30 ოქტომბერი 2020, 17:35 / სანდო წყარო

თამარ ჟვანია: მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა

თამარ ჟვანია

თამარ ჟვანია

მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას, - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არაა რისკის შემცველი ის მცირე დრო, რომელიც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მიცემისთვის. ამომრჩეველს მინდა, შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, აუცილებლად დასჭირდება პირბადის მოხმარება, თუმცა, არქონის შემთხვევაში, მას უზრუნველყოფენ პირბადით“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს; და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

ხვალ, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1134 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ეტლით მოსარგებლე პირებს წელს პირველად მიეცათ საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. ცესკო, როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი და არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან.

ასევე, აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

31 ოქტომბრის 20.00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

31 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

31 ოქტომბერს 07.00 საათიდან, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.

ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 22:59

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 187 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 დეკემბერი 2020, 22:52

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

ოლივიე ვერანი

03 დეკემბერი 2020, 22:45

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: უახლოეს თვეებში ვაქცინა ეპიდემიის სახეს ძირეულად არ შეცვლის

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტი იარაღია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისი ეფექტი დაუყოვნებლივ არ დადგება.

ლევან კობიაშვილი

03 დეკემბერი 2020, 22:38

სპორტი

ლევან კობიაშვილი: ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

03 დეკემბერი 2020, 22:14

სპორტი

საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ჟან კასტექსი

03 დეკემბერი 2020, 22:14

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება.

ჟან-ივ ლე დრიანი

03 დეკემბერი 2020, 21:58

მსოფლიო

ჟან-ივ ლე დრიანი: საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია.

03 დეკემბერი 2020, 21:37

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 401 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ცხელების ცენტრს დღეს 56-მა პაციენტმა მიმართა. კახეთში ამ დროისთვი 2 296 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათ შორის 2 077 ბინაზე იმყოფება, 26 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 193 პაციენტი მკურნალობის კურსს კოვიდ-კლინიკაში გადის.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.

მარტა ტემიდუ

03 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

პორტუგალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა, მარტა ტემიდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებაზე, რომელიც ყველასთვის უფასო იქნება.

03 დეკემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება. რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. როგორც გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს, შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

03 დეკემბერი 2020, 21:11

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯო ბაიდენს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ირანისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას.

ირაკლი ბერაია

03 დეკემბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ალიანსის მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონტრიბუციას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში

ალიანსის მოკავშირეებმა ერთხმად დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატება განახლებული და გაძლიერებული არსებითი პაკეტის მინიჭებით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის მინისტერიალზე ხაზი გაესვა ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

მალხაზ თორია

03 დეკემბერი 2020, 20:48

რეგიონი

მალხაზ თორია ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხების განსახილველად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მალხაზ თორიამ სამედიცინო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სიახლე სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელმა მალხაზ თორიამ გააცნო. რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხევდრაზე ტესტების აღების ლოკაციებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

03 დეკემბერი 2020, 20:46

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 23 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 993 ადამიანი გარდაიცვალა.

ზვიად შალამბერიძე

03 დეკემბერი 2020, 20:45

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ტესტირების შესახებ ისაუბრეს. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ინტენსიური ტესტირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდინფიცირებულების დროულად გამოვლენისა და იზოლაციისთვის.

03 დეკემბერი 2020, 20:40

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 879 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 414 ადამიანი გარდაიცვალა.

გოჩა ლორთქიფანიძე

03 დეკემბერი 2020, 20:37

ეკონომიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: Trace International - ის რეიტინგი მიუთითებს ქვეყნის წინსვლაზე გამოწვევებით სავსე პერიოდში

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ეს რეიტინგი მიუთითებს ქვეყნის წინსვლაზე გამოწვევებით სავსე პერიოდში და ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციას და ინსტიტუციური დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს განგრძობადი და ეფექტური ინსტიტუტების არსებობას." - აცხადებს გოჩა ლირთქიფანიძე

გიორგი ვაშაძე

03 დეკემბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: კატეგორიულად არ ვეთანხმები თავდასხმას ელჩებზე, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია

კატეგორიულად არ ვეთანხმები თავდასხმას ელჩებზე, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მიუღებელია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობა რომ არა, ამ დიალოგის შესაძლებლობაც არ იქნებოდა ქვეყანაში.

არა აივაზიანი

03 დეკემბერი 2020, 20:32

მსოფლიო

სომხეთი ეუთოს მოუწოდებს, თურქეთზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ანკარამ სამხრეთ კავკასიიდან თავისი სამხედროები და უცხოელი მებრძოლები გაიყვანოს

სომხეთი ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, თურქეთზე ზეწოლა განახორციელონ, რათა ოფიციალურმა ანკარამ სამხრეთ კავკასიიდან თავისი სამხედროები და უცხოელი მებრძოლები გაიყვანოს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არა აივაზიანმა განაცხადა.