამატულ გადახვევას და ქვეყანაში ნამდვილი პარლამენტარიზმის ტრადიციის დანერგვას. მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალის ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, რომელთაგან ყველაზე აქტიურმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თითქმის არაფერი გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მხრივ, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, მოქმედი პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს. ბოლო, მეცხრე პარლამენტმა მიაღწია ნამდვილ საკანონმდებლო გარდაქმნასა და მნიშვნელოვან დემოკრატიულ წინსვლას პარლამენტის კონსტიტუციისა და რეგლამენტის რედაქტირებით, ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის სულისკვეთებისა და პრინციპების შესაბამისად. შედეგად, პარლამენტი გახდა ეროვნული პოლიტიკის საყრდენი, ხოლო საპარლამენტო ზედამხედველობამ პრემიერ მინისტრი და კაბინეტი მეტად პასუხისმგებელი გახადა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდთან შედარებით. ზემოთ აღნიშნულმა კი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას უპრეცედენტო წვდომა და გავლენა მიანიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რამაც გაზარდა გამჭვირვალობა, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ხმაური გამოიწვია პარლამენტში და მის გარშემო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, საქართველოს ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც საკანონმდებლო ორგანოს არჩევას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის წამმართავი ძალა უნდა იყოს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. "ქართული ოცნებას" მნიშვნელოვანი უპირატესობის (გამოკითხვის შედეგებით 60%-ს აღწევს) შემთხვევაშიც კი მრავალფეროვან და ჩახლართულ ოპოზიციასთან შედარებით, შემდეგ პარლამენტში მრავალი პოლიტიკური ძალა შევა, რომლებიც უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე საკანონმდებლო ორგანოსი”, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის დასასრულს, ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი იმედს გამოთქვამს, რომ 31 ოქტომბრის მომავალი არჩევნები ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის წყალგამყოფი და საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების 30 წლისთავისადმი ღირსეული მიძღვნა იქნება.

,,ეს არჩევნები სულ უნდა გვახსოვდეს, რადგან სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი დღესდღებით ქვეყანაში არსებულ დემოკრატიას”, - აცხადებს ხელაშვილი.

ყველა სიახლე

ალექსანდრე მოწერელია იგორ დოლგოვი

21 იანვარი 2021, 18:47

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია უკრაინის ელჩს შეხვდა

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მოწერელია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი ძირითად შეეხო საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობას, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, სოფლის მეურენობის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:47

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმის არსებობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მივიღოთ

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის ძირითადი ამოცანაა, ვაქცინაციამ წლის ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით გარეჯის საქმეზე: წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე

ყოველთვის ვამბობდით და ეჭვს გამოვთქვამდით, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი იმას, რომ საქართველოს საზიანო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს არ იყო შემთხვევითი.

21 იანვარი 2021, 18:28

საზოგადოება

გენადი არველაძე: ვქმნით მექანიზმებს იმისთვის, რომ ავტომობილების ტექისპექტირების პროცესში უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის შესაძლებლობები გვქონდეს

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც, ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს პარლამენტის, აკრედიტაციის ცენტრისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დეტალურად განიხილეს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შესაძლებლობები და მის წარმატებულ მუშაობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დისკუსიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე უძღვებოდა.

ანგელა მერკელი

21 იანვარი 2021, 18:27

COVID19

ანგელა მერკელი: კორონავირუსის მუტაცია გაცილებით გადამდებია და პანდემიის კონტროლს ართულებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანელები კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ ვარიანტს სერიოზულად უნდა მოეკიდონ.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს პროკურატურამ 2013 წლის შემდეგ ასობით მტკიცებულება მოიპოვა, რომელთა საფუძველზეც გადაწყვეტილება ლოგიკური იყო

„ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი ხელში გვიჭირავს და ამაში უდიდესი წვლილი აქვთ ქართველებს, იმ ადამიანებს, რომელბმაც გამოძიებაში მიიღეს მონაწილეობა. წარადგინეს მტკიცებულებები. როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე მადლობას გადავუხდი პროკურატურას, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. უამრავი მტკიცებულება მოიპოვა. 2013 წლის შემდეგ არაერთი, ასეულობით მტკიცებულება მოიპოვა, რომელტა საფუძველზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკური იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Sputnik V-ვაქცინა

21 იანვარი 2021, 18:21

COVID19

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე: ის არის დამარცხებული „მთავარსარდალი“, ომიდან გაქცეული, რომელმაც მიატოვა თავისი ჯარისკაცები

მქონდა ილუზია, რომ დღევნდელ დღეს მაინც ამ სპეკულაციებსა და სიგიჟეში არ შევიდოდნენ და ამ ისტორიული გამარჯვების დღეს გადადებდნენ ყველაფერს და უბრალოდ მიულოცავდნენ ქართველ ხალხს, თავიანთ სამშობლოს, თავიანთ თავს ისტორიულ, სამართლებრივ ომში გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

თეა ახვლედიანი

21 იანვარი 2021, 18:13

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ისტორიულია

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 18:01

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური კომუნიკაცია პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტთან.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: საქართველომ სამართლებრივი ომი მოიგო და ეს იყო ბეჭედი რომ - რუსეთი ოკუპანტია

დღეს არის მართლაც ისტორიული დღე, ჩვენ ეს თარიღი უნდა დავიმახსოვროთ და ბევრჯერ გამოგვადგება. სამართლებრივად ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების სხვადასხვა პუნქტი, საერთაშორისო ვალდებულებების აბსოლუტური იგნორირება გააკეთა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

21 იანვარი 2021, 17:56

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 218 ადამიანს გამოუვლინდა, 9 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228,246 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,053 ადამიანი. ვირუსისგან 218,387 პაციენტი განიკურნა.

21 იანვარი 2021, 17:52

საზოგადოება

შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი - გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსობის შემცველი გადაცემები განსაკურებით ხშირად ბოლო პერიოდში ვრცელდება. კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვან მედიაგარემოში ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები და გამონათქვამებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. დღეს საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა, დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით კომისია გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს.

21 იანვარი 2021, 17:49

რეგიონი

გიორგი წოწკოლაურმა აჭარის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდია, აჭარის რეგიონის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მენეჯერებსა და თანამშრომლებს წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 17:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რასაც ოპოზიციაში ერთმანეთს აბრალებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა, ეს რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვისაც ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს

ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 17:42

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჯანმო კორონავირუსის მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუდასტურა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მონაწილეობას განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი
ჟოზეფ ბორელი

21 იანვარი 2021, 17:41

პოლიტიკა

პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელთან კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრისას კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა.

ბადრი ბიწაძე

21 იანვარი 2021, 17:36

სამართალი

ბადრი ბიწაძე: რუკების საკითხებში კომპეტენტური არ ვარ, სასაზღვრო პოლიციას უკვე დადგენილი საზღვრების დაცვა ევალებოდა

ვესწრებოდი კომისიის ერთ-ერთ სხდომას, სადაც მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ბადრი ბიწაძემ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 17:35

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 17:23

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინა. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის მხრიდან სხდომას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვის სამსახურის მხრიდან კი, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.