ნათია მეზვრიშვილი: მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად
ნათია მეზვრიშვილი
ფოტო: შსს
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაში ფრანგი სენატორები იმყოფებიან.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, უზრუნველყოფილი იყო კამპანიის წარმართვისთვის თანაბარი შესაძლებლობები.
საუბრისას ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ყველაფერი გაკეთდა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დასაცავად როგორც ამომრჩევლებისთვის. ისე დამკვირვებლებისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამართალდარღვევებზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2024, 00:09
მსოფლიო
თეთრი სახლი: აშშ არ გეგმავს ახალი პოლიტიკის გამოცხადებას უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით - სერიოზულად ვეკიდებით პუტინის კომენტარს, მან აშკარად დაამტკიცა, რომ შეუძლია აგრესია
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახალი პოლიტიკის გამოცხადებას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
13 სექტემბერი 2024, 23:24
არჩევნები 2024
დავით კოდუა ახალგაზრდებს: თქვენ იქნებით ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ ზუგდიდი კიდევ უფრო მეტად უნდა გავხადოთ ახალგაზრდული ქალაქი
ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი შტაბი, კონსტანტინე გამსახურდიას N 35-ში მდებარეობს.
13 სექტემბერი 2024, 23:10
არჩევნები აშშ
რომის პაპი ტრამპსა და ჰარისზე: ორივე მათგანი სიცოცხლის წინააღმდეგ გამოდის, იქნება ეს ის, ვინც აძევებს მიგრანტებს თუ ის, ვინც მხარს უჭერს ჩვილების მოკვლას
რომის პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი აბორტისა და მიგრაციის საკითხებზე მათი პოზიციის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
13 სექტემბერი 2024, 22:34
მსოფლიო
ბორელი: ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემას
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემას.
13 სექტემბერი 2024, 22:34
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი
ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.
13 სექტემბერი 2024, 22:20
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება
გიორგი გამსახურდია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოების განხორციელების ფაქტს ეხება.
13 სექტემბერი 2024, 22:08
საზოგადოება
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
13 სექტემბერი 2024, 21:58
სამართალი
საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან“.
13 სექტემბერი 2024, 21:47
არჩევნები 2024
გიგი უგულავა: ყველა არჩევნებში „ქართული ოცნების“ პირველი ამოცანაა, გავიდეს პირველ ადგილზე და ამას ახერხებს
იმის გამო, რომ აქეთ ლიდერები ვერ ლაგდებიან, იქით ლიდერები გაბუტულები არიან ერთმანეთთან, გამოდის ოთხი [ოპოზიციური ფლანგი]. რაც არ უნდა სოციოლოგიური ზღაპრები მოგვიყვნენ, სინამდვილეში, ამ ოთხის პრობლემაა, რომ შეიძლება მათგან ერთ-ერთმა ვერ გადალახოს [ბარიერი] და სამის ჯამი აღარ გყოფნიდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში.
13 სექტემბერი 2024, 21:39
არჩევნები 2024
გენო პეტრიაშვილი: არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ვპატიობთ ამ ყველაფერს
„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 21:27
არჩევნები 2024
მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე: ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა
ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა, - განაცხადა ვანში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილე მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ.
13 სექტემბერი 2024, 21:22
არჩევნები 2024
ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს
ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.
13 სექტემბერი 2024, 21:09
არჩევნები 2024
დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ
ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.
13 სექტემბერი 2024, 21:08
არჩევნები 2024
სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე
მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს. „ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.
13 სექტემბერი 2024, 21:06
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში - მმართველი პარტიის გზავნილების გარშემო ვანსა და სენაკში ერთიანდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ! - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს ვანსა და სენაკში იმართება.
13 სექტემბერი 2024, 21:03
პოლიტიკა
ლაშა ბექაური: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი
მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი, - განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან.
13 სექტემბერი 2024, 20:59
მსოფლიო
ზელენსკი: ჯო ბაიდენს გამარჯვების გეგმას წარვუდგენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდება.
13 სექტემბერი 2024, 20:56
საზოგადოება
მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ მსგავს რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
13 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მახეში გაება - ვერ აკონკრეტებენ, რომელი ფონდი, ორგანიზაცია გაიღებს 14 მილიარდს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიის ვერც ერთი ლიდერი და წევრი ვერ აკონკრეტებს, რომელი ფონდი, ორგანიზაცია თუ ვინ გაიღებს სოლიდურ თანხას, რისთვის და როგორ? ნათქვამი მორიგ აბსურდულ დაპირებად და კიდევ ერთ ხანმოკლე საარჩევნო ტყუილად დარჩა.
13 სექტემბერი 2024, 20:39
სამართალი
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან“.